ადამიანთა მოდგმის მშვენება, სერ ისააკ ნიუტონი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ადამიანთა მოდგმის მშვენება, სერ ისააკ ნიუტონი |
კანუდოსელი |
Feb 29 2008, 01:43 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ლონდონში ვესტმინსტერის სააბატოში, ინგლისის მეფეთა სასაფლაოზე ერთ-ერთ ქვას აწერია:
აქ განისვენებს სერ ისააკ ნიუტონი, რომელმაც თითქმის ღვთიური ძალით პირველმა ახსნა პლანეტების მოძრაობა და ფორმა, თავისი მათემატიკური მეთოდის საშუალებით მან პირველმა გამოიკვლია სხივების ნაირგვარობა და, აქედან გამომდინარე, ფერების თავისებურება, რომელთა შესახებაც მანამდე არავინ არაფერი იცოდა .......... მოკვდავთ უხაროდეთ, რომ მათ შორის ცხოვრობდა ადამიანთა მოდგმის ასეთი მშვენება საქმე ეხება თავისი დროის ცნობილ მოაზროვნეს, თეოლოგს და განთქმულ ფინანსისტს, რომელმაც დღემდე უცნობი მეთოდით ინგლისი ეკონომიკური კრიზისიდან გამოიყვანა და ბიუჯეტი გაზარდა დამატებითი ფულის მოჭრის გარეშე. (სხვათა შორის ბევრისთვის არაა ცნობილი, რომ ლითონის მონეტებზე კიდეებში ტიხრები სწორედ ნიუტონის გამოგონებაა, რათა ოქროს ჩამოქლიბვა არ მომხდარიყო ფულიდან. ხოლო უტიხრო ფულს ფასი ეკარგებოდა) ყოველივე ეს მხოლოდ მცირე შესავალია ამ ადამიანის დიდ ბიოგრაფიაში, მაგრამ მე მინდა სხვა მხრიდან შემოგთავაზოთ მისი პერსონა. მექანიკაში არის სამი ძირითადი კანონი, რომლებიც ნიუტონის სახელს უკავშირდებიან. ჯერ მეორეთი დავიწყებ: თუ სხეულზე მოქმედებს ძალა, ეს სხეული მოძრაობს აჩქარებით, რომელიც ამ ძალის პროპორციულია (რაც მეტია ძალა, მით მეტია აჩქარება) ახლა პირველი კანონი: არსებობს ისეთი აბსოლუტური სივრცე (ე.წ. ინერციული სისტემა), რომლის მიმართაც მისი II კანონი აბსოლუტურია (ანუ მუშაობს) საქმე იმაშია, რომ არ არსებობს არცერთი ექსპერიმენტი, რომელიც დაასაბუთებდა ამ კანონს ზუსტად (II-კანონზე შეიძლება უამრავი ექსპერიმენტის დადგმა). ანუ ნიუტონის მსჯელობა ემყარება დიალექტიკური აზროვნების მიღმა კატეგორიას: რწმენას. მას სწამს რომ ასეთი სისტემა არსებობს, თუმცა ექსპერიმენტზე არასოდეს არავის ეს არ შეუმოწმებია დღეის ჩათვლით. არსებობს კიდევ სხვა კანონი, ე.წ. მსოფლიო მიზიდულობის კანონი, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავიგოთ ნებისმიერი ორი მასიური სხეული რა ძალით (გრავიტაციული) მიიზიდავს ერთმანეთს. საქმე იმაში არაა, რომ ნიუტონი აკვირდება ამ ძალის გამოვლენას მთვარე-დედამიწა ზემოქმედების ასპექტში და ზომავს მას ...საქმე იმაშია, რომ ის ამბობს: ვინაიდან ღმერთი ერთია, უნდა არსებობდეს ერთი ღმერთის მიერ შექმნილი ფუნდამენტური კანონი რომელიც ძალაშია არა მარტო დედამიწის სიახლოვეში, არამეტ ყველგან. იგივე მსჯელობას ატარებს ნიუტონი აბსოლუტურად ინერციული სისტემის კანონის ჩამოყალიბებისას. ნიუტონი პირველი ადამიანია, ვინც მონოთეიზმის იდეა პირდაპირ დაუკავშირა მეცნიერებას. პ.ს. არსებობს ასეთივე სათაურის წიგნი, რომლის ავტორია პროფესორი გიორგი მაჩაბელი...ძალიან საინტერესო წიგნია, გირჩევთ... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
guest |
Mar 4 2008, 07:31 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
კანუდოსელი ,
შენი ნებართვით რამდენიმე სურათს დავდებ. ისააკ ნიუტონის საფლავი ( Westminster Abbey) ნიუტონის სარკული ტელესკოპის მოდელი, 1672 წ. ნიუტონის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ნაშრომი, ორიგინალური გამოცემა: |
თამარი_ცქნაფო |
Mar 5 2008, 08:12 PM
პოსტი
#3
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
ახლა პირველი კანონი: არსებობს ისეთი აბსოლუტური სივრცე (ე.წ. ინერციული სისტემა), რომლის მიმართაც მისი II კანონი აბსოლუტურია (ანუ მუშაობს) საქმე იმაშია, რომ არ არსებობს არცერთი ექსპერიმენტი, რომელიც დაასაბუთებდა ამ კანონს ზუსტად (II-კანონზე შეიძლება უამრავი ექსპერიმენტის დადგმა). ანუ ნიუტონის მსჯელობა ემყარება დიალექტიკური აზროვნების მიღმა კატეგორიას: რწმენას. მას სწამს რომ ასეთი სისტემა არსებობს, თუმცა ექსპერიმენტზე არასოდეს არავის ეს არ შეუმოწმებია დღეის ჩათვლით. არსებობს კიდევ სხვა კანონი, ე.წ. მსოფლიო მიზიდულობის კანონი, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავიგოთ ნებისმიერი ორი მასიური სხეული რა ძალით (გრავიტაციული) მიიზიდავს ერთმანეთს. საქმე იმაში არაა, რომ ნიუტონი აკვირდება ამ ძალის გამოვლენას მთვარე-დედამიწა ზემოქმედების ასპექტში და ზომავს მას ...საქმე იმაშია, რომ ის ამბობს: ვინაიდან ღმერთი ერთია, უნდა არსებობდეს ერთი ღმერთის მიერ შექმნილი ფუნდამენტური კანონი რომელიც ძალაშია არა მარტო დედამიწის სიახლოვეში, არამეტ ყველგან. იგივე მსჯელობას ატარებს ნიუტონი აბსოლუტურად ინერციული სისტემის კანონის ჩამოყალიბებისას. ნიუტონი პირველი ადამიანია, ვინც მონოთეიზმის იდეა პირდაპირ დაუკავშირა მეცნიერებას. ანუ ამ კანონებთან იგი ღვთის არსებობის რწმენამ მიიყვანა? სწორად გავიგე? და კიდევ, რატომ არავინ ამოწმებს ექსპერიმენტებით პირველ კანონს, გამოდის, რომ ბრმად ენდობიან? მართლა არ მესმის ეს საგანი და ჩემთვსი გასაგებად ამიხსენი რა -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
guest |
Mar 5 2008, 10:46 PM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
თამარ,
ნიუტონის სარწმუნოებაზე და რწმენაზე ბევრი არაფერი ვიცი,ვიცი, რომ ბიძა ყავდა სასულიერო პირი (მოძღვარი).იმედია ამის ირგვლივ თემის ავტორი უფრო დაწვრილებით დაწერს, თუ როგორ უკავშირდება მისი რწმენა მისივე აღმოჩენებს, ეს ბოლო მოვლენა კი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მკვლევართათვის არ არის უცხო. ნიუტონის პირველ კანონს ინერციის კანონიც ქვია და ყველაზე მარტივი დეფინიცია მისი არის შემდეგნაირი: თუ სხეულზე ძალა არ მოქმედებს ან მოქმედ ძალათა ჯამი ნულის ტოლია,მაშინ ეს სხეული უძრავია ან მოძრაობს წრფივად თანაბარი სიჩქარით. რამდენადაც ბუნებაში ადგილი აქვს ფარდობითობას, შეიძლება ერთი სისტემის მიმართ სრულდებოდეს ეს პრინციპი და მეორის მიმართ არა, ანუ გააჩნია რომელი სისტემის მიმართ მოვახდენთ დაკვირვებას, სადაც ეს კანონი სრულდება, ინერციული სისტემები ქვია. თვით ინერციული სისტემების მცნება კი გალილეო გალილეის შემოტანილია 1638 წელს, ნიუტონის კანონები კი გამოიცა მოგვიანებით, 1687 წელს ( ზემოთ ნაჩვენები სურათი ორიგინალ. გამოცემისა. ქვემოთ ნაჩვენებია ამ წიგნში ნიუტონის 3 კანონი ლათინურად): |
კანუდოსელი |
Mar 6 2008, 12:41 PM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ანუ ამ კანონებთან იგი ღვთის არსებობის რწმენამ მიიყვანა? სწორად გავიგე? პრაქტიკულად კი და კიდევ, რატომ არავინ ამოწმებს ექსპერიმენტებით პირველ კანონს, გამოდის, რომ ბრმად ენდობიან? იმიტომ, რომ ეგ ისეთი სისტემაა, რომელიც არ მოძრაობს აჩქარებით, ხოლო თუ ექსპერიმენტს განახორციელებ დედამიწაზე, დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო და თავისი ღერძის გარშემო, ბრუნვითი მოძრაობა კი აჩქარებული მოძრაობაა...მეორეს მხრივ, თუ ექსპერიმენტს დააყენებ სამყაროში, სამყაროც ფართოვდება აჩქარებით (შენელებით), ასე, რომ ეგეთი სისტემის არსებობის შემოწმება ფიქციაა და ის ემყარება წმინდა წყლის რწმენას -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
თამარი_ცქნაფო |
Mar 6 2008, 12:43 PM
პოსტი
#6
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
პრაქტიკულად კი იმიტომ, რომ ეგ ისეთი სისტემაა, რომელიც არ მოძრაობს აჩქარებით, ხოლო თუ ექსპერიმენტს განახორციელებ დედამიწაზე, დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო და თავისი ღერძის გარშემო, ბრუნვითი მოძრაობა კი აჩქარებული მოძრაობაა...მეორეს მხრივ, თუ ექსპერიმენტს დააყენებ სამყაროში, სამყაროც ფართოვდება აჩქარებით (შენელებით), ასე, რომ ეგეთი სისტემის არსებობის შემოწმება ფიქციაა და ის ემყარება წმინდა წყლის რწმენას ძალიან პრიმიტიული კითხვა კი მაქვს, მაგრამ ყველა მეცნიერი ხომ არ არის ერთმორწმუნე ან მორწმუნე, თU აქ სხვა რწმენა იგულისხმება? -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
კანუდოსელი |
Mar 6 2008, 01:10 PM
პოსტი
#7
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ძალიან პრიმიტიული კითხვა კი მაქვს, მაგრამ ყველა მეცნიერი ხომ არ არის ერთმორწმუნე ან მორწმუნე, თU აქ სხვა რწმენა იგულისხმება? მე არ ვანზოგადებ,ვამბობ მხოლოდ იმას, რომ ნიუტონის შემთხვევაში სწორედ რწმენა იყო მისი მამოძრავებელი და არც მალავს რომ ის ეძებს კანონს, რომელიც უნდა იყოს უნივერსალური, რადგან ამ კანონის შემომქმედი - თავად არის აბსოლუტური უნივერსალი. -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
guest |
Mar 6 2008, 01:24 PM
პოსტი
#8
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ძალიან პრიმიტიული კითხვა კი მაქვს, მაგრამ ყველა მეცნიერი ხომ არ არის ერთმორწმუნე ან მორწმუნე, თU აქ სხვა რწმენა იგულისხმება? ძირითადად ეგ რწმენაა, უნივერსალურის რწმენა, შემოქმედის. არის კიდევ სხვა რწმენაც, ინტუიციური, მაგალითად როგორც მაქს პლანკს ქონდა, შემოიტანა რა კვანტის მცნება (თუ ცნება ), ეს იყო მხოლოდ დაშვება, რაღაც წინათგრზნობის მსგავსი. თუმცა ძალიან ბევრი მორწმუნე ფიზიკოსია ცნობილი, მათ შორის რამდენიმე მართლმადიდებელი. |
თამარი_ცქნაფო |
Mar 6 2008, 03:31 PM
პოსტი
#9
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
ვაიმე, კითხვების კორიანტელი კი არა, დომხალი მაქვს, მაგრამ სახეს ვერ ვაძლევ. არ მესმის ამ ფიზიკის ენა
-------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
კანუდოსელი |
Mar 17 2008, 01:39 PM
პოსტი
#10
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ვაიმე, კითხვების კორიანტელი კი არა, დომხალი მაქვს, მაგრამ სახეს ვერ ვაძლევ. არ მესმის ამ ფიზიკის ენა შენ დასვი კითხვა და ჩვნ შევეცდებით გაგცეთ პასუხი მცირედით გავაგრძელებ: ნიუტონის მიერ მსოფლიო მიზიდულობის კანონის აღმოჩენა უკავშირდება გრავიტაციას, რომელიც როგორც აღმოჩნდა პირდაპირ დაკავშირებულია ჩვენს არსებობასთან, რადგან: იმისათვის რომ ადამიანმა იცოცხლოს, მას ესაჭიროება ენერგია (კალორიები), მაგრამ საიდან იღებს ის ამ ენერგიას? ცხადია საკვებით. ეს უკანასკნელი კი ხორციელდება ან მცენარეული საკვების მიღებით, ან ცხოველურის. თუ მცენარეულის - მაშინ მცენარე იღებს ენერგიას მზის სხივებიდან, ხოლო თუ ცხოველურის - მაშინ ცხოველი იღებს საკვებს მცენარიდან ან ცხოველიდან, რომელიც რომელიმე ეტაპზე მცენარე მჭამელია. ე.ი. ადამიანი იღებს ენერგიას მზის სხივებიდან, მაგრამ საიდან აქვს ეს ენერგია მზეს? გრავიტაციიდან, რადგან, რომ არა გრავიტაცია, მზე არ იქნებოდა ძალიან შეკუმშული, ეს არ გამოიწვევდა უზარმაზარ წნევას, ეს უკანასკნელი არ გაზრდიდა ტემპერატურას და არ მოხდებიდა თერმობირთვული რეაქცია, რომელიც გამოიმუშავებს იმ სხივებს, რაც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი არსებობისთვის. ანუ ჯაჭვი ასეთია: მზის გრავიტაციული ენერგია->სითბური ენერგია->თერმობირთვული რეაქცია->მზის სხივების ენერგია ე.ი. დასკვნა: ჩვენ "ვიკვებებით" მზის გრავიტაციიდან -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
გიორგი |
Mar 17 2008, 01:45 PM
პოსტი
#11
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
კანუდოსელი
ციტატა ჩვენ "ვიკვებებით" მზის გრავიტაციიდან გრავიტაციის გარდა ათასი რაიმეა საჭირო სიცოცხლისათვის. გრავიტაციაც ბევრს ვერაფერს გახდებოდა მზის მასა კრიტიკულზე ნაკლები, რომ იყოს... თუ არა მაშინ იუპიტერიც აინთებოდა... -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
კანუდოსელი |
Mar 17 2008, 01:47 PM
პოსტი
#12
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
კანუდოსელი გრავიტაციის გარდა ათასი რაიმეა საჭირო სიცოცხლისათვის. ყველაფერი ის ენერგეტიკულ საწვავს საჭიროებს ეს კი მოდის ცალსახად მზის გრავიტაციიდან -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
გიორგი |
Mar 17 2008, 01:49 PM
პოსტი
#13
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
კანუდოსელი
ციტატა ყველაფერი ის ენერგეტიკულ საწვავს საჭიროებს ეს კი მოდის ცალსახად მზის გრავიტაციიდან გრავიტაციაც ბევრს ვერაფერს გახდებოდა მზის მასა კრიტიკულზე ნაკლები, რომ იყოს... თუ არა მაშინ იუპიტერიც აინთებოდა... -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
კანუდოსელი |
Mar 17 2008, 01:50 PM
პოსტი
#14
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
კანუდოსელი გრავიტაციაც ბევრს ვერაფერს გახდებოდა მზის მასა კრიტიკულზე ნაკლები, რომ იყოს... თუ არა მაშინ იუპიტერიც აინთებოდა... გიორგი შენ საუბრობ საწყის პირობებზე, მე კი ენერგიის რესურსზე...უაზროდ მედავები -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
გიორგი |
Mar 17 2008, 01:56 PM
პოსტი
#15
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
კანუდოსელი
ციტატა უაზროდ მედავები უაზროდ რატომ გედავები? თუნდაც რესურსი იყოს... ეგრე მზის ენერგიის რესურსი გარდა გრავიტაციული ძალებისა ალბათ ბირთვული ურთიერთქმედების ძალებიც არის თუ არა მზის ცენტრში წყალბადის და ჰელიუმის ბირთვების სინთეზი როგორ მოხდებოდა, საერთოდ ყველაფერი მდგრადობას დაკარგავდა... და რა ვიცი, რა ვიცი, უბრალოდ რატომ ანიჭებ გრავიტაციულ ძალებს უპირველეს მნიშვნელობას? -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
კანუდოსელი |
Mar 17 2008, 01:57 PM
პოსტი
#16
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
კანუდოსელი უაზროდ რატომ გედავები? თუნდაც რესურსი იყოს... ეგრე მზის ენერგიის რესურსი გარდა გრავიტაციული ძალებისა ალბათ ბირთვული ურთიერთქმედების ძალებიც არის თუ არა მზის ცენტრში წყალბადის და ჰელიუმის ბირთვების სინთეზი როგორ მოხდებოდა, საერთოდ ყველაფერი მდგრადობას დაკარგავდა... და რა ვიცი, რა ვიცი, უბრალოდ რატომ ანიჭებ გრავიტაციულ ძალებს უპირველეს მნიშვნელობას? კითხვა: რა ენერგიის ხარჯზე იღებს ადამიანი ენერგიას? -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
გიორგი |
Mar 17 2008, 02:08 PM
პოსტი
#17
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
კანუდოსელი
ციტატა რა ენერგიის ხარჯზე იღებს ადამიანი ენერგიას? 1. გრავიტაციული (მზის ცენტრში ტემპერატურის აწევის მიზეზი) 2. ბირთვული (ბირთვული რეაქციების და ატომბირთვების მდგრადობისათვის აუცილებელი ენერგია) 3. ელექტრომაგნიტური (ენერგიის ტრანსპორტირება დედამიწამდე) რომელიმე რომ დააკლდეს მაგრად "დაგვერხევა"... -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
კანუდოსელი |
Mar 17 2008, 02:09 PM
პოსტი
#18
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ახლა შეხედე ჩემს პოსტინგს და მიხვდები რომ მაგაზე არ გედავები
-------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
გიორგი |
Mar 17 2008, 02:11 PM
პოსტი
#19
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
კანუდოსელი
ციტატა ახლა შეხედე ჩემს პოსტინგს და მიხვდები რომ მაგაზე არ გედავები OK -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
კანუდოსელი |
Mar 17 2008, 02:55 PM
პოსტი
#20
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ნიუტონის კიდევ ერთ დიდ ღვაწლად უნდა ჩაითვალოს არქეოლოგიაში იმ მეთოდების შემოღება, რამაც თავის დროს რამდენიმე საუკუნით გაუსწრო, და რომლებიც ბოლომდე მხოლოდ 20 საუკუნეში დამკვიდრდნენ.
ამ მეთოდებს შორის ყველაზე ყურადსაღებია ე.წ. ასტრონომიული მეთოდი დათარიღებისა, როდესაც ამა თუ იმ ისტორიული მოვლენის აღწერისას თუ შემორჩენილია რაიმე ასტრონომიული მოვლენა, ნიშანი ან სხვა, შესაძლებელია, ვიცით რა თუ როგორია დღეს ცის მდებარეობა, დავადგინოთ, როდის მოხდა ის მოვლენა. ამ მიდგომით ნიუტონმა დაადგინა, რომ არგონავტების ისტორია ჩვენს წელთ აღრიცხვამდე IX საუკუნეს უნდა მიეკუთვნებოდეს. სხვათა შორის გაბატონებული აზრი იყო რამდენიმე საუკუნით განსხვავება და სულ რაღაც ათიოდე წლის წინ სულ სხვა მეთოდებით იქნა დადასტურებული, რომ არგონავტების ისტორია სწორედ იმ პერიოდს განეკუთვნება. მეორე, ასევე დიდად გავრცელებული მეთოდი, რომელსაც ასევე ნიუტონმა ჩაუყარა საფუძველი არის: ე.წ. ლინგვისტური მეთოდი დათარიღებისა. ამ მიდოგმის მიხედვით საჭიროა დასახელებების ანალიზი სხვადასხვა ენებზე და გარკვევა ესა თუ ის პიროვნება, რომელიც მოიხსენიება სხვადასხვა პერიოდის და კულტურის ისტორიკოსებში ერთი და იგივე პირონებაა თუ არა. ამ მეთოდით დღეს საკმაოდ კარგად სარგებლობენ არქეოლოგები -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 12:35 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი