განსაცდელი, ვისაუბროთ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
განსაცდელი, ვისაუბროთ |
iobi |
Aug 18 2009, 01:19 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 83 რეგისტრ.: 30-June 09 წევრი № 7,202 |
ალბათ ძალიან ბევრი სხვადასხვა სიმძიმის განსაცდელი გადაგვიტანია მას შემდეგ რაც ეკლესიურად დავიწყეთ ცხოვრება ყოველ ჩვენთაგანს. მართლაც რაოდენ იდუმალია ღმერთი და მისი ნება - ერთ დღეს უდიდესი სიხარული მოგევლინება და ბედნიერი ხარ და მეორე დღეს უკვე ბრძოლები გეწყება. ყოველთვის ესე მემართება, რაც არ უნდა დიდი სიკეთე მომმადლოს ღმერთმა, მით უფრო დიდი განსაცდელი მევლინება ხოლმე თან სულ უფრო და უფრო მტკივა გული. იზრდება დაბრკოლებები და ეს უნდა მოვითმინოთ. ამბობენ ღმერთი ადამიანს განსაცდელს იმიტომ მოუვლენს რომ შემდგომ ეს ადამიანი რწმენაში უფრო გაძლიერდესო, მაგრამ მგონია უფალი ჩვენი ცოდვების გამო გვივლენს განსაცდელს. ვინც დაითმენს ის გადარჩება - მაგრამ ვაი რომ ყველას არა გვაქვს მოთმინება და რა ვქნათ?
ახალგაზრდა ვარ მაგრამ უკვე შემიძლია ვთქვა - დავიღალე !. არა მაქვს დიდი მოთმინება. ახლა კი მოდი ერთმანეთს ვურჩიოთ რა ვქნათ ასეთი გაჭირვების ჟამს რომ აღარ დავიღალოთ. ეს ერთგვარი უიმედობაა. მე მაგალითად მამა ვიტალი სიდორენკოს საფლავზე მივდივარ ხოლმე და იმას ვთხოვ შეწევნას. თქვენ რას ურჩევდით ერთმანეთს პირადი გამოცდილების მაგალითზე? -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.
--------------------------------------------------------- მოთმინება, Терпение, patience, υπομονή, durim strpljenje, терпіння, sæbir, potrpežljivost. ††† --------------------------------------------------------- http://www.youtube.com/watch?v=BwQcloavwPI ---------- ჭეშმარიტება ††† მარ. 8:34 †††------------- |
neo |
Aug 18 2009, 01:54 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
მე პირადად განსაცდელი რწმენას უფრო მიმცირებს ვიდრე მიმატებს. ნუ ეს ფაქტია.
მაგრამ განსაცდელის დაძლევა მხოლოდ რწმენით არის შესაძლებელი. ან უნდა დამარცხდე ან უნდა ჰპოვო ძალები შენ თავში რწმენის აღსადგენად. ხანდახან საჭიროა რომ ღმერთი ხელახლა აღმოაჩინო. მე პირადად ვცდილობ ჩემი თავი შესაბამისი სულიერის საკვებით გამოვკვებო. ესაა წიგნები, ეკლესიაში წასვლა, მარხვისა და ლოცვის გაძლიერება. ხანდახან ლოცვაც აღარ შეგიძლია, მაშინ მოკლე ლოცვები უნდა იმეორო. მტავარია დამარცხება არ აღიარო. არ შეურიუგდე დაცემას. ყველაფერი თვითონ დალაგდება. თუ შეეცდები რომ ღმერთი ხელახლა აღმოაჩინო. რომ ცხოვრება მიიღო ისეთი როგორიც არის, და გახსოვდეს რომ ეს შენი და ღმერთის ურთიერთობაა. რომ ამაოებაა ყველაფერი სხვა, რომ ყველაფერს მარადიულობის პრიზმიდან უნდა უყურო და თავი დაიმორჩილო. მტავარი არის ის რომ რაც მეტ განსაცდელს გადადის ადამიანი მით უფრო სულიერად ამაღლებული გახდეს. და ტყუილად არ ჩაყაროს წყალში განსაზდელისაგან მისაღები მოსავალი. -------------------- www.cordesign.ge
|
Ligia |
Aug 18 2009, 01:57 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,990 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,411 |
|
iobi |
Aug 18 2009, 02:07 PM
პოსტი
#4
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 83 რეგისტრ.: 30-June 09 წევრი № 7,202 |
Ligia
კი გასაგებია ეს წმიდა წერილია ძალიან კარგია მაგრამ აქ პირად გამოცდილებაზე ვიმსჯელოთ. განსაცდელის გადატანის დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხასიათს მე ასე ვფიქრობ. მე კი ძალიან "წყენია' ადამიანი ვარ. ვინმე რო მაწყენინებს ხოლმე თუნდაც პატარათი გული ძალიან მტკივა მერე და მე თუ ვინმეს ვაწყენინებ მერე რო ვფიქრობ ცოცხლად დამარხვა მირცევნია ხოლმე ჩემი თავის. მაგრამ არის ესეთი გადარჩენის ოქროს ფორმულა - იესოს ლოცვა. თქვით რაც შეიძლება ხშირად და მოვითმინოთ! -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.
--------------------------------------------------------- მოთმინება, Терпение, patience, υπομονή, durim strpljenje, терпіння, sæbir, potrpežljivost. ††† --------------------------------------------------------- http://www.youtube.com/watch?v=BwQcloavwPI ---------- ჭეშმარიტება ††† მარ. 8:34 †††------------- |
მაშიკო |
Aug 18 2009, 02:14 PM
პოსტი
#5
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,850 რეგისტრ.: 18-May 09 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 7,002 |
განსაცდელი რწმენას უფრო მიღრმავებს, თავიდან შეიძლება დავეცე, მაგრამ მერე რაღაც უნებლიე ძალა წამომაყენებს და მოძღვრამდე მიმიყვანს... მერე უკვე ყველაფერი კარგადააა... მეც მიკვირს ხოლმე ისე კარგად მიდის ყველაფერი...
მთვარია უფლის იმედი არ დავკარგოთ განსაცდელის ჟამს... -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
|
::სალომე:: |
Aug 18 2009, 02:18 PM
პოსტი
#6
|
ფანცქვალა :D ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,744 რეგისტრ.: 16-February 07 მდებარ.: საქართველო, აჭარა, ბათუმი. წევრი № 1,092 |
ციტატა ახალგაზრდა ვარ მაგრამ უკვე შემიძლია ვთქვა - დავიღალე !. ძალიან ახლოსაა ეს სიტყვები ჩემთან.... -------------------- სიყვარულს ჩარჩოში ვერ ჩავსვამ
რადგან მას სამყარო ვერ იტევს იგი ძალაა ღმერთისა , ანგელოზის ენით ნათქვამი მთავარია შენ გიყვარდეს.... გიყვარდეს ისე რომ, სამაგიეროს არ ელოდო... გიყვარდეს,რა მოხდა მერე, იმ ძალით თუ არ გიპასუხებენ... ===================================== შეუძლებელი კაცთათვის, შესაძლებელია უფლისთვის. ===================================== |
iobi |
Aug 18 2009, 02:27 PM
პოსტი
#7
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 83 რეგისტრ.: 30-June 09 წევრი № 7,202 |
ან ვინმე თუ ამიხსნის რატო ხდება ისე რომ ადამიანს პატივს სცემ, რასაც გავალებს უსრულებ, ზრდილობიანად ეპყრობი, თხოვ მაპატიე ისიც გპატიობს მაგრამ მაინც გულგამწყრალია შენზე და ასე ვიტყვი - არ ევასები? ცოდვები ჩვენსას გვიშვება და ამიტომ მოდის განსაცდელი ასე ვფიქრობ მე. და ამიტომაც დავიღალე .
-------------------- უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.
--------------------------------------------------------- მოთმინება, Терпение, patience, υπομονή, durim strpljenje, терпіння, sæbir, potrpežljivost. ††† --------------------------------------------------------- http://www.youtube.com/watch?v=BwQcloavwPI ---------- ჭეშმარიტება ††† მარ. 8:34 †††------------- |
მაშიკო |
Aug 18 2009, 03:01 PM
პოსტი
#8
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,850 რეგისტრ.: 18-May 09 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 7,002 |
iobi
რას იზამ უნდა მოითმინო -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
|
::სალომე:: |
Aug 18 2009, 09:05 PM
პოსტი
#9
|
ფანცქვალა :D ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,744 რეგისტრ.: 16-February 07 მდებარ.: საქართველო, აჭარა, ბათუმი. წევრი № 1,092 |
ციტატა რას იზამ უნდა მოითმინო მოთმინება როგორ უნდა ვისწავლოთ? -------------------- სიყვარულს ჩარჩოში ვერ ჩავსვამ
რადგან მას სამყარო ვერ იტევს იგი ძალაა ღმერთისა , ანგელოზის ენით ნათქვამი მთავარია შენ გიყვარდეს.... გიყვარდეს ისე რომ, სამაგიეროს არ ელოდო... გიყვარდეს,რა მოხდა მერე, იმ ძალით თუ არ გიპასუხებენ... ===================================== შეუძლებელი კაცთათვის, შესაძლებელია უფლისთვის. ===================================== |
iobi |
Aug 19 2009, 05:21 PM
პოსტი
#10
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 83 რეგისტრ.: 30-June 09 წევრი № 7,202 |
::სალომე::
მოთმინება რომ ვისწავლოთ მგონი ჯერ განსაცდელი უნდა მოგვადგეს რაც ყოველთვის იქნება . და ცოდვების და ბოროტი ზრახვების აღმოსაფხვრელად ჯერ მდუმარება უნდა ვისწავლოთ. ასევე ერთი კარგი ხერხი არსებობს - როცა გაქებენ ასე ვთქვათ თავში რომ არ აგვივარდეს მაშინვე ჩვენი ცოდვები გავიხსენოთ ხოლმე. მე მშველის მაშინვე თრგუნავს ამ მავნებელ გრძნობას -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.
--------------------------------------------------------- მოთმინება, Терпение, patience, υπομονή, durim strpljenje, терпіння, sæbir, potrpežljivost. ††† --------------------------------------------------------- http://www.youtube.com/watch?v=BwQcloavwPI ---------- ჭეშმარიტება ††† მარ. 8:34 †††------------- |
მაშიკო |
Aug 19 2009, 06:41 PM
პოსტი
#11
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,850 რეგისტრ.: 18-May 09 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 7,002 |
::სალომე::
iobi როგორ უნდა ვისწავლოთ მოთმინება? საინტერესო კითხვაა... მგონი ეგ ნელ-ნელა ეკლესიურ ცხოვრებასთან ერთად და მოძღვრის დახმარებით არის შესაძლებელი, ჩემს შემთხვევაში ასე მოხდა, თუ პრობლების ანუ განსაცდელის შესახებ მოძღვარს ვუყვები ის ისე დამმოძღვრავს ხოლმე, რომ მერე მიკვირს ნეტა რას ვნერვიულობდითქო... თუმცა ხდება ხოლმე რომ ვერ ვახერხებ იმ პერიოდში მოძღვრის ნახვას და მაშინ თავად ვცდილობ გავუძლო განსაცდელს და საკმაოდ ძნელად ვიტან... განსაცდელს უფალი გვივლენს და იმ წუთში ვერ ვხვდებით ხოლმე რატომ მოგვივლინა უფალმა ესა თუ ის განსაცდელი, მაგრამ გადის დრო და შემდეგ უკვე შეიძლება იმ განსაცდელისთვის მადლობა შევწიროთ უფალს... -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
|
თამარი_ცქნაფო |
Aug 19 2009, 06:42 PM
პოსტი
#12
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
მაშიკო
ამ ბავშვს კაი პატრონი უნდა რა. მშვენივრად აზრობვნებს და ტყვილა ცდება ამის ნიჭი... არ ვხუმრობ, სერიოზულად -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
Floyd |
Aug 19 2009, 11:01 PM
პოსტი
#13
|
ზურაბი ჯგუფი: Members პოსტები: 3,316 რეგისტრ.: 4-February 07 მდებარ.: პროვინცია-”გლდანი” :D წევრი № 1,001 |
........
-------------------- And the times , they are all changin' ...
|
ართი ვარდი |
Aug 19 2009, 11:03 PM
პოსტი
#14
|
MARIAMI ჯგუფი: Members პოსტები: 2,359 რეგისტრ.: 15-April 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 1,658 |
განსაცდელი მაფიქრებს ხოლმე ჩემს განვლილ ,უკვე განხორციელებულ ქმედებებზე....იქნებ რამე დავაშავე და ა.შ....ანუ განსაცდელის მოვლინება ერ
თგვარი გამოფხიზლებაა და მინიშნება რომ მეტად გაძლიერდე და მეტად კარგი იყო! დათმენა ძალიან ძნელია და ხშირად ვამბობ რატომ ღმერთო,თუმცაღა იმავე წამს მოვუბოდიშებ ხოლმე )) -------------------- სიყვარული ჩემი სულის მდგომარეობაა :)
სიკვდილივით მარადია სურვილი, მთელი ქვეყნის სიმღერებით მოვლისა... ვისაც რა (ვინ)უნდა უყვარდეს, სულ სხვაა ჩემი ტრფიალი ;) |
ლილიანა |
Aug 20 2009, 09:58 AM
პოსტი
#15
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 |
ციტატა მდუმარება უნდა ვისწავლოთ მდუმარებით ნუგეში ძლიერდება განსაცდელის დათმენის დროა -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
asmoo |
Aug 20 2009, 08:15 PM
პოსტი
#16
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 106 რეგისტრ.: 15-July 09 წევრი № 7,265 |
განსაცდელი წვრთნის ადამიანის სულს
|
მაშიკო |
Aug 30 2009, 09:21 PM
პოსტი
#17
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,850 რეგისტრ.: 18-May 09 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 7,002 |
განსაცდელი წვრთნის ადამიანის სულს კი გეთანხმები... და მიკვირს ის რომ რატომ ხდება ხოლმე ადამინი რომ ვერ უძლებს განსაცდელს და სასოწარკვეთილებაში ვარდება, ეს რისი ბრალი უნდა იყოს? მცირედმორწმუნეობის? და ვერც იმას ვერ ვხვდები მორწუნეს რატომ აქვს მეტი განსაცდელი და ურწმუნოს კი შეიძლება საერთოდაც არ მოუვლინოს უფალმა განსაცდელი.... -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
|
Diversity |
Aug 30 2009, 09:33 PM
პოსტი
#18
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 356 რეგისტრ.: 22-August 09 წევრი № 7,402 |
მაშიკო
ციტატა კი გეთანხმები... და მიკვირს ის რომ რატომ ხდება ხოლმე ადამინი რომ ვერ უძლებს განსაცდელს და სასოწარკვეთილებაში ვარდება, ეს რისი ბრალი უნდა იყოს? მცირედმორწმუნეობის? და ვერც იმას ვერ ვხვდები მორწუნეს რატომ აქვს მეტი განსაცდელი და ურწმუნოს კი შეიძლება საერთოდაც არ მოუვლინოს უფალმა განსაცდელი.... ღმერთმა გაშოროს განსაცდელი, მაგრამ ისეთი გრძნობა დამრჩა თითქოს განსაცდელში არ აღმოჩენილხარ არც თქვენი ლოგიკაა ბოლომდე გამართლებული მე მაინც მაქვს ხოლმე განსაცდელი ჩემი მცირედმორწმუნოების მიუხედავად და მორწმუნეებზე მეტიც... |
მაშიკო |
Aug 30 2009, 09:39 PM
პოსტი
#19
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,850 რეგისტრ.: 18-May 09 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 7,002 |
Diversity
კი მქონია განსაცდელი და მაშინ უფრო გავძლიერდი.... და რომ გადავლახე ის განსაცდელი და უკვე კარგად იყო ყველაფერი მერე ჩავარდი სასოწარკვეთილებაში, იმის გამო რომ აღმოვაჩინე ჩემს თავში მცირედმორწმუნეობა და ხელი ჩავიქნიე სასუფეველიში მოხვედრაზე... -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
|
Diversity |
Aug 30 2009, 09:42 PM
პოსტი
#20
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 356 რეგისტრ.: 22-August 09 წევრი № 7,402 |
მაშიკო
ციტატა ხელი ჩავიქნიე სასუფეველიში მოხვედრაზე... ეს რას ნიშნავს? |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:21 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი