მეუფე სტეფანე - ლიბერალიზმის შესახებ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მეუფე სტეფანე - ლიბერალიზმის შესახებ |
მნათე |
Jun 16 2007, 10:24 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ვფიქრობ ყოვლადუსამღვდელოესის კონკრეტულ ხედვას, კიდევ ერთხელ უნდა გავეცნოთ, მასში ძალიან კარგად არის ფორმულირებული ე.წ 'ელიტის' ცდომილება, რომელიც საზოგადოებრივ აზრს ქმნის, უფრო სწორედ სურს შექმნას სამწუხაროდ ტექსტი დღესაც - აქტუალობას არ კარგავს, ყურადღებით გაეცანით ლიბერალიზმი – სიცრუე და ცოდვის მონობა თავისუფლების ნიღბით დიდი საფრთხის წინაშე დგას საქართველო. ქართველ ხალხს თვალსა და ხელს შუა აცლიან ჭეშმარიტ სარწმუნოებას. სახელმწიფო რელიგიად, ყოველგვარი გამოცხადების გარეშე, მკვიდრდება ლიბერალიზმი. დიახ, მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლაში, მარქსიზმის ადგილს ახალი სახელმწიფო იდეოლოგია – ლიბერალიზმი იმკვიდრებს. ამ იდეოლოგიას აქვს პრეტენზია, რომ იყოს არბიტრი ყველა საკითხში, მათ შორის სახელმწიფოებრივ საკითხებშიც. ჩვენ გვატყუებენ, თითქოს იბრძვიან ჩვენი უფლებებისათვის, თავისუფლებისათვის, სინამდვილეში კი, ცოდვის მონობასა და სიცრუეს – “მარადიულ ღირებულებებად” ამკვიდრებენ. ამ ახალი სახელმწიფოს რელიგიის უმაღლესი ქურუმები საზღვარგარეთიდან მართავენ პროცესებს, შიგნით კი ბოკერიები, გვახარიები, ნაირა გელაშვილები, ბუღაძეები, ზურაბაშვილები... და მათ აყოლილი პოლიტიკოსები გვმოძღვრავენ. ჰყავთ დამკვრელური “კომკავშირული” აგიტბრიგადებიც, სულ “კმარა” რომ აკერიათ პირზე და მუშტებს გვიქნევენ. სკოლებშიც შეიჭრნენ და მოსწავლეებს მასწავლებლებისა და მშობლების წინააღმდეგ აქეზებენ. ერთ ტიპიურ მაგალითს მოვიყვან: ოჯახში კონფლიქტი მოხდა. მშობლები წაკამათდნენ. ამ იდეოლოგიით “აღზრდილმა” ბავშვმა სრულიად გულგრილად დაურეკა პოლიციას და მოსთხოვა თავისი უფლებების დაცვა. კომენტარს ვერ გავაკეთებ. ვისაც ოდნავ შერჩენია აზროვნება, თავად მიხვდება, რა საშინელების წინაშე დგას ჩვენი საზოგადოება. ლიბერალიზმის აპოლოგეტები ამ იდეოლოგიას “ქრისტიანული კულტურის პირმშოდ აცხადებენ, თან ამატებენ, რომ “კონფესიურ განსხვავებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს”. თურმე “მართლმადიდებლური საბერძნეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, ისეთივე ნაწილია ქრისტიანული კულტურისა, როგორც კათოლიკური იტალია და პროტესტანტული შვედეთი”. და ბოლოს დასკვნა: “აბსოლუტურად უმართებულოა იმის მტკიცება, თითქოს ევროპული ღირებულებები და, კერძოდ, ადამიანის უფლებების ლიბერალური გაგება ქართული მენტალიტეტისათვის უცხოა... “ თურმე “ლიბერალური მოძღვრება ქრისტიანულ კულტურაზე და ქრისტიანულ ეთიკაზეა დაფუძნებული”. ამიტომ “საქართველო და ქართული კულტურა - ქრისტიანული კულტურის ისეთივე ნაწილია, როგორც სხვა ევროპული ქვეყნები. ...“პივით” “პახმელიაზე” გამოსული რუსები რომ იტყვიან ხოლმე – “ჟელეზნაია ლოგიკა!”... თურმე ნუ იტყვით, და ლიბერალიზმი ქრისტიანული სარწმუნოების პირმშოა (ამას გვიმალავდით?!) ვერ ვენდეთ სიტყვაზე “თავისუფლების ინსტიტუტს”, შევეცადეთ უფრო ღრმად ჩავწდომოდით საკითხისს არსს და სრულიად საწინააღმდეგო სურათი მივიღეთ! აღმოჩნდა, რომ ლიბერალიზმი ქრისტიანული მოძღვრების ფუძემდებლური პრინციპების უარყოფითა და ჯ. ლოკის, შ. მონტესკიესა და ძმათა მათთა მწვალებლური იდეებითაა ნასაზრდოები! ... ქრისტეს რომელ მცნებად ჩავთვალოთ ზემოთ მოყვანილი განმარტებები ბატონო დ. ზურაბიშვილო? ისე, რას ვერჩით გვახარიას, მას მოსწონს და სიამოვნებას ჰგვრის, როცა კაცები ერთმანეთს “ესიყვარულებიან”, ან, რა ქნას ნარკომანმა, მას ხომ სიამოვნებს ნარკოტიკებთან “ურთიერთობა”. “კეთილია” მანიაკი - მკვლელი - მას სიამოვნებს ადამიანის მოკვლა. აი, ასეთ “ქრისტიანულ მემკვიდრეობას წარმოადგენს ლიბერალური ფილოსოფია. რადგან მას დასავლეთში თაყვანს-სცემენ, ჩვენც აუცილებლად უნდა ავიტაცოთ “ცივილიზაციის მონაპოვარი”. ჰკითხეთ დასავლეთის ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებს, რატომ უჩივიან სულის სიცარიელეს? რატომ არ აძლევთ შვებას ეს ე.წ. კულტურა? რატომ აოცებთ საქართველოში ჩამოსულ “ცივილიზებულ” ადამიანებს ის უბრალო ადამიანური სითბო და სიწრფელე, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩა ქართველებს? რატომ გვაოცებს ჩვენ, ქართველებს, ლიბერალიზმის მიმდევართა და მათ წიაღში აღზრდილ ადამიანთა სიცივე და გულგრილობა უბრალო ადამიანურ ურთიერთობებში? ლიბერალიზმის ქართველი მოტრფიალენი, არ უშვებენ შემთხვევას, რომ არ დაარწმუნონ გაუთვითცნობიერებელი ადამიანი, თითქოს თვით იესო ქრისტე და მისი მოციქულები იყვნენ ყველაზე დიდი ლიბერალები. ქრისტეს სიტყვები: “როგორც გინდა, რომ შენ გეპყრობოდნენ, ისე მოეპყარი სხვას” - ადამიანის უფლებების დაცვის ფუნდამენტურ პრინციპადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ” -გვმოძღვრავს დ. ზურაბიშვილი. ლიბერალიზმის აგიტბრიგადების აქტივისტების სიტყვებით რომ ვთქვათ: “შენ თუ გინდა კაიფი, სხვაც აკაიფე რა!” სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს ეს სიტყვები ასე ესმით:შენ თუ გინდა, რომ სხვა მოგეფეროს, მეც მომეფერე რა!” მე არაფერს ვამატებ, როცა ვაშიშვლებ ლიბერალური იდეოლოგიის “ღირებულებებს”. ქრისტეს სიტყვები, მათი გაგებით, ზემოთ მოყვანილ მაგალითებსაც მოიცავს. ზ. კიკნაძე იოანე ოქროპირსა და პავლე მოციქულს მოიხმობს, რათა როგორმე დაგვარწმუნოს, რომ თურმე ადამიანს თავისუფალი ნება Hქონია. იგი წერს, რომ იოანე ოქროპირი “როგორც იურისტი და როგორც ანთროპოლოგი”, და კიდევ, როგორც ღვთისმეტყველი, გვიცხადებს ადამიანის თავისუფლების საიდუმლოს”. ...ლიბერალიზმის გაგებით, ჭეშმარიტების ქადაგება სახელმწიფო სასწავლებელში დანაშაულია, ანტიკონსტიტუციური ქმედებაა! ხედავთ რა “თავისუფლებას” გვთავაზობს ე.წ. “თავისუფლების ინსტიტუტი?” ჭეშმარიტებისაგან გათავისუფლებას! აი, როგორ გულმოდგინედ იცავენ ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს უფლებებს?! სამაგიეროდ აუცილებელია ბავშვების “სექსუალური აღზრდა”, ცრუ იდეოლოგიების ქადაგება, ცრუაღმსარებლობათა და ცრურწმენათა დაცვა, საჭიროა ოკულტიზმისა და მაგიის დანერგვა, ასტროლოგია, ხირომანტია, “მფრინავი თეფშები” – ეს ყველაფერი “მეცნიერების დარგებია”. მოგვიწევს გავახსენოთ “ქრისტიანული კულტურის პირმშოებს” იესო ქრისტეს კიდევ ერთი სიტყვა: უკეთესია წისქვილის ქვა ჩამოიბა კისრზე და ჩახტე წყალში, ვიდრე დააბრკოლო ერთი, სულ მცირე ადამიანიც კი. ეს სიტყვები არ უნდა დააიწყდეთ ლიბერალური რელიგიის ქურუმებს და მათ მიმდევრებს. “სიყვარულის” თავისუფლებაზე და “სექსუალური უმცირესობების” უფლებებზე არაფერს ვიტყვი. ნორმალური ადამიანისათვის ისედაც გასაგებია რა თავისუფლებაზე და რის უფლებაზე საუბარი. ვიტყვი “სინდისის თავისუფლებაზე”. რას ნიშნავს “სინდისის თავისუფლება”? უსინდისობის თავისუფლებას ხომ არა? როგორ შეიძლება სინდისის გათავისუფლება? ის ხომ ჩვენ ნებას არ ემორჩილება! სინდისი ხომ ღვთის მამხილებელი ხმაა ადამიანში! ე.ი. როცა ეს მხილება არ მოგწონს სიცრუით მიანიჭებ სინდისს თავისუფლებას”, დაამშვიდებ, დააწყნარებ მას, თითქოს არაფერი არ ხდება, მიამწყვდევ სულის ბნელ კუნჭულში და მორჩა, “თავისუფალი” ხარ! ვაშა შენ გაიმარჯვე, უკვე უსინდისო ხარ! შენ მოიპოვე “სინდისის თავისუფლება!” “სინდისის თავისუფლება”, ლიბერალური იდეოლოგიის გაგებით, ნიშნავს გწამდეს ღმერთად ყველაფერი, რაც გინდა ან, საერთოდ, არ გწამდეს არაფრისა. მოკლედ:”კაცი იყავ კაცური და სადაც გინდა იქ ილოცე!” ჭეშმარიტების შემეცნება, რომელიც თავისუფლების მიღწევის აუცილებელი პირობაა – უგულებელყოფილია. ლიბერალიზმისთვის ჭეშმარიტება არდობითი ცნებაა. ყველას თავისი ჭეშმარიტება აქვს, ყველას თავისი “ღმერთი” ჰყავს. ხედავთ, რა კარგად დაიმალა ეშმაკი?! მასაც “ღმერთის” სტატუსი აქვს, თანაც ყველა ვარიანტში. ერთის გარდა! “შეიცან ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებს შენ”. ჭეშმარიტება ათასი არ არის. ის ერთია! ღმერთი მრავალი არ არის. იგი ერთია – ერთადერთი! ეს ღმერთი ლიბერალურ სარწმუნოებას არ სწამს, მას სხვა "ღმერთები” ჰყავს. მას არ სჭირდება ჭეშმარიტება! მასში “ლიბერალური ფასეულობები” იკავებენ ჭეშმარიტების ადგილს. აღრეულია ცნებები! სიძვას და მრუშობას სიყვარულს უწოდებენ. აღვირახსნილობას – თავისუფლებას! სიცრუეს – სიმართლეს! ღვტის გმობას – აღმსარებლობას! შეიშალა ქვეყანა! საქართველოს ჯერ კიდევ აქვს შანსი გადაურჩეს ამ ნებაყოფლობით სიგიჟეს. ღვთივკურთხეული ქართველი ერი დედა ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშაა. ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ცოცხალია ჭეშმარიტი რწმენა. ადრე ამ რწმენის წასართმევად ხმლითა და ზარბაზნებით მოდიოდნენ, ახლა აგიტაცია-პროპაგანდით. დღევანდელი იარაღი გაცილებით უფრო ძლიერია, რადიოთი და, განსაკუთრებით, ტელევიზიით ყოველ სახლში აღწევს ეს გამრყვნელი ზემოქმედება. სიბილწის პროპაგანდა სახელმწიფო იდეოლოგიის ფორმებს იძენს! ყველას, ისაც ჯერ კიდევ შერჩენი სინდისი, გთხოვთ წინააღმდეგობა გაუწიოთ ამ ღვთისმგმობ, აღვირახსნილდა წამლეკავ იდეოლოგიას. ყველგან, სახელმწიფოს უმაღლეს ეშელონებში, პარტიებში, ორგანიზაციებში, მასობრივი ინფორმაციის სასუალებებში, სამართალდამცავ ორგანოებში, სასამართლოებში, სასწავლო დაწესებულებებში, ყველგან, სადაც ხართ პატიოსანი ადამიანები, ჩვენი ერის ერთგული მამულიშვილები, ჭეშმარიტი ღმერთის ერთგული აღმსარებლები, წინ აღუდეგით ერის თვითმკვლელობას! თავზე აიღეთ პასუხისმგებლობა თქვენი მომავლის წინაშე, ღიად გამოხატეთ თქვენი სარწმუნოება, გაერტიანდით ღვთის გულისათვის! სამშობლო საფრთხეშია! ქართველ ხალხს შეუწყნარებლობას აბრალებენ. ეს სიცრუეა! ქართველმა ყოველთვის იცოდა და ახლაც იცის უცხო ეროვნებისა და სხვა სარწმუნოების ადამიანთა შეწყნარება. საქართველოში ოდითგანვე იყო და ახლაც შენარჩუნებულია სხვადასხვა აზროვნების ადამიანთა მშვიდობიანი თანაცხოვრება. ეს არ არის ლიბერალიზმის მონაპოვარი! ეს ჩვენი მართლმადიდებლური რწმენის მონაპოვარია! მაგრამ ქართველმა ყოველთვის იცოდა თავისი ღირსების, თავისი სარწმუნოების, თავისი მამულის, თავისი ენის დაცვა! არც დღეს დაუკარგავს ქართველებს ეს თვისებები. სამწუხაროდ, ცვენ გვატყუებენ, სულში გვაფურთხებენ და თან ტაშს გვაკვრევინებენ. დროა გამოვფხიზლდეთ! აღვირახსნილობა თავისუფლება არ არის! ჭეშმარიტება სიცრუე არ არის! ეშმაკი ღმერთი არაა! არც მრუშობაა სიყვარული! დროა დავიცვათ ჩვენი მომავალი! დროა დავიცვათ ჩვენი სარწმუნოება! ხვალ შეიძლება უკვე გვიან იყოს!.. ...თავისუფლება ჭეშმარიტების შეცნობის გარეშე – თვითნებობაა. თუ ცოდვის მონობიდან არ გათავისუფლდი, რამდენიც გინდა იძახე თავისუფალი ვარო, “თსვისუფლების ინსტიტუტები” შეჰქმენი, შენს თავს “თავისუფალი მედია” დაარქვი, იბრძოლე “სიყვარულის თავისუფლებისათვის”, “აზრის თავისუფლებისათვის”, დაიდგი კერპად “თავისუფლების” ქანდაკება – მაინც მონა ხარ, ეშმაკის მონა. ცრუღმერთებით გაბრუებული, ცნობიერება გაუკუღმართებული, თავ-გზა აბნეული ადამიანი საცოდავია. ამიტომ ჭეშმარიტი ღმერთის ეკლესიის ვალია ეცადოს სიყვარულით დააბრუნოს ღმერთთან გზააბნეული შვილები. სწორედ ესაა ღვთის ეკლესიის მთავარი დანიშნულება. თანამედროვე მსოფლიოს დამოკიდებულება მართლმადიდებელ ქრისტიანობისადმი და მისი როლის დაკნინების მცდელობები თანამედროვე მსოფლიო ახალი ფასეულობებით ცდილობს ცხოვრებას. მას აღიზიანებს მართლმადიდებელი ეკლესიის “კონსერვატიზმი”. თანამედროვე მსოფლიომ ქრისტიანობის უტილიზაცია მოახერხა. მას აღარ სჭირდება ქრისტე როგორც “გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე”. მას არ უნდა ათი მცნების გაგონება, არ სურს ცოდვა-მადლზე ლაპარაკი. თანამედროვე მსოფლიოს ფილოსოფიებს “თავისუფლება” უნდათ, ღვთისაგან თავისუფლება, მაგრამ ღმერთის სახელით. რომელ “ღმერთებს” არ სურთ ჭეშმარიტი ღმერთის მეუფება? ვის ინტერესებში შედის კაცობრიობის მორალური ნორმების შეცვლა? ჭეშმარიტების ფარდობითობის ცრუსწავლების შემოტანით მორალის ფარდობითობის შესაძლებლობა მიეცათ. დღეს ამორალურად შეიძლება ბერ-მონაზვნობა გამოაცხადონ, საროსკიპოები კი ნორმალურ ადამიანურ მოვლენად. მართლმადიდებელი ეკლესიის ჭეშმარიტებისადმი ერთგულება არ აწყობს ამა ქვეყნის ცბიერ სულს, ამიტომ მას უპირისპირებს ცრუქრისტიანულ აღმსარებლობებს, სხვადასხვა სექტებს, რელიგიებს, ფილოსოფიებს, ცრუ-ეკლესიებს, განდგომილობებს. აღმსარებლობის თავისუფლების ეგიდით იგი ცდილობს, გაათანაბროს ჭეშმარიტი სარწმუნოება ცრუაღმსარებლობებთან. ამ მიზნით იქმნება ცრუეკლესიათა სხვადასხვა სახის გაერთიანებები, რომლებიც ცდილობენ ურთიერთგამომრიცხავ სწავლებათა მექანიკურ გაერთიანებას. ქმნიან ამა სოფლის ახალ რელიგიას – სარწმუნოების ჭეშმარიტების გარეშე. მთავარ მიზნად ცხადდება ერთობა, ერთიანობა, ურთიერთშემწყნარებლობა ნებისმიერი ხერხითა და მეთოდით. ...თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, სულ უფრო მეტად ამჟღავნებენ თავის ნამდვილ მიზანს, ეს მიზანი რელიგიური ხასიათისაა – ანტიქრისტეს გაბატონებისათვის მზადდება საჭირო სამართლებრივი და იდეოლოგიური ფონი. სიცრუის გაბატონება, ცნებათა გაყალბება, ფასეულობათა გადაფასება გადამწყვეტ ფაზაში შედის. ქალთა უფლებებისათვის ბრძოლა – “ოჯახის დაგეგმარებით”, უმწეო ბავშვთა მკვლელობის დაკანონებით, უწესო სქესობრივი კავშირების თავისუფალ სიყვარულად გამოცხადებით მიმდინარეობს. ფემინისტური მოძრაობა ამარცხებს დედობას. სექსუალურ უმცირესობათა უფლებებისათვის ბრძოლა – აღვირახსნილ ავხორცობასა და მანიაკურ ვნებებს – ნორმალურ ზნეობრივად გამართლებულ მოვლენად ამკვიდრებს. რელიგიურ უმცირესობათა უფლებებისათვის ბრძოლა გულისხმობს ცრურწმენათა, ღვთის მგმობ აღმსარებლობათა და ცრუეკლესიათა გათანაბრებას ღვთის ჭეშმარიტ ეკლესიასთან. მართლმადიდებელი ეკლესია – როგორც ქრისტეს მიერ დაფუძნებული ერთადერთი ჭეშმარიტი ეკლესია, ვერასოდეს ჩათვლის ვერც კათოლიკეებს, ვერც პროტესტანტებს, ვერც სხვადასხვა სექტებსა და ფილოსოფიებს, ჭეშმარიტი ღმერთის მადიდებელ ორგანიზაციებად. ამის გამო მართლმადიდებლობას დღეს უკვე ექმნება ამა ქვეყნის სულით შეპყრობილ ადამიანთა მიერ ჩამოყალიბებულ “უფლებადაცვით” ორგანიზაციებთან და სხვა ე.წ. “დემოკრატიულ” ინსტიტუტებთან “გარკვეული” პრობლემები. მართლმადიდებელთა დისკრედიტაციისათვის იგივე ინსტიტუტები ფარულად ქმნიან და ყოველმხრივ ასაზრდოებენ ფსევდომართლმადიდებლურ ცრუეკლესიებს – სხვადასხვა სახის განდგომილ პიროვნებათა მიერ ჩამოყალიბებულ სქიზმატურ დაჯგუფებებს. ამის კლასიკური მაგალითია საქართველოში ბასილ მკალავიშვილის სქიზმატური დაჯგუფება, რომელიც “მართლმადიდებელთა” სახელით დასდევს სექტანტებს. მართლმადიდებელი ეკლესიის დაშლისა და დანაწევრების მიზნით, მთელს მსოფლიოში იქმნება და ფინანსურად ძლიერდება სქიზმატური დაჯგუფებები. საქართველოში დღეისათვის მოქმედებს და გარკვეული წრეების ფარული თუ ღია მხარდაჭერით სარგებლობს ე.წ. რუსეთის კატაკომბური ეკლესია, რომელსაც მიტაცებული ჰქონდა საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სასულიერო ცენტრი – ზარზმის მონასტერი. აქვე უნდა აღინიშნოს, ბოსტონელ “ავქსენტიანელთა” სქიზმატური დაჯგუფება და სხვ. ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსი სტეფანე (კალაჯეიშვილი) ბროშურიდან “მართლმადიდებელი ქრისტიანობა თანამედროვე მსოფლიოში” ცაგერისა და ლენტეხის ეპარქია 2005 წელი -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
ნათია |
Jun 16 2007, 11:34 PM
პოსტი
#2
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
ყველაფერი შესანიშნავად არის ნათქვამი
-------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ბექა |
Jun 17 2007, 01:32 AM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,748 რეგისტრ.: 26-October 06 წევრი № 333 |
გაიხარე ლევანიკო
|
ბექა |
Jun 17 2007, 01:54 AM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,748 რეგისტრ.: 26-October 06 წევრი № 333 |
ყველაფერი მეუფეს ზუსტად აქვს დაწერილი დღევანდელი ჩვენი ყოფა-ცხოვრება და დავიჯერო არავის აინტერესებს? თუ დაქორწინების თემა უფრო საინტერესოა?
|
Zyklon |
Jun 17 2007, 10:24 PM
პოსტი
#5
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 27 რეგისტრ.: 17-June 07 წევრი № 2,218 |
სტატიის სათაური არი ძალიან ცუდად შერჩეული.
ეკლესიური მართლმადიდებლის გარდა (რომელიც გათვითცნობიერებულია მეუფის აზრებში) ვინც წაიკითხავს მაგ სათაურს, სტატიის წაკითხვის სურვილი აღარ დარჩება. ლიბერალიზმის საფუძველში დევს სიტყვა "თავისუფლება" გვინდა თუ არ გვინდა, ეს სიტყვა ადამიანებს უყვართ. მგონი ყოვლადუსამღვდელოესობის პოზიცია უკეთ ფორმულირებას საჭიროებს. სათაურში მაინც. |
მნათე |
Jun 17 2007, 10:36 PM
პოსტი
#6
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა ლიბერალიზმის საფუძველში დევს სიტყვა "თავისუფლება" გვინდა თუ არ გვინდა, ეს სიტყვა ადამიანებს უყვართ. სიტყვა უდავოდ, მაგრამ აი ვინ რას მოიაზრებს, სხვა საქმეა -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
kato_Bato |
Jun 17 2007, 10:37 PM
პოსტი
#7
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
"არის მკითხველი მშვენიერ წიგნის
და არის მხოლოდ გადამკითხველი" (გალაკტიონი ) დააა, რამ გამახსენა? -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
zaza-78 |
Jun 18 2007, 03:18 AM
პოსტი
#8
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 6 რეგისტრ.: 18-June 07 წევრი № 2,222 |
ლიბერალიზმის პირმშო არის თავისუფალი მეწარმეობა. საბაზრო ეკონომიკა ლიბერალურ პრინციპებს ემყარება. ეს რა ცუდია? ყველა ადამიანს აქვს საკუთარი არჩევანის თავისუფლება. საქართველოს კონსტიტუცია ხომ ლიბერალურ პრინციპებზეა აგებული. გასაგებია ისიც, რომ ლიბერალიზმი ეროვნულ ტრადიციებსაც უპირისპირდება. ნუთუ ვინმე იტყვის რომ ლიბერალურ პრინციპებს სოციალისტური პრინციპები ჯობია. ერთადერთი გზა რომ ლიბერალური პრინციპები არ იყოს არის იზოლირებული ეკონომიკა, სხვა შემთხვევაში ეს გამორიცხულია. ჩვენ მსოფლიოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ საჭადრაკო დაფაზე არათუ ფიგურა, არამედ დაფის ერთ-ერთი უჯრა ვართ. მართლა შთამბეჭდავი იყო მეუფე სტეფანეს ნააზრევი. ის უარყოფითი მხარე იყო გამოკვეთილი რაც ახასიათებს ლიბერალიზმს. დასკვნის სახით ვიტყვი, გვინდა არ გვინდა ლიბერალურ პრინციპებზე და დემოკრატიულ ფასეულობებზე უარის თქმა არარეალურად მეჩვენება, მე ამ სიტყვებს ვამბობ საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკიდან გამომდინარე.
|
ლეონტი |
Jun 18 2007, 10:45 AM
პოსტი
#9
|
ილოცე!!! ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 |
მეუფეს ვეთანხმები, და მიკვირს სხვა მეუფეები რომ ჩუმად არიან.
აქ წაყრუება და "მოიცა, ჩაივლის" პოლიტიკა, დაღუპვის ტოლფასია. ყველას უნდა ესმოდეს , გადამწყვეტი და ურთულესი ბრძოლა ყოფნა არყოფნისა, მიმდინარეობს. ვისაც ნათელი და დემოკრატიული მომავლის იმედი აქვს, პირველ რიგში ის განადგურდება. ანუ გახდება "არავინ", და ღმერთის წინაშეც ესეთივე წარსდგება. -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
ulvashi |
Jun 18 2007, 11:11 AM
პოსტი
#10
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 439 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: guria, ozurgeti წევრი № 688 |
ამ საკითხს სხვა მხარეც აქვს
სახელმწიფო უნდა იყოს ლიბერალურ პრინციპებზე მოწყობილი, სხვანაირად არ შეიძლება არცერთი სხვა იდეოლოგია არაა უკეთესი ეგ სტატია საპატრიარქოს უწყებებში დაიბეჭდა ადრე. მაშინ მეც მასე ვფიქრობდი, მაგრამ ბევრ საკითხზე შემეცვალა შეხედულება ლიბერალიზმი უცხოა თუ არა ქართული კულტურისთვის, ესეც საკამთო თემაა, ყველაზე მეტად საკამათო მაგ სტატიაში |
მარიამი |
Jun 18 2007, 01:06 PM
პოსტი
#11
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
QUOTE სახელმწიფო უნდა იყოს ლიბერალურ პრინციპებზე მოწყობილი, სხვანაირად არ შეიძლება არცერთი სხვა იდეოლოგია არაა უკეთესი ქრისტიანული იდეოლოგიაა უკეთესი -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
zaza-78 |
Jun 18 2007, 01:13 PM
პოსტი
#12
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 6 რეგისტრ.: 18-June 07 წევრი № 2,222 |
გვინდა ევროკავშირში, ნატოში შესვლა როგორ ფიქრობთ ლიბერალური და დემოკრატიული პრინციპების გარეშე შევალთ? დიდი განსხვავება არის იმაში რაც არის და რაც გვინდა რომ იყოს. ერთადერთი გზა არის სრული იზოლაციონიზმი რომ არ გატარდეს ეს პრინციპები. თუ რა არის იზოლაცია ეს ჩვენ გამოვცადეთ. კიდევ ერთი მწარე სიმართლე, რომელიც ყველამ ვიცით ჩვენ გვეკითხებიან გვინდა თუ არადა ლიბერალიზმი დ დემოკრატია დიდი სახელმწიფოები?
|
ზებედე |
Jun 18 2007, 01:41 PM
პოსტი
#13
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
მეუფეს ვეთანხმები, და მიკვირს სხვა მეუფეები რომ ჩუმად არიან. ამ შემთხვევაში ერთი ეპისკოპოსის წერილიც საკმარირია....თუ დანარჩენი ეპისკოპოსებიც ხმას ამოიღებენ ამას ეკლესიის და მთავრობის წევრების დაპირისპირების მიზეზად აქცევენ -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
კანონისტი |
Jun 18 2007, 01:44 PM
პოსტი
#14
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
მარიამი
ციტატა ქრისტიანული იდეოლოგიაა უკეთესი ეჰ მარი.... ამდენი ხანია ვამტკიცებ, მაგრამ ჩანს უშედეგოდ.... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ulvashi |
Jun 18 2007, 02:24 PM
პოსტი
#15
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 439 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: guria, ozurgeti წევრი № 688 |
ციტატა ქრისტიანული იდეოლოგიაა უკეთესი ადამიანისთვის რათქმაუნდა, მაგრამ ერთმანეთს არ გამორიცხავს, ლიბერალიზმი ქრისტიანიც შეიძლება იყოს, ქართველიც და ასე შემდეგ შეგვიძლია ქართული კულტურიდან მაგალითებით ვიმსჯელოთ ამ თემაზე სახელმწიფოსთვის არა. ამაზე ეკლესია და სახელმწიფოში რამდენჯერმე დავწერე და მგონი, რომ ამ საკითხის გავრცობას აზრი არ აქვს, არცერთი მხარე არ ვაპირებთ საკუთარი პოზიციების გადახედვას და იმიტომ |
მნათე |
Jun 21 2007, 10:36 AM
პოსტი
#16
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ჩემი აზრით, ქრისტეანის მხრიდან, რაიმეგვარი იდეოლოგიის ფასეულობად აღქმა, უბრალოდ მეტიჩრობაა...
უკაცრავად, მაგრამ რაღაც არ მგონია, რომ ღვთაებრივმა ლოგოსმა, ლიბერალიზმის ზენა ფასეულობად დამკვიდრებისთვის დატოვა მამის წიაღი და ბეთლემის ბაგაში ქალწულისაგან იშვა ხშირად გვავიწყდება რომ ვართ ქრისტეანები, ეს არ ნიშნავს მხოლოდ ბუკვალიას, ის სამყაროს ახლებურ ჭვრეტასაც მოიაზრებს, ჩვენ მართლად მადიდებელი ქრისტეანები ვართ და არა ლიბერალები, დემოკრატები და მისთ. მატრაკვეცობაა მსგავი მინამატებით ცხოვრება, ქრისტე სრულადკმაა, აღუვსებელია, ალფა და ომეგაა, რატომ ვეძებთ კმაყოფილებას მისგან განსხვავებულ კაცობრივ ფასეულობებში? უბრალოდ არ მესმის... მე თუ ქრისტეანი ვარ და ეს ჩემთვის საკმარისია, რატომღა ვარ ლიბერალი? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
ulvashi |
Jun 21 2007, 10:46 AM
პოსტი
#17
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 439 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: guria, ozurgeti წევრი № 688 |
ლიბერალიზმი არის პოლიტიკური იდეოლოგია
ქრისტიანობა იდეოლოგია არაა, მსოფლმხედველობაა, თან არაა პოლიტიკური ჩარჩოებით შემოზღუდული ლიბერალიზმი, სოციალიზმი და ასე შემდეგ, სხვა იდეოლოგიები არის მოძღვრებები იმის შესახებ, როგორ უნდა იყოს მოწყობილი სახელმწიფო და საზოგადოებაც, გარკვეულწილად რა შუაშია აქ ქრისტიანობა, რომელიც გვეუბნება, როგორი უნდა იყოს ადამიანი და არა საზოგადოება და მით უმეტეს სახელმწიფო? ადამიანი ეიძლება იყოს ქრისტიანი, მაგრამ 2 ქრისტიანს განსხვავებული შეხედულებები ჰქონდეს გადასახადებით რეგულირებაზე, ან თუნდაც ფედერალიზმზე, ან გენდერულ საკითხებზე ილია ჭავჭავაძე კლასიკური მაგალითი |
მნათე |
Jun 21 2007, 11:05 AM
პოსტი
#18
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა რა შუაშია აქ ქრისტიანობა, რომელიც გვეუბნება, როგორი უნდა იყოს ადამიანი და არა საზოგადოება და მით უმეტეს სახელმწიფო? ვინ გითხრა, რომ ქრისტეანობა არ გვეუბნება როგორი უნდა იყოს საზოგადოება? და ზოგადად, ის მხოლოდ ერთ საზოგადოებას მიგვაკუთვნებს კეისარი იძულებაა ჩემო კარგო, მაგრამ თუ მის ადგილას კონსტანტინეს მაგვარს დასვამ - შენი გარეგნული თავისუფლება და მაშასადამე საკაცობრიო მისია იხეირებს ლიბერალიზმი არ არის ეკლესიისთვის აპრიორი, არც დემოკრატია, ელემენტარულია - ქრისტე აღდგა, ამიერიდან მის განმაახლებლობას მისივე ეკლესია ფლობს, ნებისმიერი იდეოლოგია რომელიც ამ ახლადმოვლენილ მადლში არ იშვა, შეიძლება აღმოჩნდეს საშიში ნათელღებული ბუნებისთვის კანონი და იდეოლოგია, სიყვარულის სუროგატია იქ სადაც არ ბატონობს ღმერთი, ვინ ბატონობს? იქ სადაც ქრისტეს გულში საკურთხეველი არ აუშენეს, ეშმაკი გახდა ბოროტების ძღვნისშემწირველი - ალტერნატივა არ არსებობს მე მინდა ვიყო ქრისტეანე, ყოველგვარი მახინჯი პოლიტმინამატის გარეშე, სუფთა და მადლგამტარი სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთის. ის რომ თავისუფალი ნება არსებობს, ვაიფასეულობებმა კი არ შემასწავლეს, არამედ იმან ვინც დასდო ბნელი და იქმნა ღამე თუ ქრისტეს პიროვნების ცოცხალ რწმენაში ხარ, თუ მასთან დიალოგში იმყოფები, მნიშვნელობა არ აქვს იდეოლოგიურად მახინჯი 'კეისარი' რა ფსიქოლოგიისა და მოწყობის გყავს.... აი თუ ქრისტე გინდა ლიბერალიზმისთვის სხვა საქმეა მის მეუფებას სურდა ენახებინა, რომ ის რასაც თავისუფლება ჰქვია - მეტიჩრული გადახვევაა, მე ვიტყოდი მდაბიური. ეკლესიიდან გადახვევა, იდიოტიზმს შობს. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მატასი |
Jun 21 2007, 11:20 AM
პოსტი
#19
|
თამ... ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 |
ციტატა მე მინდა ვიყო ქრისტეანე, ყოველგვარი მახინჯი პოლიტმინამატის გარეშე, სუფთა და მადლგამტარი სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთის. ის რომ თავისუფალი ნება არსებობს, ვაიფასეულობებმა კი არ შემასწავლეს, არამედ იმან ვინც დასდო ბნელი და იქმნა ღამე თუ ქრისტეს პიროვნების ცოცხალ რწმენაში ხარ, თუ მასთან დიალოგში იმყოფები, მნიშვნელობა არ აქვს იდეოლოგიურად მახინჯი 'კეისარი' რა ფსიქოლოგიისა და მოწყობის გყავს.... აი თუ ქრისტე გინდა ლიბერალიზმისთვის სხვა საქმეა ციტატა ...თავისუფლება ჭეშმარიტების შეცნობის გარეშე – თვითნებობაა. თუ ცოდვის მონობიდან არ გათავისუფლდი, რამდენიც გინდა იძახე თავისუფალი ვარო, “თსვისუფლების ინსტიტუტები” შეჰქმენი, შენს თავს “თავისუფალი მედია” დაარქვი, იბრძოლე “სიყვარულის თავისუფლებისათვის”, “აზრის თავისუფლებისათვის”, დაიდგი კერპად “თავისუფლების” ქანდაკება – მაინც მონა ხარ, ეშმაკის მონა. ცრუღმერთებით გაბრუებული, ცნობიერება გაუკუღმართებული, თავ-გზა აბნეული ადამიანი საცოდავია. მე ადრე თემაც გავხსენი, რა არის თავისუფლებათქო.... სამწუხაროა, როცა ცოდვის მონობა აღიქმება თავისუფლებად 'თავისუფალი ვარ, და რასაც მინდა იმას გავაკეთებ...' -------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
ulvashi |
Jun 21 2007, 11:25 AM
პოსტი
#20
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 439 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: guria, ozurgeti წევრი № 688 |
სახელმწიფო მოხელის თვალით: როგორ უნდა მოეწყოს საზოგადოება და სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები? ქრისტიანული იდეოლოგიით? ქრისტე ამბობს, მე ვარ ჭეშმარიტება, შეიძლება სახელმწიფომ თქვას, ქრისტეა ჭეშმარიტება და სხვა დანარჩენი ერესი?
სახელმწიფო ამას ვერ იტყვის, იმიტომ რომ ეს ინდივიდის გადასაწყვეტია ქრისტიანობა ამბობს, არა გული გითქმიდეს სახელმწიფოს შეიძლია იგივე თქვას და გულისთქმისათვის, ანუ სურვილებისათვის დასაჯოს ადამიანი? არა. ესე იგ, ის ნეიტრალური უნდა იყოს ადამიანის გადაწყვეტილებების მიმართ. ესაა ლიბერალიზმი ლიბერალიზმი არის პოლიტიკური წყობის ის ფორმა, რომელიც მაქსიმალურ თავისუფლებას აძლევს ადამიანს და ანიჭებს მას შესაძლებლობას, თავდ განკარგოს საკუთარი ბედი ციტატა თუ ქრისტეს პიროვნების ცოცხალ რწმენაში ხარ, თუ მასთან დიალოგში იმყოფები, მნიშვნელობა არ აქვს იდეოლოგიურად მახინჯი 'კეისარი' რა ფსიქოლოგიისა და მოწყობის გყავს.... მართალია, ასე თუ მივუდგებით, მნიშვნელობა არ ექნება, როგორ სახელმწიფოში ცხოვრობ, საბჭოტაში, ასდაც ეკლესიაში სიარულს გიკრძალავენ თუ პირიქით, ისეთში სადაც მაქსიმალურად ხელს გიწყობენ, ორივეგან ერთნაირი ქრისტიანი გამოდიხარ, მაგრამ რეალურად, სუერთია როგორ სახელმწიფოში ვიცხოვრებთ? ჩემთვის არა. და არავინ მეუბნება სულერთი უნდა იყოსო. თუ ვინმესთვის სულერთია, იყოს თავისუფლება საკუთარი თავის ბატონობაა. მე ვარ ჩეი თავის უფალი და სწორედაც რომ იმას გავაკეთებ, რაც მინდა. დააკვირდით ჩემს ხელმოწერას, შესანიშნავი ნათქვამია ამ ქვეყნად ადამიანს არაფერი ზღუდავს. არჩევანიმისია, უბრალოდ შესაბამისად განისჯება იმ ქვეყანაზე ლიბერალიზმი კი ამ თავისუფლების რეალიზაციისსაუკეთესო საშუალებაა, იმიტომ რომ ადამიანს აყენებს წინა პლანზე, განსხვავებით სხვა იდეოლოგიებისაგან კონსერვატიზმი-სახელმწიფო სოციალიზმი-კლასი, ფენა ნაციონალიზმი-ერი ეკოლოგიზმი-ბუნება ფემინიზმი-გენდერი ფაშიზმი-რასა |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 06:22 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი