გალობისთვის მხოლოდ ხმა არის აუცილებელი? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გალობისთვის მხოლოდ ხმა არის აუცილებელი? |
მნათე |
Jun 11 2007, 01:27 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
მინდა მეტად სჭოჭმანო საკითხს შევეხო, იმედია არავის ეწყინება
ერთ-ერთ არგუმენტად, რომელიც ჩვენ - მართლმადიდებელ ქრისტეანებს, ორღანის ტრადიციის საპირისპიროდ მოგვყავს, სულიერი ხმით განდიდების შეუძლებლობაა, ანუ შიგნიდან ამოძახილის ადამიანებამდე დატანის შესაძლებლობის არ არსებობა, რამდენადაც ის უსულო საკრავია რომელი გალობაა დღეს ჩვენთვის უპირატესი - რომელიც ნოტებზე იქნება გამართული, თუ რომელიც ხელოვნებას სულიერ ხმოვანებად გარდაქმნის და შესაბამისად, მრევლს იმავე ხმით აგალობებს, რასაც ქორდეაზე ასრულებენ? ჩვენ ვიცით, რომ მრევლის სათქმელს უფლის წინაშე, იგივე 'ამინ'-ს გუნდი ამბობს, გუნდი განასახიერებს მრევლის ხმას, - თავად ჩაძახილსაც მრევლში, ასეთ მომენტში შენი ხმის ტემბრი, უნდა ჩავარდეს ადამიანის გულში და ამ გულიდან ამონასხლეტი ღმერთამდე მივიდეს და როცა თავად არ ლოცულობ, როგორ გინდა დიალოგი შედგეს ღმერთსა და მრევლს შორის, შენი ხმის ტემბრის მეშვეობით - რომელიც თავის მხრივ სულიერების მანიშნებელიცაა? ანუ, რა ხდება როცა მგალობლები მხოლოდ პირს აღებენ -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
N. R. |
Jun 11 2007, 03:07 AM
პოსტი
#2
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
მნათე
პასუხი: სულის, გულისა და გონების უფლისკენ მიმართვას კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი უშლის ხელს! -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
მნათე |
Jun 11 2007, 03:10 AM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა მნათე პასუხი: სულის, გულისა და გონების უფლისკენ მიმართვას კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი უშლის ხელს! კერძოდ? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
N. R. |
Jun 11 2007, 03:22 AM
პოსტი
#4
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
მნათე
მგალობელი ვიგულისხმე! როგორც ერთ-ერთი დამაკავშირებელი ადამიანისა ღმერთთან! -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
IZAKUNA |
Jun 11 2007, 09:41 AM
პოსტი
#5
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 129 რეგისტრ.: 14-March 07 წევრი № 1,371 |
მე ვპიქრობ გალობისთვის რათქმაუნდა ხმაა საჭირო მაგრამ,ვისაც ხმა არ აქვს და გალობა მთელი სულით და გულით უნდა იმათმაც ხო უნდა იგალობონ არა?მივდივარ დასკვნამდე უნდა იგალობონ იმათმა ვინაც გალობა მთელი გულით უნდათ.
-------------------- გიყვარდეს,გწამდეს და იმედი გქონდეს!
######################## |
di_onise |
Jun 11 2007, 10:51 AM
პოსტი
#6
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,377 რეგისტრ.: 4-May 07 წევრი № 1,836 |
მე ვპიქრობ გალობისთვის რათქმაუნდა ხმაა საჭირო მაგრამ,ვისაც ხმა არ აქვს და გალობა მთელი სულით და გულით უნდა იმათმაც ხო უნდა იგალობონ არა?მივდივარ დასკვნამდე უნდა იგალობონ იმათმა ვინაც გალობა მთელი გულით უნდათ. მე ვარ ეგეთი სამწუხაროდ ხმის ერთი ნამცეციც არ მაქვს ამიტომ ჩემთვის, ჩუმად ვგალობ ხოლმე ხანდახან რა ვქნა ძალიან მინდა და.... ნოტების არაფერი გამეგება, მაგრამ მაინც მაქვს და ვცდილობ ტექსტი მაინც ვისწავლო. N. R. მართალი ხარ 100% ით |
მხევალი ნინო |
Jun 11 2007, 11:42 AM
პოსტი
#7
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
IZAKUNA
ციტატა მე ვპიქრობ გალობისთვის რათქმაუნდა ხმაა საჭირო მაგრამ,ვისაც ხმა არ აქვს და გალობა მთელი სულით და გულით უნდა იმათმაც ხო უნდა იგალობონ არა?მივდივარ დასკვნამდე უნდა იგალობონ იმათმა ვინაც გალობა მთელი გულით უნდათ. ალბათ ყველას გილოციათ მეგობრებთა ერთად, დაუჯდომელი წაკითხვას ან სხვა ლოცვას ვგულისხმობ, როცა შენი მეგობარი კიტხულობს და შენ უსმენ. ცხადია, როცა გულისყურით უსმენ, შენც ლოცულობ მასთან ერთად, ამ დროს არ არის საჭირო ორივემ ერთად ხმამაღლა იკითხოთ. ასევეა წირვის და გალობის დროს, მედავითნე კითხულობს, და შენ მას სუმენ, ანუ მასთან ერთად ლოცულობ, მაგალობელი გალობს და კვალვ უსმენ, ამინის დროს პირჯვრის გადაწერაც საკმარისია, თუ სურვილი გავქს შეგიძლია თავადაც გაიმეორო სიტყვა ,,ამინ,,. თუმცა, ისევ როცა მეგობართა ერთად ლოცულობ დაუჯდომელს, მხოლოდ უსმენ ხომ ასეა, ანუ სიტყვებს კი არ იმეორებ ხმამაღლა უსმენ და მასთან ერთად ლოცლობ ასე გამოდის, ამიტომ ვერ ვხედავ აუცილებლოაბს მგალობლებთა ერთად ვიგალობო, იმიტომ, რომ მათი მოსმენით მეც მათთან ერრთად ვლოცულობ, ჩემებურად არა ხმით, მაგრამ გულით არსებით, მართალი გითXრათ გონებით უკეთ ვლოცულობ, ანუ უფრო ღრმად, ვიდრე ხმამაღლა, ანუ თუ მივყვები წირვას ვერ ვგრძნობ იმის ნაკლებობას, რომ მე უფალს ვერ ვადიდებთ მათსავით სიმღერით. გალობა, საერთოდ, ვფიქრობ, იმისთVისაც არის საჭირო, რომ უფრო ადვილი გახდეს წირვა-ლოცვა, ანუ გალობის გარეშე წირვა-ლოცვა უფრო რთული მოსასმენია, მხოლოდ საკითხავების მოსმენა არ არის ადVილი. ჩემთვის ანამდვილად ასეა, გალობის გარეშეც მომისმენია წირვები და იმიტომ ვამბობ. ამასთან, ნამდვილად უკეთესი მოსასმენია ხმაშეწყობილი გალობა, ვიდრე მეთელი ტაძარი სხვადასხვა მუსიკალური მონაცემების ხალხის ერთად შეძახილი, ზოგი როდის დაიწყებს, ზოგი როსი დაასრულებს, ყველაფერი ერთ ხმაში და აშ, თითქოს ეს გამომთიშავს კიდეც წირვიდან, მე ესე ვფიქრობ. გამოგიტყდებით, ძალიან მაღიზიანებენ ის ქალები, რომლებიც შორიდან აყვებიან ხოლმე გალობას ამით თითქოს სხვის მყუდროებასაც არღვევენ. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
kato_Bato |
Jun 11 2007, 12:43 PM
პოსტი
#8
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
დილით ფსალმუნს რომ ვკითხულობ, "შენ ხარ ვენახს" ვრთავ ხოლმე და სულის და გულის დაწყნარებაში მეხმარება.
ამას წინათ მეორე დისკი ჩავდე, იქაც ერთერთი გუნდის შესრულებით არის ეს საგალობელი და ვიფიქრე, ერთნაირი იქნება მეთქი. გამაკვირვა განსხვავებამ აბსოლუტურად ერთნაირი ტიპის გალობის შესრულებაში. ის, რომელსაც მე ყოველ დილით ვუსმენ, არ იქცევს ჩემს ყურადღებას თავისი ხმოვანებით, ამ მეორე შესრულებაში კიდევ საკუთარი ხმით მოხიბლული ადამიანების ლამაზი "სიმღერის" გარდა ვერაფერი ვიპოვე. გონებაც გამიფანტა და ლოცვის სურვილიც ძლივს დავიბრუნე. გალობას ხმა და სმენა რომ სჭირდება რად უნდა მაგას ლაპარაკი, მაგრამ მგალობელი რომ თავისი ხმით მოიხიბლება და აღფრთოვანებული(ამით) გალობს, ეს მე მგონი არც მას უნდა წაადგეს და არც იმას ვინც მას ყურს უგდებს. -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
N. R. |
Jun 11 2007, 01:52 PM
პოსტი
#9
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
kato_Bato
ვის შესრულებებს ისმენდი? di_onise იმედია ვიმეგობრებთ და იქნებ აღმოგიჩინოთ კიდეც ხმაში ,,ნამცეცები" IZAKUNA ეს ჩემი აზრით დილეტანტური მიდგომაა! და მარტო შენ არ გეხება, ბევრი ფიქრობს ასე, ამიტომ მინდა ვთქვა შემდეგი: საერთოდ ლოცვითი პროცესი ხომ ორი სახის არსებობს, ერთია საზოგადო მსახურება, მეორე -როცა მარტო ლოცულობ; მარტო რომ ხარ მაშინ შეგიძლია როგორც გინდა ისე იგალობო, რა საგალობელიც გინდა და თუ გინდ არც ხმა გივარგოდეს და არც სმენა! მაგრამ როდესაც საზოგადო მსახურებასთან გვაქვს საქმე აქ უფრო სერიოზულადაა, მგალობელს გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილება უნდა შეეძლოს! აქედან გამომდინარე მე პირადად არ მიმაჩნია გამართლებულად მგალობლებზე რომ იციან თქმა, მთავარია გულით გალობს და რა უჭირს ცოტას რომ მოიკოჭლებსო! ,,გულით" შეგიძლია წახვიდე და სახლში იგალობო, მაგრამ საზოგადო მსახურება ბევრად მეტს მოითხოვ! გალობა ხომ ხელოვნების რანგშია აყვანილი, სადაც საჭიროა პროფესიონალიზმი მნათე რაც შეეხება თემის მთავარ კითხვას, რომ მარტო ხმა თუ არის საკმარისი, რა თქმა უნდა არა!!! თუ ჩავთვლით, რომ არის წრფელი გულით გალობის მხარე, და გალობის მაღალ დონეზე შესრულების მხარე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ერთი მეორეს არ გამორიცხავს, პირიქით!!! თუ არ ხარ სულიერებაში შესაბამის დონეზე (ნუ პირობითია ყველაფერი, მაგრამ მაინც) ვერ იქნები მაღალი პროფესიონალიზმის მქონე მგალობელი! და მგალობლის პროფესიონალიზმი მხოლოდ ,,კარგ ხმას" არ ნიშნავს, ამიტომ ნუ გავმიჯნავთ ,,გულით" ნაგალობებს, და პროფესიონალ მგალობელში მხოლოდ ,,კარგი ხმის" მქონეს ნუ მოვიაზრებთ! ვინაიდან პროფესიონალიზმი გულისხმობს საკითხის ყოველმხრივობას, გალობის ,,მხარეებში" კი პირველ რიგში მისი მთავარი დანიშნულება, ,,გულით აღვვენილი" ლოცვაა! პ.ს. იმის შესახებ, თუ რა ევალება მგალობელს, დაბეჭდილია გაზეთ - ,,ქართულ გალობაში", თუ გექნებათ სურვილი არ დავიზარებ და შემოგთავაზებთ! -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
მნათე |
Jun 11 2007, 01:56 PM
პოსტი
#10
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
მე სხვა პრობლემატიკას შევეხე, საუბარი მაქვს მგალობელთა გარკვეული ნაწილის, სრულიად არაეკლესიურ ბუნებაზე
ეს სცენა არ არის? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
N. R. |
Jun 11 2007, 02:01 PM
პოსტი
#11
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
მნათე
ფართო თემაა გენაცვალე და ,,გავიშალეთ" მადლობა ასეთი თემისთვის -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
ABRAMA |
Jun 14 2007, 01:24 AM
პოსტი
#12
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 69 რეგისტრ.: 12-June 07 წევრი № 2,163 |
მგალობელმა ლოცვა უნდა იცოდეს ლოცვა უნდა ითქვას გალობის დროს და არა მარტო მელოდია სამწუხაროდ ამას ვერ მივაღწიე ჯერ
-------------------- Fადაააააალ
|
მნათე |
Jun 14 2007, 01:25 AM
პოსტი
#13
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა მგალობელმა ლოცვა უნდა იცოდეს ლოცვა უნდა ითქვას გალობის დროს და არა მარტო მელოდია სამწუხაროდ ამას ვერ მივაღწიე ჯერ მგალობლებს მეტი მოეთხოვებათ -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
ABRAMA |
Jun 14 2007, 01:26 AM
პოსტი
#14
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 69 რეგისტრ.: 12-June 07 წევრი № 2,163 |
მნათე
გეთანხმები -------------------- Fადაააააალ
|
Pianist |
Jun 14 2007, 11:43 AM
პოსტი
#15
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 150 რეგისტრ.: 14-April 07 წევრი № 1,652 |
მგალობელს პირველ რიგში უნდა ქონდეს სინდისი და ნამუსი
|
geoatak |
Jun 18 2007, 07:22 PM
პოსტი
#16
|
geoatak ჯგუფი: Members პოსტები: 119 რეგისტრ.: 18-June 07 წევრი № 2,231 |
რა კარგი საიტებია ortodoxy.ge; children.wanex.net და othodox.ge. რამდენი საინტერესო ინფორმაციაა ამ სიატებზე, ვიწერთ და ვიწერთ ცალკეულ ვებ-გვერდებს... ახლა უკვე ამ სამივე საიტის (დიახ, მთელი საიტების) გადმოწერა შეგიძლიათ. ეს ფაქტიურად რელიგიური ენციკლოპედიაა. გადმოწერეთ და თუ მოგეწონებათ, გაავრცელეთ... ცოდნა ძალაა, ეს საიტები რელიგიურ ცოდნას ნამდვილად იძლევიან... არა, გალობისთვის ხმა მარტო არაა საკმარისი, საჭიროა ნოტები მათ შესასწავლად. ამ საიტებზე ნოტებიცაა და კიდევ ბევრი საინტერესო მასალები
აი ეს ლინკიც http://www.fast.ge/?d=E6AA96BE1 |
თიო |
Jun 18 2007, 09:08 PM
პოსტი
#17
|
გაუღიმე ცას თბილო! :) ... ჯგუფი: Members პოსტები: 132 რეგისტრ.: 3-September 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 141 |
თუ საგალობელი გულიდან ამოითქმის_ეს ლოცვა ყველაზე მეტად შეიწირება.. ..
მთავარი_გულია! ... -------------------- გაუღიმე ცას თბილო! :)
... ჩემში ორი სულია ერთი სუნთქვით! :) _ ესაა ორივეს სიცოცხლის უსაზღვრო ძალა!!!_ გმადლობ ღმერთო! :) ... |
მნათე |
Jun 19 2007, 01:39 AM
პოსტი
#18
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
მგალობლები დუმან, რატომ ნეტავ?
-------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
N. R. |
Jun 19 2007, 02:24 AM
პოსტი
#19
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
თუ საგალობელი გულიდან ამოითქმის_ეს ლოცვა ყველაზე მეტად შეიწირება.. .. მთავარი_გულია! ... გააჩნია სად გალობ! გული ყველგან საჭიროა, მაგრამ საზოგადო მსახურებაში გული მხოლოდ არაა საკმარისი, საჭიროა ხმაც, უფრო თუ დავაკონკრეტებთ არამხოლოდ ხმა, არამედ ზოგადად მაღალი დონის გალობა -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
ubralod ninka |
Jun 21 2007, 08:53 PM
პოსტი
#20
|
ubralod ninka ჯგუფი: Members პოსტები: 1,041 რეგისტრ.: 28-January 07 მდებარ.: sanatreli zona:) წევრი № 959 |
konkretulad ase chamoyalibeba ar shemidzlia ra unda gaachndes mgalobels,is jer pirvel rigshi martlmadidebeli morcmune unda iyos da mere danarcheni
-------------------- ეკლესია საფეხურია, რათა მივუახლოვდეთ ზეციურ მამას, ცოდვების მოსანანიებლად კი გვეძლევა ცხოვრება...
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 11:48 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი