რაც ყველა ფორუმელმა უნდა იცოდეს..., უფრო სწორად, ყველა ადამიანმა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რაც ყველა ფორუმელმა უნდა იცოდეს..., უფრო სწორად, ყველა ადამიანმა |
მარიამი |
Aug 31 2006, 11:20 PM
პოსტი
#1
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
ურთიერთობის კულტურის შესახებ რელიგიური ზნეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ურთიერთობის კულტურა, ანუ ცოდნა იმისა, თუ როგორ უნდა ესაუბრო მშვიდად მეორე ადამიანს, თუნდაც იგი შენს შეხედულებას არ იზიარებდეს, ან სულაც საპირისპირო აზრს გამოთქვამდეს. ადამიანის სულში დავანებული ღვთის მადლი აღარ გვაძლევს იმის უფლებას, რომ შეურაცხვყოთ ან დავამციროთ მოყვასი, ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანი. ადამიანთა ეთიკა ურთიერთპატივისცემაში ვლინდება. კულტურის, განსაკუთრებით კი, სულიერი კულტურის, მაღალი დონე იმაში მდგომარეობს, რომ ყოველ ადამიანში შეგეძლოს, დაინახო ღვთის ხატი და მსგავსი პიროვნება, რომელსაც საკუთარი მსოფლმხედველობა, ზნეობრივი კრიტერიუმები, საკუთარი სულიერი სამყარო გააჩნია. როდესაც ორი ადამიანი რელიგიაზე საუბრობს და მათი მსოფლმხედველობა ერთმანეთს არ ემთხვევა, საუბარმა ჭეშმარიტების ერთობლივი ძიების ფორმა უნდა მიიღოს: თავიდან უნდა გაირკვეს, თუ რაში თანხმდება და რით განსხვავდება ერთმანეთისაგან მათი შეხედულებები. შემდეგ უნდა მოიძებნოს ჭეშმარიტების საერთო კრიტერიუმები, მშვიდად განიხილონ ყოველგვარი შეუთანხმებლობა და დაისვას კორექტული შეკითხვები. ასე უნდა გავაგრძელოთ თანმიმდევრობით, პუნქტიდან პუნქტამდე და არაფრის დიდებით არ უნდა გადავუხვიოთ ძირითად საფუძველს. ეს საფუძველი შეიძლება იყოს დედაეკლესიის ყველა სწავლება, ბიბლიის ტექსტი ან თუნდაც, მხოლოდ ახალი აღთქმა. იმისათვის, რომ თანამოსაუბრეს შესაბამისად ვუპასუხოთ, საჭიროა, სიმშვიდით მოვუსმინოთ და სრულყოფილად გამოვავლინოთ მისი მსოფლმხედველობა. შემდეგ აუცილებელია დავაზუსტოთ, რამდენად სწორად გავიგეთ მისი პოზიცია და შემთხვევით ხომ არ მივაწერეთ ის, რაზეც არც კი უფიქრია. და თუ მისგან მივიღებთ დასტურს, მაშინ თავიდან უნდა აღვნიშნოთ, თუ რა არის მისი პოზიციიდან ჩვენთვის მისაღები. ალბათ, არც არსებობს ისეთი ადამიანი, რომელსაც ყველაფერზე არასწორი დამოკიდებულება ექნება (მაგალითად, ღირსმა მაკარი მეგვიპტელმა შრომისმოყვარეობისთვის კერპის ქურუმიც კი შეაქო, როდესაც დაინახა, რომ მას მხრებით მძიმე მორი მოჰქონდა). ამიტომ მას შემდეგ, რაც თანამოსაუბრესთან გარკვეულ ფსიქოლოგიურ კავშირს დავამყარებთ, იგი აღარ მიგვიჩნევს მოწინააღმდეგედ, მტრად, არამედ, პირიქით, სუბარს მეგობრულად განწყობილ ადამიანთან გააგრძელებს, რომელიც ცდილობას, მას გაუგოს. საჭიროა, ძალიან კორექტულად შევეხოთ აზრთა სხვადასხვაობას და თანამოსაუბრეს პირველწყაროების ერთად განხილვა შევთავაზოთ. დიდი ეთიკური და ფსიქოლოგიური შეცდომაა დამამტკიცებელი საბუთების განხილვამდე აპრიორის გამოტანა, როდესაც მტკიცებულებებს საკუთარი ავტორიტეტით ვანაცვლებთ, რაც სხვებისთვის სულაც არ არის სავალდებულოდ მისაღები. თავად მოსაუბრემ უნდა გამოიტანოს დასკვნები, და თუ ეს ეძნელება, ძალა აღარ უნდა დავატანოთ: მოგვიანებით იგი თავად დაუბრუნდება ამავე პრობლემებს, უდავო ფაქტების ზემოქმედებით ოპონენტი იძულებულიც რომ გახადოთ, დაგეთანხმოთ, ეს თანხმობა მაინც დროებითი და არამყარი თანხმობა იქნება . იგი აუცილებლად მოისურვებს დამარცხებისათვის რევნშის აღებას და კამათის შემდეგ თქვენი მოსაზრების საწინააღმდეგოდ ახალი დასკვნებისა და ფაქტების მოძიებას შეეცდება. სოკრატეს ძალა მხოლოდ მისი გონიერება კი არ იყო, არამედ კამათის მეთოდიც. ის თანამოსაუბრის მაგივრად კი არ საუბრობდა, არამედ სრულ თავისუფლებას აძლევდა, თავად გამოეტანა მას საკუთარი დასკვნები; შესაბამისი მაგალითები მოჰყავდა და ისეთ კითხვებს უსვამდა, რომელთა პასუხიც მოპაექრეს ლოგიკურად მიიყვანდა ჭეშმარიტებამდე. ჩვენი მხრივ, თანამოსაუბრის კრიტიკული შენიშვნა სიმშვიდით უნდა მივიღოთ და თუ ის სამართლიანი იქნება, მაშინვე უნდა დავეთანხმოთ კიდეც (რა თქმა უნდა, ეს არ ეხება მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატებს). საუბარი უაზრო გახდება, თუკი მას კამათში, თავისებურ სიტყვიერ პაექრობაში გადავზრდით, რის შედეგადაც ვერაფერს მოვიგებთ. მაშინ დიალოგი ორი ადამიანის მონოლოგად გადაიქცევა, ანუ როცა თითოეული მხოლოდ თვითონ საუბრობს და არ უსმენს მეორეს, და თუ უსმენს კიდეც, მხოლოდ ერთადერთი მიზნით: რადაც არ უნდა დაუჯდეს უარყოს მისი მოსაზრებები. ადამიანის სულიერ და ზნეობრივ განუვითარებლობას საუბრის მიმართ მისი არასწორი პოზიცია, ანუ უკეთ რომ ვთქვათ, სასაუბრო „პოზა“ მოწმობს. რამდენიმე სახის საუბრის ფორმა არსებობს, რომლებიც ჭეშმარიტად ეკლესიური ადამიანისათვის სრულიად მიუღებელი უნდა იყოს: 1) „მასწავლებლის“ პოზა, როდესაც ერთი ადამიანი მეორეს საკუთარი უპირატესობის შეგრძნებით ესაუბრება. მას ეჭვიც კი არ ეპარება იმაში, რომ თანამოსაუბრეზე მეტი იცის, რომ მასზე ჭკვიანია, რომ უკეთ ესმის ის, თუ რა არის უკეთესი ამა თუ იმ ადამიანისათვის. მას ეჩვენება, რომ თავისი უშუალო მოვალეობაა, ასწავლოს სხვებს. ასეთი ადამიანები მეტად თავდაჯერებულად საუბრობენ და თავადაც კი ვერ ხვდებიან, რომ თავიანთი რიხიანი საუბარი მათგან მოსაუბრის გულს კიდევ უფრო განიზიდავს. 2) „მსაჯულის“ პოზა, როდესაც ადამიანი საკუთარ თავს უმაღლეს ინსტანციად მიიჩნევს სხვის სამსჯავროზე. ის მუდმივად მიუთითებს თანამოსაუბრის ნაკლოვანებებზე, ცდილობს, გამოიჭიროს ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტებით, ამხელს და გამოაქვს განაჩენი და, ამავე დროს, სრულებით არ აცნობიერებს, რომ ეს მისი მოვალეობა სულაც არ არის. ასეთ ადამიანს ჰგონია, რომ სიკეთე მოაქვს მოყვასისათვის, თითქოს თვალს უხელს საკუთარი ნაკლოვანებების დასანახად. სრულიად დარწმუნებულს მიაჩნია, რომ საწყალი ცოდვილი მადლობელი უნდა იყოს მისი, რადგან „ჭკუა დაარიგეს“. სხვათა გამოსწორების სურვილი ხშირად დამღუპველი ხასიათისაა და მისი ძირი, რა თქმა უნდა, საკუთარ ამპარტავნებაში უნდა ვეძიოთ. 3) „ყოვლისმცოდნისა“ და „მრჩეველის“ პოზაა, როცა ადამიანს მზად აქვს რჩევა და „რეცეპტი“ ყოველგვარი ცხოვრებისეული გარემოსათვის. ჩვეულებრივ, ეს ძალიან ზედაპირული (არაშორსმჭვრეტელი) ადამიანები არიან, რომლებიც ბევრს ლაპარაკობენ, ვინაიდან ცოტა იციან და კიდევ უფრო ნაკლებს ფიქრობენ. ისინი მზად არიან ადვილად ურჩიონ ადამიანს, რადგანაც საკუთარ სიტყვებზე პასუხისმგებლობას არ გრძნობენ. ასეთი ადამიანები ყოველთვის სხვის საქმეში ერევიან, სრულიად დარწმუნოებულნი, რომ დიდ დახმარებას უწევენ მას, სინამდვილეში ხელს უშლიან მის სულიერ განვითარებას. ამავე დროს, თავად არ ითვალისწინებენ სხვების რჩევა-დარიგებას და როდესაც მათი პირადი საქმეები წარუმატებლად მთავრდება (და, უნდა ითქვას, რომ ასე საკმაოდ ხშირად ხდება), ამაში ყველას ადანაშაულებენ, საკუთარი თავის გარდა. 4) „უფროსის“ პოზა, ანუ როცა ადამიანი ისე საუბრობს, თითქოს თავის ქვეშევრდომს ბრძანებას აძლევს. მას სურს იყოს „მეფე“ თავის ოჯახში, მეგობრებში ან უბრალოდ თანამოსაუბრეთა შორის. ასეთი ადამიანები წინააღმდეგობებს ვერ იტანენ. ისინი აღტაცებულნი არიან საკუთარი პიროვნებით, და პირიქით, უპატივცემულოდ ექცევიან სხვებს. ისინი უსირცხვილოდ, თუმცაღა ზოგჯერ ძალიან შეფარვით, აქებენ საკუთარ თავს, ჰყვებიან საკუთარი სათნოებების შესახებ, ყველაზე ხშირად კი თავიანთ განუხორციელებელ კეთილი საქმეებზე საუბრობენ. ერთსა და იმავე ფრაზას რამდენჯერმე იმეორებენ, რათ თანამოსაუბრის მეხსიერებაში ღრმად ჩაბეჭდონ ესა თუ ის ფაქტი. სხვებთან მიმართებაში ისინი გულქვაობასა და უმადურობას ავლენენ. ისინი, როგორც ჩანს, გულწრფელად მიიჩნევენ, რომ მათთან ერთად საერთო ჰაერით სუნთქვა ადამიანებისათვის უდიდესი ბედნიერება უნდა იყოს. თანამოსაუბრეს არ უსმენენ და ყოველ წუთას აწყვეტინებენ საუბარს ისეთი შეკითხვებით, რაც საუბრის თემას სრულებით არ ეხება. ამ რამდენიმე ფსიქოლოგიურ ტიპზე მხოლოდ იმიტომ შევჩერდით, რომ ჩვენ თავადაც ხშირად ვერ ვაკონტროლებთ საკუთარ თავს და განსაკუთრებით რელიგიურ თემებზე საუბრისას სწორედ ასე ვიქცევით. სიამაყამ შეიძლება თანამოსაუბრეთა შორის ყველა ფსიქოლოგიური ხიდი დაარღვიოს და ისინი მტრულ ბანაკებად გაჰყოს. ადამიანი კორექტული უნდა იყოს სხვათა მიმართ, მითუმეტეს - რელიგიურ თემაზე საუბრისას. ღვთაებრივი დიდებისადმი ჩვენი მოშურნეობა ცხოვრებაში ღვთის ნების აღსრულებით, ანუ მცნებების დაცვით უნდა გამოიხატებოდეს, და არა სხვაგვარად მოაზროვნის, ან სულაც ათეისტის მიმართ უხეში დამოკიდებულებით. უხეშობა ხშირად ფარავს სისუსტეს ან არგუმენტთა არქონას, სიამაყე და ამპარტავნება კი - დაბალ ინტელექტუალურ დონეზე მეტყველებს. არსებობს ერთი ინგლისური ანდაზა, სადაც ნათქვამია, რომ კუს ბაკანში წარმოქმნილ სიცარიელეს სიამაყე ავსებს. თუკი თანამოსაუბრის მიზეზით საუბარი არაკორექტულ ფორმებს ღებულობს, აუცილებელია, მას მივუთითოთ, რომ სერიოზულ თემებზე სერიოზული და მშვიდი საუბარია საჭირო, და თუ ამ შენიშვნას არ გაითვალისწინებს, უარი უნდა ვთქვათ საუბრის გაგრძელებაზე, ვინაიდან ამგვარ შემთხვევაში არაკორექტულობა ხშირად უხამსობაში გადადის და შეიძლება ურთიერთწყენითა და განხეთქილებით დამთავრდეს. ბოლო დროს ისე გახშირდა რელიგიურ თემებზე საუბრები, თანაც იმათ შორის, ვინც თავისი ცხოვრების წესით საკმაოდ დაშორებულია ეკლესიას, რომ თავს უფლება მივეცით, რამდენიმე სიტყვით შევხებოდით საუბრის კულტურას, რაც თანამედროვე საზოგადოებას ესოდენ გვაკლია. რა თქმა უნდა, სტატიას არ გააჩნია პრეტენზია, ვინმეს რაიმე ასწავლოს, მაგრამ იმედია, ჩვენი მკითხველი გაითვალისწინებს ჩვენს გულითად რჩევებს, რაც ადამიანების ერთმანეთთან დაახლოებას შეუწყობს ხელს. მოამზადა ნათია თარაშვილმა გაზეთი „საპატრიაქროს უწყებანი“, №27 2002 წ. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მნათე |
Aug 31 2006, 11:28 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
შესანიშნავი რამაა, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ყველამ
-------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
სალომე |
Aug 31 2006, 11:34 PM
პოსტი
#3
|
სალომე ჯგუფი: მემატიანე პოსტები: 2,068 რეგისტრ.: 3-August 06 წევრი № 38 |
ციტატა 2) „მსაჯულის“ პოზა, როდესაც ადამიანი საკუთარ თავს უმაღლეს ინსტანციად მიიჩნევს სხვის სამსჯავროზე. ის მუდმივად მიუთითებს თანამოსაუბრის ნაკლოვანებებზე, ცდილობს, გამოიჭიროს ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტებით, ამხელს და გამოაქვს განაჩენი და, ამავე დროს, სრულებით არ აცნობიერებს, რომ ეს მისი მოვალეობა სულაც არ არის. ასეთ ადამიანს ჰგონია, რომ სიკეთე მოაქვს მოყვასისათვის, თითქოს თვალს უხელს საკუთარი ნაკლოვანებების დასანახად. სრულიად დარწმუნებულს მიაჩნია, რომ საწყალი ცოდვილი მადლობელი უნდა იყოს მისი, რადგან „ჭკუა დაარიგეს“. სხვათა გამოსწორების სურვილი ხშირად დამღუპველი ხასიათისაა და მისი ძირი, რა თქმა უნდა, საკუთარ ამპარტავნებაში უნდა ვეძიოთ. |
ლილიანა |
Sep 1 2006, 07:39 AM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 |
"ისინი მზად არიან ადვილად ურჩიონ ადამიანს, რადგანაც საკუთარ სიტყვებზე პასუხისმგებლობას არ გრძნობენ. ასეთი ადამიანები ყოველთვის სხვის საქმეში ერევიან, სრულიად დარწმუნოებულნი, რომ დიდ დახმარებას უწევენ მას, სინამდვილეში ხელს უშლიან მის სულიერ განვითარებას"
ეს ასეა ყოველთვის მიჭირს ვინმესთვის რჩევის მიცემა არადა 2 წლის ან თუნცაც 1 წლის წინ დაჩემებული მქონდა და შინაგად ყოვლეთვის ვგძნობდი რო ნუგეშის უნარით ვიყავი დაჯილდევებული ხოდა შეიძლება ითქვას მეგობრის ნუგეში ან მისი დარგება ჩემი " ჰობი " იყო მაპატიეთ ცოტა ცინიზმი უბრალოდ როოგრც ჩანს ეს თვისებაც ჩემი ხასიათის ერთ ერთი მახასიათებელია ძალიან მიჭირს განსაცდელში მყოფისთვის ტრადიციულად იმის თქმა რო " ყველაფერი კარგად იქნება " თუ ვხდები რო ამის თვითონ არ ჯერა ან როცა ვცდილობ რო შევახსენო ტაძრისკენ მიმავალი გზა როცა თვითონ არ გძნობს ამის საჭიროებას სკეპტიკოსი და ურწმუნო ადამიანები თქვენი არ ვიცი და მრ უთქმელადაც შეურაწყოფას მაყენებ ამიტომ ჩუმად ვარ სულ ჩუმად -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
Georg |
Sep 30 2006, 04:54 PM
პოსტი
#5
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 424 რეგისტრ.: 29-August 06 წევრი № 122 |
ციტატა ამიტომ ჩუმად ვარ სულ ჩუმად ჩემი თხოვნაა ჩუმად ნუ იქნები, რამეთუ შენგვარი ქართველებისის "ჩუმად ყოფნა" ძალზე ძვირი უჯდება საქართველოს! ერის მამებმა დაგვიტოვეს სტრატეგიული ორიენტირები, რის მიხედვითაც უნდა ვიმოძრაოთ დროსა და სივრცეში, თან თანამოძმეთაც (ვისთანაც ჯერ არ მისულა აღნიშნული სიტყვა-აზრი) შევატყობინოთ ამ სტრატეგიულ ორიენტირთა შესახებ! აი ერთი მაგალითი, აღნიშნულ, სტრატეგიულ ორიენტირთა: "ეს ანდერძად გქონდეს ჩემგან: არა საქმეში უზნეობა, უპატიოსნობა არ გაურიო. გახსოვდეს ყოველთვის, რომ ქვეყანაზედ ქაღალდის გარდა არის კიდევ სინდისი, რომელზედაც იწერება პირობა იმ სიმკვიდრით და სიმტკიცით, რომ არავითარი ძალა არ ამოშლის და არ გააუქმებს. ადამიანთა ურთიერთობა შეუძლებელია დააფუძნო უზნეობის საწყისებზე და საქმე, რომელიც ზნეობრივი პრინციპების დარღვევიდან გამომდინარეობს, არავის გამოადგება. სამუდამოდ დაიმახსოვრე, რომ მოვალეობის გარეშე უფლება არ არსებობს, ხოლო მოვალეობა ისაა, რომ პატივი სცე, დაიცვა კიდეც სხვისი უფლება და არ დაარღვიო იგი." წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) -------------------- "არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"
წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა) |
Georg |
Sep 30 2006, 05:13 PM
პოსტი
#6
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 424 რეგისტრ.: 29-August 06 წევრი № 122 |
ციტატა ურთიერთობის კულტურის შესახებ მარიამ დიდი მადლობა, ჩვენი ფუნდამენტური ქცევის ნორმების, კიდევ ერთხელ შეხსენებისათვის! გფარავდეს ღმერთი და ივერიის ღვთისმშობლის ხატი! -------------------- "არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"
წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა) |
Irma |
Sep 30 2006, 05:23 PM
პოსტი
#7
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 239 რეგისტრ.: 28-September 06 მდებარ.: skami წევრი № 228 |
გაიხარე მარიამ, ეგ ამობეჭდე და ქუჩა-ქუჩა გააკარი, ან დაურიგე აბსოლიტურად ყველა შემხვედრს. თორემ აქ არა მგონი მრავალმა ვინმემ იპოვოს
-------------------- ...ვაი არს კაცისა მის, რომლისა სახელი უმეტეს არს საქმეთა მისთა და ესე დამემართა მე...
|
ლილიანა |
Sep 30 2006, 06:38 PM
პოსტი
#8
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 |
ჩემი თხოვნაა ჩუმად ნუ იქნები, რამეთუ შენგვარი ქართველებისის "ჩუმად ყოფნა" ძალზე ძვირი უჯდება საქართველოს! ერის მამებმა დაგვიტოვეს სტრატეგიული ორიენტირები, რის მიხედვითაც უნდა ვიმოძრაოთ დროსა და სივრცეში, თან თანამოძმეთაც (ვისთანაც ჯერ არ მისულა აღნიშნული სიტყვა-აზრი) შევატყობინოთ ამ სტრატეგიულ ორიენტირთა შესახებ! აი ერთი მაგალითი, აღნიშნულ, სტრატეგიულ ორიენტირთა: "ეს ანდერძად გქონდეს ჩემგან: არა საქმეში უზნეობა, უპატიოსნობა არ გაურიო. გახსოვდეს ყოველთვის, რომ ქვეყანაზედ ქაღალდის გარდა არის კიდევ სინდისი, რომელზედაც იწერება პირობა იმ სიმკვიდრით და სიმტკიცით, რომ არავითარი ძალა არ ამოშლის და არ გააუქმებს. ადამიანთა ურთიერთობა შეუძლებელია დააფუძნო უზნეობის საწყისებზე და საქმე, რომელიც ზნეობრივი პრინციპების დარღვევიდან გამომდინარეობს, არავის გამოადგება. სამუდამოდ დაიმახსოვრე, რომ მოვალეობის გარეშე უფლება არ არსებობს, ხოლო მოვალეობა ისაა, რომ პატივი სცე, დაიცვა კიდეც სხვისი უფლება და არ დაარღვიო იგი." წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) გეთახმებით ძალიან ძლიერი უნდა იყო თანამოძმის სიყრუემ და სიბრმავევ არ დაგთრგუნოს და ძალა არ წაგართავს ყოვეთვის უნდა გვახსოვდეს რო როცა ყოველი ჩვენგანი იქნება მაგალითი ანუ საქმე და არა სიტყვა გაყინული თანამემამულის მეგობრის ოჯახის წევრის გული გალღვება ოღონდ საყვარელი ადამიანის ურწმუნეობა არ გაიხადოთ სასუწარკვეთილების მიზეზად ილოცეთ და გამაგრდით მე როგორც ყოველთვის ჩემი გამოცდილება მალაპარაკებს მე ჩემი თვალით ვნახე განსაცდელის ჟამს როგორ ურწმუნოებაში ჩავარდენ ჩემთვის ძვირფასი ადამიანები როგორ " უღალატეს " ჩემ პატარა ჯერ კიდევ გაუვარჯიშებელ გულს და გონებას თავიანთი ურწმუნოებით აი ეხლა როცა ამას ვწერ მტკივა ის განსასცდელი ის სისუსტე რომელსაც იჩენს ადამიანი განსაცდელში მოვაელენი არ ვართ გაუფრთხილდეთ ერთმანეთის სულებს არ ვაწვალოთ და არ დავანახოთ ჩვენი სისუსტე მაშინ როცა ვხვდებით და ვგრძნობთ მის სულიერ სისუსტეს რომელიც შენზეა დამოკიდებული ჩვენ კი ამ დროს ხელს ვკრავთ და შეიძლება ერთი სიტყვით ან თუნდაც მზერით მას ვღლატობთ უარს ვეუბებით სიყვარულზე თანაგძრნობაზე საშინელებაა როცა საკუთარი სისუსტეს ვნებას ანალიზებ და არ გძალმიძს მისი დაფარვა, ვერ ებრძვი, გულისთქმა გაწუხებს ჩუმად იყავი სხვას ნუ აწვალებ ამ ცეცხლში გამომივლია და იმიტომ მტკივა და ვწერ მაპატიეთ რამდენი ვიბჟუტურე დიდება უფალს! შემინდეთ -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
Georg |
Sep 30 2006, 11:08 PM
პოსტი
#9
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 424 რეგისტრ.: 29-August 06 წევრი № 122 |
ციტატა მე როგორც ყოველთვის ჩემი გამოცდილება მალაპარაკებს მე ჩემი თვალით ვნახე განსაცდელის ჟამს როგორ ურწმუნოებაში ჩავარდენ ჩემთვის ძვირფასი ადამიანები "ზოგი საგანია, რომ თუ არ დაინახავ, ვერ ირწმუნებ, და ზოგი - იმისთანა, თუ არ ირწმუნებ, ვერ დაინახავ. * * * მხოლოდ წარსულის ცოდნით დაუცავს ყოველს ერს თავისი ეროვნება, თავისი არსებობა, თავისი ვინაობა." წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) -------------------- "არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"
წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა) |
ზებედე |
Oct 1 2006, 04:05 AM
პოსტი
#10
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
მარიამი
დიდი მადლობა -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
მარი |
Nov 24 2006, 11:28 PM
პოსტი
#11
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 24-November 06 წევრი № 520 |
გამარჯობათ ,თქვენს მიერ დაწერილი თემა ურთიერთობის ეთიკის შესახებ მართლაც ძაან მნიშვნელოვანია,თუმცა საქართველოში ძნელად მოინახება ადამიანი რომ ამას ასრულებდეს....რაც ძაან სამწუხაროა....
|
Georg |
Nov 25 2006, 03:06 AM
პოსტი
#12
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 424 რეგისტრ.: 29-August 06 წევრი № 122 |
გამარჯობათ ,თქვენს მიერ დაწერილი თემა ურთიერთობის ეთიკის შესახებ მართლაც ძაან მნიშვნელოვანია,თუმცა საქართველოში ძნელად მოინახება ადამიანი რომ ამას ასრულებდეს....რაც ძაან სამწუხაროა.... მე ვიცნობ ერთ ადამიანს, რომელიც აღნიშნულ თემაში აღწერილ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, იგი საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი უწმიდესი და უნეტარესი საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი ილია II-ა! ეს მამტკიცებს იმის რწმენაში, რომ საქართველოს გადარჩენის შანსი ბოლომდე არ დაუკარგავს! უფალს ებარებოდეს საქართველო! -------------------- "არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"
წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა) |
mogzaura |
Nov 25 2006, 04:39 PM
პოსტი
#13
|
ნანა ჯგუფი: Members პოსტები: 2,805 რეგისტრ.: 26-October 06 მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:) წევრი № 332 |
ეს ყველასთვის მართლაც აუცილებელია. მართლაც პატრიარქი ერთ ერთი მაგალითია ამის
-------------------- ''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი |
jeni |
Feb 18 2007, 12:49 AM
პოსტი
#14
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 2 რეგისტრ.: 18-February 07 წევრი № 1,106 |
უფალო, შეგვიყწალენ!
|
Irine |
Feb 23 2007, 06:27 PM
პოსტი
#15
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
"ურთიერთობის კულტურის შესახებ"-
მშვენივრადაა ჩამოყალიბებული, თუმცა ბევრი ალბათ არ წაიკითხავს და მითუმეტეს არ შეასრულებს -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
van111 |
Feb 23 2007, 10:12 PM
პოსტი
#16
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 263 რეგისტრ.: 21-December 06 წევრი № 722 |
აუ ძალიან მომეწონა, ამ სტატიამ ჩემზე ეხლა ძალიან იმოქმედა, ღმერთმა ყველას მოგვცეს იმის ძალა, რომ ვიცხოვროთ ისე, როგორც ჭეშმარიტ ქრისტიანას შეეფერება...
"ურთიერთობის კულტურის შესახებ" -ეს სიტყვები კი ყველას გონებაში ჩაბეჭდილი გვქონდეს.... |
sapa inca |
Mar 8 2007, 03:47 AM
პოსტი
#17
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 11 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,290 |
ვგონებ ეს ლინკი აქ უადგილოდაა შემოჩურთული...
|
მარიამი |
Mar 23 2007, 03:48 PM
პოსტი
#18
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
კიდევ ერთი სტატია ამ თემაზე. სამწუხაროდ, რუსულადაა და ყველა ალბათ ვერ წაიკითხავს.
Участникам дискуссии вначале надо четко определить тему и в дальнейшем не отклоняться от нее. Необходимо найти общую платформу, то есть то, с чем все согласны. Используемые источники доказательств должны быть авторитетны для обеих сторон.Затем надо построить аксиологическую шкалу этих источников. Высшей степенью достоверности обладает Библия, догматические и канонические определения соборов, затем литургика и патристика. В самой патристике следует различать согласное учение всех или большинства отцов, и частные мнения, имеющие условное значение, а затем выделить по теме определенный круг ошибок и неточных формулировок, которые идут в разрез с основами вероучений, для того, чтобы не употреблять их. Часто непонимание участников дискуссии друг друга происходит из-за того, что в один и тот же термин, имя, или определение, люди влагают различный смысл, поэтому узловые термины должны быть определены и приняты в одном значении всеми участниками диалога.Затем необходима строгая последовательность; здесь забегание вперед недопустимо: последующее должно вытекать из предыдущего. Только добившись общего понимания и согласия в одном пункте, можно переходить к другому. Разумеется, логический анализ не может быть применен к библейским цитатам, имеющим сверхлогический характер, а к форме диалога, как определенной системе доказательств. Христианский диалог в корне отличается от софистического. Там стремление - запутать в противоречиях противника и всеми путями одержать победу, а здесь должно быть искреннее желание помочь друг другу в поиске истины; без этого плодотворная дискуссия невозможна. Дискуссия, как и логика, имеет свои законы. Но чтобы лучше понять их, надо рассмотреть ошибки и злоупотребления, допускаемые в дискуссии, то есть патологию дискуссии. Мы попытались выявить несколько таких характерных синдромов. Синдром Остапа Бендера Великий махинатор уверенно вступает в диспут с ксендзами, как полномочный представитель науки. Чтобы убедить читателей в своей эрудиции, он начинает скороговоркой произносить латинские глаголы неспрягаемой формы, которые зубрил во время учебы в гимназии. Разумеется, неспрягаемые глаголы никому не были понятны, и отношения к диспуту не имели, но произвели па присутствующих неотразимое впечатление. Они уверовали в правоту Остапа. Этим диспут был закончен, и друзья на радости отправились в пивнушку. Последователи Бендера твердо усвоили его приемы. Они начинают диспут со слов “наука доказала”, “совершенно ясно”, “только глупые не понимают этого”, “все великие люди согласны с нами”, “это несомненный факт”, при этом цитируют латинские глаголы, поздравляют себя с победой, и сами себе пожимают руку. Синдром скунса Это небольшой зверек, с красивой шерстью, который известен тем, что защищается от врагов путем выделения вонючей жидкости. Даже львы и медведи опасаются скунса и позволяют ему съедать часть их добычи. Обычно скунс первым не нападает, но если его нечаянно задеть, то он быстро оборачивается задом к противнику и пускает струю чрезвычайно отвратительного запаха, которое долго не выветривается. Наш совет - избегать диспутов с представителями племени скунсов, чтобы не быть обрызганным зловонной жидкостью, которая у скунсов всегда наготове. Синдром Иуды Некоторые называют его синдромом Красницкого, известного обновленца-провокатора. В 20-ые годы, когда Церковь подвергалась систематическому разгрому, а священники - репрессиям, этот “красный Иуда” обвинял своих противников, и вообще неугодных ему лиц, в прессе в том, что они враги народа, тайные контрреволюционеры, заговорщики против советской власти, и т.д., а также выступал в качестве свидетеля на судебных процессах, обычно заканчивающимися расстрелом невиновных. Синдром Иуды-Красницкого это доносительство на своих идейных противников клевета через прессу, чтобы направить против них общественное мнение. Надо сказать, что даже безбожная власть, пользовавшаяся услугами таких людей, относилась к ним с чувством величайшего презрения. Синдром Геббельса Геббельс в откровенных разговорах с работниками своего идеологического аппарата говорил, что маленькая ложь может вызвать подозрение, а большая - воспринимается как правда. Кроме того, ложь следует повторять и муссировать. Человеку психологически трудно представить, что все, что он услышал – сплошная ложь. Чем больше масштаб такой лжи, тем она выглядит более правдоподобной. Поэтому совет Геббельса: “Лгите, ничего не боясь и не стесняясь, лгите как можно больше и увереннее, и успех обеспечен. Синдром “ушиб демона” Средневековые схоласты в шутку говорили, что демон, будучи свержен с неба, упал на землю вниз головой и сильно ушиб ее. В результате такого удара он потерял способность логически мыслить. Обычно демон в дискуссиях болтлив, но всегда путается в своих выводах и не может найти связи между причиной и следствием. Несмотря на то, что демон обладает обширной информацией, он не способен построить ни одного правильного силлогизма. Синдром ушиба - это или действительная неспособность последовательно и четко мыслить, или сознательный прием - ввести в заблуждение оппонента, т.е. словесное шулерство, в расчете не на ловкость рук, а языка. Синдром Хрущева Этот политический деятель, когда не хотел ответить на заданный вопрос, то начитал говорить на другую тему. Так что, слушатели не понимали, что и к чему он говорит. При этом Хрущев говорил без остановки и перерыва, подавляя слушателей лавиной слов, изматывая их; затем он заявлял, что время встречи истекло, благодарил за внимание и тряс руки собеседников. Этот прием - утопить вопрос в дымовой завесе слов и тем самым уйти от ответа. Синдром прокурора Участник диалога обращается со своим собеседником как прокурор - с преступником. Он предъявляет обвинение, требует отчета и выносит свой приговор. Такой человек постоянно теряет представление о своей мере и о своих правах. Мы уже не говорим об этике. Он постоянно забывает, что говорит не с подсудимым, а со своим собратом, ему не сидится за общим столом, ему все время хочется облачиться в мантию судьи и вспрыгнуть на прокурорское место. Синдром скептика или зайца В критические минуты дискуссии он вдруг заявляет, что человек по своей ограниченности ничего не может знать и надо дождаться страшного суда, чтобы получить ответ. Тогда непонятно, зачем вступали в дискуссию. Синдром трагика Надо представить себя актером-любителем в провинциальном театре, который произносит монолог короля Лира, или Ричарда Ш, извергая проклятия, и призывая в свидетели небо и землю. При этом надо закатывать глаза вверх и потрясать кулаками. Надо помнить, что лучший вид защиты - это наступление. Кричите, как на восточном базаре, где вы в одно время продаете и покупаете, заглушайте слова оппонента неразборчивым гоготом, как некогда коммунисты глушили своего врага в эфире, потопите его в потоке слов, повторяйте почаще: “я пришел в ужас”, “земля и небо содрогаются от слов этого человека”, “караул, помогите”, “такой ереси еще не было от сотворения мира”. Не бойтесь говорить бессмыслицу, ваши слова никто не будет запоминать, но останется впечатление, что ваш оппонент совершил что-то такое, от чего вы пришли в ужас, поэтому гогочите, хлопайте руками, как гуси крыльями и, при этом, кричите, что спасли Рим. Синдром барона Мюнхгаузена Это неудержимая фантазия приписывать оппоненту то, чего он вовсе не говорил и даже не думал. Например, ваш оппонент сказал: “солнце встало”, кричите в ответ: “Значит, солнце может ложиться и садиться? Смотрите, он бесстыдно проповедует, что солнце - это живое существо, у которого есть ноги. Неужели он не читал послание V Вселенского Собора, который предал анафеме тех, кто считает, что небесные светила это одухотворенные существа. Ясно, он проповедует язычество в форме сабеизма ”. Затем сделайте экскурс в мифологию народов мира, блесните эрудицией, скажите, что у древних египтян божество солнца называлось “Ра”, а в период нового царства - “Аммон”; у греков “Геллиос”, у персов “Митра” и т.д., потом воскликните: “О, ужас, это идолопоклонник, мы разоблачим его. Да не будет, и да сгинет!”.Затем расскажите ошеломленным слушателям о племенах, обитаемых в Юкотании, которые приносили на площадках своих пирамид человеческие жертвы божеству солнца, иногда по несколько тысяч пленников и, указывая пальцем на оппонента, торжественно и скорбно скажите: “ Вот, оказывается, что хочет этот человек”. 3атем, снизив голос до шепота, добавьте, что жертвоприношения у солнцепоклонников совершались, с особой жестокостью: жрец рассекал грудь пленника, вырывал у него еще бьющееся сердце, и бросал его к подножию своего грозного божества. Затем снова повернитесь к оппоненту и закричите: “О, злодей, если ты задумал со своими сообщниками применить этот ритуал к моему народу, то, вот, моя грудь, первой режь ее!” (аплодисменты неминуемы). На другой день радиостанция, под названием “Свобода от стыда №4” передаст, что там – то, и кем – то, были разоблачены тайные солнцепоклонники, подозреваемые в каннибализме: “Подробности мы будем регулярно сообщать радиослушателям”. Что произошло, никто не поймет, но впечатление останется. И можно будет услышать такой разговор: “Кажется, появились новые асасиды и убивают прямо на улицах. Дело темное, во всяком случае, нужно быть осторожным, - что хорошего можно ожидать от фанатиков!?” Синдром “золотого пера” После того, как Ренан, известный ориентолог, специалист по древним и восточным языкам, написал клеветническую книгу “Жизнь Иисуса Христа”, то одно из сатанинских обществ преподнесло ему в подарок ручку с золотым пером ювелирной работы, которую он с благодарностью принял и писал ей свои фальсификации по истории христианства и древней церкви. Здесь наука целенаправленно обращена на служение лжи и разрушение религии, но при этом Ренан, с иезуитским лицемерием, выдает себя за почитателя Христа. Постоянно восхищаясь Им, он старается внушить своим читателям, что Иисус из Назарета – мечтатель и романтик, который сделался авантюристом религии. Синдром Уленшпигеля Имя героя известного романа Шарля де Костера “Тиль Уленшпигель” означает “ваше зеркало”. Герой романа, еще будучи мальчишкой, любил передразнивать людей, проходящих мимо его дома тем, что мимически копировал их и строил забавные рожи. Цель этого приема - вместо доводов употреблять по отношению оппонента язвительные насмешки, показать его в смешном виде. По остроумию Тиль Уленшпигель явно уступает находчивым кинто, которые даже устраивали соревнования в шутках друг над другом. Подобные традиционные встречи, как праздники, проводятся теперь в болгарском городе Габрово. Впрочем, современные шутники в дискуссиях, к сожалению, не подражают добродушным и беззлобным кинто, а стараются насмешкой вызвать презрение к своему оппоненту. Совет: когда видите, что дело плохо, отвечайте взамен аргументам оппонента юмором и насмешками, то есть карикатурой, написанной не карандашом, а словами и гримасами. Доводов против насмешек не существует. Синдром ловца блох Попытайтесь найти у своего оппонента какую-нибудь ошибку, например, не на месте поставленную запятую, а затем кричите, что если запятая стоит не на месте, то значит, весь текст сомнителен, так как обличает в вашем оппоненте человека невежественного в вопросах грамматики. Можете рассказать, что в древних академиях под грамматикой подразумевался весь комплекс гуманитарных наук, как, например: философия, логика и риторика. Поэтому лишняя запятая, или отсутствие запятой, является потрясающей неграмотностью и неслыханным невежеством. Потом, на всякий случай, следует прибавить, что может быть никакой запятой там не было, а только остались следы от типографического пятна, но эффект остается: слова “невежественный”, “варварский” будут еще долге звучать, как эхо, в ушах слушателей. Синдром следопыта Спросите оппонента, загадочно улыбаясь: “Кто была ваша прабабушка?”. Если он ответит: “Не знаю”, то продолжайте: “Ты не знаешь, а мы знаем, и скоро все узнают об этом”. Такой аргумент является прекрасным отвлекающим методом, и заставляет слушателей подозрительно относиться к правнуку бабушки - инкогнито. Синдром врага Он являлся одним из атрибутов внутренней политики большевиков. На плакатах, в газетах, журналах изображались злобные “враги народа”. Чтобы отвлечь внимание людей, им внушалось, что они окружены “врагами”, что ими могут быть члены собственных семейств, что “врагов” надо обнаруживать и разоблачать. В 20-30-ых годах 20-го века в университетах студенты судили своих профессоров за недостаток “классового самосознания”. Их выводили на сцену, и они перед присутствующими просили прощение, “признаваясь” в своих “буржуазных пережитках”, обещая бороться с этими пережитками. Но, разумеется, это был самый легкий вид наказания; большинство из интеллигенции было репрессировано. Шалва Нуцубидзе впоследствии говорил своей супруге Кетеван: “Страшно было не то, что нас судили поддонки, и им поддакивали некоторые из наших запуганных коллег, а страшно то, что люди, которым мы отдали свои знания и труды своей жизни, так легко поверили в это”. Выдающиеся поэты Валериан Гаприндашвили и Паоло Иашвили покончили жизнь самоубийством для того, чтобы не участвовать в грязном поиске “врагов народа”. Конечно, теперь времена не те, но желания совпадают: показать своего оппонента врагом человечества, народа, прогресса, культуры и т.д., врагом чего угодно, но именно врагом. Здесь включаются эмоции, которые действуют на сознание, как опьяняющий напиток. Это старое оружие, порядком поржавевшее, но которое еще можно употреблять в действии. Этот синдром уже оброс бородой, но не хочет уходить в отставку. Синдром сплетницы Чтобы избежать обвинений в клевете, выпады против оппонента производятся в такой форме: “Я слышал это от соседа по купе, с которым ехал в одном вагоне; мне сообщил об этом надежный человек; мне передали это по телефону, не назвав своего имени; разве вы не знаете, что об этом все говорят”, и т.д. Эти слухи и сплетни могут носить самый фантастический характер. Ведь анонимное лицо по телефону может сказать, что оппонент ел человеческое мясо. Если такой клеветник будет пойман во лжи с поличным, то он может сказать: ведь я же этого не утверждаю, я говорил что слышал, а за достоверность не ручался. Обычно такой метод производит эффект, только надо обвинения произнести громко и торжественно, а слова “слышал от кого-то” -таинственным шепотом, который также интригует слушателей: может быть это сообщило особо важное лицо, которое хотело остаться неизвестным. Но так как клевета мало кого возмущает и редко когда наказывается, то, если все же клеветника уличат во лжи на месте и поймают как вора за шиворот, он может особенно не беспокоиться, а даже принять оскорбленный вид и ответить бранью. Синдром либерала Либерала характеризует необычайная широта взглядов, которую он постоянно афиширует. Он одновременно демократ и монархист, православный и католик, теософ и антропософ, - и все в одном лице. Какой цвет примет в данный момент этот хамелеон - трудно представить. Либерал говорит с позиции широкой свободы, свободы для сектантов, свободы для гомосексуалистов, свободы для детоубийства, свободы для нудистов и т.д. Он требует снятия всех ограничений нравственного характера; демонстрацию гнусностей и разврата он оправдывает свободой совести и слова. Только одних он лишает права на свободу - православных, которые хотят сохранить свою веру и традиции. Он готов защищать пером, как мечом, католиков, иеговистов, кришнаитов, поклонников Раджиша и т.д. Но когда дело идет о православии, то у него начинаются припадки пароксизма и, забыв о призывах к терпимости, и сбросив прежнее благодушие, как маску, начинает православным оппонентам наклеивать ярлыки: “обскурант”, “фанатик”, “невежда”. Синдром рыбы дикобраза Это небольшая рыбешка имеет одну особенность: при опасности она раздувается до размеров футбольного мяча, и крупные рыбы, не понимая, что это пузырь с воздухом, в испуге отступают от него, как от грозного противника. Такой человек начинает дискуссию со своей собственной биографии в стиле апокрифа, перечисляет свои звания и заслуги перед наукой и обществом и, расхвалив самого себя, не забывает, как бы вскользь сказать, что его дядя генерал, а тетушка профессор, доктор и лауреат. Затем он издали показывает какие-то документы, как Остап Бендер квитанции, и рассказывает, что несколько лет назад архиерей ответил на его поздравление с днем рождения любезной телеграммой, из за его личных достоинств. В конце речи он заявляет, что лучше всех знает, что кому надо делать, и предлагает проект радикального переустройства общества. Синдром экзаменатора Такой человек, когда ему нечего сказать по существу, вдруг начинает задавать своим оппонентам неожиданные вопросы: в каком году и за что был убит последний из братьев Гракхов; какая разница между учениями Севера, Юлиана Галикарнасского и абуны Теофилоса, и какое из них более близко к Аполлинарию Лаодикийскому; в каком роде Дух Святой стоит в арамейском и сирийском языках и т.п. Обычно оппоненты не сразу могут ответить на эти вопросы, да и сам он не особенно разбирается в исторических датах и еретических хитростях, но эффект произведен: он смотрит на них торжествующе, как на провалившихся на экзамене студентов. Он как бы говорит: “Вы, мелкота, не знаете таких простых вещей, а еще хотите спорить со мной”. Если его спросят, а какое отношение это имеет к теме, то он ответит: “Самое непосредственное; но из-за вашего незнания и неподготовленности вы не сможете понять моих доводов, поэтому примите мои слова на веру”. Если члены дискуссии настолько наивны, что позволят экзаменовать себя как школьников, то синдром экзаменатора может перейти в синдром Асаргаддона: “ Я вождь земных царей, я царь Асаргаддон. Кто превзойдет меня, кто будет равен мне! И вот, стою один, величьем упоен”. - Это синдром самопревозношения Итак, разумный, корректный и целесообразный диалог приводит если не к согласию, то взаимопониманию; а неразумный – к еще большему разделению и отчуждению. Поэтому все мы должны учиться культуре диалога и диспута, разумеется, не исключая автора статьи. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მხევალი ნინო |
Mar 23 2007, 08:22 PM
პოსტი
#19
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
მარიამი
დარწმუინებული ვარ კარგია, მაგრამ ამას რა წაიკითხავს. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
მარიამი |
Mar 23 2007, 08:55 PM
პოსტი
#20
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
მარიამი დარწმუინებული ვარ კარგია, მაგრამ ამას რა წაიკითხავს. ჰო, რაღაც ძალიან დიდი გამოვიდა. მაგრამ ძალიან საინტერესოა და ადვილად იკითხება. ზოგადად ვიტყვი, რომ სტატია ეხება კამათის მეთოდებს. განხილულია ადამიანების რამდენიმე ტიპი, რომლებიც კამათის დროს სხვადასხვანაირად ავლენენ თავს. მე პირადად, როცა ვკითხულობდი, ბევრი ვინმე ამოვიცანი... და სამწუხაროდ, საკუთარი თავიც ამოვიცანი ზოგან -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:32 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი