კითხვები, და პასუხები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კითხვები, და პასუხები |
ნათია |
Oct 22 2007, 06:53 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანები ჩვენ ხატები დაბრძანებული გვაქვს აღმოსავლეთის მხარეს, ლოცვებიც ტაძარში აღესრულება აღმოსავლეთისკენ...
და რატომ მაინცდამაინც აღმოსავლეთით? რა დატვირთვა აქვს იქნებ ამიხსნათ.... მგონი, სხვა რელიგიებში მაგ: მუსულიმანები ლოცვაზე დგებიან დასავლეთით.. ვკითხულობდი წმ. გერმანე კონსტანტინეპოლელის "საეკლესიო თხრობა და საიდუმლო ჭვრეტა" და იქ ძალიან მოკლედ არის აღწერილი.. იქნებ ვრცელი განმარტება დადოთ... იმედია არ გაოფდება თემა -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ზებედე |
Oct 22 2007, 07:37 PM
პოსტი
#2
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
და რატომ მაინცდამაინც აღმოსავლეთით? რა დატვირთვა აქვს იქნებ ამიხსნათ.... როგორც მე გამიგია, უფლის მეორედ მოსვლას აღმოსავლეთიდან ელიან, ამიტომაა ეგ ტრადიცია... არ ვიცი რამდენად მართალია -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
afxazi |
Oct 22 2007, 08:12 PM
პოსტი
#3
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ნათია
წმინდა იოანე დამასკელი მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა თავი ოთხმოცდამეხუთე აღმოსავლეთისაკენ თაყვანისცემის შესახებ არც უბრალოდ, არც შემთხვევით არ ვასრულებთ თაყვანისცემას აღმოსავლეთით, არამედ რადგან შედგენილნი ვართ ხილული და უხილავი ანუ გონისმიერი და გრძნობადი ბუნებისგან, ამიტომ თაყვანისცემასაც ორმაგს შევწირავთ შემოქმედს, ისევე როგორც, მაგალითად, გონებითაც ვფსალმუნებთ და სხეულებრივი ბაგეებითაც, ანდა ნათელვიღებთ წყლითაც და სულითაც, ან კიდევ ვუერთდებით უფალს ორმაგი სახით, ვხდებით რა, ერთი მხრივ, საიდუმლოთა1 წილმქონეები, მეორე მხრივ კი - სულის მადლისა. ამიტომ, რადგან ღმერთი არის გონისეული სინათლე (შდრ. იოან. 1,5), ქრისტე კი წერილში სახელდებულია „სიმართლის მზედ“ (მალაქ. 3,20) და „აღმოსავლეთად“ (ზაქარ. 6,12), აღმოსავლეთი უნდა განვუკუთვნოთ მას თაყვანისცემისათვის, რადგან ღმერთს უნდა განეკუთვნოს ყოველივე კარგი, ვისგანაც კეთილდება ყველა სიკეთე. საღვთო დავითსაც უთქვამს: „დედამიწის სამეფოებმა აქეთ ღმერთი, უფსალმუნეთ უფალს, ზეამავალს ცათა ცაზე აღმოსავლეთით“ (ფს. 67,33-34). კვლავაც ამბობს წერილი: „ღმერთმა დანერგა სამოთხე ედემში აღმოსავლეთით, სადაც დაამკვიდრა ადამიანი, რომელიც შექმნა“ (შესაქ. 2,8) და რომელიც გარდასვლის შემდეგ შვების სამოთხიდან გამოაძევა მან და დაასახლა სამოთხის პირდაპირ, - ცხადია, დასავლეთით. ამრიგად, ვეძიებთ რა დასაბამიერ სამშობლოს და მას მივაპყრობთ რა მზერას, თაყვანს ვცემთ ღმერთს. ამასთან, მოსესეულ კარავსაც აღმოსავლეთით ჰქონდა კრეტსაბმელი2 და სალხინებელი. იუდას ტომიც, როგორც უფრო ღირსეული, აღმოსავლეთით იყო დაბანაკებული. სოლომონის სახელგანთქმულ ტაძარშიც უფლის კარიბჭე აღმოსავლეთით იყო მოთავსებული. თვით უფალიც ჯვარცმისას დასავლეთისკენ იყო მხედველი, ამიტომ ჩვენც ასე ვასრულებთ თაყვანისცემას, მისდამი მზერამიპყრობილნი. ამასთან, იგი ზეამავალიც აღმოსავლეთით მაღლდებოდა. ასე სცეს მას თაყვანი მოციქულებმა და იმგვარადვე მოვა, რაგვარადაც იხილეს იგი ცისკენ მავალი, როგორც თქვა თვით უფალმა: „რა სახითაც ელვა გამოდის აღმოსავლეთიდან და ჩანს დასავლეთამდე, იმ სახითვე იქნება ადამიანის ძის მოსვლა“ (მათ. 24,27). ამიტომ, მოველით რა მას, აღმოსავლეთისკენ ვცემთ თაყვანს. ხოლო ესაა მოციქულთა დაუწერელი გადმოცემა, რადგან ბევრი რამ დაუწერლად გადმოგვცეს მათ. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
კანონისტი |
Oct 22 2007, 08:37 PM
პოსტი
#4
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
მაგ: მუსულიმანები ლოცვაზე დგებიან დასავლეთით.. არასწორია ლოცვისას მუსლიმები დგებიან პირით ქ. მექასკენ, სადაც დაიბადა ისლამის მოციქული მუჰამედი. საქართველოში მცხოვრ მუსლიმთათვის ეს სამხრეთია -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ნათია |
Oct 22 2007, 08:50 PM
პოსტი
#5
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
afxazi
დიდი მადლობა! ციტატა ამრიგად, ვეძიებთ რა დასაბამიერ სამშობლოს და მას მივაპყრობთ რა მზერას, თაყვანს ვცემთ ღმერთს. ამასთან, მოსესეულ კარავსაც აღმოსავლეთით ჰქონდა კრეტსაბმელი2 და სალხინებელი. იუდას ტომიც, როგორც უფრო ღირსეული, აღმოსავლეთით იყო დაბანაკებული. სოლომონის სახელგანთქმულ ტაძარშიც უფლის კარიბჭე აღმოსავლეთით იყო მოთავსებული. თვით უფალიც ჯვარცმისას დასავლეთისკენ იყო მხედველი, ამიტომ ჩვენც ასე ვასრულებთ თაყვანისცემას, მისდამი მზერამიპყრობილნი. ამასთან, იგი ზეამავალიც აღმოსავლეთით მაღლდებოდა. ასე სცეს მას თაყვანი მოციქულებმა და იმგვარადვე მოვა, რაგვარადაც იხილეს იგი ცისკენ მავალი, როგორც თქვა თვით უფალმა: „რა სახითაც ელვა გამოდის აღმოსავლეთიდან და ჩანს დასავლეთამდე, იმ სახითვე იქნება ადამიანის ძის მოსვლა“ (მათ. 24,27). ამიტომ, მოველით რა მას, აღმოსავლეთისკენ ვცემთ თაყვანს. ხოლო ესაა მოციქულთა დაუწერელი გადმოცემა, რადგან ბევრი რამ დაუწერლად გადმოგვცეს მათ გასაგებია! გაწითლებულმა ფრაზამ ამოწურა ჩემი კითხვა კანონისტი მდაა... მე დასავლეთი რატომ მახსოვს? დათ მუსლიმნები იყოფიან შიიტებად და სუიტებად, ორივე სამხრეთისკენ ლოცულობს? -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
afxazi |
Oct 22 2007, 08:51 PM
პოსტი
#6
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ნათია
ციტატა დიდი მადლობა! მადლობა წმ. იოანე დამსკელს, რომელმაც ესოდენ კარგად და მშვენივრად ჩამოაყალიბა ეკლესიის შეხედულებანი. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
ნათია |
Oct 22 2007, 08:54 PM
პოსტი
#7
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
იქნებ ამაშიც გამარკვიოთ:
მართლმადიდებლურ და კათოლიკურ სახარებას შორის თვით ტექსტში არის რაიმე ცვლილებები? ანუ განსხვავება ტექსტში? -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
afxazi |
Oct 22 2007, 09:00 PM
პოსტი
#8
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ნათია
ციტატა მართლმადიდებლურ და კათოლიკურ სახარებას შორის თვით ტექსტში არის რაიმე ცვლილებები? ანუ განსხვავება ტექსტში? ხოოოოო, მოდი ამაში შევთანხმდეთ რომ არ არსებობს კათოლიკური ან მართლმადიდებლური სახარება, სახარება ერთია (მხოლოდ მშრალ ტექსტს ვგულისხმობ რა თქმა უნდა), მაგრამ არსებობს მისი მართლმადიდებლური ან კათოლიკური, ან კიდევ პროტესტანტული და ა.შ გაგება. მაგრამ სექტები ტექსტსაც ამახინჯებენ და თვითნებურ სახარებას გვთავაზობენ ხოლმე. აბა -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
ნათია |
Oct 22 2007, 09:02 PM
პოსტი
#9
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
afxazi
გერმანიში, როგორც მოგეხსენებათ, მართლმადიდებლური წიგნები არ გამოდის, არც სახარება და შეიძლება რომ კათოლიკური სახარება წაიკითხოს... ? (სახარება ერთია!) ანუ არანაირი განსხვავება? -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ნათია |
Oct 22 2007, 09:39 PM
პოსტი
#10
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
დათიკო
დათ იქნებ ამ თემის სათაური შეცვალო სახელით "კითხვები" და თუ რამე კითხვა გვექნება ღვთისმეტყველებიდან აქ დავწეროთ და კომპეტენტურმა პირებმა გვიპასუხონ... მადლობა! -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
თათარაშვილი |
Oct 22 2007, 09:45 PM
პოსტი
#11
|
გამვლელი მემბერი ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 |
ციტატა გერმანიში, როგორც მოგეხსენებათ, მართლმადიდებლური წიგნები არ გამოდის, არც სახარება და შეიძლება რომ კათოლიკური სახარება წაიკითხოს... ? (სახარება ერთია!) ანუ არანაირი განსხვავება? საინტერესოა მეც მაინტერესებს. იმ ლოგიკით რომ სახარება ერთია ალბათ შეიძლება |
athos |
Oct 22 2007, 09:47 PM
პოსტი
#12
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
ნათია
სახარებაში არ არის განსხვავება, მაგრამ თუ მთლიანი ბიბლიის ყიდვა გადაწყვიტა, ჯობია პროტესტანტული გამოცემები არ შეიძინოს, ძველი აღთქმის არაკანონიკური წიგნები არ აქვთ ხოლმე შეტანილი ბიბლიაში. კათოლიკებთან არის -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
დათიკო |
Oct 22 2007, 09:50 PM
პოსტი
#13
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
ნათია
ციტატა დათ იქნებ ამ თემის სათაური შეცვალო სახელით "კითხვები" და თუ რამე კითხვა გვექნება ღვთისმეტყველებიდან აქ დავწეროთ და კომპეტენტურმა პირებმა გვიპასუხონ... თემა შენია და ნება შენია |
ნათია |
Oct 22 2007, 09:57 PM
პოსტი
#14
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
athos
ანუ ცალკეული სახარების ყიდვა შეიძლება... და ბიბლიის ყიდვა მხოლოდ კათოლიკების გამოცემა სწორად გავიგე? -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
athos |
Oct 22 2007, 10:23 PM
პოსტი
#15
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
ნათი, პირველწყარო სახარებისა ერთია, თუმცა შეიძლება იყოს სხვადასხვა თარგმანი. ჯობია გაიკითხოს, (თუ ეს შესაძლებელია) რომელი თარგმანი ითვლება საუკეთესოდ და ის შეიძინოს.
ძველი აღთქმის წიგნების თანამედროვე თარგმანების საკითხი ცოტა ვრცელი და რთულია, ჯობია დაიწყოს სახარებით და მერე თუ მოძღვარიც ყავს მას კითხოს, ან იკითხოს რომელიმე მართლმადიდებლურ ეკლესიაში, რომელ თარგმანს ანიჭებენ უპირატესობას იქაური მართლმადიდებლები. -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
ნათია |
Oct 22 2007, 10:27 PM
პოსტი
#16
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
athos
მადლობა! -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
zeppelin |
Oct 23 2007, 12:16 AM
პოსტი
#17
|
იეღოვას მოწმე ჯგუფი: Members პოსტები: 1,380 რეგისტრ.: 9-December 06 მდებარ.: კაშმირი წევრი № 659 |
პირით აღმოსავლეთით ლოცვა რამდენადაც ვიცი მხოლოდ სიმბოლიზირებაა და არავითარ საკრამენტულ დატვირთვას არ ატარებს
|
guest |
Oct 23 2007, 10:01 AM
პოსტი
#18
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
მე მაქვს რამდენიმე კითხვა, დავიწყებ ამით:
რომელიღაც თემაში,არ მახსოვს გუშინწინ წავიკითხე,ადამი და ევას თემა იყო მგონი, ასეთი რამ: უბიწოდ ჩასახვა არ მიშნავსო უთესლოდ ჩასახვას, როგორც გავიგე , მაცხოვრის ჩასახვაზე არ იყო აქ საუბარი, და ხომ ვერ მეტყვით, რას ნიშნავს? (თუ არ ვცდები თვით ღვტისმშობლის ჩასახვა-დაბადებაზე იყო საუბარი) |
შოთა |
Oct 23 2007, 10:07 AM
პოსტი
#19
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,637 რეგისტრ.: 28-July 06 მდებარ.: tel-aviv წევრი № 22 |
კანონისტი
ებრაელებსაც მსგავსად აქვთ იერუსალიმისკენ ლოცულობენ ხოლმე -------------------- http://www.youtube.com/user/shotka84tube
|
ნათია |
Oct 26 2007, 01:23 PM
პოსტი
#20
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
კითხვა: სასულიერო პირს (ვგულისხმობ მღვდელს) აუცილებლად შავი ფერის ანაფორა უნდა ეცვას?
პასუხი: ?? -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 05:22 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი