IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> რამდენად სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეკლესიის დაფინანსება.
егри
პოსტი Sep 8 2007, 03:47 PM
პოსტი #1

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 49
რეგისტრ.: 8-September 07
წევრი № 2,705

როგორც მოგეხსენებათ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი იმ გადასახადებით ფორმირდება, რომელსაც საქართველოს რეზიდენტი იურიდიული და ფიზიკური პირები იხდიან.

მათ შორის მრავალია მუსლიმი (დაახლოებით 500 000 ათასი აზერბაიჯანელი), მიაფიზიტი (დაახლოებით 400 000 სომეხი), ათეისტი, კათოლიკე, იეღოველი, ორმოცდაათიანელი, ბაპტისტი და სხვა აღმსარებლობის ადამიანი.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ლარით ფინანსდება.

რამდენად სწორად მიგაჩნიათ არამართლმადიდებლების მიერ გადახდილი თანხებით მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსება?

და საერთოდ სახელმწიფოს მიერ ეკლესიის დაფინანსება?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
6 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები(1 - 19)
დათიკო
პოსტი Sep 8 2007, 11:16 PM
პოსტი #2

დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10

егри
ციტატა
სახელმწიფოს მიერ ეკლესიის დაფინანსება?

რას გულისხმობ ეკლესიის დაფინანსებაში?
ბარემ დაგედო ის დოკუმენტებიც (ოფიციალურად არის ნეტში) სადაც ცხადად არის ჩამოწერილი თუ სად მიდის ეგ "ეკლესიის დაფინანსება"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
егри
პოსტი Sep 8 2007, 11:18 PM
პოსტი #3

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 49
რეგისტრ.: 8-September 07
წევრი № 2,705

დათიკო
ციტატა
რას გულისხმობ ეკლესიის დაფინანსებაში?
ბარემ დაგედო ის დოკუმენტებიც (ოფიციალურად არის ნეტში) სადაც ცხადად არის ჩამოწერილი თუ სად მიდის ეგ "ეკლესიის დაფინანსება"

მეზარება მოძებნა. გამოჩნდებიან მოხალისეები.

ხომ ფაქტია, რომ აფინანსებს.
სხვა ეკლესიებს არ აფინანსებს.
სხვა ეკლესიების მრევლის ფულით მართლმადიდებელ ეკლესიას აფინანსებს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
missis_kartveli
პოსტი Sep 8 2007, 11:19 PM
პოსტი #4

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,142
რეგისტრ.: 14-December 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 684

მართლმადიდებლური ტაძარი, ეკლესია სახელმწიფოს ნაწილია, ამიტომ მას თუ სახელმწიფო დააფინანსებს, ამაში ვერაფერს ცუდს ვერ ვხედავ, პირიქით ჩემი აზრით ეს ასეც უნდა იყოს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
егри
პოსტი Sep 8 2007, 11:25 PM
პოსტი #5

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 49
რეგისტრ.: 8-September 07
წევრი № 2,705

miss_kartveli
ციტატა
მართლმადიდებლური ტაძარი, ეკლესია სახელმწიფოს ნაწილია, ამიტომ მას თუ სახელმწიფო დააფინანსებს, ამაში ვერაფერს ცუდს ვერ ვხედავ, პირიქით ჩემი აზრით ეს ასეც უნდა იყოს

არ ხარ მართალი 2 მიზეზის გამო.
1. არამართლმადიდებლის მიერ გადახდილი ფულით მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსება არაა სწორი. მე მაგალითად არ მსიამოვნებს, როდესაც ჩემს მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადი პოლიციას კი არ ხმარდება, არამედ ვიღაცეების სასულიერო განათლების გაღრმავებას.
2. სახელმწიფოს მიერ ეკლესიის დაფინანსება პრინციპში ეწინააღმდეგება სეკულარიზაციის პრინციპს. ასევე კეისარს-კეისრისას პრინციპს.

დააწესონ მეათედი (ან სხვა პროცენტი) მართლმადიდებლებისგან, შეაგროვონ და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ. მაგრამ იციან, რომ არავინ ნებაყოფლობით არ გადაიხდის. სახელმწიფო კი იძულების მექანიზმებს ამოქმედებს არგადახდის შემთხვევაში.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Sep 8 2007, 11:28 PM
პოსტი #6

დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10

егри
ციტატა
ხომ ფაქტია, რომ აფინანსებს.

ის აფინანსებს არა ეკლესიას, არამედ ეკლესიის სასწავლო პროექტებს და სასწავლებლებს.
ციტატა
სხვა ეკლესიებს არ აფინანსებს.

მერე რა?
ციტატა
სხვა ეკლესიების მრევლის ფულით მართლმადიდებელ ეკლესიას აფინანსებს.

სახელმწიფო დააფინანსებს იმას რასაც ჩასთვლის მიზანშეწონილად.
სამაგიროდ სხვა ეკლესიებს სხვები აფინანსებენ.
ეგრეა რა, ზოგი იმას აფინანსებს ზოგი ამას. შენ რა ტქმა უნდა ცდილობ მიკერძოება დაინახო ამაში, რადგან ეკლესიის სასტიკი მოწინააღმდეგე ხარ, მაგრამ თუ დაუფიქრდები, არაფერი ამაში ცუდი არ არის.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
missis_kartveli
პოსტი Sep 8 2007, 11:45 PM
პოსტი #7

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,142
რეგისტრ.: 14-December 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 684

ციტატა(егри @ Sep 8 2007, 11:25 PM) *

miss_kartveli

არ ხარ მართალი 2 მიზეზის გამო.
1. არამართლმადიდებლის მიერ გადახდილი ფულით მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსება არაა სწორი. მე მაგალითად არ მსიამოვნებს, როდესაც ჩემს მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადი პოლიციას კი არ ხმარდება, არამედ ვიღაცეების სასულიერო განათლების გაღრმავებას.
2. სახელმწიფოს მიერ ეკლესიის დაფინანსება პრინციპში ეწინააღმდეგება სეკულარიზაციის პრინციპს. ასევე კეისარს-კეისრისას პრინციპს.

დააწესონ მეათედი (ან სხვა პროცენტი) მართლმადიდებლებისგან, შეაგროვონ და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ. მაგრამ იციან, რომ არავინ ნებაყოფლობით არ გადაიხდის. სახელმწიფო კი იძულების მექანიზმებს ამოქმედებს არგადახდის შემთხვევაში.

ადამიანს ვერ აიძულება, მეათედი ეკლესიისთვის გადადოს, ეს ნებაყოფლობითია, თU უნდა თავის შემოსავლის მეათედს შესწირავს, თუ უნდა მეხუთედს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Sep 9 2007, 12:25 AM
პოსტი #8

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27

ციტატა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ლარით ფინანსდება

არასწორი ინფორმაციაა,მაგრამ ნეტა მართლა მასე იყოს.ისე კი ვიტყვი რომ საქართველოს ბიუჯეტი 4მილიარდი დოლარია ანუ 4000მილიონი დოლარი სადაც რამდენიმე მილიონი 0,რაღაც პროცენტი გამოდის მთელი ბიუჯეტისა.

ციტატა
მე მაგალითად არ მსიამოვნებს, როდესაც ჩემს მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადი პოლიციას კი არ ხმარდება, არამედ ვიღაცეების სასულიერო განათლების გაღრმავებას.

სულ შენი შემოსავლებით არ ივსება ბიუჯეტი biggrin.gif და
საერთოდ მასე თუ ვიმსჯელებთ მოსახლეობის 80% მართლმადიდებელია და სახემწიფო 0,რაღაც პროცენტებს კი არ უნდა ახმარდეს ეკლესიას არამედ 10% ცუდი არ იქნებოდა რაც 400მლნ დოლარს უდრის.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Sep 9 2007, 05:44 AM
პოსტი #9

პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886

егри

ციტატა
როგორც მოგეხსენებათ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი იმ გადასახადებით ფორმირდება, რომელსაც საქართველოს რეზიდენტი იურიდიული და ფიზიკური პირები იხდიან.

მათ შორის მრავალია მუსლიმი (დაახლოებით 500 000 ათასი აზერბაიჯანელი), მიაფიზიტი (დაახლოებით 400 000 სომეხი), ათეისტი, კათოლიკე, იეღოველი, ორმოცდაათიანელი, ბაპტისტი და სხვა აღმსარებლობის ადამიანი.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ლარით ფინანსდება.

რამდენად სწორად მიგაჩნიათ არამართლმადიდებლების მიერ გადახდილი თანხებით მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსება?

და საერთოდ სახელმწიფოს მიერ ეკლესიის დაფინანსება?

ჩემო კარგო, შენ ვინც ჩამოთვალე, ისინი არიან გადასახადის გადამხდელები ხო? ანუ მათი ვალია შეიტანონ ბიუჯეტში გარკვეული თანხა. ესე იგი ეს თანხა უჯვე ეკუთვნის სახელმწიფოს, ანუ ქვეყნის ბიუჯეტს და სრული უფლება აქვს უნდა ეკლესია დააფინანსოს და უნდა ჯარი. იქ უკვე აღარანაირი მნიშვნელობა არა აქვს მართლმადიდებლის გადახდილი გადასახადია თუ მონოფიზიტის.
როგორ ფიქრობ, სახელმწიფომ ცალ_ცალკე უნდა არეგულიროს ყველა რელიგიის მიმდევრების შეტანილი თანხები?

და კიდევ ეკლესია ყველასია, ნებისმიერი მართლმადიდებლის. სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს კიდეც თავისი ქვეყნის მაცხოვრებლების სულიერებაზე და კიდევ უკეთესადაც უნდა აფინანსებდეს ვიდრე დღესაა.

ციტატა
მეზარება მოძებნა. გამოჩნდებიან მოხალისეები.

ხომ ფაქტია, რომ აფინანსებს.
სხვა ეკლესიებს არ აფინანსებს.
სხვა ეკლესიების მრევლის ფულით მართლმადიდებელ ეკლესიას აფინანსებს.

და კიდევ, თუ მოძებნაც გეზარება იმისა, რაზეც საუბრობ, აბა რაღა აზრი ჰქონდა ამ თემის გახსნას.

თანაც საქართველო მართლმადიდებლური ქვეყანაა, ამიტომ გასაკვირიც არ უნდა იყოს თავის ეკლესიას რატომ აფინანსებს.

გაიხარეთ.

--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთა
პოსტი Sep 9 2007, 12:00 PM
პოსტი #10

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,637
რეგისტრ.: 28-July 06
მდებარ.: tel-aviv
წევრი № 22

егри
შენი ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ მაშინ სექტანტებიც უნდა დაფინანსოს სახელმწიფომ თუ არ ვცდები ეგენიც ჩვეულებრივ იხდინა ნალოგს ეგ ერთი და მეორე კიდე როდესაც სახელმწიფოს 80% მოსახლეობა მართმადიდებლად ცნობს თავს სახელმწიფო უკვე ვალდებულიც ხდება დაფინანსოს მართმადიდებული ეკლესია რადგანაც ყველა მთვარობა ხალხის მიერ მოდის და მისი ნებით მიდის კიდე და თუ ისინი ხალხის ინტერესებს არ გაითვალისწინებენ მაშინ დიდხანს ადგილზე ვერ დარჩებიან.

--------------------
http://www.youtube.com/user/shotka84tube
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Sep 10 2007, 11:06 AM
პოსტი #11

დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284

მგონი ეს კითხვა აქამდეც დაისვა და პასუხიც გაეცა

კიდევ ერთხელ ვწერ პასუხს

საქართველოს სახელმწიფო და მისი ხალხი, აღმსარებლობისდა მიუხედავად ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად აღიარებენ, რომ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას და მის მოძღვრებას აქვს უდიდესი როლი ამ სახელმწიფოსათვის, იგი წარმოადგენს საფუძველს ამ სახელმწიფოს მსოფლმხედველობისა და მისი დამსახურებაა მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურისა და ცნობიერების ჩამოყალიბება. გარდა ამისა, ბოლო საყოველთაო აღწერით სახელმწიფოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა არის ამ აღმსარებლობის და ამ ეკლესიის მრევლი

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს ეკლესიას, რასაც სამწუხაროდ, სათანადო დონეზე ამ ეტაპზე ვერ ასრულებს

რაც შეეხება იმას, რომ ზოგ ათეისტს არ სიამოვნების ეკლესიის დაფინანსება და ა.შ.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან აფინანსებს ჯარს, რაც შეიძლება თურმე პაციფისტს არ ესიამოვნოს, სახელმწიფო აფინანსებს ანტიალკოჰოლურ პროექტებს, რაც შეიძლება სპირტიანი სასმელების მწარმოებელს არ ესიამოვნოს, სახელმწიფო აფინანსებს საქველმოქმედო ორგანიზაციებს, რაც შეიძლება ბუდისტს არ ესიამოვნოს, ამიტომ:

სახელმწიფო ატარებს თავის პოლიტიკას უმრავლესობის აზრის გათვალისწინებით, ხოლო უმცირესობის აზრი დაცულია (და არა გატარებული!)

--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
serafita
პოსტი Sep 10 2007, 11:31 AM
პოსტი #12

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 171
რეგისტრ.: 15-May 07
წევრი № 1,913

კანონისტი

ციტატა
სახელმწიფო ატარებს თავის პოლიტიკას უმრავლესობის აზრის გათვალისწინებით, ხოლო უმცირესობის აზრი დაცულია (და არა გატარებული!)

yes4.gif

ისე კაცმა, რომ თქვას, სხვა კონფესიის წარმომადგენლებს რომ დაფინანსება აქვს საზღვარგარეთიდან, ნეტა ჩვენც ისე გვქონდეს, მაგათ რა აქთ სალაპარაკო?

--------------------
''უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა; ვისა მეშინოდის''
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
makiki
პოსტი Mar 6 2008, 06:32 PM
პოსტი #13

makiki
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,779
რეგისტრ.: 29-January 08
მდებარ.: Tbilisiii
წევრი № 3,797

კონსტიტუციის 9-ე მუხლში პირდაპირ წერია რომ,სახელმწიფო აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას,ამასთან ერთად აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსგან.
აქედან გამომდინარე სახელმწიფომ იკისრა მართმადიდებლური ეკლეესიისადმი განსაკუთრებული დახმარების გაწევა,თუნდაც ეს გამოიხატოს ფულად დაფინანსებაში და ამასთან ერთად არ კრძალავს სხვა მოძღვრებებს.ასე რომ თუ ჩვენი ქვეყნის პირობები არ მოსწონთ სხვებს შეუძლიათ წავიდნენ. tongue.gif

--------------------
წიგნი,რომლის მეორედ და მესამედ წაკითხვა არ ღირს არ უნდა წაიკითხო არცერთხელ.

ლამაზი ცრემლები წამწამებს ეხება
პატარა ცრემლები ბაგეზე ეშვება
ღმერთო მოუსმინე მის ლამაზ ვედრებას
გოგონა ხატის წინ მუხლებზე ეცემა...

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზვარე
პოსტი May 29 2008, 02:30 AM
პოსტი #14

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 286
რეგისტრ.: 15-February 08
წევრი № 3,936

QUOTE(егри @ Sep 8 2007, 02:47 PM) *

როგორც მოგეხსენებათ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი იმ გადასახადებით ფორმირდება, რომელსაც საქართველოს რეზიდენტი იურიდიული და ფიზიკური პირები იხდიან.

მათ შორის მრავალია მუსლიმი (დაახლოებით 500 000 ათასი აზერბაიჯანელი), მიაფიზიტი (დაახლოებით 400 000 სომეხი), ათეისტი, კათოლიკე, იეღოველი, ორმოცდაათიანელი, ბაპტისტი და სხვა აღმსარებლობის ადამიანი.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ლარით ფინანსდება.

რამდენად სწორად მიგაჩნიათ არამართლმადიდებლების მიერ გადახდილი თანხებით მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსება?

და საერთოდ სახელმწიფოს მიერ ეკლესიის დაფინანსება?

QUOTE(егри @ Sep 8 2007, 10:25 PM) *

miss_kartveli

არ ხარ მართალი 2 მიზეზის გამო.
1. არამართლმადიდებლის მიერ გადახდილი ფულით მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსება არაა სწორი. მე მაგალითად არ მსიამოვნებს, როდესაც ჩემს მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადი პოლიციას კი არ ხმარდება, არამედ ვიღაცეების სასულიერო განათლების გაღრმავებას.
2. სახელმწიფოს მიერ ეკლესიის დაფინანსება პრინციპში ეწინააღმდეგება სეკულარიზაციის პრინციპს. ასევე კეისარს-კეისრისას პრინციპს.

დააწესონ მეათედი (ან სხვა პროცენტი) მართლმადიდებლებისგან, შეაგროვონ და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ. მაგრამ იციან, რომ არავინ ნებაყოფლობით არ გადაიხდის. სახელმწიფო კი იძულების მექანიზმებს ამოქმედებს არგადახდის შემთხვევაში.

ეგრი ვერანაირად ვერ გავიზიარებ შენს პოზიციას, ისე შენი აზრის სხვადასხვა ინტერპრეტაციები მრავლად ვრცელდება.

ჩემი პოზიციაა, რომ საკითხისადმი მიდგომაა არასწორი. სახელმწიფო არანაირად არ აფინანსებს ეკლესიას, იგი მას ვალს უხდის და მილიონჯერ უფრო ნელი ტემპით, ვიდრე თუნდაც საბჭოთა სახელმწიფო ბანკის მეანაბრეებს.

საქართველო, როგორც სახელმწიფო, საერთაშორისო თანამეგობრობის აღიარებით წარმოიშვა სეცესიის და არა სეპარაციის გზით. შესაბამისად იგი არის სამართალმემკვიდრე იმ იმპერიისა რომელმაც ეკლესიას ჩამოართვა უძრავ-მოძრავი ქონება, დაუნგრია ეკლესია მონასტრები და ფიზიკურად გაანადგურა სასულიერო პირები. ამ ყოველივეს რეალური კომპენსაციას ალბათ საქართველოს ათწლეულების სახელმწიფო ბიუჯეტი (თავისი სრული მოცულობით) არ ეყოფა.

თუ ეკლესია იღებს რამეს სახელმწიფოსგან, ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც ეკუთვნის.

ასე რომ სახელმწიფო არათუ იცავს სეკულარიზაციის პრინციპს, არამედ კუთვნილ ვალს არ უხდის ეკლესიას და მის გადახდას საუკუნეებით ავადებს.

--------------------
მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
vax
პოსტი Nov 2 2008, 03:47 AM
პოსტი #15

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 4
რეგისტრ.: 2-November 08
წევრი № 5,883

ციტატა
საქართველოს სახელმწიფო და მისი ხალხი, აღმსარებლობისდა მიუხედავად ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად აღიარებენ, რომ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას და მის მოძღვრებას აქვს უდიდესი როლი ამ სახელმწიფოსათვის, იგი წარმოადგენს საფუძველს ამ სახელმწიფოს მსოფლმხედველობისა და მისი დამსახურებაა მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურისა და ცნობიერების ჩამოყალიბება. გარდა ამისა, ბოლო საყოველთაო აღწერით სახელმწიფოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა არის ამ აღმსარებლობის და ამ ეკლესიის მრევლი
ეს თქვენი ინტერპრეტაციაა?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
inclusive
პოსტი Nov 18 2009, 03:57 PM
პოსტი #16

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 54
რეგისტრ.: 25-April 07
წევრი № 1,748

საქართველოს სახელმწიფო არ არის საბჭოთა იმპერიის სამართალმემკვიდრე და არ ღირს ამ თემით სპეკულირება. სწორედ საბჭოთა პერიოდში მოხდა საქართველოში საეკლესიო და ეროვნული საგანძურის დაბრუნება.

წლევანდელ ბიუჯეტში საპატრიარქოს დაფინანსება 25 მილიონ ლარამდე იყო გაზრდილი თანაც ისე, რომ ეკლესია არანაირ ანგარიშვალდებულებას არ იღებს საკუთარ თავზე. ძალიან დიდი ტერიტორიები უკვე გდაეცა ეკლესიას - ისეთებიც, რომელსაც იგი მანამდე არ ფლობდა. ეკლესიის ქონება გაუმჭვირვალეა და მისი ფინანსური ტრანსაქციები მაქინაციებით და კორუფციით კეთდება. ეკლესია არ იხდის გადასახადს შესაბამისად არ სწირავს ერის განათლებასა და ჯანმრთელობას - სამაგიეროთ ”საგანმანათლებლო” იდეებითა და ჯანმრთელობაზე ზრუნვას უხვად ქადაგებს. ვაჭრობს ალკოჰოლით და სიგარეტით და ამ ორივეს მოხმარებას ცოდვად მიიჩნევს.

რა არის ახლა ეს. ნუთუ ისინი ვინც დამცავ პოზიციაში დგება მართლა ვერ ხედავს ამ ყველაფერს? თუ ვერ ხედავთ ვერაფერს გახდები, მაგრამ თუ ხედავ ხელს რატომღა აფარებ - მაგით იცავ ეკლესიის რეპუტაციას? ნუთუ არ გინდა, რომ ეკლესია გამჭვირვალე და სუფთა იყოს? ხომ არ გგონიათ რომ ეს ფინანსური მხარე განაპირობებს ხალხის ასეთ მიზღვავებას ეკლესიაში. თუ გგონიათ რამდენ ტაქსის მძღოლსაც ხატი უდევს მანქანაში ყველა მორწმუნეა. ეს ხომ ადამიანური შიშის გრძნობაა უხილავისა და შეუცნობლისა - ეს ხომ კერპთაყვანისცემაა? თქვენ მოგწონთ ასეთი 80% მორწმუნეებისა? მართლა მაინტერესებს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Nov 18 2009, 04:06 PM
პოსტი #17

ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715

ყველამ , ყველაფერი როგორ იცით, მაოცებთ პირდაპირ.

შენ მორმწუნე ხარ ინცლუსივ? ან როგორ განმარტავ რწმენას, ეგეც გვიტხარი.

--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბადრი
პოსტი Nov 18 2009, 04:31 PM
პოსტი #18

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866

егри

ციტატა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ლარით ფინანსდება.

რამდენად სწორად მიგაჩნიათ არამართლმადიდებლების მიერ გადახდილი თანხებით მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსება?

ვფიქრობ სახელმწიფო უფრო ცოტას ხარჯავს ვიდრე უნდა დახარჯოს ამ საქმისთვის. ურწმუნო და უზნეო ადამიანები უზარმაზარ ზარალს აყენებენ სახელმწიფოს. ზნეობას კი რწმენის გარეშე აზრი არ აქვს.

--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Nov 18 2009, 04:44 PM
პოსტი #19

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398

ციტატა(ბადრი @ Nov 18 2009, 04:31 PM) *

егри
ვფიქრობ სახელმწიფო უფრო ცოტას ხარჯავს ვიდრე უნდა დახარჯოს ამ საქმისთვის.

საბერძნეთში, მაგალითად, მღვდლებს, ოფიციალურად, ყოველთვიური ხელფასი აქვთ დანიშნული.
არ შეიძლება ჩვენთანაც ასე დაწესდეს? მით უმეტეს, რომ ძალიან ბევრი სასულიერო პირი გამიგია, ვისაც უკიდურესად უჭირს, დიდი ოჯახის პატრონია, ავადობს და ა.შ.
თან, ხალხის სალაპარაკოც არ გახდება, რომ ზოგიერთი მღვდელი ე.წ. ''სტავკებს'' აწესებს ჯვრისწერაზე
და სხვა რიტუალებზე.
ოღონდ, ამ ყველაფერთან ერთად, აუცილებლად გამჭვირვალე უნდა იყოს თანხების განკარგვა და ხარჯვა.
რა თქმა უნდა - სანდო ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის ხელში.

--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Nov 18 2009, 05:27 PM
პოსტი #20

ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715

protestanti
ციტატა
არ შეიძლება ჩვენთანაც ასე დაწესდეს

სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თუ საპატრიარქოდან?

ციტატა
ზოგიერთი მღვდელი ე.წ. ''სტავკებს'' აწესებს ჯვრისწერაზე

ვიცი რომ რუსეთსი, ეს სტავკები ოფიციალურია. ანუ ჯვრისწერა, თუ სხვა საიდუმლოს შესრულება ოფიციალურად ღირს რაღაც ტანხა. ჩვენთანაც ასე ჯობია? და რომ არ მქონდეს მერე?

მე მგონი უმეტეს ეკლესიებში შეწირვის პირნციპი მოქმედებს. როგორც წესი, უჭირთ და ჭორაობენ ისინი, ვინც მრევლი არაა და მხოლოდ ერთხელ, ერთ საიდუმლოს შესრულებაზე ,ოდია ეკლესიაში. ნუ, როცა მრევლი ხარ და იცი შენი ეკლესია, შენი მოძღვარი, არ მგონია ასე ,,ძვირი დაგიჯდეს,, ჯვრისწერა და სხვა საიდუმლოების შესრულება. გარედან ერთხელ მოსულები უფრო ჭირვეულობენ.

ისე, მაგარია. ჩვენთვის საკუთარი თავისთვის არაფერს ვიშურებთ. როგორც კი საქმე მიდგება სხვისთვის გაცემაზე, თუნდაც, საკუთარ მკურნალობას ჭირდებოდეს და ექიმს უნდა მივცეთ, ატყდება ერთი ვაიუშველებელი...

--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 16 მომხმარებელი (მათ შორის 16 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th November 2024 - 10:04 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი