ზოგადად პასუხებზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ზოგადად პასუხებზე |
დეკ. ანდრია |
Feb 8 2007, 02:55 PM
პოსტი
#1
|
* * * ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 500 რეგისტრ.: 20-October 06 მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია წევრი № 296 |
ღმერთი გწყალობდეთ ყველას, ვისაც გაქვთ მისი იმედი!
სასიხარულოა, რომ მართლმადიდებელ მრევლს უჩნდება კითხვები სასულიერო პირებისადმი. ეს ცოცხალი სარწმუნოების ნიშანია. გასახარია ისიც, რომ ყოველდღე ემატება კითხვები ამ განყოფილებას, რაც ფორუმის ცხოველუნარიანობას მოწმობს. ამასთან ერთად გასათვალისწინებელია ისიც, რომ სასულიერო პირისათვის უპირველესი საურთიერთობო წრე არის მისდამი მინდობილი მრევლი. შემდეგ, ყურადღებას საჭიროებენ პირადი წერილები, რომლებიც ხშირად აღსარებებსაც კი უახლოვდებიან. ამიტომა ფორუმზე შემოსვლა შესაძლებელია მხოლოდ შედარებითი მოცლილობის ჟამს, რაც ზღუდავს პასუხების გაცემის შესაძლებლობას და იწვევს მათ დაგვიანებას. მინდა შენდობა ვთხოვო ყველას, ვინც მოთმინებით ელოდება პასუხს. მართალია, ამ ფორუმზე ორი სასულიერო პირი ვართ, მაგრამ როგორც ხედავთ არ კმარა იმისათვის, რომ პასუხები ყოველდღიურად გამოქვეყნდეს. თუ გვაკურთხევს უფალი, კიდევ გამოჩნდებიან სასულიერო პირები, მანამდე ძნელად წარმოსადგენია რაიმეს შეცვლა. გახაროთ ღმერთმა მაცხოვარების სიხარულით. -------------------- პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:19 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი