აპოკალიფსის ანუ გამოცხადების შესახებ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
აპოკალიფსის ანუ გამოცხადების შესახებ |
George Leluashvili |
Feb 28 2011, 10:03 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
— ახალი აღთქმის ბოლო წიგნის სახელწოდება. ქრისტიანული ლიტერატურის და ესქატოლოგიის ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები. ხშირად მოიხსენიება როგორც აპოკალიფსი (ბერძნ. ἀποκάλυψις „გაშიშვლება, გახსნა, გამჟღავნება, გამოცხადება“). შექმნილია ჩვ. წ. 68-69 წლებში იოანე მოციქულის მიერ და აღწერილია წუთისოფლის უკანასკნელი დღეები. იოანე იყო იესო ქრისტეს თორმეტ მოწაფეთაგანი და, ამავე დროს, ყველაზე ახალგაზრდა მოციქული. პირველ ქრისტიანთა გადმოცემით, ყველა მოციქული, გარდა იოანესი, მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულა. იოანეც ევნო ქრისტესთვის, თუმცა გადმოცემით მას განსხვავებული წილი ერგო: საბერძნეთის კუნძულ პატმოსზე გადასახლებაში ყოფნისას, მას გამოეცხადა უფალი და უთხრა: ”მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი; რასაც ხედავ, დაწერე წიგნში და დაუგზავნე შვიდ ეკლესიას...”[1] ამ წიგნში წინასწარმეტყველება და უკანასკნელ დღეთა ამბები ძირითადად აღწერილია სიმბოლურად: მაგ. წერილები შვიდი ეკლესიისადმი, შვიდი ბეჭედი, ოთხი მხედარი, შვიდი საყვირი, ღვთის მძვინვარების შვიდი თასი, არმაგედონი, სიცოცხლის წიგნი, ცხოველის რიცხვი - 666, ბაბილონი - დიდი მეძავი, მხეცი შვიდი თავითა და ათი რქით, ათი მეფე, ათასწლოვანი სამეფო, ახალი იერუსალიმი, ძვირფასი ქვები, სიცოცხლის ხე და სხვა. ქრისტიანთა რწმენით ”იოანეს გამოცხადება” შეიცავს ღრმა საიდუმლოებებს. უფალი იესო ქრისტე კვლავ მოვა ამ ქვეყნად და განსჯის ქვეყანას, თუმცა როდის მოხდება ეს გაურკვეველია. მას მოელოდნენ პირველი ქრისტიანები და მას მოელიან დღევანდელი ქრისტიანები. როგორ ფიქრობთ სრულდება ყოველივე რაც იოანემ დაწერა? -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
George Leluashvili |
Mar 1 2011, 08:49 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
დღეს ყველა ხვდებითა ალბათ რომ ბოლო ჟამია და ანტიქრისტე კარების შემოგლეჯას ლამობს.ყოველივე რაც უფალმა გვითხრა ბოლო ჟამის შესახებ თითქმის აღსრულებულია.
-------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
afxazi |
Mar 1 2011, 03:05 PM
პოსტი
#3
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
mociquli qristesi
ციტატა დღეს ყველა ხვდებითა ლბათ რომ ბოლო ჟამია მომკალი და მე ვერ ვხვდები და ძალიან მაინტერესებს როგორ ხვდება სხვა. ხო, თხოვნა მექნება რომ პირველ რიგში განყოფილებაში არსებულ თემებს გადავხედოთ ხოლმე. შესაძლოა არსებობდეს ის თემა რაც ჩვენ გვინდა და ახლის გახსნა აუცილებელი არ იყოს. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
George Leluashvili |
Mar 1 2011, 04:29 PM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
afxazi
მე შეგახსენებ უფალ იესო ქრისტეს სიტყვებს ბოლო ჟამის შესახებ ,ანუ იმ დროზე სანამ ძე კაცისა, ანუ ქრისტე ღმერთი გამოჩნდება."აღსდგებიან ცრუ ქრისტენი და ცრუ წინასწარმეტყველნი და მოახდენენ დიდ სასწაულებს და ნიშნებს,რათა რჩეულნიც შეაცდინონ თუკი შეძლებენ" მათე(24,24). შეგიძლია მითხრა ლელა კაკულია, ექსტრასენსები, საი ბაბა და სხვა მრავალი ამდაგვარი"სასწაულების" მქმნელნი ვინ არიან თუ არა უფლის ნათქვამი "ცრუ სასწაულების მომხდენნი?"ეს ერთი საკითხი სასწაულების შესახებ. მეორე-სტიქიური უბედურებები-თუ ახალ ამბებს ვუსმენთ ამაზე კომენტარის გაკეთება ზედმეტია. მესამე-აღსდგება მშობელი შვილის წინააღმდეგ და შვილი მშობლის წინააღმდეგ - მრავალი შემთხვევაა უკვე ამ თემაზე დაფიქსირებული - ხოცავენ ერთმანეთს. მეოთხე-ომები. გადავხედოთ თუნდაც XX-XXI საუკუნეებს, ომების მეტი რა არის. ეს ძალიან მცირედ ბიბლიიდან ბოლო ჟამის შესახებ. სხვაა კიდევ "გამოცხადება" და წმინდა მამების წინასწარმეტყველება, რომელიც ძალიან დიდი თემაა და მრავალი წიგნია ამის შესახებ დაწერილი, რომელიც დღევანდელ რეალობას ასახავს. თუმცა ზოგადად საუბარიც შეიძლება. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
afxazi |
Mar 1 2011, 06:00 PM
პოსტი
#5
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
mociquli qristesi
ციტატა შეგიძლია მითხრა ლელა კაკულია ზემოთ აღნიშნული დასკვნა თუ ნახსენები პიროვნების შეფასების შემდეგ გააკეთე, მაშინ დამიჯერე ჯერ კიდევ შორსაა მეორედ მოსვლა -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
+++თამარი+++ |
Mar 1 2011, 06:24 PM
პოსტი
#6
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 28 რეგისტრ.: 28-February 11 წევრი № 10,565 |
ამაზე გუშინ მამა თეოდორემ ისაუბრა და სჯობს მას მოუსმინო
-------------------- ყველას სწადია, თავისი გაიტანოს. საბრალოთ ავიწყდებათ, რომ ბედნიერება მორჩილებაშია..
|
George Leluashvili |
Mar 1 2011, 07:23 PM
პოსტი
#7
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
mociquli qristesi ზემოთ აღნიშნული დასკვნა თუ ნახსენები პიროვნების შეფასების შემდეგ გააკეთე, მაშინ დამიჯერე ჯერ კიდევ შორსაა მეორედ მოსვლა ლელა კაკულია ცრუ წინასწარმეტყველად არ მიგაჩნია? ამაზე გუშინ მამა თეოდორემ ისაუბრა და სჯობს მას მოუსმინო ეგ ქადაგება სად შეიძლება ვნახო? -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
FiloTeos |
Mar 1 2011, 08:00 PM
პოსტი
#8
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 48 რეგისტრ.: 6-October 10 წევრი № 9,588 |
teodore.ge
-------------------- სიყვარული
|
George Leluashvili |
Mar 1 2011, 08:11 PM
პოსტი
#9
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
გასაგებია მამა თეოდორე,მარა ამ შემთხვევაში ჩვენი აზრები გამოვთქვათ.თუმცა სასულიერო პირების დარიგებებს არ უნდა გადავუხვიოთ,ამ შემთხვევაში კი ჩვენი აზრები დავაფიქსიროთ.
-------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
FiloTeos |
Mar 1 2011, 08:43 PM
პოსტი
#10
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 48 რეგისტრ.: 6-October 10 წევრი № 9,588 |
ჩვენ არ ვიცით როდის მოვა უფალი, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ ყოველ წამს, არ ვიცით როდის იქნება საყოველთაო სამსჯავრო, მაგრამ ჩვენი პირადი სამსჯავრო ხომ ნებისმიერ წამს შეიძლება მოგველოდეს?! მერე რა ვქნათ?
ლუკა 12:40 და თქუენცა იყვენით განმზადებულ, რამეთუ ჟამსა, რომელსა არა ჰგონებდეთ, ძე კაცისაჲ მოვიდეს. გამოცხადება 3:3 იჴსენებდ, უკუეთუ ვითარ მიიღე და შეინანე. ხოლო უკუეთუ არა მღჳძარე იყო, მოვიდე შენ ზედა, ვითარცა მპარავი, და ვერ სცნა, რომელსა ჟამსა მოვიდე შენ ზედა. რაც შეეხება ბოლო ჟამის მოახლოვების შეგრძნებას: მარკოზი 13:28 ხოლო ლეღჳსაგან ისწავეთ იგავი ესე: რაჟამს-იგი რტონი მისნი და დაჩჩჳან, და გამოვალნ ფურცელი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს ზაფხული. მარკოზი 13:29 ეგრეცა თქუენ, რაჟამს იხილოთ ესე ყოველი ყოფილი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს, კართა ზედა. მარკოზი 13:32 ხოლო დღისა მისთჳს და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცათა შინა, არცა ძემან, არამედ მამამან. მარკოზი 13:33 არამედ იხილეთ და მღჳძარე იყვენით, და ილოცევდით, რამეთუ არა იცით, ოდეს იყოს ჟამი იგი. I იოვანე 2:18 ყმანო, უკუანაჲსკნელი ჟამი არს და, ვითარცა-იგი გასმიეს, ვითარმედ ანტიქრისტე მოვალს და აწცა ანტიქრისტენი მრავალნი არიან, ვინაჲცა უწყით, ვითარმედ უკუანაჲსკნელი ჟამი არს. 22:20 იტყჳს, რომელი წამებს ამას: ჰე, მოვალ ადრე! ჰე, მოვიდოდე, უფალო იესუ! -------------------- სიყვარული
|
+++თამარი+++ |
Mar 1 2011, 09:15 PM
პოსტი
#11
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 28 რეგისტრ.: 28-February 11 წევრი № 10,565 |
გასაგებია მამა თეოდორე,მარა ამ შემთხვევაში ჩვენი აზრები გამოვთქვათ.თუმცა სასულიერო პირების დარიგებებს არ უნდა გადავუხვიოთ,ამ შემთხვევაში კი ჩვენი აზრები დავაფიქსიროთ. მეგობარო რაგინდა შენვე არ იცი მგონი.....ჩვენი აზრი ისაა რასაც უფალი ამბობს -------------------- ყველას სწადია, თავისი გაიტანოს. საბრალოთ ავიწყდებათ, რომ ბედნიერება მორჩილებაშია..
|
George Leluashvili |
Mar 1 2011, 10:29 PM
პოსტი
#12
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
მეგობარო რაგინდა შენვე არ იცი მგონი.....ჩვენი აზრი ისაა რასაც უფალი ამბობს მე კარგად ვიცი რაც მინდა. ჩვენი აზრი გეთანხმები რომ სწორედ ისაა, რასაც უფალი ამბობს, მაგრამ საქმე ისაა, რომ ყველას აზრი ის არაა, რასაც უფალი ამბობს. მე სწორედ მათი აზრი მაინტერესებს - მეგობარო -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
+++თამარი+++ |
Mar 1 2011, 10:37 PM
პოსტი
#13
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 28 რეგისტრ.: 28-February 11 წევრი № 10,565 |
მე კარგად ვიცი რაც მინდა!ჩვენი აზრი გეთანხმები რომ სწორედ ისაა,რასაც უფალი ამბობს,მაგრამ საქმე ისაა,რომ ყველას აზრი ის არაა,რასაც უფალი ამბობს.მე სწორედ მათი აზრი მაინტერესებს-მეგობარო. ჩემო კარგო მთავარია შენი აზრი ჭეშმარიტი იყოს და სხვას არუნდა აყვე „ქრისტეს მეორედ მოსვლა ამ ქვეყნად... ამქვეყნიური ცხოვრების დასასრული... საყოველთაო აღდგომა მკვდრეთით და ყოველი ადამიანის წარდგომა ღვთის სამსჯავროზე... ყოველივე ამას, აი, უკვე ორი ათასი წელია მოელის ქრისტიანული კაცობრიობა, რადგან ღმერთის გარდა არავინ იცის, როდის მოხდება ეს. ზუსტი დრო არავინ უწყის, მაგრამ ნიშნები მეორედ მოსვლისა წმიდა სახარებაში მკაფიოდაა ჩამოთვლილი. ეს ნიშნებია: მიწისძვრები, სხვა ბუნებრივი კატაკლიზმები, ადამიანთა მასიური დაღუპვანი, შიმშილობანი, ომები და „ამბავნი ბრძოლათანი“, სისხლიანი ერთნოკონფლიქტები („და აღსდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა“) და სხვა. მაგრამ უმთავრესი ნიშანი მოახლოებული მეორედ მოსვლისა არის საყოველთაო ურწმუნოების გავრცელება და ამქვეყნად დიდი ქრისტემტყუარის - ანტიქრისტეს გამოჩენა, რომელიც თავს ჭეშმარიტ მესიად, ამსოფლად მოვლენილ ღმერთად გამოაცხადებს, თითქმის მთელს დედამიწაზე გაბატონდება, მრავალ ურწმუნო თუ მცირედ მორწმუნე ადამიანს შეაცდენს და კაცობრიობის დიდ ნაწილს დაღუპავს. მისი გამოჩენა მოხდება შვიდი წლით ადრე ქვეყნის დასასრულამდე და ქრისტეს მეორედ მოსვლამდე...“ „თუ იცი რაიმე ანტიქრისტეს შესახებ, მოყვასსაც აუწყე!“ (წმ. კირილე იერუსალიმელი) უფალი იესო ქრისტე ბრძანებს: „...ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“ (მათე 16,18). რას ნიშნავს ეს გამოთქმა - „ბჭენი ჯოჯოხეთისანი?“ ქრისტეს ეკლესიასთან ბრძოლის ეს გეგმა, ანუ ჯოჯოხეთის ძალთა უმთავრესი მიზანი - მზადება მომავალი გადამწყვეტი ბრძოლისათვის - საღმრთო წერილშია მოცემული გამოთქმით - „საიდუმლო უსჯულოებისა“ (II თესალონიკ. 2,7). უსჯულოების ეს საიდუმლო საუკუნეთა მანძილზე მოქმედებდა ეკლესიისა და ჭეშმარიტი სარწმუნოების წინააღმდეგ და ამქვეყნად კაცობრიობის უბოროტესი მტრის - ანტიქრისტეს გამოჩენით უნდა დასრულდეს (II თესალონიკ. 2,8).ანტიქრისტეს ამქვეყნად მოსვლა და გამეფება შესაძლებელი გახდება საყოველთაო აპოსტასიის, ანუ ჭეშმარიტი რწმენისაგან ადამიანთა დიდი განდგომილების ჟამს, როცა ღვთაებრივი ძალა მოაკლდება და აღარ შეეწევა კაცობრიობის უდიდეს ნაწილს.უფალი ამბობს თავად რჩეულებიც ცდუნდებიან -------------------- ყველას სწადია, თავისი გაიტანოს. საბრალოთ ავიწყდებათ, რომ ბედნიერება მორჩილებაშია..
|
George Leluashvili |
Mar 1 2011, 10:46 PM
პოსტი
#14
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
სხვას არ უნდა აყვე მაგრამ,მას უნდა მოუსმინო და ისე უნდა დაარწმუნო შენი რელიგიის ჭეშმარიტებაში.
მე არ მითქვამს რომ სხვის აზრს უნდა აყვე! -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
+++თამარი+++ |
Mar 1 2011, 10:49 PM
პოსტი
#15
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 28 რეგისტრ.: 28-February 11 წევრი № 10,565 |
შენ რაგინდა რომ ვიღაც ბუდისტებს და ვიღაცეებს შთაუგონო იესო ქრისტე? ეს არ შეილება ეს არის ძალადობა
-------------------- ყველას სწადია, თავისი გაიტანოს. საბრალოთ ავიწყდებათ, რომ ბედნიერება მორჩილებაშია..
|
George Leluashvili |
Mar 1 2011, 10:50 PM
პოსტი
#16
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
და საერთოდ შენს მიერ ჩამოთვლილი ბიბლიადან ამოღებული ციტატები აქ რა შუაშია?მე მათ ვცდილობ რომ ჩემ ცხოვრებაში გავატარო და შენ ისე მომწერე თითქოს მე მათ რაიმეში ვეწინააღმდეგებოდე!
-------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
+++თამარი+++ |
Mar 1 2011, 10:52 PM
პოსტი
#17
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 28 რეგისტრ.: 28-February 11 წევრი № 10,565 |
და საერთოდ შენს მიერ ჩამოთვლილი ბიბლიადან ამოღებული ციტატები აქ რა შუაშია?მე მათ ვცდილობ რომ ჩემ ცხოვრებაში გავატარო და შენ ისე მომწერე თითქოს მე მათ რაიმეში ვეწინააღმდეგებოდე! მისმინე შენ მოძღვარი გჭირდება და მას უნდა ესაუბრო ამ თემაზე რელიგია და საერთოდ რწმენა ძალიან ინტიმური თემააა და არ შეილება ესე -------------------- ყველას სწადია, თავისი გაიტანოს. საბრალოთ ავიწყდებათ, რომ ბედნიერება მორჩილებაშია..
|
George Leluashvili |
Mar 1 2011, 10:57 PM
პოსტი
#18
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
შენ რაგინდა რომ ვიღაც ბუდისტებს და ვიღაცეებს შთაუგონო იესო ქრისტე? ეს არ შეილება ეს არის ძალადობა კაცო ძალადობა რაშუაშია?შენ ეხლა ისეთ რაღაცეებს მეუბნები,რასაც მე თვითონ ვეთანხმები შენი ზემოთ მოყანილი ციტატა ჩემტვის მისაღებია და მის საწინააღმდეგოდ მგონი არაფერი მითქვამს.ხოლო თუიმ "ვიღაც ბუდისტს და ვიღაცეებს"აინტერესებთ იესო ქრისტე და გთხოვენ ესა თუ ის ადგილი განუმარტო?ძალადობას კიდე არც მე მივმართავ და მეც უარვყოფ!!!ეგ არაფერ შუაშია! მისმინე შენ მოძღვარი გჭირდება და მას უნდა ესაუბრო ამ თემაზე რელიგია და საერთოდ რწმენა ძალიან ინტიმური თემააა და არ შეილება ესე მოძღვარი მყავს და სტიქაროსანი და მედავითნე ვარ რა არ შეიძლება რო სხვა სარწმუნოებებზე ვისაუბროთ? -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
George Leluashvili |
Mar 15 2011, 07:24 PM
პოსტი
#19
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
მგონი ჩინეთში მომხდარი ამბებიც ამას ადასტურებს ქვეყნის აღსასრულის მოახლოებას.
ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი პირობაა. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
George Leluashvili |
Apr 10 2011, 11:02 PM
პოსტი
#20
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
ძე კაცისას მეორედ მოსვლა (მთ. 25) ადამიანის დაცემით ყოველი ქმნილება უნებურად მოექცა ხრწნის მონობის ქვეშ და „თანა-კუნესის და თანა-ელმის მოაქამდე“ (რომ. 8,22). დადგება დრო, როცა მთელი ნივთიერი სამყარო და კაცთა მოდგმა განიწმიდება ადამიანთა ცოდვისაგან და განახლდება. ნივთიერი სამყაროს ეს განახლება უნდა მოხდეს ცეცხლით „უკანასკნელ დღეს“, როდესაც აღესრულება უკანასკნელი სამსჯავრო სოფელზე. წარღვნამდელი კაცობრიობა წყალში დაიხრჩო, „ხოლო აწ ცანი და ქუეყანა მითვე სიტყუითა დაუნჯებულ არიან, ცეცხლისა დამარხულნი დღედ საშჯელისა და წარწყმედისა უღმრთოთა კაცთაისა“ (2 პეტ. 3,7); „ხოლო მოიწიოს დღე იგი უფლისაი, ვითარცა მპარავი ღამისაჲ, რომელსა შინა ცანი მძაფრიად წარჴდენ და წესნი იგი დაიწუნენ და დაზულენ და ქუეყანაჲ და მას შინა საქმენი დაიწუნენ... და ახალთა ცათა და ახალსა ქუეყანასა მსგავსად აღთქუმისა მისისა მოველით, რომელსა შინა სიმართლე დამკვდრებულ არს“ (2 პეტ. 3,10,13). დღევანდელი სამყარო რომ წარმავალია, ამას ჯერ კიდევ ფსალმუნთმგალობელი წინასწარმეტყველებდა: „დასაბამსა შენ, უფალო, ქუეყანა დააფუძნე, და ქმნულნი ხელთა შენთანი ცანი არიან. იგინი წარჴდებიან, ხოლო შენ ჰგიე. და ყოველნი ვითარცა სამოსელნი დაძუელდენ, და ვითარცა შესამოსელნი სცვალნე იგინი, და იცვალნენ“ (ფს. 101,26-27). უფალმა იესუ ქრისტემ კი ბრძანა: „ცანი და ქუეყანა წარჴდენ“ (მთ. 24,35). სამყაროს აღსასრულში იგულისხმება არა მისი სრულად დანგრევა და განადგურება, არამედ მთლიანად შეცვლა და განახლება. V მსოფლიო კრებამ უარყო ორიგენისტების რიგი ცრუსწავლება და განსაკუთრებით კატეგორიულად დაგმო მათი შეხედულება, თითქოს ნივთიერი სამყარო კი არ გარდაიქმნება, არამედ მთლიანად განადგურდება. რაც შეეხება უფლის მოსვლის ჟამს ამქვეყნად მცხოვრებ ადამიანებს, ისინი მოციქულის სიტყვებით, მკვდრეთით აღმდგარი მიცვალებულების მსგავსად მყისიერად გარდაიქმნებიან: „აჰა ესერა საიდუმლოსა გითხრობ თქუენ: ყოველთავე უკუე არა შევისუენოთ, ხოლო ყოველნივე განვახლდეთ მეყსა წინა წამსა თუალისასა უკანაჲსკნელითა მით საყჳრითა, რამეთუ საყჳრსა დაეცეს და მკუდარნი იგი აღდგენ უხრწნელნი და ჩუენ განვახლდეთ. რამეთუ ჯერ-არს ხრწნილისა ამის შემოსად უხრწნელებაჲ, და მოკუდავისა ამის შემოსად უკუდავებაჲ“ (I კორ. 15,51-53). ძე ღვთისას ამქვეყნიდან ზეცად ამაღლების დროიდან მორწმუნე ქრისტიანთა სულიერი ხედვა მიმართულია მსოფლიოს ისტორიის უდიდესი სამომავლო მოვლენის - უფლის ამქვეყნად მეორედ მოსვლისაკენ. ამ მოსალოდნელი მოსვლის სინამდვილე სრულიად გარკვევით დაამოწმა თავად უფალმა იესო ქრისტემ და თან დაწვრილებით დაახასიათა ეს მოვლენა (მთ. 16,27; მთ. 24; მრკ. 8,38; ლკ. 12,40; ლკ. 17,24; ინ. 14,3). მის შესახებ იუწყებოდნენ ანგელოზები უფლის ამაღლების დროს (საქმ. 1,11); მასვე ხშირად შეგვახსენებენ მოციქულები: იუდა (იუდ. 14-15), იოანე (I ინ. 2,28) და პეტრე (I პეტ. 4,13) და მრავალჯერ პავლე მოციქული (I კორ. 4,5; I თეს. 5,2-6 და სხვა). თვითონ უფალმა მოწაფეებს თავისი მოსვლა, როგორც მოვლენა, ასე დაუხასიათა: იგი უეცრად და ყველასთვის ცხადად მოხდება: „ვითარცა ელვაჲ რაჲ გამობრწყინდის მზისა-აღმოსავალით და ჩანნ ვიდრე დასავალადმდე, ეგრეთ იყოს მოსლვაჲ ძისა კაცისაჲ“ (მთ. 24,27). თავდაპირველად გამოჩნდება „სასწაული ძისა კაცისაჲ ცათა შინა, და მაშინ იტყებდნენ ყოველნი ტომნი ქუეყანისანი“ (მთ. 24,30). ეს „სასწაული“ (ნიშანი) ეკლესიის წმიდა მამათა ერთსულოვანი განმარტებით, უფლის ცხოველმყოფელი ჯვარია. უფალი მთელი თავისი დიდებით და ანგელოზთა ურიცხვი დასით გარშემორტყმული მოვა: „და იხილონ ძე კაცისაჲ მომავალი ღრუბელთა ზედა ცისათა ძალითა და დიდებითა მრავლითა“ (მთ. 24,30), „ანგელოზთა თანა წმიდათა“ (მრკ. 8,38). მაშინ უფალი დაჯდება „საყდართა დიდებისა თჳსისათა“ (მთ. 25,31). მაშასადამე, მეორედ მოსვლა განსხვავებული იქნება პირველთან შედარებით: უფალმა მაშინ „დაიმდაბლა თავი თჳსი და იქმნა იგი მორჩილ ვიდრე სიკუდილადმდე და სიკუდილითა მით ჯუარისაჲთა“ (ფლპ. 2,8). იგი მოვა, რათა მოხდეს „განკითხვა სოფლისა სიმართლით“ (საქმ. 17,31) და მიგებად „კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ“ (მთ. 16,27). არსებითად ამით განსხვავდება მისი ამქვეყნად მეორედ მოსვლის მიზანი პირველისაგან, როდესაც მოვიდა, „რაჲთა აცხოვნოს სოფელი მის მიერ“ (ინ. 3,17) და „მიცემად სული თჳსი საჴსრად მრავალთათჳს“ (მთ. 20,28). ადამიანის დაცემით ყოველი ქმნილება უნებურად მოექცა ხრწნის მონობის ქვეშ და „თანა-კუნესის და თანა-ელმის მოაქამდე“ (რომ. 8,22). დადგება დრო, როცა მთელი ნივთიერი სამყარო და კაცთა მოდგმა განიწმიდება ადამიანთა ცოდვისაგან და განახლდება. ნივთიერი სამყაროს ეს განახლება უნდა მოხდეს ცეცხლით „უკანასკნელ დღეს“, როდესაც აღესრულება უკანასკნელი სამსჯავრო სოფელზე. წარღვნამდელი კაცობრიობა წყალში დაიხრჩო, „ხოლო აწ ცანი და ქუეყანა მითვე სიტყუითა დაუნჯებულ არიან, ცეცხლისა დამარხულნი დღედ საშჯელისა და წარწყმედისა უღმრთოთა კაცთაისა“ (2 პეტ. 3,7); „ხოლო მოიწიოს დღე იგი უფლისაი, ვითარცა მპარავი ღამისაჲ, რომელსა შინა ცანი მძაფრიად წარჴდენ და წესნი იგი დაიწუნენ და დაზულენ და ქუეყანაჲ და მას შინა საქმენი დაიწუნენ... და ახალთა ცათა და ახალსა ქუეყანასა მსგავსად აღთქუმისა მისისა მოველით, რომელსა შინა სიმართლე დამკვდრებულ არს“ (2 პეტ. 3,10,13). დღევანდელი სამყარო რომ წარმავალია, ამას ჯერ კიდევ ფსალმუნთმგალობელი წინასწარმეტყველებდა: „დასაბამსა შენ, უფალო, ქუეყანა დააფუძნე, და ქმნულნი ხელთა შენთანი ცანი არიან. იგინი წარჴდებიან, ხოლო შენ ჰგიე. და ყოველნი ვითარცა სამოსელნი დაძუელდენ, და ვითარცა შესამოსელნი სცვალნე იგინი, და იცვალნენ“ (ფს. 101,26-27). უფალმა იესუ ქრისტემ კი ბრძანა: „ცანი და ქუეყანა წარჴდენ“ (მთ. 24,35). სამყაროს აღსასრულში იგულისხმება არა მისი სრულად დანგრევა და განადგურება, არამედ მთლიანად შეცვლა და განახლება. V მსოფლიო კრებამ უარყო ორიგენისტების რიგი ცრუსწავლება და განსაკუთრებით კატეგორიულად დაგმო მათი შეხედულება, თითქოს ნივთიერი სამყარო კი არ გარდაიქმნება, არამედ მთლიანად განადგურდება. რაც შეეხება უფლის მოსვლის ჟამს ამქვეყნად მცხოვრებ ადამიანებს, ისინი მოციქულის სიტყვებით, მკვდრეთით აღმდგარი მიცვალებულების მსგავსად მყისიერად გარდაიქმნებიან: „აჰა ესერა საიდუმლოსა გითხრობ თქუენ: ყოველთავე უკუე არა შევისუენოთ, ხოლო ყოველნივე განვახლდეთ მეყსა წინა წამსა თუალისასა უკანაჲსკნელითა მით საყჳრითა, რამეთუ საყჳრსა დაეცეს და მკუდარნი იგი აღდგენ უხრწნელნი და ჩუენ განვახლდეთ. რამეთუ ჯერ-არს ხრწნილისა ამის შემოსად უხრწნელებაჲ, და მოკუდავისა ამის შემოსად უკუდავებაჲ“ (I კორ. 15,51-53).ადამიანის დაცემით ყოველი ქმნილება უნებურად მოექცა ხრწნის მონობის ქვეშ და „თანა-კუნესის და თანა-ელმის მოაქამდე“ (რომ. 8,22). დადგება დრო, როცა მთელი ნივთიერი სამყარო და კაცთა მოდგმა განიწმიდება ადამიანთა ცოდვისაგან და განახლდება. ნივთიერი სამყაროს ეს განახლება უნდა მოხდეს ცეცხლით „უკანასკნელ დღეს“, როდესაც აღესრულება უკანასკნელი სამსჯავრო სოფელზე. წარღვნამდელი კაცობრიობა წყალში დაიხრჩო, „ხოლო აწ ცანი და ქუეყანა მითვე სიტყუითა დაუნჯებულ არიან, ცეცხლისა დამარხულნი დღედ საშჯელისა და წარწყმედისა უღმრთოთა კაცთაისა“ (2 პეტ. 3,7); „ხოლო მოიწიოს დღე იგი უფლისაი, ვითარცა მპარავი ღამისაჲ, რომელსა შინა ცანი მძაფრიად წარჴდენ და წესნი იგი დაიწუნენ და დაზულენ და ქუეყანაჲ და მას შინა საქმენი დაიწუნენ... და ახალთა ცათა და ახალსა ქუეყანასა მსგავსად აღთქუმისა მისისა მოველით, რომელსა შინა სიმართლე დამკვდრებულ არს“ (2 პეტ. 3,10,13). დღევანდელი სამყარო რომ წარმავალია, ამას ჯერ კიდევ ფსალმუნთმგალობელი წინასწარმეტყველებდა: „დასაბამსა შენ, უფალო, ქუეყანა დააფუძნე, და ქმნულნი ხელთა შენთანი ცანი არიან. იგინი წარჴდებიან, ხოლო შენ ჰგიე. და ყოველნი ვითარცა სამოსელნი დაძუელდენ, და ვითარცა შესამოსელნი სცვალნე იგინი, და იცვალნენ“ (ფს. 101,26-27). უფალმა იესუ ქრისტემ კი ბრძანა: „ცანი და ქუეყანა წარჴდენ“ (მთ. 24,35). სამყაროს აღსასრულში იგულისხმება არა მისი სრულად დანგრევა და განადგურება, არამედ მთლიანად შეცვლა და განახლება. V მსოფლიო კრებამ უარყო ორიგენისტების რიგი ცრუსწავლება და განსაკუთრებით კატეგორიულად დაგმო მათი შეხედულება, თითქოს ნივთიერი სამყარო კი არ გარდაიქმნება, არამედ მთლიანად განადგურდება. რაც შეეხება უფლის მოსვლის ჟამს ამქვეყნად მცხოვრებ ადამიანებს, ისინი მოციქულის სიტყვებით, მკვდრეთით აღმდგარი მიცვალებულების მსგავსად მყისიერად გარდაიქმნებიან: „აჰა ესერა საიდუმლოსა გითხრობ თქუენ: ყოველთავე უკუე არა შევისუენოთ, ხოლო ყოველნივე განვახლდეთ მეყსა წინა წამსა თუალისასა უკანაჲსკნელითა მით საყჳრითა, რამეთუ საყჳრსა დაეცეს და მკუდარნი იგი აღდგენ უხრწნელნი და ჩუენ განვახლდეთ. რამეთუ ჯერ-არს ხრწნილისა ამის შემოსად უხრწნელებაჲ, და მოკუდავისა ამის შემოსად უკუდავებაჲ“ (I კორ. 15,51-53). რამდენს ვკარგავთ ამ ცოდვილი ცხოვრებით... -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 03:53 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი