9 აპრილის ტრაგედია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
9 აპრილის ტრაგედია |
marine |
Mar 27 2008, 02:30 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
დიდად პატივცემულო მიხეილ სერგის ძევ, პატივცემულო დეპუტატებო!
მოგმართავთ თქვენ იმის გამო, რომ ყრილობაზე თბილისის 1989 წლის 9 აპრილს ტრაგიკული ამბების განხილვისას გამოსულთა სიტყვებში რამდენჯერმე მოიხსენიეს ჩემი სახელი. იმისათვის, რომ ნათელი წარმოდგენა გქონდეთ სიტუაციაზე, მინდა გაცნობოთ: 8 აპრილს ღამით შემატყობინეს, რომ თბილისში დემონსტრანტთა დასაშლელად შემოყვანილია ჯარები და შექმნილი ვითარება უაღრესად საშიშია. ღამის 3 საათზე მივაშურე მთავრობის სახლს და გამზირზე მყოფნი გავაფრთხილე, რომ საფრთხე რეალურია; ვთხოვე, იქვე წმიდა გიორგის ტაძარში შესულიყვნენ სალოცავად. დემონსტრაცია მშვიდობიანი იყო, დემონსტრანტები არავის არავითარ საფრთხეს არ უქმნიდნენ და ვერცერთი მათგანი ვერ წარმოიდგენდა, რომ მათ წინააღმდეგ შეიძლებოდა ხელკეტები, ხელბარები და მომწამვლელი ქიმიური გაზები გამოეყენებიათ. დემონსტრანტები მუხლმოდრეკილი მისმენდნენ. ჩემი სიტყვის შემდეგ ხანგრძლივი დუმილი ჩამოვარდა. შემდეგ ერთ-ერთმა დემონსტრანტმა თავაზიანად მიპასუხა, რომ ფიცი აქვთ დადებული, ფეხი არ მოიცვალონ აქედან 14 აპრილამდე. მე, თუმცა არ ვიცოდი, რა მოხდებოდა, შემზარავი წინათგრძნობა დამეუფლა და ამიტომ გადავწყვიტე მათთან ერთად დავრჩენილიყავი და მათი ხვედრი გამეზიარებინა. ცენტრალურ პრესაში არაერთხელ დაიწერა, თითქოს დემონსტრანტებს ჩემთვის შეურაცხყოფა მოეყენებინოთ და ჯარებმა ჩემი დაცვის მიზნით, გამომიყვანეს. ეს სწორი არ არის. პირიქით, როცა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ტანკები დაიძრნენ, ჩემს წინ ახალგაზრდებმა კედელი აღმართეს, რათა ხიფათი არა შემმთხვეოდა რა. მათვე შეუერთდა ადგილობრივი მილიცია. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომელზეც ყრილობაზე ილაპარაკა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალმა, გენერალ - პოლკოვნიკმა როდიონოვმა, თითქოს დემონსტრანტებს ჩემთვის ხელიდან გამოეგლიჯოთ მიკროფონი და მე სიტყვა ვერ დამემთავრებინოს, მართალი არ არის. ასეთი ფაქტი არ მომხდარა. ეს ვიდეოფირიდანაც ჩანს. მინდა ვთქვა, რომ, საერთოდ, გენერალ როდიონოვის გამოსვლამ თავისი ტენდენციურობითა და ფაქტების ცრუ გაშუქებით შეურაცხყო ქართველი ერი და ეს ხელს ვერ შეუწყობს ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობის განმტკიცებას. მწამს, სიმართლე გაიმარჯვებს. მხოლოდ ეს იქნება იმის თავდები, რომ ისეთი შემზარავი ფაქტი, როგორიც თბილისში მოხდა, არასოდეს და არსად აღარ განმეორდება. გწყალობდეთ ყველას ღმერთი მშვიდობისა, სიყვარულისა და სიმართლისა. დიდი პატივისცემით ილია II სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი * * * გული სისხლის ტბა, თვალები უმზეო, გონება დაბინდული, რაო, საქართველოვ, შემოგევლე, რატომ ხარ გარინდული. რა გვაქვს სატირალი, არ გადაშენებულა შენი მოდგმა, მთები ჩამოშალა აჭარაში შენი შვილებისათვის ჩვენმა მოთქმამ. ნაწილი უფალთან გაფრინდა ზეცაში შენს გადასარჩენად, თავისუფლებისათვის ისევე დავდგეთ მტრის წინ ასაჩეხად. /ხეებზე გაკრული ლექსებიდან/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
Amuza |
Mar 27 2008, 02:46 PM
პოსტი
#2
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 |
ჩემი თანასოფლელიც დაიღუპა 9 აპრილს. შალვა ქვასროლიაშვილი. ღმერთმა აცხოვნოს მათი სული.
-------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
marine |
Mar 27 2008, 02:47 PM
პოსტი
#3
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ჩემი თანასოფლელიც დაიღუპა 9 აპრილს. შალვა ქვასროლიაშვილი. ღმერთმა აცხოვნოს მათი სული. ღმერთმა აცხონოს იმ დღეს დაღუპული გმირები. ჩემი ნაცნობის დედა 9 აპრილს გაზით მოიწამლა და დღესაც არაა გამოჯანმრთელებული. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
Rozoma |
Mar 27 2008, 02:52 PM
პოსტი
#4
|
levan ჯგუფი: Members პოსტები: 408 რეგისტრ.: 15-February 08 მდებარ.: saqartvelo, tbilisi წევრი № 3,940 |
marine
ეს წერილი ვის სახელზეა გაგზავნილი? ვინაა მიხეილ სერგის ძე? -------------------- საქართველოს მონასტრების სამი კანონი:
1) არ განიკითხო! 2) რაჟამს მოყვასი ბრალს გდებდეს, თავს ნუ იმართლებ, სთხოვე შენდობა და გაშორდი! 3) ყოველ ადამიანში დაინახე მხოლოდ სიკეთე, მიმართე მას კეთილი სიტყვით. თუ ეს არ ძალგიძს ნურაფერს ეტყვი!!! |
KAIROS |
Mar 27 2008, 02:53 PM
პოსტი
#5
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა * * * გული სისხლის ტბა, თვალები უმზეო, გონება დაბინდული, რაო, საქართველოვ, შემოგევლე, რატომ ხარ გარინდული. რა გვაქვს სატირალი, არ გადაშენებულა შენი მოდგმა, მთები ჩამოშალა აჭარაში შენი შვილებისათვის ჩვენმა მოთქმამ. ნაწილი უფალთან გაფრინდა ზეცაში შენს გადასარჩენად, თავისუფლებისათვის ისევე დავდგეთ მტრის წინ ასაჩეხად. /ხეებზე გაკრული ლექსებიდან/ ვისია ეს დალოცვილი სიტყვები? ჟრუანტელმა დამიარა... მაგ დროს სულ პატარა ვიყავი და სკოლაში წასვლის ნაცვლად შავარშია შემოვლებულ დროშას ვაფრიალებდი... როგორი ერთიანი იყო მაშინ ერი... როგორი დაყოფილები ვართ იმის შემდეგ... ციტატა მიხეილ სერგის ძე? გორბაჩოვს მიწერა უწმიდესმა, ცეკას რაა გასაკვირი , მომიტინგეებმა მაინც რატომ არ დაუჯერეს უწმიდესს? -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
marine |
Mar 27 2008, 03:02 PM
პოსტი
#6
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მაგ დროს სულ პატარა ვიყავი და სკოლაში წასვლის ნაცვლად შავარშია შემოვლებულ დროშას ვაფრიალებდი... მეც სკოლის მოსწავლე ვიყავი მაგ დროს.. 9 აპრილის დილას, დახოცილი ქართველებით მიმოფანტულ ქუჩებში, მთელი საქართველო ტკივილამდე გარინდებული იყო... ის ტრაგიკული დღეები არასოდეს დამავიწყდება.. ღმერთმა არც ერთ თაობას არ მოასწროს ასეთი სასაკლაო.. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 27 2008, 05:01 PM
პოსტი
#7
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
იარონ სინათლეში
"... ეს კი იცოდე, რომ უკანასკნელ დღეებში დადგება საზარელი ჟამი" - ქადაგებდა პავლე მოციქული და - იწყება ეს ჟამი. გაზაფხულის უმშვენიერეს თვეში - აპრილში, როცა ძალუმად იღვიძებს ნაზამთრალი ბუნება და ვარდისა და ზურმუხტის ფერებით იმოსება, 9-ში, გამთენიის ხანს სისხლმა იწვიმა თავისუფლებისათვის მღაღადებელთა ძარღვებიდან, ხოლო საქართველო შავად შეიმოსა. "... და ყველანი იესო ქრისტეს მიერ ღვთისმოსაობით ცხოვრების მსურველნი, დევნილნი იქნებიან" - კვლავ ჩამესმის მოციქულის სიტყვები. მაგრამ ასე ველურად დევნილი, ასე მხეცურად მოქმედი, როგორც იმ საბედისწერო ღამეს დატრიალდა, მაინც ვერ წარმოედგინა გონებას, რადგან ნამოქმედარში არაფერია ადაიანური. "სრულყოფილი სიყვარული სდევნის შიშს" - გვასწავლის მოციქული იოანე და ბედნიერები არიან ისინი, ვინაც აღასრულა ვალი სამშობლოს სრულყოფილი სიყვარულისა. იარონ სინათლეში მათმა სულებმა და დაიფარონ საქართველო. არქიმანდრიტი სოკრატე (ჭულუხაძე) -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
tamara |
Mar 27 2008, 06:58 PM
პოსტი
#8
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
უცნაური რაღაცეები სჭირთ იმათ ვინც მოიწამლა 9 აპრილს...
ჩემი ნაცნობი გოგონა (19 წლის) მოიწამლა 9 აპრილს, მერე რაღაც უცნაური დაავადება დაეწყო - ცხვირიდან სისხლდენები, კანზე სისხლჩაქცევები, დიაგნოზი ვერ დაუსვეს, თითქოს წითელი მგლურააო, მაგრამ არ ჯდებოდა ამ დიაგნოზში- რამდენიმე წლის მერე დაიღუპა უცნობი ავადმყოფობით. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი - მე მყავდა პაციენტი, რომელიც 9 აპრილს მოიწამლა და უჩიოდა ძლიერ თავის ტკივილებს და მერე თავისი შვილი მოიყვანა - ორივე როცა გამოვკითხე (ჰომეოპათია ისეთი მეთოდია, როცა გამოკითხვით ადგენ რა ნივთიერებითაა მოწამლული) ორივეს შემთხვევაში მივედი დარიშხანზე.. ანუ 9 აპრილს დარიშხანის რაღაც ნაერთი გამოიყენეს... და რაც საინტერესოა -ეს სიმპტომები შვილსაც გამოჰყვა, რომელიც 9 აპრილის მერე დაიბადა... |
marine |
Apr 8 2008, 05:06 PM
პოსტი
#9
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
... ახლა საჭიროა უფრო მოქნილი და უფრო გონივრული სიცოცხლე, ახლა მთავარია მომავალზე ფიქრი, ახლა მთავარია ურთიერთნდობა და კიდე ურთიერთნდობა.
მუხლს ვიყრი უდანაშაულოდ დაღუპულთა წინაშე, რომელთა სულის მშვენიერება აკეთილშობილებს საქართველოს ხვალინდელ დღეს. ჯვარცმული ერი ვართ, "ჯვარს აცვამენ მას და იყოფენ მის სამოსელს, წილის ყრით, - ვინ რა აიღოს!" დღეს ასეა ჩვენი საქმე, ჭკუით ვერ უნდა გვაჯობონ, იქნებ, თავად უნდა მოვუხმოთ ჭკუას? და რაც მთავარია, ძალიან მთავარი: ერთმანეთთან "იყავით გულმოწყალენი ისევე, როგორც თქვენი მამაა გულმოწყალე..." ყველაფერს გადაწყვეტს ჩვენი სიმშვიდე!.. ჩვენი თავის პატრონი ჩვენა ვართ, ნურავის იმედი გვექნება!.. /ჯანსუღ ჩარკვიანი/ ... მოდით ისევ ჩვენით, სხვათა დაუხმარებლად, ფუჭი იმედის გარეშე ვზიდოთ ჩვენი ყველაზე მძიმე და ყველაზე ძვირფასი ტვირთი - ჩვენი მეობა. რაც არ უნდა მწარე იყოს, ერთხელ კიდევ ჩამოვიბანოთ ჩვენი მარადიული, მარად პირდაღებული, მარად შეუხორცებელი ჭრილობები; კიდევ ერთხელ მივაბაროთ მიწას, ვინ იცის მერამდენედ მოკლული, მერამდენედ შეურაცხყოფილი, აბუჩად აგდებული ცხედარი ჩვენი ჯერ კიდევ გასათენებელი მომავლისა; ერთხელ კიდევ დავიჩოქოთ ჩვენი ამოუვსებელი სამარის წინ და ერთხელ კიდევ დავდოთ ფიცი, არასოდეს, არავითარ შემთხვევაში, არაფრის გულისთვის რომ არ მოვიშორებთ ტვირთს, რომელიც ღმერთმა და დედა-ბუნებამ აგვკიდა, არ ვუღალატებთ გზას, რომელიც ჩვენმა კეთილშობილმა წინაპარმა გაგვიკვალა, არ დავკარგავთ თვალთახედვიდან მიზანს, რომელიც ჩვენმა უკეთესმა თანამემამულეებმა დაგისახეს. /ოთარ ჭილაძე/ "ჯვარი ვაზისა" N2, 1989 9 აპრილი ტანკები, ფარები, ტიტები... თამუნა, ნათია, ეკა... სადა ხართ? სიცოცხლე გრძელდება, ჩვენ ვინ დაგვაშორა ნეტავ? თქვენ სიმართლისათვის ეწამეთ... ხალხის გულისთვის მართლებს ვინ, ვინ დაგიწყევლათ ის ღამე, ან ვინ შეგადარათ სანთლებს? ტანკები, ქაშვეთი, ტიტები, სიმღერა მთავრობის სახლთან. სადა ხართ, სიცოცხლე გრძლედება, სამშობლო გეძახით, სად ხართ? /ფრიდონ გელაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მნათე |
Apr 8 2008, 07:09 PM
პოსტი
#10
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ტკივილი მართლაც დიდია... ისინი ჩემს თავისუფლებას შეეწირნენ
-------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
yipiani gio |
Apr 8 2008, 09:21 PM
პოსტი
#11
|
Tavadi Yipiani ჯგუფი: Members პოსტები: 2,917 რეგისტრ.: 25-May 07 მდებარ.: saburtalo წევრი № 2,017 |
აცხოვნოს ღმერთმა მათი სულები
-------------------- alazani.ge
ფოლკოლორული საიტი.ვისაც გაინტერესებთ ფოლკლორი და ხელოვნება გვეწვიეთ.ამ საიტზე მრავალი საინტერესო მასალის მოძიება შეგიძლიათ |
ქავთარაძე |
Apr 8 2008, 09:26 PM
პოსტი
#12
|
დაურეგისტრირებელი |
9 აპრილი დიდი ტკივილია ჩვენთვის და მართლაც ისაა სამწუხარო რომ ხალხი გაიწირა რამოდენიმე ადამიანის სიღორის გამო...
დაშლილიყვნენ და არ მოხდებოდა ეგ ამბავი ხომ უთხრა უწმინდესმა... მარა როგორც ყოველთვის გაატარეს... ხოდა ღმერთმა გაანათლოს მათი სულები... იდეისთვის მისულ ხალხს ის არ აკმარეს რომ სულში ჩააფურთხეს და ზედ ისიც დაამატეს რომ ჩაცხრილეს... |
Amuza |
Apr 8 2008, 09:35 PM
პოსტი
#13
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 |
გახსენება
ვუძღვნი ჩემ თანასოფლელს შალვა ქვასროლიაშვილის ნათელ სულს შალვას ვიხსენებ, შემორჩა სახედ თავისუფლებას, როგორც მძევალი; აკურამ ზარდა ნაკურთხ მიწაზე, სულით შავლეგოს გზის მიმდევარი. ცხრა აპრილის დღეს და იმ განთიადს რატომ უტევდა ასე მდევარი?! რატომ ინება ნეტავ განგებამ ასეთი მსხვერპლი, შესაწევარი?! როცა განკითხვის ზარმა დარეკა, ლაღად, ამაყად ცეკვავდა მაშინ, ისე მხნე იყო თურმე იმ წუთში ალბათ უფალი თუ ედგა მხარში. დაიგრუხუნა ტანკების დელგმამ შემოიგრაგნა ღრუბელი ცაში... იდგა "ბართლომეს ღამე" თბილისში თავგანწირულთა ფოლადი ხმაში... მგოსნის სიტყვები ძველ ხანჯლის ელდად, სიოს ფოთლების შრიალი ქარში უსინათლოთა ბნელში სიმღერამ, ჩაახშო აბჯართ ჟღარუნი ხალხში... გათენდა დილა, გადათელილი და მართალ სულებს უხმობდა ცაში და „ცხელი გული“ სვეტიცხოველში სისხლის წვეთს თვლიდა გმირების ძარღვში. ცინარი-მარიამ ხმიადაშვილი 9 წელი 2004 წელი -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
q-e-T-i |
Apr 8 2008, 09:37 PM
პოსტი
#14
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 583 რეგისტრ.: 30-August 07 წევრი № 2,659 |
ღმერთმა აცხონოს თავისუფლებას შეწირულნი.....
-------------------- I will sooth you if you fall
I'll be right there if you call You're my greatest love of all ________________________________________________________________ _______ სიყვარულია თავად ღმერთი ამქვეყანაზე_________ ________________________________________________________________ __თუ ქარ-ცეცხლში ნაწრთობია სიყვარული, გვაკავშირებს საუკუნო სიხარულით__ |
- თეკლა - |
Apr 8 2008, 09:56 PM
პოსტი
#15
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 19-March 08 წევრი № 4,245 |
9 აპრილი იყო და ყოველთვის იქნება გასახსენებლად დიდი ტკივილი ყველა ქართველისათვის, რადგან იქ ჩვენი ქართველები დაიღუპნენ და მოიწამლენ - ჩვენი თანამოქალაქეები, რომელთაც თავისუფლება გვაჩუქეს
აცხოვნოს უფალმა დაღუპულთა სულები ბედნიერ, თავისუფალ და გაბრწყინებულ საქართველოში ეცხოვროთ ჩვენს შვილებს გაგვაძლიეროს უფალმა თიკო -------------------- არ შეიძლება ითქვას - ჩვენ გვიყვარს ღმერთი, მაგრამ არ გვიყვარდეს ადამიანი...
უსიყვარულოდ შეუძლებელია ცხოვრება, უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი. გვიყვარდეს მოყვასი ჩვენი; გვიყვარდეს, თუ გვინდა ვიპოვოთ ღმერთთან მისასვლელი გზა... თუ გვინდა, ვიყოთ ბედნიერნი. მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიპოვებს ადამიანი მადლსა ღვთისასა, როცა სულიერად გაძლიერდება და ამაღლდება. ილია II |
makiki |
Apr 9 2008, 09:29 PM
პოსტი
#16
|
makiki ჯგუფი: Members პოსტები: 1,779 რეგისტრ.: 29-January 08 მდებარ.: Tbilisiii წევრი № 3,797 |
დღეს ამინდიც როგორ ტიროდა
უფალმა აცხოვნოს მათი სულები -------------------- წიგნი,რომლის მეორედ და მესამედ წაკითხვა არ ღირს არ უნდა წაიკითხო არცერთხელ.
ლამაზი ცრემლები წამწამებს ეხება პატარა ცრემლები ბაგეზე ეშვება ღმერთო მოუსმინე მის ლამაზ ვედრებას გოგონა ხატის წინ მუხლებზე ეცემა... |
არაგველი |
Apr 23 2008, 09:37 AM
პოსტი
#17
|
ქართველი ჯგუფი: Members პოსტები: 55 რეგისტრ.: 16-April 08 მდებარ.: საქართველო მარადის... წევრი № 4,574 |
დღე იყო უღმერთოდ მოღრუბლული,
მატლები გადმობობღდნენ ეშმაკის ფაშვიდან, მოდგა ვეშაპი და არაყი მოითხოვა, სისხლი დალია და დამშვიდდა... ...ღამე ერთად უნდა გავათენოთ, მჯერა კვლავ ცხელ სანთელს ავანთებთ, ისე არ მოკვდება საქართველო, დედა არ უტიროს ჯალათებს... დავიჯერო არავის გაუგონია ეს ლექსი? -------------------- უფალო შეგვინდე ცოდვანი ჩვენი და დაიფარე საქართველო გასაჭირისგან...
|
T I K O |
Apr 23 2008, 09:24 PM
პოსტი
#18
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
დავიჯერო არავის გაუგონია ეს ლექსი? გაგვიგონია, მაგრამ ზეპირად არ ვიცით შევეცდები მოგიძებნო ამ დღეებში მანამდე ფოცხიშვილის ძალიან ცნობილ ლექსს დავდებ 9 აპრილზე: დღე დგება უტყვი და უჩვევი მეწამულ ბილიკზე ვდგები ვაჩუქოთ ერთმანეთს სიცოცხლე გავუთბოთ ერთმანეთს ძვლები. თქვენს ლამაზ ფიქრებში ვიჭრები, თქვენს სარკმელს ვაწყდები თრთოლვით, ვაჩუქოთ ერთმანეთს წვიმები, ვაჩუქოთ ერთმანეთს თოვლი. ყველას სიყვარულში გიტყდებით, გლოცავთ და მიშრება ყელი, ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები ვაჩუქოთ ერთმანეთს ცრემლი! გავუგოთ ერთმანეთს უკლებლივ, ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელი - ავუვსოთ ერთმანეთს გულები სიყრმის და სიცოცხლის რწმენით, ვპოვოთ ერთმანეთი ღვთის ნებით, სიტყვა გამოვნახოთ თბილი - ლოცვით მიმოვფანტოთ ნისლები, ფარად ავეფაროთ თბილისს! ავუნთოთ ერთმანეთს სანთლები, შევუწყოთ ერთმანეთს ხმები - ვაჩუქოთ ერთმანეთს ზღაპრები, ვაჩუქოთ ერთმანეთს წლები. ო, სისხლო, რა უცებ წყალდები, ო, გულო, რა უცებ თვრები, ვაჩუქოთ ერთმანეთს თვალები, ვაჩუქოთ ერთმანეთს ფრთები, ხორხს ცხელი სიმღერით ვიღადრავ, ვფხიზლობ და ვჩურჩულებ- ამინ! დავუთმოთ ერთმანეთს დილა და დავუთმოთ ერთმანეთს ღამე! პ.ს. ეს დღე ძალიან ტკივილიანი, მაგრამ მაინც გამარჯვების დღეა ღმერთმა აცხონოს იმ დღეს გარდაცვლილთა სულები და შეეწიოს მოწამლულებს -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
xornabujeli |
Apr 24 2008, 12:47 AM
პოსტი
#19
|
giorgi ჯგუფი: Members პოსტები: 1,304 რეგისტრ.: 24-July 07 მდებარ.: Zveli Tbilisi. წევრი № 2,509 |
დიდად პატივცემულო მიხეილ სერგის ძევ, პატივცემულო დეპუტატებო! მოგმართავთ თქვენ იმის გამო, რომ ყრილობაზე თბილისის 1989 წლის 9 აპრილს ტრაგიკული ამბების განხილვისას გამოსულთა სიტყვებში რამდენჯერმე მოიხსენიეს ჩემი სახელი. იმისათვის, რომ ნათელი წარმოდგენა გქონდეთ სიტუაციაზე, მინდა გაცნობოთ: 8 აპრილს ღამით შემატყობინეს, რომ თბილისში დემონსტრანტთა დასაშლელად შემოყვანილია ჯარები და შექმნილი ვითარება უაღრესად საშიშია. ღამის 3 საათზე მივაშურე მთავრობის სახლს და გამზირზე მყოფნი გავაფრთხილე, რომ საფრთხე რეალურია; ვთხოვე, იქვე წმიდა გიორგის ტაძარში შესულიყვნენ სალოცავად. დემონსტრაცია მშვიდობიანი იყო, დემონსტრანტები არავის არავითარ საფრთხეს არ უქმნიდნენ და ვერცერთი მათგანი ვერ წარმოიდგენდა, რომ მათ წინააღმდეგ შეიძლებოდა ხელკეტები, ხელბარები და მომწამვლელი ქიმიური გაზები გამოეყენებიათ. დემონსტრანტები მუხლმოდრეკილი მისმენდნენ. ჩემი სიტყვის შემდეგ ხანგრძლივი დუმილი ჩამოვარდა. შემდეგ ერთ-ერთმა დემონსტრანტმა თავაზიანად მიპასუხა, რომ ფიცი აქვთ დადებული, ფეხი არ მოიცვალონ აქედან 14 აპრილამდე. მე, თუმცა არ ვიცოდი, რა მოხდებოდა, შემზარავი წინათგრძნობა დამეუფლა და ამიტომ გადავწყვიტე მათთან ერთად დავრჩენილიყავი და მათი ხვედრი გამეზიარებინა. ცენტრალურ პრესაში არაერთხელ დაიწერა, თითქოს დემონსტრანტებს ჩემთვის შეურაცხყოფა მოეყენებინოთ და ჯარებმა ჩემი დაცვის მიზნით, გამომიყვანეს. ეს სწორი არ არის. პირიქით, როცა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ტანკები დაიძრნენ, ჩემს წინ ახალგაზრდებმა კედელი აღმართეს, რათა ხიფათი არა შემმთხვეოდა რა. მათვე შეუერთდა ადგილობრივი მილიცია. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომელზეც ყრილობაზე ილაპარაკა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალმა, გენერალ - პოლკოვნიკმა როდიონოვმა, თითქოს დემონსტრანტებს ჩემთვის ხელიდან გამოეგლიჯოთ მიკროფონი და მე სიტყვა ვერ დამემთავრებინოს, მართალი არ არის. ასეთი ფაქტი არ მომხდარა. ეს ვიდეოფირიდანაც ჩანს. მინდა ვთქვა, რომ, საერთოდ, გენერალ როდიონოვის გამოსვლამ თავისი ტენდენციურობითა და ფაქტების ცრუ გაშუქებით შეურაცხყო ქართველი ერი და ეს ხელს ვერ შეუწყობს ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობის განმტკიცებას. მწამს, სიმართლე გაიმარჯვებს. მხოლოდ ეს იქნება იმის თავდები, რომ ისეთი შემზარავი ფაქტი, როგორიც თბილისში მოხდა, არასოდეს და არსად აღარ განმეორდება. გწყალობდეთ ყველას ღმერთი მშვიდობისა, სიყვარულისა და სიმართლისა. დიდი პატივისცემით ილია II სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი * * * გული სისხლის ტბა, თვალები უმზეო, გონება დაბინდული, რაო, საქართველოვ, შემოგევლე, რატომ ხარ გარინდული. რა გვაქვს სატირალი, არ გადაშენებულა შენი მოდგმა, მთები ჩამოშალა აჭარაში შენი შვილებისათვის ჩვენმა მოთქმამ. ნაწილი უფალთან გაფრინდა ზეცაში შენს გადასარჩენად, თავისუფლებისათვის ისევე დავდგეთ მტრის წინ ასაჩეხად. /ხეებზე გაკრული ლექსებიდან/ შენ გაიხარე მარინე,ამ თემის გახსნისთვის,ჩვენ მართლაც ყველას (მით უმეტეს ვინც იმ დროს მოვესწარით) გვმართებს ხშირად 9-აპრილის გახსენება და ამ დღეს დაღუპულ გმირების უკვდავყოფა,არცთუ ისე დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ და თითქოს ერმა მაინც დაივიწყა, თუ რა მოხდა მაშინ,არ ეგონოს ვისმე ,თითქოს სხვებს ვადანაშაულებდე,არა, პირველ რიგში, ალბათ საკუთარ თავზე ვიტყვი,( 9-აპრილს მეც იქ ვიყავი,მხოლოდ რამოდენიმე საათით ადრე წამიყვანა ხვეწნა-მუდარით სახლში მამიდაჩემმა,რომ დილით ისევ დავბურდებოდით და დილით ეს შემზარავი ამბავი გავიგეთ...)რომ მე ჯეროვნად ვერ მივაგე პატივი მათ სამშობლოსათვის ზვარაკად შეწირულ სულებს,შენდობას ვითხოვ მათგან... -რაც შეეხება პატრიარქს,როგორც ყველა ჭეშმარიტ ქართველს,მეც , ეჭვი არ ეპარებოდა არც, მაშინ და არც ეხლა,რომ უწმიდესი ყოველთვის ბოლომდე დგას თავისი ხალხის გვერდით და ,რომ არა მართლაც მაშინ ,იმ ახლგაზრდების და ჩვენი მილიციის ძალისხმევა,შეიძლება, მართლაც სათუო გამხდარიყო პატრიარქის სიცოცხლე. პ.ს.ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი უკვდავი სულები, ვინც გმირულად მოსწყდა 9-აპრილის ღამეს სამშობლოსათვის. -------------------- "Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
---------------------------------------------- "აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს." ''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული! ''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!" ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- "Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always." |
abo |
Apr 24 2008, 01:21 AM
პოსტი
#20
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 |
tamara
ციტატა და რაც საინტერესოა -ეს სიმპტომები შვილსაც გამოჰყვა, რომელიც 9 აპრილის მერე დაიბადა... დარიშხანი მძიმე მეტალია, უძლიერესი შხამი და ორგანიზმში სიკვდილის შემდეგაც რჩება. ნაპოლეონის თმის ანალიზმა დაარწმუნა მეცნიერები მისი დარიშხანით მოწამვლის შEსახებ. არ გამიკვირდება რომ იგი შვილსაც გადაცემოდა პლაცენტარული გზით ღმერთო აცხონე 9 აპრილის მსხვერპლნი -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 05:50 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი