მოწამეთა, მოწამეთის მონასტერი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მოწამეთა, მოწამეთის მონასტერი |
lion |
Jul 26 2007, 08:55 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 4 რეგისტრ.: 12-July 07 წევრი № 2,446 |
ქუთაისიდან ექვსი კილომეტრის დაშორებით, აღმოსავლეთით მდინარე წყალწითეალს თვალწარმტაც ხეობაში, სოფელ მოწამეთაში მდებარეობს მოწამეთის მონასტერი. აქ მოხვედრა შეიძლება როგორც რკინიგზით, ისე სამანქანო გზით.
1958 წელს ქუთაის-ტყიბულის გზატკეცილიდან მონასტრამდე სამი კმ-ის სიგრძის სამანქანო გზა მოიყვანეს. იგი გვერდით ჩაუვლის სოფელს, გადაჭრის რკინიგზის ლიანდაგს და დასავლეთიდან მიადგება მდინარე წყალწითელას ხეობაში ღრმად შეჭრილ ციცაბო კლდოვან მაღლობს, სადაც მოწამეთის მონასტერი მდებარეობს. მოწამეთის მონასტერი ძველი ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია, საქართველოს ძველი ისტორიის ბრწყინვალე მღაღადებელი, თავის წარმტაცი ხატოვანი ბუნებით წარუშლელ შთაბეჭდილებას რომ ტოვებს მნახველზე. გალავნით შემორტყმული კლდოვანტყიანი მთის დაკავებულ ადგილზეა გაშენებული, ბუნება აქ ღარიბი არაა, განსაკუთრებით გაზაფხულზე. როცა მწვანე სამოსში გაეხვევა ირგვლივ მდებარე მთა-გორები, მაგრამ მაინც პირქუში იერი აქვს. სამი მხრივ ამ ადგილს მდ. წყალწითელა უვლის გვერდს. წყალწითელას ხეობა, სადაც მონასტერი მდებარეობს, ერთ-ერთ დაწინაურებულ მხარეს წარმოადგენდა და იგი უდიდეს როლს ასრულებდა საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. ამას ადასტურებს აღნიშნული ხეობის ძეგლები, რომელთა შორის თვალსაჩინო ადგილი უჭირავს მოწამეთის ხუროთმოძღვრულ კომპლექსს. მოწამეთის შესახებ ერთ-ერთი ადრეული ცნობა დაცულია წმინდანთა ცხოვრებაში: `ადგილსაი მას, რომელსა ჰქვიან წყალწითელი, რამეთუ იყო ადგილი იგი ციხე-ქალაქ და ერ მრავალ~. მართლაც სტრატეგიული თვალსაზრისით `წყალწითელი~ უაღრესად მოხერხებული ადგილია. იგი მდინარის მიერ შექმნილი ნახევარკუნძულია და ყოველი მხრიდან ციცაბო კლდეებითაა დაცული. სწორედ ამიტომაც ეს ციხე საშუალო საუკუნეებში მეტად მნიშვნელოვან სამხედრო – სტრატეგიულ პუნქტად გვევლინება. მე-18 ს. დიდი ქართველი ისტორიკოსი ვახუშტი ბაგრატიონი კი მურვანის ლაშქრობის ამბავს ასე გადმოგვცემს: `შემდგომად გამეფდა ძე-სტეფანოზისა მისი. ამის მეფობის მეოთხე წელსა... მოვიდა მურვან ყრუ, დისწული მაჰმადისა სპითა უამრავითა, ვერვინ წინაღუგდა, შემუსრა სომხეთი, ქართული, რანი და ყოველი კავკასია, ხოლო სცნა რა მეფისა ეგრისს ყოფნა შავიდა არგუეთს და მუნ ეწყუნენ მენებურნი მთავარნი დავით და კონსტანტინე და მოსწყიდნენ სპათა მისნი მრავალგზის~. მტერმა მოაოხრა არგვეთის სამთავრო და ბუნებრივია, ვერც ციხე სიმაგრე `წყალწითელი~ გადაურჩა მათ რიცხვს. წმინდანთა ცხოვრებაში ვკითხულობთ: `რამეთუ ყრუსა მურვანსა გამოეღო ეოხა და დაეწვა~. დიდი წინააღმდეგობა გაუწია არგვეთის მთავრებმა. `აღიზახა ვითარცა ლომმან, და აოტნეს და განაბნინეს იგინი და ურიცხვი მოსრნეს~. მაგრამ აღესრულა მურვან-ყრუს ბრძანება და დავით და კონსტანტინე შეიპყრეს. `ვინ ხართ თქვენი, ქვათა და ძელთა მსახურნო, რომ ჩემ წინააღმდეგ ბრძოლა გაგიბედიათ? იქნებ არც გაგიგიათ, რომ მე დიდი ალლაჰის მოციქულის, მუჰამედის დისწული ვარ, იმ მუჰამედისა, რომელსაც ჰმონებს სრულიად არაბეთი და სპარსეთი~. და მაშინვე უპასუხა დავითმა: `ეგ შენი ქადილი ცუდი და ამაოა, რაც შეეხება დედაშენის ძმას მუჰამედს, ეგ სიქადულიც ფუჭი და უქმია, რამეთა ის მუჰამედია მაცდური და დამღუპველი მთელი თქვენი მოდგმის~. დიდხანს სცემდნენ გახელებით და გამეტებით ხოლო ისინი იწვნენ მდუმარედ და უდტვრინელად ღებულობდნენ ყოველ დარტყმას. მურვან ყრუმ უთხრა: `დაუტოვე ქრისტეს ჯვარი, იგი ხომ შეშაა და სხვა არაფერი, მიიღე სჯული მუჰამედისა და იქნები ჩემი ჯარების უფროსი~. უპასუხა დავითმა: - `ნათელი დაუტევოთ და ბნელს შეუდგეთ? ჩვენ ღმერთმა მოგვიწოდა ნათელისაკენ, მზად ვართ ქრისტეს სახელისთვის ყოველსავე ტანჯვასა, ცეცხლსა, წყალსა, მახვილსა და სიკვდილსა~. `ჩვენ ყურანში წერია, რომ ქრისტე მარიამის ძე კაცად შობილი და იძახდა ღვთის ძე ვარო, ამიტომ შეიპყრეს და ძელზე გააკრეს, ხოლო მუჰამედმა სპარსნი და არაბნი მოაქცია და ჭეშმარიტ ღმერთს შეაწყნარა~. ამაზე დავითმა მწარედ გაიღიმა და თქვა იქ წერია: - `სახერებიდან ისწავლეთო, გარნა თქვენ უგულისხმონი ხართ, ამიტომ არც წიგნი იცით არც ღვთის ძალა~. ახლა კონსტანტინეს მიუბრუნდა არაბთა სარდალი `შენ რას იტყვი ყმაო~. კონსტანტინემაც დასძრა `ხმაი დამამხობელი~. `არც მე ვემორჩილები შენ ბრძანებას იმასვე ვიწამებ და ვაღიარებ, რაც ჩემმა ძმამ დავითმა აღიარა~. ათი დღე აწამეს ძმები და ათი დღის შემდეგ კიდევ სცადეს მოლაპარაკება, მაშინ უკანასკნელად დასძრა ენა დავითმა: - `ვიტყვი მხოლოდ იმას რაც თავში ვთქვი, მზად ვართ ქრისტესა და სარწმუნოების გულისთვის, თავი მივცეთ შიმშილს, წყურვილს, ცეცხლსა და წყალს, მახვილსა და ხმალს, ხოლო საბოძვარი არის საძულველ და საძაგელ წინაშე თვალთა ჩვენთა~. ორივე გააშიშვლეს და ხეზე დაჰკიდეს, მძიმე ხელკეტებით სცემეს, შემდეგ ჩამოხსნეს, ქედზე ლოდები დააკრეს და მდინარეში გადაყარეს. `ხოლო იქმნა მას ღამესა სასწაული, საშინელი და სასმენად საზარელი, უჩვეულო იყო ცაც, წყალიც, ხმელიც მაღლობიც და დაბლობიც. მთვარეც სრულქმნილი, მთვარეც მიარღვევდა ღრუბელთა უსქესს კრედსამბელს~. სამსვეტოვან შიქ-ჭავლად დაადგა ძმებს მთვარის შუქი ბრწყინავდნე `ვითარცა მთიები განთიადისადმი~. წყლიდან ამოასვენეს მარტვილნი, წყალწითელის ხევში ღრმად ჩაჭრილ კლდოვან ყელს ჩაუდგა პროცესია, აქ ადრე ხარების სახელობის ეკლესია იდგა. ნაეკლესიარში ძველთაძველი აკლდამა იყო, ამ აკლდამაში დაასვენეს მოწამენი, ამ ადგილას მოწამეთა ეწოდა. XI საუკუნეში ბაგრატ III ააშენა დანგრეული ეკლესია და მასში გადაასვენა წამებული გმირები. როგორი სახე უნდა ჰქონოდა ეკლესიას თავდაპირველად, რასაკვირველია, ძნელი სათქმელი, მაგრამ ეკლესია შიგნით მცირე ფართობისა იქნებოდა. საკურთხეველი მოთავსებული იყო და არის ჩრდილოეთის მხარეს. ეკლესიას გუმბათი არ ჰქონდა. მე-19 საუკუნეში ჩატარდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები. 1844-45 წლებში ლევან, მოსე და ფილიპე ბერეკაშვილებმა შეაკეთეს და გააფართოეს მოწამეთის ეკლესია იმერეთის ეპისკოპოსის დავით წერეთლის ხელმძღვანელობით. სამუშაოები მთლიანად დასრულდა 1865 წელს. დასრულდა იგი ხარების ეკლესიის შიგნით კანკელის გადაკეთებით. 1922-24 წლებში ჩვენში დაიხურა ეკლესია-მონასტრები, დაინგრა არქიტექტურის ძეგლები, დაიწვა უნიკალური წიგნები, დაიღუპა ჭედური ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშები და სხვა. მოწამეთის ეკლესია კვლავ მოქმედი გახდა 1954 წელს, რაზედაც მიუთითებს დასავლეთის მოსაცდელში დაცული წარწერა. მასში მოხსენიებულია ქუთატელ-გაენათელი მიტროპოლიტი გაბრიელი, ქუთატელ-გაენათელი ეპისკოპოსი ნაომი `შავიანიძე~, მღვდელი სულაკაძე, რომელთა მეოხებით აღდგენილი იქნა წირვა-ლოცვა. ამ დროს გადაასვენეს დავითისა და კონსტანტინეს ნეშტი ქუთაისის მუზეუმიდან მათს სამკვიდრებელში – მოწამეთის მონასტერში. მოწამეთის ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ტიპისაა, ჯვრის ოთხივე მკლავი თანაბარია. გუმბათი ეყრდნობა ოთხ სვეტს, ორი საკურთხევლის შვერილია, ეკლესიას აქვს ორი კარი, დასავლეთის და სამხრეთის. საკურთხეველი ჩრდილოეთ მხარეს აქვს, რაც მეტად საინტერესოა. შეიძლება ეს განაპირობა იმან, რომ ყველაზე საპატიოადგილს აღმოსავლეთის მხარეს დაკრძალული იქნენ წმინდა მოწამე დავით და კონსტანტინე, ამიტომაც საკურთხეველი ხუროთმოძღვარმა გადაიტანა ჩრდილოეთით. საკურთხეველი გადატიხრულია XIX საუკუნის ხის კანკელით, რომელზედაც წარმოდგენილია სიუჟეტები სახარებიდან და წმინდანთა ცხოვრებიდან. საკურთხევლის მარცხენა მხარეს, შემაღლებულ ადგილზე ხის ორ მოჩუქურთმებულ ლომზე, დევს ხიდან დამზადებული ლუსკუმი, რომელშიც მოთავსებულია წმინდანების ნეშტი. ლუსკუმი დამზადებულია ვინმე სულთანოვიჩის სახსრებით, ქვემოთ დატოვებულია ადგილი, რომ მორწმუნეებმა ჩოქვით გაიარონ. ეკლესიის სამხრეთით ორსართულიანი სამრეკლო, მასზე წარწერაა: რომ აგებულია იმერეთის მიტროპოლიტის დავითის განკარგულებით 1845 წელს. იქვეა ეკლესიის მსახურთა საცხოვრებლები. დასავლეთით გრძელი მოსაცდელი, აგებულია ძველ ნაეკლესიარზე, მოსაცდელზე 1960 წელს წინამძღვრის სახლი დაუშენებიათ. ეზოში დაკრძალულნი არიან XIX-XX საუკუნეების მსახურნი ამ მონასტრისა. მოწამეთის მონასტერი საყურადღებო ძეგლია, როგორც ისტორიული ისე საკულტო დანიშნულებით. მას საპატიო ადგილი უჭირავს ქართველი ერის კულტურის საგანძურში. |
თემო |
Jul 27 2007, 01:10 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 30-May 07 წევრი № 2,053 |
ციტატა მე-18 ს. დიდი ქართველი ისტორიკოსი ვახუშტი ბაგრატიონი კი მურვანის ლაშქრობის ამბავს ასე გადმოგვცემს: `შემდგომად გამეფდა ძე-სტეფანოზისა მისი. ამის მეფობის მეოთხე წელსა... მოვიდა მურვან ყრუ, დისწული მაჰმადისა სპითა უამრავითა, ვერვინ წინაღუგდა, შემუსრა სომხეთი, ქართული, რანი და ყოველი კავკასია, ხოლო სცნა რა მეფისა ეგრისს ყოფნა შავიდა არგუეთს და მუნ ეწყუნენ მენებურნი მთავარნი დავით და კონსტანტინე და მოსწყიდნენ სპათა მისნი მრავალგზის~. სად მოიპოვე ეს ინფორმაცია, უფრო სწორედ რომელი წიგნიდან ? |
Ismail |
Jul 28 2007, 01:37 PM
პოსტი
#3
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
[b][/b] მოწამეთა არაჩვეულებრივია!
ერთხელ ვიყავი პატრიოტთა ბანაკიდან ექსკურსიაზე და დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე... -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
უჩა |
Jul 29 2007, 08:57 AM
პოსტი
#4
|
ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 |
მოწამეთა მართლა მაგარი ტაძარია.
აი აქ ნახეთ ადრე დავწერე რაღაცეები მოწამეთაზე ფორუმი რომ ვიყავით ქუთეისში. http://church.ge/index.php?showtopic=18&st=360 -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
iveria. |
Jun 26 2009, 03:58 PM
პოსტი
#5
|
ივერია ჯგუფი: Members პოსტები: 23 რეგისტრ.: 18-March 09 წევრი № 6,677 |
ერთხელ ვარ მოწამეთაში ნამყოფი და განცვიფრებული დავრჩი სილამაზით.
-------------------- ,,ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და ჰპოვებთ; დააკაკუნეთ და გაგიღებენ'' (მათ.7,7)
|
მაშიკო |
Jun 26 2009, 06:22 PM
პოსტი
#6
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,850 რეგისტრ.: 18-May 09 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 7,002 |
მოწამეთა მართლაც არაჩვეულებრივია. აუცილებლად წავალ და ფოტოებით მოგამარაგებთ. სავარაუდოდ ჩემს დაბ. დღეს იქ აღვნიშნავ წელს, თუ მშვიდობა იქნა მანამდე(10 ივლისი)
-------------------- უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
|
LEXO_931 |
Jun 26 2009, 09:51 PM
პოსტი
#7
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 50 რეგისტრ.: 9-June 09 წევრი № 7,100 |
აბა ვინც იყვით იქ მამა გიორგი (ფეხითმოსიარულე) თუ ნახეთ????
|
მაშიკო |
Jun 28 2009, 01:01 PM
პოსტი
#8
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,850 რეგისტრ.: 18-May 09 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 7,002 |
აბა ვინც იყვით იქ მამა გიორგი (ფეხითმოსიარულე) თუ ნახეთ???? ვერ გავიგე ამას რატომ კითხულობ, ბოლოს შარშან ვიყავი და მამა გიორგი არ მინახავს... -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
|
ეკატო |
Jun 28 2009, 03:33 PM
პოსტი
#9
|
ეკატერინე ჯგუფი: Members პოსტები: 6,924 რეგისტრ.: 28-August 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,647 |
მამა გიორგი მართლა საოცარი ადამიანია, დიდი ხნის წინ ვარ ნამყოფი მოწამეთაში და მაშინ მასზე არაფერი ვიცოდი, სიამოვნებით წავიდოდი მის სანახავად
-------------------- ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან. კურტ ვონეგუტი |
მაშიკო |
Jun 28 2009, 03:42 PM
პოსტი
#10
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,850 რეგისტრ.: 18-May 09 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 7,002 |
მამა გიორგი მართლა საოცარი ადამიანია, დიდი ხნის წინ ვარ ნამყოფი მოწამეთაში და მაშინ მასზე არაფერი ვიცოდი, სიამოვნებით წავიდოდი მის სანახავად მამა გიორგის გვარი ხომ არ იცით? -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
|
ეკატო |
Jun 28 2009, 03:52 PM
პოსტი
#11
|
ეკატერინე ჯგუფი: Members პოსტები: 6,924 რეგისტრ.: 28-August 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,647 |
მამა გიორგის გვარი ხომ არ იცით? არ მახსოვს აქ არის კვირის პალიტრაში გამოქვეყნებული ინტერვიუ მამა გიორგისთან http://www.kvirispalitra.ge/archive/2008/2...yvi%20mamao.htm -------------------- ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან. კურტ ვონეგუტი |
lamara |
Jun 28 2009, 04:44 PM
პოსტი
#12
|
lamara ჯგუფი: Members პოსტები: 615 რეგისტრ.: 25-May 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,015 |
მამა გიორგი ბასილაძეა
-------------------- [font=Arial]http://forum.archangels.ge/[/font][size=7]
|
LEXO_931 |
Jun 28 2009, 10:50 PM
პოსტი
#13
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 50 რეგისტრ.: 9-June 09 წევრი № 7,100 |
მამა გიორგი მართლა საოცარი ადამიანია, დიდი ხნის წინ ვარ ნამყოფი მოწამეთაში და მაშინ მასზე არაფერი ვიცოდი, სიამოვნებით წავიდოდი მის სანახავად ხო ნამდვილად ასეაა.და მეც იმიტო დავსვი ეს შეკითხვა..იმიტო რომ ვინც მოწამეთის მოსალოცად მიდის ყველას ღებულობს და ისეთ რაღაცეებს ეუბნება საკუთარ სულზე..და ზოგჯერ შენს აზრებსაც კითხულობს..ნამდვილად გირჩევდით მის ნახვას.. |
ეკატო |
Jun 28 2009, 11:04 PM
პოსტი
#14
|
ეკატერინე ჯგუფი: Members პოსტები: 6,924 რეგისტრ.: 28-August 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,647 |
ხო ნამდვილად ასეაა.და მეც იმიტო დავსვი ეს შეკითხვა..იმიტო რომ ვინც მოწამეთის მოსალოცად მიდის ყველას ღებულობს და ისეთ რაღაცეებს ეუბნება საკუთარ სულზე..და ზოგჯერ შენს აზრებსაც კითხულობს..ნამდვილად გირჩევდით მის ნახვას.. მისი წიგნი მაქვს წაკითხული და ისეთი რამეები წერია, ცოტა არ იყოს და მეშინია მისვლა, არადა ძალიან მინდა მასთან საუბარი შენ გისაუბრია მასთან? -------------------- ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან. კურტ ვონეგუტი |
LEXO_931 |
Jun 30 2009, 10:29 AM
პოსტი
#15
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 50 რეგისტრ.: 9-June 09 წევრი № 7,100 |
მისი წიგნი მაქვს წაკითხული და ისეთი რამეები წერია, ცოტა არ იყოს და მეშინია მისვლა, არადა ძალიან მინდა მასთან საუბარი შენ გისაუბრია მასთან? მიხედავად იმისა რო ქუთაიში ვცხოვრობ..ჯერ არაა..ცოტა არ იყოს მეც მეშინია..მარა ძალიან მინდა...ხშირად მხვდება ქალაქში სულ ფეხით დაადის..გრძელი თეთი წვერით რაღაც ძველ მამებს მოგაგონებს..ერთი ისაა რო ხანდახან მღვდელმოქმედებისგან დაყენებული..ისევ და ისევ მისი გამოქვეყნებული წერილების გამო (მაგ. 7 ნოემბერს)...თურმე კიდე წირვას ყოველთვის მორჩილების და მგალობლების გარეშე ატარებს..თვითონაა მედავითნეც,მგალობელიც,მორჩილ იც და მღვდელიც... |
თემო |
Jun 30 2009, 11:59 AM
პოსტი
#16
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 30-May 07 წევრი № 2,053 |
LEXO_931
ციტატა ერთი ისაა რო ხანდახან მღვდელმოქმედებისგან დაყენებული..ისევ და ისევ მისი გამოქვეყნებული წერილების გამო (მაგ. 7 ნოემბერს)...თურმე კიდე წირვას ყოველთვის მორჩილების და მგალობლების გარეშე ატარებს..თვითონაა მედავითნეც,მგალობელიც,მორჩილ იც და მღვდელიც... დრო და ჟამი გამოაჩენს მტყუანს და მართალს |
ანნო |
Jul 30 2009, 02:13 AM
პოსტი
#17
|
Newbie თვითონ ხარ :P :D ჯგუფი: Members პოსტები: 540 რეგისტრ.: 22-June 09 წევრი № 7,163 |
2 დღის წინ ვიყავი მოწამეთაში...ულამაზესი და ძალიან მშვიდი ადგილია მიყვარს ძალიან
-------------------- არ შეგეშინდეს თუნდაც ყოველდღე დაეცე!
არ განეშორო ლოცვას,იდექი მტკიცედ და ანგელოზი შენი მფარველი დააფასებს შენს მოთმინებას! *********************************************************** სიხარულო ჩემო,მოიპოვე სულის სიმშვიდე და ათასობით ადამიანი გადარჩება შენს ირგვლივ! |
მაშიკო |
Aug 4 2009, 07:46 PM
პოსტი
#18
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,850 რეგისტრ.: 18-May 09 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 7,002 |
-------------------- უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
|
lamara |
Aug 10 2009, 04:17 PM
პოსტი
#19
|
lamara ჯგუფი: Members პოსტები: 615 რეგისტრ.: 25-May 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,015 |
მამა გიორგი ბასილაძეზე წიგნი გამომიგზავნეს, "ძალა და თავისუფლება", ჰოდა თუ ვინმეს გაინტერესებთ გადმოწერეთ აქედან:
http://alldrives.ge/main/linkform.php?f=b8b578b074966271 -------------------- [font=Arial]http://forum.archangels.ge/[/font][size=7]
|
SantaDzuku |
Mar 16 2010, 06:33 PM
პოსტი
#20
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 3 რეგისტრ.: 18-December 08 წევრი № 6,126 |
ლამარა, იქნებ ისევ ატვირთო ზემოთხსენებული წიგნი (სხვაც თუ გაქვს მამა გიორგის წიგნებიდან), უაღრესადმ ადლობელი დავრჩები... იმ საიტზე უკვე აღარ არის...
ბოდიშს ვიხდი ყველასთან, ეტყობა ჩემი "ბრაუზერის" ბრალი იყო... წიგნი წარმატებით გადმოვტვირთე, დიდი მადლობა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 07:40 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი