ნათლული |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ნათლული |
sofio_73 |
Aug 23 2022, 02:57 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 23-August 22 წევრი № 15,325 |
გამარჯობა!
კითხვა მაქვს ასეთი .ვარ ერთი ბავშვის ნათლია და ღარ მსურს იმ ოჯახთან რამე საეთო მქონდეს, რამდენად არის შესაძლებელი გაუქმდეს ნათლიობა? |
marine |
Aug 23 2022, 01:37 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
გამარჯობა! კითხვა მაქვს ასეთი .ვარ ერთი ბავშვის ნათლია და ღარ მსურს იმ ოჯახთან რამე საეთო მქონდეს, რამდენად არის შესაძლებელი გაუქმდეს ნათლიობა? გამარჯობა. მოძღვარი დროებით არ შემოდის ფორუმზე და მე გიპასუხებთ. სამწუხაროა, მაგრამ ნათლობის გაუქმება შეუძლებელია. ნათლულისთვის ყოველ დღე ილოცეთ, რადგან უფლის წინაშე თქვენ ყოველთვის მისი ნათლია იქნებით, მიუხედავად იმისა, გექნებათ თუ არა მასთან და მის ოჯახთან ურთიერთობა. ლოცვა ნათლულთათვის უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესადმი უფალო იესუ ქრისტე, იყავნ წყალობანი შენნი ნათლულთა ჩემთა ზედა (სახელები), დაიფარენ იგინი ქვეშე საფარველსა შენსა, დაიცევ ყოველთა ბოროტთა გულისთქმათაგან, განაშორე მათგან ყოველნი მტერნი და მბრძოლნი, განუხვენ მათ ყურნი და თვალნი გულისანი, ეც სიჩჩოება და შემუსვრილება გულთა მათთა. უფალო, ყოველნივე ქმნულნი შენნი ვართ, შეიწყალენ ნათლულნი ჩემნი (სახელები) და მოაქციენ იგინი სინანულად. აცხოვნე უფალო და შეიწყალენ ნათლულნი ჩემნი (სახელები) და განანათლენ გონებანი მათნი ნათლითა მით წმიდისა სახარებისა შენისა სწავლებისათა და დაადგინენ იგინი გზასა მცნებათა შენთასა და ასწავე მათ, მაცხოვარ, აღსრულებად ნებისა შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:32 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი