ინდუისტური რელიგიები და ქრისტეანობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ინდუისტური რელიგიები და ქრისტეანობა |
dzvelmartlmadidebeli |
Jul 19 2010, 11:18 AM
პოსტი
#1
|
Oldbeliever ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 |
ჩემის აზრით ძალზედ საჭიროა ამ კატეგორიის ახალი თემის გახსნა. ეს განყოფილება უნდა მიეძღვნას ინდუისტური ფილოსოფიური სისტემების ("რელიგიების") მხილებას. ქრისტეანობისა და აღმოსავლური მსოფლმხედველობის შედარებას. დაუშვებელია უპასუხოდ დარჩეს რუსული წიგნები და თარგმანები, რომელსაც ერთ ერთი კრიშნაიტი დებს ამ ფორუმზე. რადგან ამ ფორუმის წევრი ვარ, ჩემს მოვალეობად მიმაჩნია შევიტანო ჩემი წვლილი მართლმადიდებლობის აპოლოგიასა და ნებისმიერი ინდუისტური თუ არაინდუისტური სიყალბის მხილებაში. ამჟამად ვამზადებ ნ. ტრუბეცკოის ნაშრომის თარგმანს დასადებად. კარგი იქნება თუ ფორუმის სხვა წევრებიც შემოუერთდებიან ამ წამოწყებას და თავიანთ წვლილს შეიტანენ ამ საქმეში. კამათი და პოლემიკა კარგია, მაგრამ ველოსიპედი თავიდან რომ არ გამოვიგონოთ, მოდი დავდოდ ის ნაშრომები (სასურველია ქართულად), რომლებიც მართლმადიდებლობის (ან ქრისტეანობის) დაცვას და ინდუისტური, მაცთური შეხედულებების მხილებას ემსახურება. ჩემი სურვილია ეს განყოფილება გადაიქცეს ერთგვარ აპოლოგეტურ ბიბლიოთეკად, სადაც თავს მოიყრის ამგვარი სახის თხზულებები.
იაშოდა (კრიშნას დედინაცვალი) ტუქსავს კრიშნას კარაქის მოპარვისთვის. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
Atman |
Jul 19 2010, 11:20 AM
პოსტი
#2
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
dzvelmartlmadidebeli
აბა შენ იცი, წარმატებები... მე ხელს არ შეგიშლი ამ თემაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შეურაცხყოფას მიაყენებ ინდუისტურ ღვთაებებს. ეცადე კორექტული იყო. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
Funkenstein |
Jul 19 2010, 11:28 AM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 511 რეგისტრ.: 9-January 09 წევრი № 6,259 |
dzvelmartlmadidebeli აბა შენ იცი, წარმატებები... მე ხელს არ შეგიშლი ამ თემაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შეურაცხყოფას მიაყენებ ინდუისტურ ღვთაებებს. ეცადე კორექტული იყო. კარგი რა ატმანჯან როგორ იცი ხოლმე, რა იყო ინდუისტების დესპანი ხომა რ ხარ შენ კიდე საქართველოში რას განიცდი და ნერვიულობ ამდენს, რა იყო შენც სპორტის სასახლის ქირაობას ხომ არ აპირებ |
ქევანა |
Jul 19 2010, 11:39 AM
პოსტი
#4
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ციტატა ქრისტეანობისა და აღმოსავლური მსოფლმხედველობის შედარებას შეადარე მერე : ) -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
Atman |
Jul 19 2010, 11:55 AM
პოსტი
#5
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
Funkenstein
ციტატა კარგი რა ატმანჯან როგორ იცი ხოლმე, რა იყო ინდუისტების დესპანი ხომა რ ხარ შენ კიდე ინდუიზმთან მე არაფერი მაქვს საერთო, მე ვედების და რაც მთავარია კრიშნას წარმომადგენელი ვარ. ინდუიზმის მრავალი ფორმა მართლა გასაკრიტიკებელია, მაგრამ ღვთაებების შეურაცხხყოფა არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება. ნახევარღმერთის ბრალი არაა თუ მას ღმერთად აღიარებენ, ეს ხალხის უმეცრების ბრალია. თან მეეჭვება ტრუბეცკო ღრმად ერკვეოდეს ვედებში. როცა ნაგავს ეძებ ყველგან იპოვი: ვედებშიც, ბიბლიაშიც და ყურანშიც. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
dzvelmartlmadidebeli |
Jul 19 2010, 01:13 PM
პოსტი
#6
|
Oldbeliever ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 |
Atman
ციტატა ინდუიზმთან მე არაფერი მაქვს საერთო, მე ვედების და რაც მთავარია კრიშნას წარმომადგენელი ვარ. ვედები, თუ არ ვცდები, ეს არის ინდუიზმის ყველაზე უძველესი, სანსკრიტზე დაწერილი საღვთო წერილის კრებული. ვედების სამშობლო თუ ინდოეთი არ არის, იქნებ გაგვარკვიო სად და რომელ ქვეყანაში წარმოიშვა ვედები? ციტატა ინდუიზმის მრავალი ფორმა მართლა გასაკრიტიკებელია, მაგრამ ღვთაებების შეურაცხხყოფა არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება. ჩემთვის, მართლმადიდებელი ქრისტეანისთვის, სხვა რელიგიის "ღმერთები" დემონებია, რომელთა პატივისცემა ნამდვილად იქნება ერთი, ჭეშმარიტი ღმერთის შეურაცხყოფა. ციტატა ნახევარღმერთის ბრალი არაა თუ მას ღმერთად აღიარებენ, ეს ხალხის უმეცრების ბრალია. მიუღებელი აქ თვით "ნახევრადღმერთის" ცნებაა. ქრისტეანობაში არის ერთი ღმერთი, ნახევრადღმერთები არ არსებობენ, რადგან ღვთიური არსის მქონე შეუძლებელია სხვა ვინმე იყოს. ასე, რომ ჩვენი რელიგიის მიხედვით, ნახევრადღმერთადაც კი არავის აღიარება არ შეიძლება. ეს უბრალოდ სისულელეა და მეტი არაფერი. თანაც, რელიგია, რომელსაც "ნახევრადღმერთების" ცნება გააჩნია და ამ "ნახევრადღმერთებს" მისი "ჭეშმარიტი" ღმერთის ბუნებასა და არსის ნაწილს მიაკუთვნებს, ასევე აბსურდული და მიუღებელია. ციტატა თან მეეჭვება ტრუბეცკოი ღრმად ერკვეოდეს ვედებში. ე. ი. შენ გინდა თქვა, რომ ტრუბეცკოიზე უფრო ჭკვიანი და გაგებული ხარ ამ საკითხში? არ ვიცი. იქნებ შენ "ტვინიკოსი" ხარ, ღმერთმა გიშველოს, მაგრამ ეხლა ვერ შევამოწმებთ შენ უფრო ჭკვიანი ხარ თუ ტრუბეცკოი. ციტატა როცა ნაგავს ეძებ ყველგან იპოვი: ვედებშიც, ბიბლიაშიც და ყურანშიც. აქეთ ითხოვ ჩემს ღმერთს შეურაცხყოფას ნუ მიაყენებო და თვითონ აყენებბ შეურაცხყოფას ბიბლიურ ღმერთს, მამას, ძეს და სულიწმიდას, რომლის შთაგონებითაც არის დაწერილი მთელი ბიბლია. ასე, რომ შეურაცხყოფას შეეშვი და მითხარი სად იპოვე ბიბლიაში ნაგავი? სად არის იქ "ნაგავი"? შენ თავი გაქვს დანაგვიანებული ბიჭიკო ათასგვარი სისულელით და აჯობებს ის გამოისუფთავო. ქევანა ციტატა შეადარე მერე ჰოდა, შევადარებ! შენი წაქეზება რაში მჭირდება?! შენც ვგონებ "ატმანივით" თავი კრიშნაიტული სიბრიყვეებით გაქვს გამოტენილი. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
Atman |
Jul 19 2010, 01:25 PM
პოსტი
#7
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
dzvelmartlmadidebeli
ვედებზე საკმაოდ ვრცლად ვილაპარაკე ამ თემაში და შეგიძლია გადახედო: http://church.ge/index.php?showtopic=7774&st=0 ციტატა ჩემთვის, მართლმადიდებელი ქრისტეანისთვის, სხვა რელიგიის "ღმერთები" დემონებია, რომელთა პატივისცემა ნამდვილად იქნება ჭეშმარიტი ღმერთის, წმიდა სამების, შეურაცხყოფა. პატივი ეცითქო არავინ გტხოვს, შეურაცხყოფას ნუ მიაყენებ. თხოვნაა უბრალოდ, თუ გაითვალისწინებ გამიხარდება. ციტატა ე. ი. შენ გინდა თქვა, რომ ტრუბეცკოიზე უფრო ჭკვიანი და გაგებული ხარ ამ საკითხში? არ ვიცი. იქნებ შენ "ტვინიკოსი" ხარ, ღმერთმა გიშველოს, მაგრამ ეხლა ვერ შევამოწმებთ შენ უფრო ჭკვიანი ხარ თუ ტრუბეცკოი. ტრუბეცკოიზე ჭკვიანი არ ვარ. ტრუბეცკოიზე უკეთ ვერკვევი ვედებში. ეს არ ნიშნავს რომ მასზე ჭკვიანი ვარ. თანაც ტრუბეცკოიმ იმ მიზნით დაიწყო ვედების გაცნობა, რომ ერესი "ამოეთხარა" იქიდან და გაეკრიტიკებინა. წეღანაც ვთქვი და ისევ ვიმეორებ, როცა ნაგავს მთელი გულით ეძებ, ყველგან იპოვნი. განსხვავება ისაა, რომ არც ერთი თავმოყვარე ინდუისტის ან თუნდაც ბუდისტის (ბუდიზმი ათეიზმია) სტატია არ მინახავს, რომელიც ბიბლიაში იჩხრიკებოდეს და ნაგავს ეძებდეს. ციტატა აქეთ ითხოვ ჩემს ღმერთს შეურაცხყოფას ნუ მიაყენებო და თვითონ აყენებბ შეურაცხყოფას ჩემს ღმერთს სულიწმიდას. ასე, რომ შეურაცხყოფას შეეშვი და მითხარი სად იპოვე ბიბლიაში ნაგავი? სად არის იქ "ნაგავი". შენ უბრალოდ თავი გაქვს დანაგვიანებული ათასგვარი სისულელით და მეტი არაფერი. მე არ მიპოვნია ნაგავი ბიბლიაში, იმიტომ რომ ჭეშმარიტებას ვეძებ მანდ და არა ნაგავს. ვინც ეძებს მხოლოდ ის პოულობს. არანაირ შეურაცხყოფას არ ვაყენებ სულიწმინდას და ნუ მოგაქვს თავი "მსხვერპლად" რაც შეეხება ნახევარღმერთებს, ეს ქართულად თარგმნეს (და რუსულად) ასე, იმიტომ რომ ზუსტი შესატყვისი ვერ მოუძებნეს, თორე სანსკრიტზე მათ სურები ეწოდებათ, ხოლო დემონებს ასურები. ანუ ღმერთის ერთგულები და ღმერთის არაერთგულები, თეისტები და ათეისტები. "ნახევარღმერთი" პირობითი ცნებაა. ეს არსებები რაღაც პროცენტებით ფლობენ ღმერთის თვისებებს (ისევე როგორც ჩვენ გვაქვს პოტენციურად ღმერთის თვისებები), მაგრამ უზენაეს ღმერთს ვერასოდეს ვერავინ გაუტოლდება. ბავშვურია ეს შენი კამათი და სიტყვებზე გამოკიდება. ყველა თითქოს "წინააღმდეგობას" თავისი ახსნა აქვს, მაგრამ არ მაქვს იმის დრო, რომ შენ გირჩიო ვედები. უბრალოდ შეურაცხყოფას ნუ მიაყენებ და რამდენიც გინდა იმდენი აკრიტიკე. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
ქევანა |
Jul 19 2010, 01:26 PM
პოსტი
#8
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
dzvelmartlmadidebeli
არ გაქეზებ, უბრალოდ აღელვებულ გულზეა გახსნილ თემა თანაც არის გახსნილი ვედებზე თემა და იქ შეიძლება კონტრარგუმენტების მოყვანა პ.ს. ატმან დაგერხა -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
Atman |
Jul 19 2010, 01:28 PM
პოსტი
#9
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ციტატა თავი კრიშნაიტული სიბრიყვეებით გაქვს გამოტენილი. პირად შეურაცხყოფებს მოეშვი. ისევ მართლმადიდებლობას აყენებ მაგით ჩრდილს. შენ საკუთარ თავზე აღარაფერს ვამბობ. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
Atman |
Jul 19 2010, 01:54 PM
პოსტი
#10
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
"არა ჭამოთ არავითარი ლეში. შენს სახლში მცხოვრებ მდგმურს მიეცი იგი, მან შეჭამოს, ან უცხოელს მიჰყიდე, რადგან უფლის, თქვენი ღმერთის წმიდა ერი ხართ თქვენ. ციკანს თავისი დედის რძეში ნუ მოხარშავთ."
(მეორე რჯულთა. 14.21) "გიყვარდეს მტერი შენი" ეს ორი ციტატა ურთიერთგამომრიცხავია ხო? და რო უნდოდეს ვინმეს პირველ ციტატას ისე დაიხვევს ხელზე როგორც უნდა. მაგრამ აქვს შესაბამისი ახსნა ხო? ასევეა ვედებში ისეთი რაღაცეები, რასაც ვერ გაიგებ, მითუმეტეს ვედები საფეხურობრივ სისტემაზეა დამყარებული და იქ ზოგი პირველი კლასის მასალაა, ზოგი აკადემიის. და როდესაც შენ ვედების პირველი კლასის მასალას აკრიტიკებ და ქრისტეს სიტყვებს (ანუ პირობითად რომ ვთქვათ ბიბლიის აკადემიას) ადარებ ეგ უმეცრებასთან ერთად ფანატიზმიცაა. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
terra |
Jul 19 2010, 01:58 PM
პოსტი
#11
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
Atman
ჩშშშშშშშშშშშშშშშშ -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
Atman |
Jul 19 2010, 02:02 PM
პოსტი
#12
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
იაშოდა (კრიშნას დედინაცვალი) ტუქსავს კრიშნას კარაქის მოპარვისთვის. მაგ ფოტოს ეს ჯობია თანაც დედობილია და არა დედინაცვალი. კრიშნას ორი8ვე ერთად ყავდა - დედაც და დედობილიც. terra ციტატა ჩშშშშშშშშშშშშშშშშ რატო მაჩუმებ? -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
k@the |
Jul 19 2010, 02:08 PM
პოსტი
#13
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
Atman
დააცადე ადამიანს გვითხრას თვითონ რაც იცის, ხო გაქვს ვედების თემა ჯერ-ჯერობით შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია. -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
Atman |
Jul 19 2010, 02:10 PM
პოსტი
#14
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
k@the
ციტატა ჯერ-ჯერობით შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია. აქ იმდენად არა, მაგრამ სხვა თემაში მიაყენა კრიშნას შეურაცხყოფა. თანაც აქვს აშკარად მიდრეკილება თან თვითონ არაფერიც არ იცის, ტრუბეცკოის ნაშრომს თარგმნის კაი ხო ჩუმად ვარ ჯერ-ჯერობით. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
Funkenstein |
Jul 19 2010, 02:11 PM
პოსტი
#15
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 511 რეგისტრ.: 9-January 09 წევრი № 6,259 |
ატმან კრიშნამ კარაქი მოიპარა?
|
ikanosi |
Jul 19 2010, 02:13 PM
პოსტი
#16
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
დაიცადეთ რა თემას ნუ უხვევთ. აცადეთ იმ კაცს დადოს თავისი ნათარგმნი
-------------------- ფარით ან ფარზე
|
marine |
Jul 19 2010, 02:14 PM
პოსტი
#17
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
კრიშნას ცხოვრება წაკითხული მაქვს და ყოველგვარ სიწმინდეს არის მოკლებული. მისკენ იწევდნენ არა მარტო გასათხოვარი ქალები, არამედ ქმრიანი ქალებიც და ყველა მისგან აჩენდა შვილს, ამიტომ კრიშნაიდები თვლიან თავს უშუალოდ მის შთამომავლად.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
terra |
Jul 19 2010, 02:22 PM
პოსტი
#18
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
-------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
Atman |
Jul 19 2010, 02:32 PM
პოსტი
#19
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
marine
ციტატა მისკენ იწევდნენ არა მარტო გასათხოვარი ქალები, არამედ ქმრიანი ქალებიც და ყველა მისგან აჩენდა შვილს მართლმადიდებლები ღმერთისკენ არ მიიწევთ? რა მნიშვნელობა აქვს ქალი გათხოვილია თუ არა ღმერთი არ უნდა იყოს მისთვის პირველი? ქმარზე მეტად ღმერთი არ უნდა გიყვარდეს? მითუმეტეს ეს არ იყო მიწიერი სიყვარული. ეს თქვენთვისაა უცნაური, იმიტომ რომ კრიშნას ღმერთად არ აღიარებთ. რაც შეეხება შვილებს, უკანონო შვილი კრიშნას არ ჰყოლია. მას ჰყავდა 16 000 ცოლი, თანაც ყველა კანონიერი. ხოლო ის გოპები, რომლებსაც კრიშნა უყვარდათ, გათხოვილები იყვნენ, მაგრამ მისგან შვილი არ ჰყოლიათ. ციტატა ამიტომ კრიშნაიდები თვლიან თავს უშუალოდ მის შთამომავლად. 10 წელზე მეტია კრიშნაიტებთან მაქვს შეხება და მსგავსი რამ შენგან გავიგე პირველად -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
ikanosi |
Jul 19 2010, 02:38 PM
პოსტი
#20
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
ციტატა მართლმადიდებლები ღმერთისკენ არ მიიწევთ? რა მნიშვნელობა აქვს ქალი გათხოვილია თუ არა ღმერთი არ უნდა იყოს მისთვის პირველი? ქმარზე მეტად ღმერთი არ უნდა გიყვარდეს? მითუმეტეს ეს არ იყო მიწიერი სიყვარული. ჩვენ თავს მივიჩნევთ როგორც ღვთის შვილებად ციტატა მას ჰყავდა 16 000 ცოლი, 16 000 სახელის დამახსოვრება ცოტაა -------------------- ფარით ან ფარზე
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 03:46 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი