ჩანახატები, იყოს ლამაზი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჩანახატები, იყოს ლამაზი |
გლახა |
Jan 16 2007, 01:27 PM
პოსტი
#1
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
მეგობრებო არ მახსოვს ჩანახატების თემა თუ არსებობს.
ერთმა ჩვენმა კარგმა მეგობარმა მთხოვა გამეხსნა.. აბა გაგვახარეთ |
მარიამი |
Jan 16 2007, 01:29 PM
პოსტი
#2
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
თიო, დაგვათვალიერებინე აბა შენი ჩანახატები თუ მე დავდო?
-------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
T.L. |
Jan 16 2007, 02:41 PM
პოსტი
#3
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
მსურს გავაშიშვლო ჩემი ტკივილი,მე შენს წინაშევდგავარ უფალო ისევე სულშეძრული და გულაჩქროლებული,როგორც პატარა ფორტუნადო მკაცრი და სასტიკი მამის წინაშე,ცვაიგის უცნობი ქალივით ყველასგან მიტოვებული და საკუთარ თავთან დაბრუნებული.
გაბაცდა გალაკტიონის მტრედისფერი ცა,გაფერმკრთალდა თავთუხისფერი კულულები,წეროებივით გამიფრინდნენ ჩემი ნატვრები.მუდამ თავს ვისჯიდი,საკუთარ თავს დიდ სურვილებს არ ვუსრულებდი,ამიტომაც დამაქვს გულით მელანქოლია,მაგრამ ახლა ტკივილით ვერავის გააკვირვებ,რადგან "მხოლოდ ტკივილი არის ნათელი სხვა ყველაფერი ბუნდოვანია" ლამაზია მარტოობა,როცა მხოლოდ უფალთან და საკუთარ თავთან რჩები.მჯერა,როცა მარტო დარჩენილი ტერენტი გრანელივით გიამბობთ ჩემი დაფერფლილი სულის ისტორიას,სევდა გაყუჩდება და ისევ აკიაფდება შვიდფერი ცისარტყელა-ი მ ე დ ი ! -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
T.L. |
Jan 16 2007, 09:33 PM
პოსტი
#4
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
ციტატა თიო, დაგვათვალიერებინე აბა შენი ჩანახატები თუ მე დავდო? კარგი ჩანახატები აქვს მაგას... სიყვარულია როცა მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში,ნებისმიერ ადამიანში მას ხედავ,ნაცნობშიც და სრულიად უცნობშიც მისი სახე ირეკლება...სიყვარულია როცა სამყაროს მისი თვალებით უყურებ....სიყვარულია როცა თავადაც არ იცი რა გიხარია,როცა გაზაფხულის თბილი დღე მის თავს განატრებინებს და ტირილის გუნებაზე გაყენებს ან ქუჩაში გავარდნა და სიმღერა გინდება...სიყვარულია როცა გინდა გარე სამყაროს მოსწყდე,ყველას დაემალო,თავი ბალიშში ჩარდო და აქვითინდე,ისე რომ თავადაც არ იცოდე რაზე....... -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
keti |
Jan 17 2007, 04:47 PM
პოსტი
#5
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 170 რეგისტრ.: 10-November 06 წევრი № 444 |
t.l.
რა საყვარელი ჩანახატია |
T.L. |
Jan 17 2007, 04:48 PM
პოსტი
#6
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
რთულია ცხოვრება,უფრო რთული ვიდრე თითოეულ ჩვენგანს წარმოუდგენია....პატარა ნავს ემსგავსები აბობოქრებულ ოკენეში,როდესაც ბედი თუ იღბალი ზურგს გაქცევს....ყოველი წუთი შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნდეს,არავინაა დაზღვეული ამქვეყნიური უბედურებისგან.თუცა იმედი გვაცოცხლებს....იმედი მომავლის,იმედი ბედნიერების,იმედი რომ ოდესმე აუცილებლად გაგვიმართლებს,რადგან თუ აბობოქრებული ოკეანის ზვირთებს გადაურჩი ეს დრო აუცილებლად დადგება....მთავარია გწამდეს,გჯეროდეს და გქონდეს იმედი....მთავარი ხომ რწმენა და მოთმინებაა....ასე რომ სანამ ელოდებით გაიღიმეთ....გაიღიმეთ ყველგან და ყოველთვის...გაუღიმეთ მსოფლიოს და ყველაფერი კარგად იქნება.....რადგან უბრალო ღიმილს უფრო მეტი შეუძლია ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია...ხოლო თუ გვერდით არავინ გყავთ,არ შეშინდეთ,გაუღიმეთ ცას.........
-------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
marine |
Jan 17 2007, 04:56 PM
პოსტი
#7
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
* * *
კოკო შანელი გაჭირვების გამო მონასტერში იზრდებოდა, სადაც "მკაცრი" სავალდებულო ფორმა ეცვა. ამიტომ იგი ოცნებობდა განთავისუფლებულიყო ამ "სიმკაცრისაგან" და თავისუფალი ტანსაცმელი შეექმნა (მან "გამოიგონა", მაგალითად, შარვლები ქალებისათვის, თუმცა აღნიშნავდა, რომ კაცს უფრო შეეფერება იგი!) საინტერესო ფაქტია - ბავშვობაში განცდილმა შეზღუდვებმა მას გარკვეული მიზანი გაუჩინა! ასე რომ არ მომხდარიყო, გახდებოდა კი შანელი თანამედროვე მოდის ერთ-ერთი კანონმდებელი?! თეიმურაზ ნადარეიშვილი -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
ნიკოლოზ_V |
Jan 17 2007, 06:53 PM
პოსტი
#8
|
მეფე ჯგუფი: Members პოსტები: 3,664 რეგისტრ.: 26-September 06 მდებარ.: London წევრი № 221 |
ციტატა სიყვარულია როცა მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში,ნებისმიერ ადამიანში მას ხედავ,ნაცნობშიც და სრულიად უცნობშიც მისი სახე ირეკლება...სიყვარულია როცა სამყაროს მისი თვალებით უყურებ....სიყვარულია როცა თავადაც არ იცი რა გიხარია,როცა გაზაფხულის თბილი დღე მის თავს განატრებინებს და ტირილის გუნებაზე გაყენებს ან ქუჩაში გავარდნა და სიმღერა გინდება...სიყვარულია როცა გინდა გარე სამყაროს მოსწყდე,ყველას დაემალო,თავი ბალიშში ჩარდო და აქვითინდე,ისე რომ თავადაც არ იცოდე რაზე....... ულამაზესია, ძალიან მომწონს ეს ჩანახატი -------------------- ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს! |
T.L. |
Jan 17 2007, 09:08 PM
პოსტი
#9
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
ციტატა ულამაზესია, ძალიან მომწონს ეს ჩანახატი მადლობ...გამიხარდა რომ მოგეწონა... -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
მარინე |
Jan 17 2007, 09:39 PM
პოსტი
#10
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 348 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 432 |
როცა შენ გხედავ,გული უცნაური სითბოთი მევსება,თვალები მხოლოდ შენ გხედავენ და შენს თვალებს ირეკლავენ...იმ წუთას მგონია,რომ შენ ამას გრძნობ და იმავეს განიცდი.ამიტომ არ მინდა დუმილი დავარღვიო,ჩვენ ხომ ისედაც გვესმის ერთმანეთის...
იცი რა?მინდა გულში ჩაგიკრა და ის სითბო გადმოგცე,შენ რომ ჩემს გულში ასე უხვად დააგროვე -------------------- ვეზიარე ქრისტიანობას და ჩემივე ნებით ჯვარს ვაცვი საკუთარი აზრები, მაგრამ ჯვარი, რომელიც ვიტვირთე, მხოლოდ სიხარულს მანიჭებს. მე ყველაფერი შევიძინე და არაფერი დამიკარგავს.
მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი |
T.L. |
Jan 17 2007, 09:43 PM
პოსტი
#11
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
არაერთ დიდ ადამიანს უთქვამს წუთია ეს სოფელიო;ვერც შეეკამათები.მართლაც რომ წუთია ჩვენი სიცოცხლე....ყველას აქვს ერთი შანსი,ყველას აქვს უფლება იყოს ბედნიერი,იბრძოლოს ბედნიერებისთვის და არავის აქვს უფლება ეს შანსი წაართვას...არავინაა დაზღვეული ყველა უშვებს შეცდომას,მთავარია თავად მიხვდეს სად შეცდა..............ინანიებს.................პატიებას გთხოვს...შენ ხარ მისთვის ღმერთი...შენ გევედრება......არ გაქვს უფლება ეს შანსი მოუსპო... ღმერთი ხომ მოწყალეა.....შეიწყალე.......მიეცი შანსი.....დაე იყოს ბედნიერი....იცხოვროს ისე როგორც უნდა.....ეს ხომ მხოლოდ წამია.... განა ბევრს ითხოვს?.....
-------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
თიო |
Jan 17 2007, 11:54 PM
პოსტი
#12
|
გაუღიმე ცას თბილო! :) ... ჯგუფი: Members პოსტები: 132 რეგისტრ.: 3-September 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 141 |
გლახა
გაიხარე კარგო! მე კი შენივე იდეა შეგახსენე ......... .... t.l. ძალიან ლამაზია.. ... ძალიან......... ................................... ... რომც განვმეორდე_რაც კი როდესმე სადმე მითქვამს _ აქ ვიტყვი ............. არა და... უბრალოდ... გული და სიტყვებია.......... ... იხარებდეთ! .... ................. ..აცივდა.. ჩვეულზე სწრაფად მივდივარ... ჩემი ძველი სახლის ფანჯარაში სინათლეა_მასში სხვა ცხოვრობს... ისე კი... არასოდეს ვაკვირდები ადამიანებს, მაგრამ გულით ნათქვამს ყოველთვის ვგრძნობ.. ჰო.. და კიდევ.. მთელი საღამო დამდევს... დამღალა დევნით... ქუჩაში, ფანჯარაში, სახლებში... ხეების ტოტებშიც კი... _მთვარე დამდევს...? ყოველი ვარსკვლავი ჩაათბო ღრუბელმა... ყოველი ამოსუნთქვა გააგრძელა ქარმა... ყოველი საღამო დაიკავა მსუბუქმა სევდამ... ყოველმა არიდებამ_მეტად მომაძალა... ბევრს ვიღიმები.. გულით და იმედით... ... მაგრამ.. ... ზამთარში ციცინათელები სულ აღარ არიან...! ... -------------------- გაუღიმე ცას თბილო! :)
... ჩემში ორი სულია ერთი სუნთქვით! :) _ ესაა ორივეს სიცოცხლის უსაზღვრო ძალა!!!_ გმადლობ ღმერთო! :) ... |
შაკო |
Jan 18 2007, 12:16 PM
პოსტი
#13
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,102 რეგისტრ.: 1-December 06 წევრი № 617 |
ერთ რამეს მოგიყვებით.......
ალბათ საქართველოს სადღეგრძელოს ყველა სვამთ სუფარზე..... დიდი ხანია მომწონს საქართველოს რომ ადღეგრძელებენ ქვემოთ მოყვანილი სიტყვებით... "საქართველო" - სიტყვა თავისი დატვირთვით ყველამ ვიცით რასაც ნიშნავს...... თუმცა მას კიდევ უფრო მეტი დატვირთვა აქვს რაც ჩვენ გონებას და სულს წარმოუდგენია. "საქართველო" - ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა...... ადგილი სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. თუ მოვაკლებთ ორ ასოს დარჩება... "ქართველო" - რაც ნიშნავს ჩვენ ეროვნებას..... თუ მოვაკლებთ ორ ასოს დარჩება... "რთველო" - ანუ რთველი რომელიც ქართველი კაცისთვის ერთერთი ყველაზე დიდი დღესასწაულია. მისგან დაწურული სითხით ხომ ქართველი ღმერთს ადიდებს. კიდევ თუ მოვაკლებთ ორ ასოს "რთველო"ს დარჩება... "ველო" - ანუ ველი სადაც ქართველი კაცი იბრძოდა თავისი ერისა და სამშობლოს გადასარჩენად. ეხლა მოვაკლოთ "ვ" --- "ელო" - კი იმ ცხრა ძმა ხერხეულიძის დედაა რომელმაც ცხრა მომაკვდავი შვილის ხელში რიგრიგობით გადატანილი დროშა საბოლოოდ თავად აღმართა ბრძოლის ველზე. თუ კიდევ მოვაკლებთ ორ ასოს დარჩება "ო" - ეს ის ამოძახილია ადამიანის სულიდან, როცა ის ეკლესიაში შედის და სანთელს ანტებს და ღმერთს ევედრება ო ღმერთო ჩემო შენ დაიფარე ჩემი საქართველო.............. -------------------- რავიცი.....რავიცი.....
|
გლახა |
Jan 18 2007, 12:20 PM
პოსტი
#14
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
გვიანი შემოდგომის საღამო იდგა. ჩასასვლელად განწირული მზე რუს პირად მობოდიალე ინდაურის უაზრო თვალებში ითვლიდა უკანასკნელ წამებს. ხეებიდან ჩამოცვენილს წითელ-ყვითელ ფოთლებს ანცი ნიავი აქეთ იქით ჰფანტავდა. ზოგიერთს გაიტაცებდა და დილანდელი წვიმის მიერ დატოვებულ გუბეში აყურჭუმელავებდა.
სიცივე ძალას იკრებდა. ორღობეში დაგვიანებული მგზავრი გამოჩნდა. საიდანღაც მომავალი სადღაც მიდიოდა...ყრუ კვნესა შემოესმა, მცირე ხნით შეყოვნდა, იქვე ღობის გადაღმა გაპარტახებულ ეზოში ალიზის მიწურს თვალი შეავლო; “არა, დაღლილი ვარ და მომეჩვენა” გაიფიქრა, ერთი ამოიოხრა, თავი გაიქნია და კვლავ თავისი გზა განაგრძო. ხსენებულს მიწურში ერთი მოხუცი სარეცელზე იწვა ფერმიხდილი. უპატრონოდ, მარტოდ დარჩენილი, წუთისოფელში თავისი არსებობის ბოლო დღეს წარსულს აბარებდა. მშვიდ საღამოს ჟრიამულის ხმა არღვევდა. მოხუცის მიწურიდან არც თუ ისე შორს, ერთი შეძლებული კაცი თავის ძეს ქორწილს უხდიდა. სტუმრები ერთმანეთში ირეოდნენ, ღრეობა თანდათან ეშხში შედიოდა. დიდ ოთახში ნეფე დედოფალი თვალსაჩინო ადგილზე გამოეჭიმათ. ვაჟი გამოთაყვანებული თვალებით შეჰყურებდა თავის ჩასუქებულ საცოლეს და თან შემწვარი ღორის ბარაქიან ნაჭერს იტენიდა პირში. დაღამდა. მზე ჩაესვენა. ინდაურებმა ჩაიბუდეს. დაგვიანებული მგზავრი ალბათ შინ მივიდა... გლახამ თავისი წუთისოფელში არსებობა წარსულს გადაულოცა. ნეფე დედოფალი, სიყვარულის ალში გახვეული ერთმანეთს ეტრფოდა. სასმლისაგან გონარეული ქორწილის ხალხი შინისაკენ გაემართა. ერთმა მექორწილემ მოხუცის კარმიდამოსაც ჩაუარა. მთვარის შუქზე მისი ტალახში ამოსვრილი სამოსი გამოჩნდა. ერთხანს ისიც შედგა, გამოფუტურავებულ ღობის საყრდენს ჩაეჭიდა. ასე იდგა ერთხანს გამობენტერავებული მზერით და თან გაურკვეველი ხმით ღმუოდა. შემდეგ კი ნელი ბარბაცით ორღობეს გაუყვა და გაუჩინარდა. მთვარეც ღრუბელს მიეფარა და უკუნეთმა სიბნელემ გულში ჩაიხუტა სოფელი. ზოგს ეძინა, ზოგს სტკიოდა, ზოგს შიოდა, ზოგს ენატრებოდა, ზოგმა კი თვითონაც არ იცოდა რა უნდოდა... დრო გადიოდა... სოფლის ბოლოში, ტყის განაპირას, ძველ ეკლესიასთან ახლოს, პატარა სახლი იდგა. სარკმლიდან სანთლის სუსტი შუქი გამოკრთოდა. ადვილად დაინახავდა კაცი ამ სინათლეს უკუნეთ სიბნელეში. ბუხარში მუხის დაკოჟრილი კუნძი იწვოდა. ოთახის ავლადიდებას ერთი ძველი ხის საწოლი, ერთი მორყეული მაგიდა და ასეთივე სკამი შეადგენდა. მაგიდაზე პირმოტეხილი დოქი და ერთიც შუშის ჭიქა იდგა. კუთხეში მუხლებზე მდგარი ღვთის კაცი ლოცვაში ათევდა გრძელს ღამეს. იგი თავის სოფელს, თავის ხალხს ავედრებდა შემოქმედს. შემოქმედს, რომელიც დავიწყებოდათ, სანაცვლოდ კი ამაოებას მისძალებოდნენ... და იდგა ღამე... დედამიწა კი კვლავაც ერთგულად ასრულებდა თავის მოვალეობას; ტრიალებდა და ვაჟკაცურად უძლებდა ადამიანთა ცოდვის ტვირთს. 2005 წელი |
kato_Bato |
Jan 18 2007, 12:47 PM
პოსტი
#15
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
კარგები ხართ!
და გლახას თხოვნას გავიმეორებ, ყველამ თავისი ნაწერი დადოს, მარტო თავისი... -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
გლახა |
Jan 18 2007, 12:50 PM
პოსტი
#16
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
ციტატა და გლახას თხოვნას გავიმეორებ, ყველამ თავისი ნაწერი დადოს, მარტო თავისი... ხო რა..ჩვენები დავდოთ... თორე სხვებისას წიგნებში წავიკითხავ |
თიო |
Jan 18 2007, 01:37 PM
პოსტი
#17
|
გაუღიმე ცას თბილო! :) ... ჯგუფი: Members პოსტები: 132 რეგისტრ.: 3-September 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 141 |
* * *
Судьба... И мир тих, как в сумерках падшей души... крадётся умертвлённость... жизнь держится на пещинке зыбучей безконечности, шатается и рвётся... и грусть рычит, порою страшнее льва в пещерах с рисунками питекантропа... Подушка и стена с повешенным крестом.. во сне реальности я стрекоза фантазии и прекрастного для души... господи, как горько и смешно до смерти... в безделье и таске я молча угасаю в рассвете лет... и это так кошмарно и так поэтично, что я выношу эту дремоту и тяжесть реальности нереального... так разбудите же меня!... и я обнему мир!... -------------------- გაუღიმე ცას თბილო! :)
... ჩემში ორი სულია ერთი სუნთქვით! :) _ ესაა ორივეს სიცოცხლის უსაზღვრო ძალა!!!_ გმადლობ ღმერთო! :) ... |
marine |
Jan 18 2007, 04:43 PM
პოსტი
#18
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
გლახას თხოვნას გავიმეორებ, ყველამ თავისი ნაწერი დადოს, მარტო თავისი... ბავშვებო, ჩანახატები ბევრი მაქვს, მაგრამ მეორე წიგნში უნდა შევიტანო და რომ განვათავსო უკვე ნაცნობი იქნება მკითხველისთვის. მომცემთ უფლებას რომ სხვისი ჩანახატები (რომლებიც მომწონს) დავდო აქ? -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
სოფი |
Jan 18 2007, 05:24 PM
პოსტი
#19
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
ციტატა ერთ რამეს მოგიყვებით....... ალბათ საქართველოს სადღეგრძელოს ყველა სვამთ სუფარზე..... დიდი ხანია მომწონს საქართველოს რომ ადღეგრძელებენ ქვემოთ მოყვანილი სიტყვებით... "საქართველო" - სიტყვა თავისი დატვირთვით ყველამ ვიცით რასაც ნიშნავს...... თუმცა მას კიდევ უფრო მეტი დატვირთვა აქვს რაც ჩვენ გონებას და სულს წარმოუდგენია. "საქართველო" - ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა...... ადგილი სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. თუ მოვაკლებთ ორ ასოს დარჩება... "ქართველო" - რაც ნიშნავს ჩვენ ეროვნებას..... თუ მოვაკლებთ ორ ასოს დარჩება... "რთველო" - ანუ რთველი რომელიც ქართველი კაცისთვის ერთერთი ყველაზე დიდი დღესასწაულია. მისგან დაწურული სითხით ხომ ქართველი ღმერთს ადიდებს. კიდევ თუ მოვაკლებთ ორ ასოს "რთველო"ს დარჩება... "ველო" - ანუ ველი სადაც ქართველი კაცი იბრძოდა თავისი ერისა და სამშობლოს გადასარჩენად. ეხლა მოვაკლოთ "ვ" --- "ელო" - კი იმ ცხრა ძმა ხერხეულიძის დედაა რომელმაც ცხრა მომაკვდავი შვილის ხელში რიგრიგობით გადატანილი დროშა საბოლოოდ თავად აღმართა ბრძოლის ველზე. თუ კიდევ მოვაკლებთ ორ ასოს დარჩება "ო" - ეს ის ამოძახილია ადამიანის სულიდან, როცა ის ეკლესიაში შედის და სანთელს ანტებს და ღმერთს ევედრება ო ღმერთო ჩემო შენ დაიფარე ჩემი საქართველო.............. ძალიან მაგარია,გაიხარე! -------------------- "Happiness only real when shared."
|
marine |
Jan 18 2007, 05:36 PM
პოსტი
#20
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
shakuna_
ულამაზესია!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ღმერთმა გაგახაროს!!!! ძალიან მომეწონა.. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 06:23 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი