არამართლმადიდებლური ეკლესიების მითვისება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
არამართლმადიდებლური ეკლესიების მითვისება |
ზებედე |
Oct 22 2007, 02:04 PM
პოსტი
#1
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
ჩემი გახსნილი თემა კათოლიკური ეკლესიების მითვისება ვერ ვნახე, და აქ ვისაუბროთ არამარტო კათოლიკურზე, სხვა ეკლესიების შესახებაც.
ზებედე როგორ იმის დაწერა, რომ არაფერია ქურმუხის ეკლესიის აჭედვა, რადგან თურმე აქაც ირღვევა რელიგიურ უმცირესობათა უფლებები და თან უარესად რა არის? ამაზე კარგად დაწერა მან, რომ ბოლნისის მეჩეთზე ატეხეს "მშობელთა კავშირებმა" ერთი ამბები, და არაა გამორიცხული ამის გამო წმ. გიორგის ქურმუხის ტაძარზე იძიეს შური. ციტატა 1. ტყუილი - რადგან საქართველოში მოქმედებს რამდენიმე ათეული აზერბაიჯანული მეჩეთი (აჭარის მეჩეთებს არ ვათვლი ამას), მაშინ როდესაც იქ მოქმედებდა ერთადერთი ქართული ეკლესია, რომელიც დახურეს აზერბაიჯანული მეჩეთიც არსებობს? მეჩეთი მეჩეთია ციტატა 2. შეგნებული ისტორიული უზუსტობა - წერდა, რომ თბილისში არსებული სადავო სომხური ეკლესიები მართლმადიდებელ ეკლესიას კომპარტიამ გადასცა, რაც ეკლესიის დიდი მინუსიაო (? ეს როგორ, იქნება ახსნას ვინმემ!) დარწმუნებული ხარ რომ შეგნებული უზუსტობაა? იქნებ ცდებოდა? და ახლა რომ გავმწარდით კაცები, სულ ქალები რომ პასუხობდნენ გაგვეცა ჩვენ არგუმენტირებული პასუხი? ციტატა 3. ქართველი ერის პოზიციის უგულებელყოფა - საყოველთაოდ ცნობილია, რომ XIX საუკუნის ბოლოს თბილისის მოსახლეობის უმრავლესობა იყო სომეხი, და ცნობილია რამდენიმე ფაქტი, როცა შეძლებულმა სომხებმა რუსი ეგზარქოსებისაგან იყიდეს (!) ქართული ეკლესიები. ამიტომ ის ცნობილი აღწერა (1897 წ.) რომელსაც ეფუძნება სომხების დღევანდელი მოთხოვნა 7 ტაძრის (სურფ ნშანი, ნორაშენი, ხოჯევანქი და სხვები) გადაცემის თაობაზე, არის სადავო. მის ნაწერში კი მცდელობაც არ იყო, ქართველთა პოზიციის გაზიარებისა (სომეხივით უაპელაციოდ ამტკიცებდა, ეს ასეაო) კანონ, მიკვირს სომხებმა იყიდეს ტაძრები, და არის მათი! იცი რატომ? იმიტომ რომ კათოლიკებმა ააშენეს ბათუმში კათოლიკური ტაძარი, 90 წლებში მრევლის არ ყოლების გამო თურმე ჩვენ უფლება გვაქვს მივითვისოთ კათოლიკური ტაძარი! იმედია მიხვდები რაც ვიგულისხმე ამაში. ფაქტია, რომ მართლმადიდებლებმაც მივითვისეთ კათოლიკური ტაძრები -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
გიორგი |
Oct 22 2007, 02:21 PM
პოსტი
#2
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
ზებედე
ციტატა ამაზე კარგად დაწერა მან, რომ ბოლნისის მეჩეთზე ატეხეს "მშობელთა კავშირებმა" ერთი ამბები, და არაა გამორიცხული ამის გამო წმ. გიორგის ქურმუხის ტაძარზე იძიეს შური. ეს ვანდალიზმს არ ამართლებს. საკულტო ნაგებობაზე შურის ძიებას სახელი არ აქვს. მითუმეტეს ისედაც გასაჭირში მყოფი საინგილოს ქართველები არანაირად არ არიან პასუხისმგებელი "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" ბჟუტურზე... გარდა ამისა ყველა ქართველმა იცის, რომ რეალურად საინგილოც და ბოლნისიც ორივე საქართველოა და ისტორიული სამართლიანობა მოითხოვს ქართველს იმის მეათედი პირობები მაინც ჰქონდეს ოკუპირებულ საინგილოში, ვიდრე აზერბაიჯანელებს აქვთ უძველეს ქართულ ტერიტორიებზე... ციტატა აზერბაიჯანული მეჩეთიც არსებობს? მეჩეთი მეჩეთია მე მგონი უნდა გესმოდეს "აზერბაიჯანული მეჩეთის" დატვირთვა კონკრეტულ სიტუაციაში რას ნიშნავს. ცხადია არსებობს აზერბაიჯანული მეჩეთი, ოღონდ არა რელიგიურად, არამედ პოლიტიკურად. ციტატა დარწმუნებული ხარ რომ შეგნებული უზუსტობაა? იქნებ ცდებოდა? და ახლა რომ გავმწარდით კაცები, სულ ქალები რომ პასუხობდნენ გაგვეცა ჩვენ არგუმენტირებული პასუხი? მან ბევრი არგუმენტირებული პასუხი მიიღო, მაგრამ როდესაც ადამიანს არ უნდა დაჯერება ის ამას არ იჯერებს. ციტატა კანონ, მიკვირს სომხებმა იყიდეს ტაძრები, და არის მათი! იცი რატომ? იმიტომ რომ კათოლიკებმა ააშენეს ბათუმში კათოლიკური ტაძარი, 90 წლებში მრევლის არ ყოლების გამო თურმე ჩვენ უფლება გვაქვს მივითვისოთ კათოლიკური ტაძარი! იმედია მიხვდები რაც ვიგულისხმე ამაში. ფაქტია, რომ მართლმადიდებლებმაც მივითვისეთ კათოლიკური ტაძრები საოცარი ლოგიკაა... კათოლიკებს არ სჭირდებათ იმდენი ტაძრები მრევლის არ არსებობის გამო, არც გრიგორეანელებს, მართლმადიდებლებს კი ძალიან... ყველა ეკლესია იყო საქართველოს სახელმწიფოს კუთვნილება და გადასცეს იმათ ვისაც ეს სჭირდებოდა. P.S. მოკლედ შენი ამბის არ იყოს Freethought-საც მე ვუშუამდგომლე მოდერებთან ბანის მოხსნაზე, მაგრამ რად გინდა... ახლა მე ვარ უხერხულ მდგომარეობაში იმიტომ, რომ ისევ დაუწყია ანტი-ქართული პროპაგანდა, ანტი-მართლმადიდებლურს, რომ თავი დავანებოთ... გასაგებია, რომ ადამიანი უსაზღვროდ მიმტევებლი უნდა იყოს, მაგრამ ჩვენი რესურსები მაინც ამოწურვადია, ყველაფერს აპატიებ ადამიანს ის კი იგივეს აგრძელებს, ამას სახელიც კი არა აქვს... და ბოლოს ისევ ვიტყვი, რაც იქით თემაშიც ვთქვი, ამ ადამიანს, როგორც კი ბანი ამოეწურება გავაგებინოთ საქმის არსი და ხელი შევუწყოთ ფორუმზე დარჩენაში, ოღონდ პირველ რიგში ეს თავად უნდა უნდოდეს... მისი შეცოდება შეიძლება, მაგრამ მის სამართლიანობაზე ლაპარაკი არის აბსურდი. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
ზებედე |
Oct 22 2007, 02:38 PM
პოსტი
#3
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
ზებედე ეს ვანდალიზმს არ ამართლებს. საკულტო ნაგებობაზე შურის ძიებას სახელი არ აქვს. მითუმეტეს ისედაც გასაჭირში მყოფი საინგილოს ქართველები არანაირად არ არიან პასუხისმგებელი "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" ბჟუტურზე... "ყოველი რომელი გინდეს თქუენ, რაჲთა გიყონ კაცთა, ეგრეცა თქუენ ჰყავით მათა მიმართ, რამეთუ ესრეთ არს სჯული და წინასწარმეტყუელი." ჰო და უნდა გავითვალისწინოთ, რომ უაზრო ყვირილს დიდი შეცდომა არ მოყვეს! ფაქტია, რომ კავშირელების უაზრო გამოხტომას საინგილოს ტაძარი "შეეწირა"! ციტატა საოცარი ლოგიკაა... კათოლიკებს არ სჭირდებათ იმდენი ტაძრები მრევლის არ არსებობის გამო, არც გრიგორეანელებს, მართლმადიდებლებს კი ძალიან... ყველა ეკლესია იყო საქართველოს სახელმწიფოს კუთვნილება და გადასცეს იმათ ვისაც ეს სჭირდებოდა. რას ამბობ გიორგი? რა ლოგიკაა ეს, კარგი რა როცა ევროპაში კათოლიკები მართლმადიდებლებს ტაძრებს უთმობენ და ჩუქნიან, საქართველოში პირიქით ხდება...ჩემთვის გაუგებარია ასეთი ლოგიკა, რომ ბათუმის კათოლიკურ ტაძარს მაშინ მრევლი არ ყავდა და ამიტომ გადაეცა მართლმადიდებლებსო იმ დროს არც მართლმადიდებლურს ყავდა მრევლი, თანაც აჭარაში! თუმცა კათოლიკები უფრო ჭკვიანურად მოიქცნენ, ახალი ტაძარი ბათუმის შესასვლელში ააშენეს გაივლი ცოტას და მეორე გრანდიოზული (ყოფილი) კათოლიკური ტაძარიც იქვეა ფაქტია რომ ბათუმი "კათოლიკურ ქალაქს" დაემსგავსა რაც შეეხება სომხურ ტაძრებს, პრობლემას ვერ ვხედავ რომ მათ ის ტაძრები დავუთმოთ რაც იყიდეს რუსი ეგზარქოსებისგან. ხომ იყიდეს? ჰო და ფაქტია რომ მათია უკვე. მათაც ხომ უნდათ ტაძრები? როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს დაპირისპირებები? -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
გიორგი |
Oct 22 2007, 02:56 PM
პოსტი
#4
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
ზებედე
ციტატა ფაქტია, რომ კავშირელების უაზრო გამოხტომას საინგილოს ტაძარი "შეეწირა"! ეს არ ამართლებს აზერბაიჯანელების ვანდალურ ქმედებას. ციტატა კათოლიკები მართლმადიდებლებს ტაძრებს უთმობენ და ჩუქნიან რა ბავშვური მიამიტობით წერ? ჩუქნიან არა ხონჩით ართმევენ, ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ ევროპაში კვადრატული მეტრი შენობა 3000-10000 $ -მდე ღირს... არავინ ოთახს არ გაჩუქებს, არამც თუ ეკლესიას, ამიტომაც არ არის ქართული ეკლესიები ევროპს მრავალ ქალაქში, თვით დაქირავებაც კი ძვირია შენობის, რომ ტრაპეზი დაიდგას. უბრალოდ სიმართლე უნდა ითქვას, რომ კათოლიკურ სამყაროში ათეიზმი მართლმადიდებლურზე უფრო მაღალია, ტაძრები უმრევლოდ რჩება და იკეტება, შემდეგ მათ ყიდიან ან აქირავებენ მართლმადიდებლებზე, მაგრამ ცხადია საქართველოსნაირი ღარიბი მართლმადიდებლები ვერ ქირაობენ... ძირითად ეს ეკლესიები ბერძნების, რუსების და სერბების ხელშია... ციტატა რაც შეეხება სომხურ ტაძრებს, პრობლემას ვერ ვხედავ რომ მათ ის ტაძრები დავუთმოთ რაც იყიდეს რუსი ეგზარქოსებისგან. ხომ იყიდეს? გუჯა, შენი ჭირიმე რა... სომხეთმა დაგვიბრუნოს ჩვენი კუთვნილი რამოდენიმე ათასი კვადრატული კილომეტრი ტერიტორია, რომელიც სამარცხვინოდ ჩაიგდეს ხელში თავისი უამრავი ეკლესიით და მერე ილაპარაკოს იმ რამდენიმე ტაძარზე, რომელიც არც ისტორიულად იყო მათი, უკანონადაც იყიდეს და რეალურად არაფერშიც არ ჭირდებათ, უბრალოდ პოლიტიკურ იარაღად უნდათ, რომ თბილისში ამდენი ეკლესია გვეკუთვნისო. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მნათე |
Oct 22 2007, 02:57 PM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა კათოლიკებს არ სჭირდებათ იმდენი ტაძრები მრევლის არ არსებობის გამო, არც გრიგორეანელებს, მართლმადიდებლებს კი ძალიან... ყველა ეკლესია იყო საქართველოს სახელმწიფოს კუთვნილება და გადასცეს იმათ ვისაც ეს სჭირდებოდა. აი ეს მართლა უკომენატაროდ! შენ გგონია ჯვრის მონასტერი ან ივერონი - სავსე იყო საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში მყოფი სასულიერო პირებით ხო? იქნებ ეგეც გავამართლოთ... -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
ზებედე |
Oct 22 2007, 03:04 PM
პოსტი
#6
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
შენ გგონია ჯვრის მონასტერი ან ივერონი - სავსე იყო საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში მყოფი სასულიერო პირებით ხო? იქნებ ეგეც გავამართლოთ... ჰო და ამართლებენ მაგ ლოგიკით, იერუსალიმის ჯვრის მონასტერში და ათონზე ივერონში ქართველები არ იყვნენო ბოლოს და ამიტომ ჩვენიაო, აი მითვისების უნიკალური ხერხი -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
გიორგი |
Oct 22 2007, 03:11 PM
პოსტი
#7
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
მნათე
ციტატა აი ეს მართლა უკომენატაროდ! რა კარგია, რომ ბავშვებმა ამ სოფლის სიავენი და თვითგადარჩენისთვის ბრძოლა რა არის არ იციან... ციტატა შენ გგონია ჯვრის მონასტერი ან ივერონი - სავსე იყო საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში მყოფი სასულიერო პირებით ხო? იქნებ ეგეც გავამართლოთ... ივერონს ძალიან დიდი ისტორიული მნიშვნელობა აქვს, ბათუმის კათოლიკურ ტაძარს პრაქტიკულად არანაირი, თანაც რაც ყველაზე ცუდია ბერძნები ქართული კვალის წაშლას ცდილობენ ათონზეც, იერუსალიმშიც... მათთვის ფრესკების, წარწერების წაშლა ახალი ამბავი არ არის. ქართველი სასულიერო პირების იქ შეშვება არ შეშვებაზე არცაა ლაპარაკი, ზოგიერთ ტაძარზე თუ ფრესკაზე იმის აღიარებაც არ უნდათ, რომ ქართული იყო. კიდევ ერთი მომენტი, ის ტაძრები მართლმადიდებლურია და იქ მართლმადიდებლებს არ უშვებენ, აი, ესაა ძალიან ცუდი, ხოლო ბათუმის ყოფილი კათოლიკურ ტაძარში ნებისმიერი ეროვნების სასულიერო პირი იყოს თუ უნდათ, უბრალოდ კათოლიკებს არ სჭირდებათ მაგხელა ტაძარი ბათუმში არც ისტორიული სამართლიანობით ეკუთვნით. ბათუმის მოსახლეობის უმეტესობა არაა კათოლიკე, რომ ამხელა ტაძარი იყოს იქ. ბავშვურ მიამიტობას თავი დაანებეთ, შეხედეთ სხვა ქვეყნები და აღმსარებლობები რას გვიშვრებიან და რას უკეთებენ ყველაფერ ქართულს, რა პოლიტიკური ინტერესები ამოძრავებთ და მერე ილაპარაკეთ მართლმადიდებლების და ქართველების სიგლახეებზე. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
კანონისტი |
Oct 22 2007, 03:11 PM
პოსტი
#8
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
მნათე
ზებედე ციტატა შენ გგონია ჯვრის მონასტერი ან ივერონი - სავსე იყო საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში მყოფი სასულიერო პირებით ხო? იქნებ ეგეც გავამართლოთ... ბერძნებს არავინ არ ეუბნება იმას, რატომ არ დახურეთ ივერონი, რაკი ქართველი არ დარჩა იქ, ან რატომ არ ჩაუგდეთ ჯვრის მონასტერი სხვა კონფესიებს, რახან საქართველოსთან კავშირი აღარ ჰქონდათო ბერძნები დღესაც არ გვიშვებენ იქ! ესაა მთავარი.... ბათუმის მოსახლეობის უმრავლესობა არის მართლმადიდებელი. კომუნისტების დროს, ტრადიციულად, ანგრევდნენ მართლმადიდებლურ ტაძრებს (თბილისში კომუნისტებამდე იყო 2 კათოლიკური ეკლესია, 6 სომხური, 2 მეჩეთი და 1 სინაგოგა, ისევეა დღესაც (თუ არ ჩავთვლით სადავო სომხურ ეკლესიებს, მაგრამ ფიზიკურად ისინიც დგანან, რამდენად სომხურია ესაა სადავო ----> ახლაც იგივე მდგომარეობაა, მხოლოდ 1 მეჩეთია აფეთქებული), ბათუმში დაანგრიეს ულამაზესი და უზარმაზარი მართლმადიდებლური კათედრალი, რის გამოც მართლმადიდებლებს ცენტრალური ტაძარი აღარ დარჩათ ამის გამო, აჭარის არ მთავრობამ კათოლიკური ეკლესია გადასცა მართლმადიდებლურ ეპარქიას, ხოლო მის სანაცვლოდ ახლის აგების ნება დართო კათოლიკურ სამრევლოს ციტატა პრობლემას ვერ ვხედავ რომ მათ ის ტაძრები დავუთმოთ რაც იყიდეს რუსი ეგზარქოსებისგან. ხომ იყიდეს? მერე? კანონიერად იყიდეს? ვინ ეკითხებოდა რუს ეგზარქოსებს ქართული ტაძრების ყიდვა-გაყიდვას? თან არამართლმადიდებლებზე! საქართველოში რელიგიური უმცირესობების მდგომარეობა ერთ-ერთი საუკეთესოა აღმ. ევროპაში. სანამ ასეთ რამეს დაწერ, ჯერ გაეცანი იქ რა ხდება -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მნათე |
Oct 22 2007, 03:14 PM
პოსტი
#9
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა ამის გამო, აჭარის არ მთავრობამ კათოლიკური ეკლესია გადასცა მართლმადიდებლურ ეპარქიას, ხოლო მის სანაცვლოდ ახლის აგების ნება დართო კათოლიკურ სამრევლოს კარგი, ხვალ რომ კათოლიკურ ეკლესიას მრევლი გაუჩნდეს, დათმობს ვინმე კათედრალს? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
ქავთარაძე |
Oct 22 2007, 03:17 PM
პოსტი
#10
|
დაურეგისტრირებელი |
ეგება მეუფე დიმიტრის დავკავშირებოდით და გვეკითხა?
|
კანონისტი |
Oct 22 2007, 03:20 PM
პოსტი
#11
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
მნათე
ციტატა კარგი, ხვალ რომ კათოლიკურ ეკლესიას მრევლი გაუჩნდეს, დათმობს ვინმე კათედრალს? თუკი მართლმადიდებლური კათედრალიც აიგება, იმედი მაქვს კი. და თუ არა, ასე კატეგორიული აზრი, მე პირადად, აღარ მექნება -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
გიორგი |
Oct 22 2007, 03:23 PM
პოსტი
#12
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
ჰო და ამართლებენ მაგ ლოგიკით, იერუსალიმის ჯვრის მონასტერში და ათონზე ივერონში ქართველები არ იყვნენო ბოლოს და ამიტომ ჩვენიაო, აი მითვისების უნიკალური ხერხი კაი რა გუჯა... შენ მაინც რა დაგემართა, გადაიქცა საქართველო ისედაც უცხო აღმსარებლობების და ერების პლაცდარმად. საქართველოსგან და მართლმადიდებლებისგან ბევრს მოითხოვენ და საკუთარ ტერიტორიაზე იმის მეასედს არ გაღირსებენ. მე შემწყნარებელი ვარ, მაგრამ ამიხსენი რომელი პოლიტიკური სამართლიანობით ეკუთვნის რაიმე საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს და სომხებს, მაშინ როდესაც 100-ჯერ მეტად შევიწროვებულია მართლმადიდებლები აზერბაიჯანში და სომხეთში ქართველის ჭაჭანებაც არ არის, ჩვენი ტერიტორიებიც ხელში ჩაიგდეს.... კაი რა მართლაც და მართლაც... გასაგებია, რომ იდეალური მდგომარეობა არც აქაა, მაგრამ მოეპყრან იმ ქვეყნებში მართლმადიდებლებს იმის ნახევარი პატივისცემით რაც ჩვენთან უცხო კონფესიებს აქვთ და მერე ილაპარაკონ ეკლესიების გადაცემა-გადმოცემაზე. კათოლიკებმა უკვე მიიღეს საქართველოსგან ბათუმის საკათედრო ტაძრის სანაცვლოს მშენებლობის უფლება, ზუსტად იმხელასი რამხელაც სჭირდებოდათ. არა მგონია ტვითონ მათ ჰქონდეთ პრეტენზია იმ ტაძარზე და ჩვენ რაღა დაგვემართა.... ბოლოსდაბოლოს საქართველოში მცხოვრები ყველა კათოლიკე სამების საკათედრო ტაძარში დაეტევა და ამდენი თავზე დაჯდომა გამიგია უმრავლესობაზე?! თუმცა არა მგონია კათოლიკები იძახდნენ ბათუმის ეკლესია დაგვითმეთო, მათ სანაცვლო მიიღეს, ეს უფრო ვაი-ქართველების პროპაგანდის შედეგია... -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მნათე |
Oct 22 2007, 03:25 PM
პოსტი
#13
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა თუკი მართლმადიდებლური კათედრალიც აიგება, იმედი მაქვს კი. და თუ არა, ასე კატეგორიული აზრი, მე პირადად, აღარ მექნება კარგი რა, კათედრალი რომ მიანგრ-მოანგრიეს რა ხელი ქონდათ მაგაში კათოლიკეებს? არც არაფერი! დარწმუნებული იყავი ისინი ტაძრების ნგრევას ახლაც გმობენ და მაშინაც დაგმობდნენ (განსხვავებით ზოგიერთი ჩვენგანისა ) უბრალოდ ქრისტიანობა იმაშია - მისცე კაცს რაც ეკუთვნის და არა იმაში - ისარგებლო და მერე მისცე... -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
გიორგი |
Oct 22 2007, 03:26 PM
პოსტი
#14
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
კარგი, ხვალ რომ კათოლიკურ ეკლესიას მრევლი გაუჩნდეს, დათმობს ვინმე კათედრალს? რა საოცარ უტოპიას ლაპარაკობ? ბათუმში, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 140 000 მცხოვრებია და კათოლიკეთა რაოდენობა 1000-2000 მცხოვრებს არ აღემატება, საიდან უნდა გაუჩნდეს იმხელა მრევლი, რომ მართლმადიდებლებზე მეტად დასჭირდეთ ის ტაძარი, მითუმეტეს სანაცვლო მიიღეს უკვე. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მნათე |
Oct 22 2007, 03:30 PM
პოსტი
#15
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა რა საოცარ უტოპიას ლაპარაკობ? მე იდეაში ვამბობ და არა პრაქტიკაში (ამას ხომ ვარჩევთ დედუცი? ) ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტულ სიტუაციებში როგორ მოვიქცევით... საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის სრული მორჩილებით და გულისტკივილით, სამწუხაროდ ჩემთვის კითხვები არსებობს და მასზე დასაბუთებული პასუხი ვერ მივიღე... -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
გიორგი |
Oct 22 2007, 03:30 PM
პოსტი
#16
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
უბრალოდ ქრისტიანობა იმაშია - მისცე კაცს რაც ეკუთვნის და არა იმაში - ისარგებლო და მერე მისცე... ეკუთვნის? იურიდიულად - არა საჭიროების მიხედვით - არა ზოგადი სამართლიანობით - სანაცვლო მიიღეს უკვე პრეტენზიებს გამოთქვამენ - არა მაშინ რა აზრი აქვს ამ თემაში დისკუსიას?! აბა, არქიტექტურულად, რომ კათოლიკურს მიეკუთვნება ეგ შენზე კარგად ვიცი -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მნათე |
Oct 22 2007, 03:32 PM
პოსტი
#17
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა პრეტენზიებს გამოთქვამენ - არა როგორ გეკადრება პრეტენზიებს გამოთქვამენ რომელია, კათოლიკური ეკლესიისთვის ეს ისეთივე აქტუალურია - როგორც ჩვენთვის აფხაზეთი -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
ზებედე |
Oct 22 2007, 03:35 PM
პოსტი
#18
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
მე შემწყნარებელი ვარ, მაგრამ ამიხსენი რომელი პოლიტიკური სამართლიანობით ეკუთვნის რაიმე საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს და სომხებს, მაშინ როდესაც 100-ჯერ მეტად შევიწროვებულია მართლმადიდებლები აზერბაიჯანში და სომხეთში ქართველის ჭაჭანებაც არ არის, ჩვენი ტერიტორიებიც ხელში ჩაიგდეს.... კაი რა მართლაც და მართლაც... გასაგებია, რომ იდეალური მდგომარეობა არც აქაა, მაგრამ მოეპყრან იმ ქვეყნებში მართლმადიდებლებს იმის ნახევარი პატივისცემით რაც ჩვენთან უცხო კონფესიებს აქვთ და მერე ილაპარაკონ ეკლესიების გადაცემა-გადმოცემაზე. მაპატიეთ, მაგრამ ეგ პრობლემები ჩვენი მთავრობის და ეკლესიის იერარქიის სისუსტეზე ხომ არ მიანიშნებს? -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
გიორგი |
Oct 22 2007, 03:36 PM
პოსტი
#19
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
მნათე
ციტატა მე იდეაში ვამბობ და არა პრაქტიკაში (ამას ხომ ვარჩევთ დედუცი? ) ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტულ სიტუაციებში როგორ მოვიქცევით... რა დაგემართა?! აქ ის კი არ ირჩევა იდეაში რა იქნებოდა ბათუმის მოსახლეობის დიდი ნაწილი კათოლიკე, რომ ყოფილიყო (იმედია არც გახდება არასოდეს და ღმერთმა დაგვიფაროს) და დიდი ტაძრები, რომ დასჭირვებოდათ რას ვიზამდით, არამედ ის რომ ეკუთვნის თუ არა ამჟამად ეგ ტაძარი კათოლიკებს და თუ უნდა დაუბრუნდეს იმათ. ამაზე ცალსახა პასუხია - არა. ციტატა საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის სრული მორჩილებით და გულისტკივილით, სამწუხაროდ ჩემთვის კითხვები არსებობს და მასზე დასაბუთებული პასუხი ვერ მივიღე... იმედია ამ კითხვებში ბათუმის საკათედრო ტაძარი არ შედის... -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
guest |
Oct 22 2007, 03:38 PM
პოსტი
#20
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
გიორგი,
რა კარგია, რომ ბავშვებმა ამ სოფლის სიავენი და თვითგადარჩენისთვის ბრძოლა რა არის არ იციან... rolleyes.gif არიან ბავშვები,რომლებმაც იციან პ.ს. მაგალითად ჩემებმა , და გარდა ამისა ბევრი რამე იციან, პირველ რიგში ვაჟკაცობა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th June 2024 - 03:52 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი