ქრისტეს შობა -, ადამიანისა და ღმერთის, ურთიერთ სიყვარულის სახე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქრისტეს შობა -, ადამიანისა და ღმერთის, ურთიერთ სიყვარულის სახე |
ზურა |
Jan 4 2007, 06:02 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 72 რეგისტრ.: 3-January 07 წევრი № 783 |
მშვიდობა თქვენდა,
გილოცავთ სადღესასწაულო დღეებდა და განსაკუთრებით ჩვენი მაცხოვარის, უფალ იესო ქრისტეს შობის მოახლოებას! თემის სათაური ალბათ ზუსტად შეესაბამება იმ გრძნიბებს, რისი გადმოცემაც მსურს გფარავდეთ სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთის მადლი. __________________________________________________ ქრისტეს შობა - გელათის მონასტერი. ვარსკვლავმრიცხველთა თაყვანისცემა - ათონი. __________________________________________________ ქრისტეს შობა - სუზდალი XVI ს. იმ დღეებში გამოვიდა კეისარ ავგუსტინის ბრძანება აეღწერათ მთელი მოსახლეობა. ეს აღწერა პირველი იყო, კვირინოსის მმართველობისას სირიაზე. ყველანი მიდიოდნენ ჩასაწერად, თვითოეული თავის ქვეყანაში. ________________________ ქრისტეს შობის ხატი - სერბეთი იოსებიც წავიდა გალილეიდან, ქალაქ ნაზარეთიდან იუდეას, დავითის ქალაქში, რომელსაც ეწოდებოდა ბეთლემი, ვინაიდან იგი დავითის სახლისა და ტომისა იყო. რათა ჩაწერილიყო მარიამთან ერთად, რომელიც მასზე იყო დანიშნული და იყო ორსულად. ________________________________________ ახალშობილის თაყვანის ცემა (ქრისტეს შობა) - გერმანია XVს მათი იქ ყოფნისას შეუსრულდა მარიამს მშობიარობის დღეები და შვა ძე, თავისი პირმშო, შეახვია და მიაწვინა იგი ბაგაში, ვინაიდან სასტუმროში არ იყო ადგილი მათთვის. ________________________________________________ ქრისტეს შობა - ფრესკა უბისის ეკლესიაში იმ მხარეში იყვნენ მწყემსები მინდვრად და ღამით დარაჯობდნენ თავიანთ სამწყსოს. და აჰა, უფლის ანგელოზი წამოადგა მათ, უფლის დიდება გამოუბრწყინდათ და შეშინდნენ დიდი შიშით ___________________________________________ Нараджэнне Хрыстова - ბელორუსია 1746 უთხრა მათ ანგელოზმა: ''ნუ გეშინიათ, აჰა, გახარებთ დიდ სიხარულს, რომელიც მთელი ხალხისა იქნება: ვინაიდან დავითის ქალაქში თქვენ დაგებადათ მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი. და ნიშნად ეს გექნებათ: ''იმ ყრმას ჰპოვებთ შეხვეულს და ბაგეზე მწოლარეს'' __________________________________ ქრისტეს შობის ხატი - ბულგარეთი -------------------- The God became the person, that the person became the god.
|
ზურა |
Jan 4 2007, 06:33 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 72 რეგისტრ.: 3-January 07 წევრი № 783 |
და უეცრად გაჩნდა ანგელოზთა დიდძალი ლაშქარი ციდან, აქებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: ''დიდება მაღალთა შინა ღმერთს, მშვიდობა ქვეყანაზე, და კაცთა შორის სათნოება!'' _______________________________ Різдво Христове - უკრაინა _______________________________ წმ. სტეფანეს ტაძარი, ვენა როდესაც ანგელოზები ზეცად ამაღლდნენ, მწყემსებმა უთხრეს ერთმანეთს: ''წავიდეთ ბეთლემს და ვნახოთ რა მოხდა იქ, რაც უფალმა გვაუწყა.'' _______________________________ SANO di Pietro. 1445. Pinacoteca, Vatican სწრაფად მივიდნენ და ნახეს მარიამი და იოსები, და ბაგაზე მწოლიარე ყმა. ________________________________ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობა. ხატმწერ ნანა ყუფარაძის მიერ დაწერილი ხატი -------------------- The God became the person, that the person became the god.
|
ზურა |
Jan 4 2007, 06:45 PM
პოსტი
#3
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 72 რეგისტრ.: 3-January 07 წევრი № 783 |
დანახვისთანავე უამბეს იმის შესახებ, რაც ეთქვათ მათ ამ ყრმაზე. ვინც კი ისმენდა, ყველას უკვირდა, რასაც მწყემსები უამბობდნენ მათ. ____________________________________ 1473-1475. ფლორენცია, ჰუგო ვან დერ ჰუს მინიატურა - სომხეთი 1267-1268 -------------------- The God became the person, that the person became the god.
|
მნათე |
Jan 4 2007, 07:25 PM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
არაჩვეულებრივი პოლინაციონალურ-პოლირელიგიური კოლაჟია! უფალმა გაგაძლიეროს
ღმერთმა მოგვმადლოს მაცხოვრის შობისა და ამქვეყნიური ცხოვრების მარადიული ხსოვნა, სრულვყოფილიყავით! -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
ზურა |
Jan 4 2007, 08:27 PM
პოსტი
#5
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 72 რეგისტრ.: 3-January 07 წევრი № 783 |
გაიხარე ძმაო
მადლობა უფალს! ___________________ ქრისტეს შობა - ქართული მართლმადიდებლური ეკლესია მარიამმა კი ჩაიმარხა ყოველი სიტყვა და ჩაიდო ისინი გულში. დაბრუნდნენ მწყემსები, თან ადიდებდნენ და აქებდნენ ღმერთს ყოველივე იმის გამო, რაც ესმათ და იხილეს, როგორც ეთქვათ მათ. საბერძნეთი. როცა იესო იშვა იუდეის ბეთლემში, მეფე ჰეროდეს დღეებში, იერუსალიმში მივიდნენ ვარსკვლავმრიცხველნი აღმოსავლეთიდან და თქვეს: ''სად არის იუდეველთა მეფე, რომ დაიბადა? ვინაიდან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რათა თაყვანი ვცეთ მას.'' ____________________________ ქრისტეს შობის ხატი - კიევი, XVIIIს. ქრისტეს შობა - ბიზანტია ეს რომ გაიგო, შეძრწუნდა მეფე ჰეროდე და მასთან ერთად მთელი იერუსალიმი. შეკრიბა ყველა მღვდელმთავარი და ხალხის მწიგნობარნი და ჰკითხა მათ, სად უნდა შობილიყო ქრისტე. _____________________________ ეგვიპტური ხატი John of Berry's Petites Heures France, Paris 14th Century. -------------------- The God became the person, that the person became the god.
|
თიო |
Jan 5 2007, 12:48 AM
პოსტი
#6
|
გაუღიმე ცას თბილო! :) ... ჯგუფი: Members პოსტები: 132 რეგისტრ.: 3-September 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 141 |
შობის მადლი შეგეწიოთ!
აი, შობის დაუჯდომელი: http://orthodoxy.wanex.net/lotsvani/akatisto/qristeshoba.htm ... წელს შობას ძამის ხეობაში ვხვდები ქართის მამათა მონასტერში და.. აუცილებლად მოგიხსენიებთ! ... თქვენი საეკლესიო სახელები ასეთივეა?: ზურაბი და ლევანი? ... ... ძველით ახალი წლისთვის კი... ჯერ ზუსტად არ ვიცი და.. გერგეტის სამებაზე შევხვდები! ... ღმერთმა გაგაძლიეროთ და გაბედნიეროთ! -------------------- გაუღიმე ცას თბილო! :)
... ჩემში ორი სულია ერთი სუნთქვით! :) _ ესაა ორივეს სიცოცხლის უსაზღვრო ძალა!!!_ გმადლობ ღმერთო! :) ... |
ზურა |
Jan 5 2007, 02:50 PM
პოსტი
#7
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 72 რეგისტრ.: 3-January 07 წევრი № 783 |
თიო
უფალს მადლობა, რომ ასეთ ხალხს მახვედრებს სიყვარულისა და მშვიდობის უფლის, ჩვენი მაცხოვარი ქრისტეს მადლი ნუ მოგკლებოდესა ნურასდროს! _________________________________ მათ კი უთხრეს მას: ''იუდეას ბეთლემში. ვინაიდან ასეა დაწერილი წინასწარმეტყველთა მიერ: 'და შენ ბეთლემო, იუდას მიწავ, არაფრითა ხარ უმცროსი იუდას მთავრებს შორის; ვინაიდან შენგან წამოვა წინამძღოლი, რომელიც დამწყემსავს ჩემს ხალხს, ისრაელს.' ქრისტეს შობა - ათონის ივერიის მონასტერი 1578-1605 _____________ Рождество Христово Главный храм храма Христа Спасителя (Москва). მაშინ ჰეროდემ მალულად დაიბარა ვარსკვლავთმრიცხველნი და გამოიკითხა ვარსკვლავის გამოჩენის დრო. წარგზავნა ისინი ბეთლემს და უთხრა: ''წადით, გულმოდგინედ გამოიკითხეთ იმ ყრმის ამბავი და როცა იპოვით, შემატყობინეთ, რომ მეც მოვიდე და თაყვანი ვცე მას.'' ________________ ამერიკის შეერთებული შტატები ________________ Christmas Scene Kim Heung Jong, Korea მათაც მოუსმინეს მეფეს და წავიდნენ, და აჰა, ვარსკვლავი, რომელიც მათ აღმოსავლეთში იხილეს, წინ უძღოდა მათ, ვიდრე მოვიდოდა და დადგებოდა იმ ადგილზე, სადაც ყრმა იყო. _________________ Nativity by Lu Lan, China Decorative Painting __________________ Geertgen tot Sint Jans, 1485 ვარსკვლავი რომ დაინახეს, მათ მეტისმეტი სიხარულით გაიხარეს. როცა სახლში შევიდნენ, დაინახეს ყრმა მარიამთან, თავის დედასთან, დაემხნენ და თაყვანი სცეს მას; _________________ Duccio di Buoninsegna, 1308-1311. __________________ Икона Рождества Христова. Новгородская школа. Первая половина 15 века. [Третьяковская Галерея] ______________________ გახსნეს თავიანთი საუნჯენი და მიართვეს მას ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური. ________________ Rogier van der Weyden. Detail. Middelburg Altarpiece. 1445-1448. ________________ მინიატიურა სახარებიდან - სომხეთი და რაკი სიზმარში იყვნენ გაფრთხილებულნი, რომ არ დაბრუნებულიყვნენ ჰეროდესთან, სხვა გზით წავიდნენ თავიანთ ქვეყანაში. _______________ Rogier van der Weyden. Altarpiece. Adoration of the Magi. Central part. 1455 ________________ როცა ისინი წავიდნენ, უფლის ანგელოზი გამოეცხადა სიზმარში იოსებს და უთხრა: ''ადექ, წაიყვანე ყრმა და მისი დედა, და გაიქეცი ეგვიპტეს და იყავი იქ, ვიდრე მე გეტყოდე; ვინაიდან ჰეროდეს სურს მაგ ყრმის მოძებნა, რათა დაღუპოს იგი.'' __________________ Giotto. 1304-1306. Fresco. Capella degli Scrovegni, Padua, Italy -------------------- The God became the person, that the person became the god.
|
zazaeu |
Jan 6 2007, 03:45 PM
პოსტი
#8
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 6-January 07 წევრი № 802 |
გამარჯობათ კართველნო!
გილოცავთ ახალი წლის დადგომას და დამდეგ შობას. დზალიან მომეწონა ეს ფორუმი და ძალიან გამიხარდა რიცა წავიკითხე რომ თიო შობას ხვდება ძამის მამათა მონასტერში.მე ზაზა ვარ გორიდან.მამა შიო ჩემი მოძღვარი იყო.სტიქაროსანი ვარ რუის-ურბნინის ეპარქიაში.წელიწადი და ნახევარია ევროპაში ვარ და აქაც სტრასბურგსი,მამა გიორგისთან ვარ სტიქაროსანი. თიო,ძალიან გთხოვ დამიწერო მამა შიოს რა მოუვიდა კონკრეტულად. ბედნიერ შობას გისურვებთ,გწყალობდეთ უფალი. |
მატასი |
Jan 6 2007, 07:57 PM
პოსტი
#9
|
თამ... ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 |
ზურა
მადლობა ამ თემისთვის ... ყველს გილოცავთ დამდეგ შობას, გაგამხნეოთ, დაგლოცოთ და გაგახაროთ ბეთლემს შობილმა უფალმა... -------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
ლილიანა |
Jan 6 2007, 08:06 PM
პოსტი
#10
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 |
წინასწარ გილოცავთ ქრისტეშობას !
გაგაძლიეროთ და დაგლოცოთ უფალმა ! შობას მამა დავითის ეკლესიაში ვხვდები 11 იწყება ღამისთევა -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
tamara |
Jan 6 2007, 09:03 PM
პოსტი
#11
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
ქრისტე იშვა ბეთლემსაო
უბისის ფრესკა |
ლალი |
Jan 6 2007, 11:04 PM
პოსტი
#12
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 979 რეგისტრ.: 25-December 06 წევრი № 742 |
ზურა
შენ გაიხარე! არაჩვეულებრივია! გილოცავთ ყველას შობას! |
ქავთარაძე |
Jan 7 2007, 12:14 AM
პოსტი
#13
|
დაურეგისტრირებელი |
_____________________ გილოცაავთ, მრავალს დაესწარით!!!_________
|
ვალერი |
Jan 7 2007, 12:32 AM
პოსტი
#14
|
ვაკო გელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 395 რეგისტრ.: 2-August 06 მდებარ.: Tbilisi, Georgia წევრი № 35 |
ზურა დიდი მადლობა! ძალიან გაგვახარე!
გილოცავთ ყველას ქრისტეს შობას! -------------------- დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა.
და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან! |
დათიკო |
Jan 7 2007, 01:01 AM
პოსტი
#15
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
ქრისტე იშვა ბეთლემსაო
|
tati87 |
Jan 7 2007, 02:16 AM
პოსტი
#16
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 254 რეგისტრ.: 10-December 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 666 |
სრულიად საქართველოს ვულოცავ ქრისტეს შობას !!!
გვფარავდეს უფალი !!! -------------------- იცოცხლეთ! თუ შენ ცოცხლობ, ღმერთიც ცოცხლობს შენში !!!
|
xatia |
Jan 7 2007, 02:46 AM
პოსტი
#17
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 3 რეგისტრ.: 7-January 07 წევრი № 808 |
ჩემო სულიერო დებო და ძმებო გილოცავთ ქრიეტე შობას.გფარავდეთ და შეგეწიოთ უფალი
|
ხათუნა |
Jan 7 2007, 07:06 AM
პოსტი
#18
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 365 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 412 |
მეც გილოცავთ, მრავალს დაესწარით, დალოცვილები და გახარებულები ყოფილიყავით.
-------------------- აცხოვნე უფალო, და შეიწყალე სულიერი მამა მოძღვარი მასწავლელი ჩემი, რომელი მარადის იღვიძებს და იღწვის სულისა ჩემისათვის და ლოცვითა მისითა მომანიჭე შენდობა შეცოდებათა ჩემთა.
|
მხევალი ნინო |
Jan 8 2007, 04:31 PM
პოსტი
#19
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
ქ რ ი ს ტ ე შ ო ბ ა
`ღიმილი და მილოცვები თუმცა ბევრი გავეცით, ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად! ხოლო ჩვენ კი დავეცით~. `ალბათ თვითონ ღმერთი ირჩევს, უცნაური რამეა, ქრისტეშობა თითქმის მუდამ საოცარი ღამეა. დეკემბერი დააჭენებს ყინვით ნახატ ეტლებსა, ამ ღამით ხომ წამებული ქრისტე იშვა ბეთლემსა. მერე ზეცად აღევლინე, არ გიგუეს მიწაზე ნუთუ აღარ დაბრუნდები ცოდვილ დედამიწაზე?! ზეცად წასულს უკან მოგყვა ლოცვა, ცრემლის დამდენი ქვეყნად ერთი ქრისტე დარჩი და იუდა რამდენი. ალბათ მისთვის გაიაფდა ღალატი და გაცემა ფეხზე დგომა არის ძნელი, ადვილია დაცემა. მეც დავრწმუნდი, არ გამქრალა ქვეყნად შური და მტრობა, მეც მომიწევს ლეონარდოს საიდუმლო სერობა! და წარსული სიზმრად მექცა, მომავალი ოცნებად, მეგობარი ვეღარ მიცნობს, მნახავს და გაოცდება ქრისტეშობას, სხვა ჩემს გარდა, სევდას ვინ დაიბედებს ძველი წელი ხსოვნას მართმევს, ახალი კი იმედებს. ქრისტე აღსდგა, ქრისტე აღსდგა, ჩემი სული ცას უხმობს, ჭეშმარიტად! კვლავ იუდა ნიშნისგებით მპასუხობს, თუმცა შუბლზე სამარცხვინო მინდა დაღი დავასვა, ჯვარს ვერ ვკადრებ, ქრისტეს შემდეგ ზედ იუდა გავაკრა. შერცხვენილი, წარწყმედილი ეგდოს, ქვეყნად ეთრიოს, ხოლო შენზე მრავალ მლოცველს კვლავაც ღამე ეთიოს. რწმენა ძნელად გადარჩება, ხატი უფრო ადვლად, ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად! ქრისტე აღსდგა! ნამდვილად!~ -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
KAIROS |
Jan 9 2007, 12:10 AM
პოსტი
#20
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ძალიან საინტერესო ნაკრებია ხატებისა და ნახატებისა, კორეულ და ჩინურ ნამუშევრებმა მომხიბლა
მადლობა ზურაბ -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 10:02 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი