IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> კითხვები, და პასუხები
ნათია
პოსტი Oct 22 2007, 06:53 PM
პოსტი #1


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანები ჩვენ ხატები დაბრძანებული გვაქვს აღმოსავლეთის მხარეს, ლოცვებიც ტაძარში აღესრულება აღმოსავლეთისკენ...

და რატომ მაინცდამაინც აღმოსავლეთით? რა დატვირთვა აქვს იქნებ ამიხსნათ....


მგონი, სხვა რელიგიებში მაგ: მუსულიმანები ლოცვაზე დგებიან დასავლეთით..


ვკითხულობდი წმ. გერმანე კონსტანტინეპოლელის "საეკლესიო თხრობა და საიდუმლო ჭვრეტა" და იქ ძალიან მოკლედ არის აღწერილი..

იქნებ ვრცელი განმარტება დადოთ...













იმედია არ გაოფდება თემა


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
56 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები(1 - 19)
ზებედე
პოსტი Oct 22 2007, 07:37 PM
პოსტი #2


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(ნათია @ Oct 22 2007, 02:53 PM) *

და რატომ მაინცდამაინც აღმოსავლეთით? რა დატვირთვა აქვს იქნებ ამიხსნათ....


როგორც მე გამიგია, უფლის მეორედ მოსვლას აღმოსავლეთიდან ელიან, ამიტომაა ეგ ტრადიცია... არ ვიცი რამდენად მართალია


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Oct 22 2007, 08:12 PM
პოსტი #3


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ნათია



წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

თავი ოთხმოცდამეხუთე
აღმოსავლეთისაკენ თაყვანისცემის შესახებ

არც უბრალოდ, არც შემთხვევით არ ვასრულებთ თაყვანისცემას აღმოსავლეთით, არამედ რადგან შედგენილნი ვართ ხილული და უხილავი ანუ გონისმიერი და გრძნობადი ბუნებისგან, ამიტომ თაყვანისცემასაც ორმაგს შევწირავთ შემოქმედს, ისევე როგორც, მაგალითად, გონებითაც ვფსალმუნებთ და სხეულებრივი ბაგეებითაც, ანდა ნათელვიღებთ წყლითაც და სულითაც, ან კიდევ ვუერთდებით უფალს ორმაგი სახით, ვხდებით რა, ერთი მხრივ, საიდუმლოთა1 წილმქონეები, მეორე მხრივ კი - სულის მადლისა.

ამიტომ, რადგან ღმერთი არის გონისეული სინათლე (შდრ. იოან. 1,5), ქრისტე კი წერილში სახელდებულია „სიმართლის მზედ“ (მალაქ. 3,20) და „აღმოსავლეთად“ (ზაქარ. 6,12), აღმოსავლეთი უნდა განვუკუთვნოთ მას თაყვანისცემისათვის, რადგან ღმერთს უნდა განეკუთვნოს ყოველივე კარგი, ვისგანაც კეთილდება ყველა სიკეთე. საღვთო დავითსაც უთქვამს: „დედამიწის სამეფოებმა აქეთ ღმერთი, უფსალმუნეთ უფალს, ზეამავალს ცათა ცაზე აღმოსავლეთით“ (ფს. 67,33-34). კვლავაც ამბობს წერილი: „ღმერთმა დანერგა სამოთხე ედემში აღმოსავლეთით, სადაც დაამკვიდრა ადამიანი, რომელიც შექმნა“ (შესაქ. 2,8) და რომელიც გარდასვლის შემდეგ შვების სამოთხიდან გამოაძევა მან და დაასახლა სამოთხის პირდაპირ, - ცხადია, დასავლეთით.

ამრიგად, ვეძიებთ რა დასაბამიერ სამშობლოს და მას მივაპყრობთ რა მზერას, თაყვანს ვცემთ ღმერთს. ამასთან, მოსესეულ კარავსაც აღმოსავლეთით ჰქონდა კრეტსაბმელი2 და სალხინებელი. იუდას ტომიც, როგორც უფრო ღირსეული, აღმოსავლეთით იყო დაბანაკებული. სოლომონის სახელგანთქმულ ტაძარშიც უფლის კარიბჭე აღმოსავლეთით იყო მოთავსებული. თვით უფალიც ჯვარცმისას დასავლეთისკენ იყო მხედველი, ამიტომ ჩვენც ასე ვასრულებთ თაყვანისცემას, მისდამი მზერამიპყრობილნი. ამასთან, იგი ზეამავალიც აღმოსავლეთით მაღლდებოდა. ასე სცეს მას თაყვანი მოციქულებმა და იმგვარადვე მოვა, რაგვარადაც იხილეს იგი ცისკენ მავალი, როგორც თქვა თვით უფალმა: „რა სახითაც ელვა გამოდის აღმოსავლეთიდან და ჩანს დასავლეთამდე, იმ სახითვე იქნება ადამიანის ძის მოსვლა“ (მათ. 24,27). ამიტომ, მოველით რა მას, აღმოსავლეთისკენ ვცემთ თაყვანს. ხოლო ესაა მოციქულთა დაუწერელი გადმოცემა, რადგან ბევრი რამ დაუწერლად გადმოგვცეს მათ.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Oct 22 2007, 08:37 PM
პოსტი #4


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ციტატა(ნათია @ Oct 22 2007, 06:53 PM) *

მაგ: მუსულიმანები ლოცვაზე დგებიან დასავლეთით..


არასწორია

ლოცვისას მუსლიმები დგებიან პირით ქ. მექასკენ, სადაც დაიბადა ისლამის მოციქული მუჰამედი. საქართველოში მცხოვრ მუსლიმთათვის ეს სამხრეთია


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Oct 22 2007, 08:50 PM
პოსტი #5


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



afxazi

დიდი მადლობა!

ციტატა
ამრიგად, ვეძიებთ რა დასაბამიერ სამშობლოს და მას მივაპყრობთ რა მზერას, თაყვანს ვცემთ ღმერთს. ამასთან, მოსესეულ კარავსაც აღმოსავლეთით ჰქონდა კრეტსაბმელი2 და სალხინებელი. იუდას ტომიც, როგორც უფრო ღირსეული, აღმოსავლეთით იყო დაბანაკებული. სოლომონის სახელგანთქმულ ტაძარშიც უფლის კარიბჭე აღმოსავლეთით იყო მოთავსებული. თვით უფალიც ჯვარცმისას დასავლეთისკენ იყო მხედველი, ამიტომ ჩვენც ასე ვასრულებთ თაყვანისცემას, მისდამი მზერამიპყრობილნი. ამასთან, იგი ზეამავალიც აღმოსავლეთით მაღლდებოდა. ასე სცეს მას თაყვანი მოციქულებმა და იმგვარადვე მოვა, რაგვარადაც იხილეს იგი ცისკენ მავალი, როგორც თქვა თვით უფალმა: „რა სახითაც ელვა გამოდის აღმოსავლეთიდან და ჩანს დასავლეთამდე, იმ სახითვე იქნება ადამიანის ძის მოსვლა“ (მათ. 24,27). ამიტომ, მოველით რა მას, აღმოსავლეთისკენ ვცემთ თაყვანს. ხოლო ესაა მოციქულთა დაუწერელი გადმოცემა, რადგან ბევრი რამ დაუწერლად გადმოგვცეს მათ


გასაგებია! გაწითლებულმა ფრაზამ ამოწურა ჩემი კითხვა smile.gif







კანონისტი

მდაა... მე დასავლეთი რატომ მახსოვს?


დათ მუსლიმნები იყოფიან შიიტებად და სუიტებად, ორივე სამხრეთისკენ ლოცულობს?


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Oct 22 2007, 08:51 PM
პოსტი #6


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ნათია
ციტატა
დიდი მადლობა!

მადლობა წმ. იოანე დამსკელს, რომელმაც ესოდენ კარგად და მშვენივრად ჩამოაყალიბა ეკლესიის შეხედულებანი. smile.gif


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Oct 22 2007, 08:54 PM
პოსტი #7


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



იქნებ ამაშიც გამარკვიოთ:


მართლმადიდებლურ და კათოლიკურ სახარებას შორის თვით ტექსტში არის რაიმე ცვლილებები? ანუ განსხვავება ტექსტში?


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Oct 22 2007, 09:00 PM
პოსტი #8


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ნათია
ციტატა
მართლმადიდებლურ და კათოლიკურ სახარებას შორის თვით ტექსტში არის რაიმე ცვლილებები? ანუ განსხვავება ტექსტში?

ხოოოოო, მოდი ამაში შევთანხმდეთ რომ არ არსებობს კათოლიკური ან მართლმადიდებლური სახარება, სახარება ერთია (მხოლოდ მშრალ ტექსტს ვგულისხმობ რა თქმა უნდა), მაგრამ არსებობს მისი მართლმადიდებლური ან კათოლიკური, ან კიდევ პროტესტანტული და ა.შ გაგება.

მაგრამ სექტები ტექსტსაც ამახინჯებენ და თვითნებურ სახარებას გვთავაზობენ ხოლმე. აბა


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Oct 22 2007, 09:02 PM
პოსტი #9


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



afxazi


გერმანიში, როგორც მოგეხსენებათ, მართლმადიდებლური წიგნები არ გამოდის, არც სახარება და შეიძლება რომ კათოლიკური სახარება წაიკითხოს... ?

(სახარება ერთია!) ანუ არანაირი განსხვავება?


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Oct 22 2007, 09:39 PM
პოსტი #10


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



დათიკო

დათ იქნებ ამ თემის სათაური შეცვალო სახელით "კითხვები" და თუ რამე კითხვა გვექნება ღვთისმეტყველებიდან აქ დავწეროთ და კომპეტენტურმა პირებმა გვიპასუხონ...


მადლობა!


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Oct 22 2007, 09:45 PM
პოსტი #11


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



ციტატა
გერმანიში, როგორც მოგეხსენებათ, მართლმადიდებლური წიგნები არ გამოდის, არც სახარება და შეიძლება რომ კათოლიკური სახარება წაიკითხოს... ?

(სახარება ერთია!) ანუ არანაირი განსხვავება?

საინტერესოა smile.gif
მეც მაინტერესებს.

იმ ლოგიკით რომ სახარება ერთია ალბათ შეიძლება smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Oct 22 2007, 09:47 PM
პოსტი #12


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



ნათია smile.gif

სახარებაში არ არის განსხვავება, მაგრამ თუ მთლიანი ბიბლიის ყიდვა გადაწყვიტა, ჯობია პროტესტანტული გამოცემები არ შეიძინოს, ძველი აღთქმის არაკანონიკური წიგნები არ აქვთ ხოლმე შეტანილი ბიბლიაში. კათოლიკებთან არის


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Oct 22 2007, 09:50 PM
პოსტი #13


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



ნათია
ციტატა
დათ იქნებ ამ თემის სათაური შეცვალო სახელით "კითხვები" და თუ რამე კითხვა გვექნება ღვთისმეტყველებიდან აქ დავწეროთ და კომპეტენტურმა პირებმა გვიპასუხონ...

თემა შენია და ნება შენია smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Oct 22 2007, 09:57 PM
პოსტი #14


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



athos

ანუ ცალკეული სახარების ყიდვა შეიძლება...

და ბიბლიის ყიდვა მხოლოდ კათოლიკების გამოცემა

სწორად გავიგე?


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Oct 22 2007, 10:23 PM
პოსტი #15


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



ნათი, პირველწყარო სახარებისა ერთია, თუმცა შეიძლება იყოს სხვადასხვა თარგმანი. ჯობია გაიკითხოს, (თუ ეს შესაძლებელია) რომელი თარგმანი ითვლება საუკეთესოდ და ის შეიძინოს.

ძველი აღთქმის წიგნების თანამედროვე თარგმანების საკითხი ცოტა ვრცელი და რთულია, ჯობია დაიწყოს სახარებით და მერე თუ მოძღვარიც ყავს მას კითხოს, ან იკითხოს რომელიმე მართლმადიდებლურ ეკლესიაში, რომელ თარგმანს ანიჭებენ უპირატესობას იქაური მართლმადიდებლები.


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Oct 22 2007, 10:27 PM
პოსტი #16


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



athos

მადლობა! smile.gif


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zeppelin
პოსტი Oct 23 2007, 12:16 AM
პოსტი #17


იეღოვას მოწმე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,380
რეგისტრ.: 9-December 06
მდებარ.: კაშმირი
წევრი № 659



პირით აღმოსავლეთით ლოცვა რამდენადაც ვიცი მხოლოდ სიმბოლიზირებაა და არავითარ საკრამენტულ დატვირთვას არ ატარებს no.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Oct 23 2007, 10:01 AM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



მე მაქვს რამდენიმე კითხვა, დავიწყებ ამით:

რომელიღაც თემაში,არ მახსოვს გუშინწინ წავიკითხე,ადამი და ევას თემა იყო მგონი, ასეთი რამ: უბიწოდ ჩასახვა არ მიშნავსო უთესლოდ ჩასახვას, როგორც გავიგე , მაცხოვრის ჩასახვაზე არ იყო აქ საუბარი, და ხომ ვერ მეტყვით, რას ნიშნავს? (თუ არ ვცდები თვით ღვტისმშობლის ჩასახვა-დაბადებაზე იყო საუბარი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთა
პოსტი Oct 23 2007, 10:07 AM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,637
რეგისტრ.: 28-July 06
მდებარ.: tel-aviv
წევრი № 22



კანონისტი
ებრაელებსაც მსგავსად აქვთ იერუსალიმისკენ ლოცულობენ ხოლმე


--------------------
http://www.youtube.com/user/shotka84tube
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Oct 26 2007, 01:23 PM
პოსტი #20


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



კითხვა: სასულიერო პირს (ვგულისხმობ მღვდელს) აუცილებლად შავი ფერის ანაფორა უნდა ეცვას?

პასუხი: ??


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

56 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 02:46 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი