ქრისტე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქრისტე |
მნათე |
Feb 24 2007, 04:08 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
კითხვამ გამიელვა 'რა აკლია ფორუმს?' და უცბად საკუთარმა თავმა მიპასუხა-'ქრისტე' დიახ, ჩვენ ქრისტეანები, მართლმადიდებლობის სახელით შევკრებილვართ და არც ართი თემა, მესიისთვის არ მიგვიძღვნია...
არადა მან შეგვქმნა, გახდა ერთი ჩვენთაგანი, თავი დაიმდაბლა, ბაგაში იშვა... სადაც ალბათ სუნი იყო... საქონელი მოძრაობდა... შემდეგ ადამიანად იცხოვრა დედამიწაზე და ყველაზე საშინელი ტკივილით აღესრულა.... დაიფლა და აღდგა, დაჯდა მამის მარჯვნივ და მაინც, ის ჩვენთნაა... ევქარისტიით და მადლით ჩვენ მასში ვერთიანდებით.. იგია ალფა და ომეგა, ანი და ჰოე, დასასრული და დასაწყისი.... მზრუნველი მამა რომელიც გვანუგეშებს.... ყველა და ყველაფერი ქედს იხრის მისი დიდების წინაშე... და ახლა როცა ამ პოსტს კითხულობთ, ის თქვენ გისმენთ... რა ბედნიერებაა იმის გააზრება რომ თავად ქრისტე, ზეციური მეუფე შენ გულს აყურადებს... აყრუადებს და სურს შემოვიდეს, შემოვიდეს და აავსოს ყველაფერი სიხარულით... მაგრამ ვაგდებთ.. განვეშორებით, არ გვიყვარს არადა მას უნდა ვიცნობდეთ, როგორც მამას და მეგობარს, მას უნდა ვეჩურჩულებოდეთ და დაცვას ვთხოვდეთ... ალბათ ჯვარცმისას თითოეულ ჩვენგანს ხედავდა და 'ამათთვისო' იძახდა... მინდა შევიყვარო, მაგრამ ამისთვის გულის გაწმენდა მომიწევს.... რა რთული, საამაყო და რაც მთავარია სასიხარულოა გერქვას: მართლმადიდებელი ქრისტეანი ცრემლით ვითხოვოთ სინანული, რომ ამ ყველაფერმა მიგვიყვანოს მწველ, ქრისტესმიერ სიყვარულამდე ყველას გილოცავთ ქრისტეს მიგნებას, იმედი მაქვს იქ, ზეციურ მამულშიც მექნება ამის საშუალება დაუკვირდით თითოეულ სიტყვას, როგორ ნატიფად ასამს ხოტბას მის დიდებულებას მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
G_I_O_R_G_I_ |
Feb 24 2007, 04:25 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
მართლაც ასეთი თემა უნდა ყოფილიყო გახსნილი
ლოცვა ბასილი დიდისაუფალო, ყოვლისა მპყრობელო, მეუფეო ძალთაო და ყოვლისა ხორციელისაო, რომელი მაღალთა შინა მკვიდრ-ხარ, და ყოველსავე მდაბალთა ხედავ, რომელი დაფარულთა კაცთასა მეცნიერ-ხარ და გულთა და გონებათა მოქმედებანი უწყნი, დაუსაბამოო და უხილავო, ნათლო თვალთ-შეუდგამო, რომელი მოიაჩრდილებელი ნათელი ხარ, შენ, უკვდავო მეუფეო, მოხედენ ვედრებასა ჩვენსა ზედა ჟამსა ამას, რომელნი მრავლისა შენისა მოწყალებისა მიმართ მინდობილ ვართ, და გევედრებით, შეიწირე მწიკვლევანთა ამათ ბაგეთა ჩვენთა მიერი ვედრება, და მომიტევენ ჩვენ ყოველნი შეცოდებანი ჩვენნი, საქმითნი, სიტყვითნი, და გონებითნი, ცნობით და უმეცრებითნი, და განმწმიდენ ჩვენ ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთასა და სულისა და მომმადლენ ჩვენ მღვიძარე გონება, გულის-სიტყვა კეთილი, და ყოვლისაგან ღამისა ამისა სოფლისაგან ჩვენზედა მომავალისა საცდურისაგან მიხსნენ, რათა ღირს ვიქმნეთ მიწევნად ბრწყინვალესა და განათლებულსა დღესა მას მეორედ მოსვლისა მხოლოდშობილისა ძისა შენისა, უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესსა, მოსვლასა მისსა დიდებით განსჯად ყოველთა კაცთა, და მიგებად თვითეულსა საქმეთა მათთაებრ, რათა არა განგდებულ ვიქმნეთ უდებებითა, არამედ რათა მღვიძრედ ვიპოვნეთ აღდგომილნი საქმითა კეთილითა, მომლოდნელნი წარდგომას სიხარულისა, და შესვლად საღმრთოსა სასძლოსა დიდებისა მისისასა, რათა ჩვენცა მკვიდრთა მას შინა წმიდათა თანა ღირს-ვიქმნეთ დღესასწაულობად ხმასა მას საღმრთოსა დიდებისა მისისასა მოუკლებელად, და განწმედილითა პირითა ხილვად პირსა მას გამოუთქმელისა ძისა შენისასა, რამეთუ შენ ხარ ჭეშარიტი ნათელი, რომელი განანათლებ და წმიდა-ჰყოფ ყოველთა კაცთა, და შენ გაქებს ყოველი დაბადებული უკუნითი უკუნისამდე, ამინ. ჩემი საყვარელი ლოცვა |
ზებედე |
Feb 24 2007, 04:43 AM
პოსტი
#3
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
უფალო იესო ქრისტე ძეო ღვთისაო შემიწყალე მე ცოდვილი -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
დავით ივერიელი |
Feb 24 2007, 12:51 PM
პოსტი
#4
|
Illuminatus ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 |
დიდება შენდა ქრისტე ღმერთო სასოებაო ჩვენო დიდება შენდა.... მიყვარს ეს სიტყვები ლიტურგიის ბოლოს რომ წარმოსთქვამს მღვდელმსახური...
გული ჩემი აღავსე სინანულით იესო თვალნი ჩემნი აღავსე ცრემლებითა იესო სული ჩემი აღანთე სანთელივით იესო ბაგე ჩემი აღახვენ შენდა ქებად იესო ძალა გამომელია შემიბრალენ იესო მომიტევენ ცოდვანი შემიწყალე იესო სასუფეველსა შენსა დამამკვიდრე იესო ვემთხვევი თქვენს ნაკვალევს ქირსტეში -------------------- მერე რა რომ . . .
|
კანონისტი |
Feb 24 2007, 09:48 PM
პოსტი
#5
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ქრისტე იესო ანუ ცხებული მხსნელი
ბერძნულად: იისუს ხრისტოს ლათინურად: იისუს კრისტუს სლავურად: იისუს ხრისტოს ებრაულად: იეშუა ჰა-მეშიახ არაბულად: ისა ალ-მასიჰ -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ana-xatia |
Feb 24 2007, 10:06 PM
პოსტი
#6
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 377 რეგისტრ.: 8-October 06 წევრი № 261 |
solomony
ჩემი საყვარელი ლოცვა ტკბილია იესო ქრისტე. უტკბილესია |
ქავთარაძე |
Feb 24 2007, 10:15 PM
პოსტი
#7
|
დაურეგისტრირებელი |
გუჯა
ჩემი საყვარელი ლოცვაა... |
ubralod gio |
Feb 24 2007, 10:37 PM
პოსტი
#8
|
giorgi ჯგუფი: Members პოსტები: 1,226 რეგისტრ.: 14-February 07 მდებარ.: saqartvelo,batumi წევრი № 1,079 |
ლოცვა დღითი-დღე სათქმელი
უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს მიმართ წმ.ფილარეტ მოსკოველი მიტროპოლიტისა უფალო,არა ვუწყი რაი ვითხოვო შენგან!შენ მხოლომან უწყი რაი ვითხოვო შენგან!შენ მხოლომან უწყი რაი არს ჩემდა სახმარ.გაქუს შენ სიყვარული ჩემი უფროის,ვიდრეღა ძალმიძს მე სიყვარული თავისა თვისისა. მამაო!მეც მონასა შენსა -რაიცა არცაღა მე ვუწყი რაი ვითხოვო.არა თავს ვიდებ კადნიერებასა თხოვად ჯვარისა,გინა ნუგეშინისცემისა.მხოლოდღა წარდგომილ-ვარ წინაშე შენსა და გული ჩემი განხმულ არს.ხედვენ შენ საჭიროებასა ჩემსა,რომელსა მე ვერ ვხედავ! ხედვიდე და იქმოდე ჩემთანა მოწყალებისაებრ შენსა!მომწყლავდე და განმურნებდე მე,დამცემდე და აღმადგინებდე.ვჰკრთი და უსიტყველ ვიქნები წინაშე შენსა და მიუწვდომელისა განგებულებისა შენისა. თავსა ჩემსა მსხვერპლად შემოგწირავ.მიგენებები შენ.არარაი მაქუს სურვილი,გარნა სურვილისა აღვასრულო ნებაი შენი. მასწავე მე ლოცვაი შენი-ტვით შენ ილოცვიდე თავსა შორის ჩემსა.ამინ. ეს ლოცვა ადრე თუ წაგიკითხავთ?მე მხოლოდ ეხლა ეს მონაკვეთი განსაკუთრებით მომეწონა თავსა ჩემსა მსხვერპლად შემოგწირავ.მიგენებები შენ.არარაი მაქუს სურვილი,გარნა სურვილისა აღვასრულო ნებაი შენი. -------------------- "რასაც ასწავლი,იმ წესით უნდა ცხოვრობდე...სიტყვის და საქმის სხვადასხვაობისას შედეგი არასასურველი იქნება,ჯერ შენში უნდა დავანდეს ჭეშმარიტი მოძღვრება, რომ შემდეგ აღსაზრდელებს გადასცე იგი."
"სამშობლოს არვის წავართმევ ნურც ნურვინ შეგვეცილება თორემ ისეთ დღეს დავაყრით!!! მკვდარსაც კი გაეცინება!!" |
ბექა |
Feb 28 2007, 04:34 AM
პოსტი
#9
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,748 რეგისტრ.: 26-October 06 წევრი № 333 |
გაიხარე მნათე მაგარი თემაა ვცდილობ ყოველ დღე იესოოს ლოცვა ვთქვა ხოლმე ასჯერ
|
კანონისტი |
Mar 1 2007, 12:17 PM
პოსტი
#10
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
beqa.shuxoshvili
ციტატა გაიხარე მნათე მაგარი თემაა ვცდილობ ყოველ დღე იესოოს ლოცვა ვთქვა ხოლმე ასჯერ კურთხევა უნდა მაგას, შენ შემოგევლოს შენი ძამიკო.... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
გლახა |
Mar 1 2007, 12:27 PM
პოსტი
#11
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
კანონისტი
ციტატა beqa.shuxoshvili ციტატა გაიხარე მნათე მაგარი თემაა ვცდილობ ყოველ დღე იესოოს ლოცვა ვთქვა ხოლმე ასჯერ კურთხევა უნდა მაგას, შენ შემოგევლოს შენი ძამიკო.... დაააააა........უცნაურია, რომ ვილოცო, ვიღაცას უნდა ვკითხო ამაზე უფლება.... |
შეხვეწილი |
Mar 1 2007, 12:31 PM
პოსტი
#12
|
უსამართლობაა ქვეყნის ალაჰი და ძალმომრეობაა მისი მოციქული ჯგუფი: Members პოსტები: 555 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: გარდატეხის ასაკი წევრი № 436 |
-------------------- სამშობლოსათვის თავდადება კიდეც მინდოდეს... ვერ დავდებ!
რადგან გაყიდეს და... არ გამაჩნია! არადა, რავჩივარ ერთი?.. |
მნათე |
Mar 1 2007, 12:34 PM
პოსტი
#13
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა დაააააა........უცნაურია, რომ ვილოცო, ვიღაცას უნდა ვკითხო ამაზე უფლება.... უფფფფფფფ, ეგ კანონისტის ფანტაზიებია ციტატა მე ეს სამი სიტყვა მომწონს: ქრისტემან ღმერთმან ჭეშმარიტმან... რატომღაც სულ მაგონებს... იყო და არა იყო რა... თბილი სიტყვებია როგორც ყოველთვის შენი აზრი, ესთეტიურობისა და შესაბამისობის ნორმებს სცილდება სამწუხაროა..... -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
შეხვეწილი |
Mar 1 2007, 12:38 PM
პოსტი
#14
|
უსამართლობაა ქვეყნის ალაჰი და ძალმომრეობაა მისი მოციქული ჯგუფი: Members პოსტები: 555 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: გარდატეხის ასაკი წევრი № 436 |
მნათე
მართლა სამწუხაროდ, შენ ჯერ არ იცი, რომ ამ სამ სიტყვას სხვა ენებზე ასე ვერ იტყვი... აბა სცადეთ... ქრისტემან ღმერთმან ჭეშმარიტმან... დადეთ ამის თარგმანები -------------------- სამშობლოსათვის თავდადება კიდეც მინდოდეს... ვერ დავდებ!
რადგან გაყიდეს და... არ გამაჩნია! არადა, რავჩივარ ერთი?.. |
მხევალი ნინო |
Mar 1 2007, 12:40 PM
პოსტი
#15
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
გლახა
ციტატა ვიღაცას უნდა ვკითხო ამაზე უფლება.... \ ვიღაცას არა რააა -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
კანონისტი |
Mar 1 2007, 12:42 PM
პოსტი
#16
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
გლახა
ციტატა უცნაურია, რომ ვილოცო, ვიღაცას უნდა ვკითხო ამაზე უფლება.... უფლება არა, კურთხევა. რომ ეშმაკთან ბრძოლას რომ იწყებ (იესოს ლოცვა ძალიან ძლიერია), საღმრთო მადლი რომ გფარავდეს მნათეს არ დაუჯერო, ჯერ არ იცის მაგდენი... მნათე ციტატა უფფფფფფფ, ეგ კანონისტის ფანტაზიებია მომიბრძანდები შენ იქ!!!! -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მხევალი ნინო |
Mar 1 2007, 12:42 PM
პოსტი
#17
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
მადლი უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყავნ ტქვენ ყოველთა თანა.
მე ეს სიტყვებიც მიყვარს -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
კანონისტი |
Mar 1 2007, 12:43 PM
პოსტი
#18
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
შეხვეწილი
ციტატა ქრისტემან ღმერთმან ჭეშმარიტმან... დადეთ ამის თარგმანები ხრისტოს ალითინოს თეოს რაცხა ბერძნულიც კაი ჩანს.... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
შეხვეწილი |
Mar 1 2007, 12:44 PM
პოსტი
#19
|
უსამართლობაა ქვეყნის ალაჰი და ძალმომრეობაა მისი მოციქული ჯგუფი: Members პოსტები: 555 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: გარდატეხის ასაკი წევრი № 436 |
მადლი უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყავნ ტქვენ ყოველთა თანა. მაგ სიტყვებს სხვა ენებზეც იგივე დატვირთვა აქვს... -------------------- სამშობლოსათვის თავდადება კიდეც მინდოდეს... ვერ დავდებ!
რადგან გაყიდეს და... არ გამაჩნია! არადა, რავჩივარ ერთი?.. |
მხევალი ნინო |
Mar 1 2007, 12:45 PM
პოსტი
#20
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
შეხვეწილი
ციტატა მაგ სიტყვებს სხვა ენებზეც იგივე დატვირთვა აქვს... ეს თემა დატვირთვას ეხება??? -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th October 2024 - 08:47 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი