IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> რა განსხვავებაა სულსა და სამშვინველს შორის?
izo
პოსტი Sep 2 2007, 09:24 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 91
რეგისტრ.: 13-September 06
წევრი № 187



რა განსხვავებაა სულსა და სამშვინველს შორის? და სიკვდილის მერე სად მიდის სამშვინველი?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
8 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები(1 - 19)
abo
პოსტი Sep 3 2007, 12:13 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



ძალიან რთულ საკითხს შეგვაბი სამსჯელოდ


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
izo
პოსტი Sep 3 2007, 12:20 AM
პოსტი #3


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 91
რეგისტრ.: 13-September 06
წევრი № 187



მაინტერესებს..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Sep 3 2007, 12:22 AM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



რაღაცეები ვიცი, მარა არასაკმარისია და თავს ვიკავებ მსჯელობიდან


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xornabujeli
პოსტი Sep 10 2007, 05:01 AM
პოსტი #5


giorgi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,304
რეგისტრ.: 24-July 07
მდებარ.: Zveli Tbilisi.
წევრი № 2,509



ციტატა(abo @ Sep 2 2007, 11:22 PM) *

რაღაცეები ვიცი, მარა არასაკმარისია და თავს ვიკავებ მსჯელობიდან

მეც ასევე. g.gif


--------------------
"Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
----------------------------------------------
"აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს."

''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული!

''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!"
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
"Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მეხელი
პოსტი Sep 10 2007, 11:37 AM
პოსტი #6


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 54
რეგისტრ.: 25-April 07
წევრი № 1,751



ციტატა(izo @ Sep 2 2007, 09:24 PM) *

რა განსხვავებაა სულსა და სამშვინველს შორის? და სიკვდილის მერე სად მიდის სამშვინველი?



ამ საკითხთან დაკავშირებით წმ. წერილიდან და წმ. მამების სწავლებებიდან შეგვიძლია გამოვიტანოთ შემდეგი აზრი: სამშვინველი არის სხეულის მაცოცხლებელი სუფთა ბიოლოგიური ძალა, რომელიც სხეულის სიკვდილის შემდეგ წყვეტს არსებობას, რაც შეეხება სულს, მამები მას გონებასაც უწოდებენ, რაც მხოლოდ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს და გამოხატავს მის პიროვნულ საწყისს, მის "მე"-ს, რაც, რა თქმა უნდა, უკვდავია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Sep 10 2007, 11:50 AM
პოსტი #7


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



მეხელი
ციტატა
რომელიც სხეულის სიკვდილის შემდეგ წყვეტს არსებობას

ასეთი რაღაც აღარ თქვა, არასწორია. როცა მოვიცლი დავწერ ამის შესახებ.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მეხელი
პოსტი Sep 10 2007, 07:48 PM
პოსტი #8


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 54
რეგისტრ.: 25-April 07
წევრი № 1,751



ციტატა(afxazi @ Sep 10 2007, 11:50 AM) *

მეხელი

ასეთი რაღაც აღარ თქვა, არასწორია. როცა მოვიცლი დავწერ ამის შესახებ.



ასეთ მკაცრ გაფრთხილებას რატომ მაძლევ, რაიმე ერეტიკული ვთქვი? ამ საკითხზე რაიმე დოგმატი არ დაწერილა. პავლე მოციქული ხომ გვასწავლის, რომ "დაეფლობა მშვინვიერი სხეული, ხოლო აღსდგება სულიერი სხეული", ასევე იგი ერთმანეთს უპირისპირებს მშვინვიერ ადამიანს, რომელიც არ არის ნაზიარები საუკუნო ცხოვრებას, და სულიერ ადამიანს, რომელშიც იგი "ახალ ადამიანს" გულისხმობს. აქედან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პავლე მოციქულის ენაზე მშვინვიერი გარკვეული აზრით არის მოკვდავის სინონიმი. გარდა ამისა, წმინდა წერილის მიხედვით ცხოველებსაც აქვთ სამშვინველი, მაგრამ მათ არ გააჩნიათ სული (გონება), ამიტომ ისინი მოკვდავი არიან, ე.ი. მათი სამშვინველი კვდება.

ნებისმიერ შემთხვევაში ეს ძალიან რთული საკითხია, მე მხოლოდ ვივარაუდე, მაგრამ შენ ნამდვილად ვერ შეძლებ საწინააღმდეგოს უპირობოდ დამტკიცებას. ყველას აქვს თავისი აზრის გამოთქმის და მსჯელობის უფლება, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ასეთ საკითხებზე მსჯელობას წაახალისებდა და ამბობდა, რომ საშიში არ არის, თუ შევცდებით.

ამ საკითზე ძალიან კარგად წერს გამოჩენილი მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი ქრესტოს იანარასი, იხ. მისი "ეკლესიის რწმენა".

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
missis_kartveli
პოსტი Sep 10 2007, 08:25 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,142
რეგისტრ.: 14-December 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 684



როგორც ჩემმა მოძღვარმა ახსნა, სამშვინველი ცოცხალი არსების მაცოცხლებელია, მხოლოდ სასუნთქი საშუალება, სიკვდილის შემდეგ ისიც ქრება. ნებისმიერ ცოხალ არსებას, ცხოველებს, ფრინველებს აქვთ სამშVინველი. ადამიანი სწორედ ამით განსხვავდება სხვა ცოცხალი სამყაროსგან რომ მას ღვთის უკვდავი სული ასულდგმულებს. სული მარადიულია, სამშვინველი კი მხოლოდ წუთიერი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zeppelin
პოსტი Oct 23 2007, 12:23 AM
პოსტი #10


იეღოვას მოწმე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,380
რეგისტრ.: 9-December 06
მდებარ.: კაშმირი
წევრი № 659



სამშვინველი ე.წ ფსიქია.. ის არსებითად სულის "ქვეტიპს" განეკუთვნება smile.gif სწორედ სულისა და სხეულის შეერთების წერტილას - გონებაში არსებობს... ის ასე ვთქვათ ტრანსცენდენტულის უშუალო გამოვლინების ფორმაცაა..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Oct 23 2007, 01:50 AM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



- რას ნიშნავს სული და სამშვინველი?

- ადამიანური ბუნება ორნაწილედია: სულისა და ხორცის ერთობაა. თავად სულში ქრისტიანობა განარჩევს მის უმაღლეს ნაწილს - საკუთრივ სულს (პნევმა) და უმდაბლესს - სამშვინველს (ფსიხი). მხოლოდ ქრიტიანობის წიაღში, ანუ მხოლოდ ჭეშმარიტი რელიგიური ცხოვრებითაა შესაძლებელი, რომ ადამიანმა სრულად შეიცნოს თავისი ბუნება. ათეისტი, ან მცირედ რელიგიური ადამიანი თავის მხოლოდ ხორციელ, უკეთეს შემთხვევაში - ფშვინვიერ (ფსიქიკურ) ბუნებას შეიგრძნობს. ასეთ შემთხვევაში ადამაინს ფშვინვიერი (ფსიქიკური) გამოვლინებები, გრძნობადი მოვლენები და ესთეტიკური სწრაფვანი სულის თვისებებად მიაჩნია, ხელოვნებით ცხოვრება და ტკბობა - სულიერ ცხოვრებად. მაგრამ სინამდვილეში ეს ყოველივე სამშვინველის თვისებები, ფშვინვიერი ცხოვრებაა.

საკუთრივ სულს (პნევმა) ქრისტიანობა სამ ძირითად გამოვლინებას, თვისებას მიაკუთვნებს: ა) ძიება, მისწრაფება, ლტოლვა უზენაესი არსებისადმი (ღვთისადმი); ბ) შიში, კრძალვა უზენაესი არსების (ღვთის) წინაშე; გ) სინდისი, ანუ სულის უნარი, შესაძლებლობა, იბატონოს, როგორც ფშვინვიერ (ფსიქიკურ), ისე ხორციელ მიდრეკილებებზე და სულის უფაქიზესი ინსტრუმენტი საკუთარი გადაწყვეტილებების გასაკონტროლებლად.

არარელიგიური ადამიანისათვის სულიერი ცხოვრება, სულიერი სამყარო სრულიად უცნობია. ყოველმა ეკლესიურად მცხოვრებმა (აღმსარებელმა, მაზიარებელმა) საკუთარი გამოცდილებით იცის, თუ რა ღრმა, მდიდარი და მანამდე მათთვის უცნობი სამყარო აღმოაჩინეს თავის თავში მას შემდეგ, რაც ეკლესიური ცხოვრება დაიწყეს; და როგორი ღარიბი, უფერული და უღიმღამოა ადამიანის არსებობა სულიერი ცხოვრების გარეშე.

(მამა თეოდორე გიგნაძე)


მიქაელ პომაზანსკი დოგმატური ღვთისმეტყველება
სამშვინველი და სული

წმიდა წერილში ადამიანის სულიერი საწყისი (სხეულებრივი საწყისის საპირისპიროდ) აღინიშნება ორი, თითქმის ერთი და იმავე მნიშვნელობის ტერმინით: „სამშვინველი“ და „სული“. მაგალითად, პავლე მოციქული ამ სიტყვებს ურთიერთსანაცვლოდ და მსგავსი მნიშვნელობით ხმარობს. ეს ჩანს შემდეგი ორი ტექსტის შედარებიდან „ადიდეთ უკუე ღმერთი ხორცითა მაგით თქუენითა და (სულითა თქეუნითა), რომელი იგი არს ღმრთისაჲ“ (I კორ. 6,20) და „...განვიწმიდნეთ თავნი ჩუენნი ყოვლისაგან შეგინებისა ჴორცთაჲსა და სულისა...“ (2 კორ 7,1). ამასთან, მისივე ნაწერებში ორ ადგილას არის ნახსენები სამშვინველი და სული ერთად. ისმის კითხვა: ხომ არ გვეუბნება მოციქული, რომ ადამიანის ბუნების შემადგენელ ნაწილად სამშვინველის გარდა სულიც გვევლინება? ზოგი წმიდა მამის ნაწერებში, განსაკუთრებით კი ასკეტური ხასიათის თხზულებებში, სული და სამშვინველი აგრეთვე განირჩევა ერთმანეთისგან. ზემონახსენები ციტატებიდან პირველი არის პავლე მოციქულის ეპისტოლეში ებრაელთა მიმართ: „რამეთუ ცხოველ არის სიტყუაჲ ღმრთისაჲ და ძლიერ და უმკვეთელეს უფროჲს ყოვლისა მახვლისა ორპირისა. და მისწუდების იგი ვიდრე განსაყოფელადმდე სამშჳნველისა და სულისა, ნაწევართა და ტჳნთა, და განმკითხველ გონებათა და ზრახვათა გულისათა“ (ებრ. 4,12), მეორე კი მისსავე ეპისტოლეში თესალონიკელთა მიმართ: „და სული თქუენი, სამშჳნველი და გუამი უბიწოდ მოსლვასა მის უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა დაჰმარხჳნინ“ (I თეს. 5,23). ჯერ ერთი, ადვილად ჩანს, რომ „სულში“ იგულისხმება არა სამშვინველისაგან დამოუკიდებელი, ცალკე სუბსტანცია, არამედ მხოლოდ მისი უაღრესად შინაგანი, იდუმალებით მოცული მხარე. აქ შეიძლება პარალელი გაივლოს, ერთი მხრივ, სამშვინველისა და სულის, მეორე მხრივ კი, სხეულის ასოთა და ტვინის ურთიერთდამოკიდებულებასთან. ეს უკანასკნელი არის სხეულებრივი არსების ნაწილი, ანუ შემცველში შემავალი; ცხადია, მოციქულის მიერ სულიერი არსების ფარულ ნაწილად სულიც ამგვარადვე მოიაზრება. მეორეც, სიტყვაში „სული“ სავარაუდოდ იგულისხმება სამშვინველის ის განსაკუთრებული, გამორჩეულად აგებული ფარული ნაწილი, რომელიც ქრისტიანში სულიწმიდის მადლის მოქმედებით იქმნება. ეს ის სულია, რომლის შესახებ მოციქული სხვაგან ამბობს „სულსა ნუ დაავსებთ“ (I თეს. 5,19) და „სულითა მდუღარე იყვენით“ (რომ. 12,11). ასე რომ, მოციქული აქ მიმართავს არა საერთოდ ადამიანებს, არამედ მხოლოდ მორწმუნე ქრისტიანებს. მოციქულთან ასეთივე მნიშვნელობით გვხვდება შეპირისპირება „სულიერი ადამიანისა“ „მშვინვიერ“ ანუ ხორციელ ადამიანთან (I კორ.2,14-25). სულიერ ადამიანს აღორძინებული სამშვინველი აქვს, იგი თავისთავში მადლის თესლს აღვივებს, აღმოაცენებს და სულიერ ნაყოფს გამოიღებს. თავისი სულიერი ცხოვრებისადმი დაუდევარი დამოკიდებულებით შეიძლება სულიერი ადამიანიც ხორციელის ანუ მშვინვიერის დონემდე დავიდეს („ესრეთ უცნობელ ხართ, იწყეთ სულიერად და აწ ხორციელად აღასრულებთ?“ - გალ 3,3). ამიტომ უსაფუძვლოა ჩავთვალოთ, თითქოს პავლე მოციქულის აზრები ეწინააღმდეგებოდეს ადამიანის ბუნების ორგვარი შედგენილობის შესახებ სწავლებას.

აზრს, რომ ადამიანის სულიერი ცხოვრება მშვინვიერთან შედარებით არის უმაღლესი, მადლმოსილი ფორმა, სავარაუდოდ, უკვე პირველი საუკუნეებიდან იზიარებდნენ ქრისტიანობის ის მასწაეღაებლები და ეკლესიის მამები, რომლებიც სამშვინველის გარდა სულის არსებობასაც გამოჰყოფდნენ (ასეთები არიან: იუსტინე მოწამე, ტატიანე სირიელი, ირინეოს ლიონელი, ტერტულიანე, კლიმენტი ალექსანდრიელი, გრიგოლ ნოსელი, ეფრემ ასური, აგრეთვე, გვიანდელ ხანაში მოღვაწე მწერლები). ეკლესიის მამათა და მასწავლებელთა მნიშვნელოვანი უმრავლესობა პირდაპირ აღიარებს, რომ ადამიანური ბუნება ორი ნაწილისგან - სხეულისა და სულისგან - შედგება (წმ. კირილე იერუსალიმელი, წმ. ბასილი დიდი, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, წმ. იოანე ოქროპირი, ნეტარი ავგუსტინე, ღირსი იოანე დამასკელი). ნეტარი თეოდორიტე წერს: „აპოლინარიუსის (იგულისხმება ერეტიკოსი აპოლინარიუსი) სწავლებით ადამიანი შედგება სამი ნაწილისაგან სხეულის, ცხოველური სულისა და მოაზროვნე სულისგან, რომელსაც გონს უწოდებს, მაგრამ საღვთო წერილი იცნობს მხოლოდ ერთ სულს და არა ორს, რაც ნათლად არის ნაჩვენები პირველი ადამიანის შესაქმის ისტორიაში. ღმერთმა მტვრისგან შექმნა სხეული და შთაბერა სული - ამით გვაჩვენა, რომ ადამიანში ორი საწყისია და არა სამი“.



User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mr_morrison
პოსტი Oct 24 2007, 03:37 PM
პოსტი #12


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 376
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 164



ე.ი. სამშვინველი არის სულის ნაწილი რომელსაც განეკუთვნება სხვა ფასეულობები და ღირებულებები? კარგად მაიც ვერ გავერკვიე


--------------------
მიმცხე ძია მიმცხე მე ცუღლუტს :*
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 3 2014, 09:44 PM
პოსტი #13


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,599
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სამშვინველი არის "Dei Flatus" - ღვთის სუნთქვა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Dec 3 2014, 11:26 PM
პოსტი #14


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



სამშვინველი ესაა გონება , ნება ემოციები , მოკლედ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Dec 4 2014, 09:31 AM
პოსტი #15


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



დავით ადრე ხალხს დაპირებიხარ დავწერ ცოტა ვრცლადო და დაწერე რის თქმასაც აპირებდი.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Dec 5 2014, 12:56 PM
პოსტი #16


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



G_saxva

ჯობს ედიშერ ჭელიძის ლექცია დავდო, კარგად აქვს ჩამოყალიბებული რა არის სამშოვნელი და რა არის სული, რამდენ ბუნებოვანია ადამიანი დ ა.შ. ცოტა დიდია, მაგრამ სულ რამდენიმე წუთს წაგართმევთ:

"ეკლესიური სწავლების მხრივ ჯერ დოგმატი უნდა წარმოვაჩინოთ და დოგმატი გახლავთ ის, რომ ადამიანი არის ორ ბუნებოვანი, ორ ნაწილედი, ორ არსებოვანი, რომელთაგან ერთია სულიერი ბუნება, ხოლო მეორე სხეულებრივი, ხორციელი ბუნება. ასეთ შემთხვევაში, როდესაც ადამიანის ორბუნებოვნებას ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რა თქმა უნდა, შეიძლება დაისვას კითხვა, რომ იმ მამათა, კანონიზებულ წმინდანთა, მოძღვრება ნუთუ არ არის მართლმადიდებლური, სადაც გამოკვეთილია სამნაწილედობა და არა ორნაწილედობა ადამიანისა (ე.წ. ტრიქოტომია), რომ არსებობს, თუ კვლავ ბერძნულ ტერმინებს მოვუხმობთ, “პნევმა”, “ფსიხე” და სხეული (სხეულთან დაკავშირებით ამ შემთხვევაში არაა აუცილებელი ბერძნული ტერმინის მოხმობა). სულიერ ბუნებასთან დაკავშირებით ცალკეულ საღვთისმეტყველო შრომებში ჩვენ ვხვდებით გამიჯვნას “ფსიხე”-სას და “პნევმა”-სას ანუ რუსულ “დუშა”-სა და “დუხ”-ის შორის. სხვაგვარად რომ ვთქვათ არის მამათა მთელი კრებული, რომლებიც ამბობენ, რომ ადამიანი არის ორნაწილედი (ე.წ. დიქოტომია), რომ ადამიანი შედგება სულისა და სხეულისაგან, მაგრამ არის მამათა მეორე ნაწილი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ადამიანი შედგება სამი ნაწილისგან, ესენია “პნევმა”, “ფსიხე” და სხეული. “პნევმად” და “ფსიხედ” როდესაც იყოფა ადამიანის სულიერი ბუნება, ასეთ შემთხვევაში თვითონ ტერმინი სული რომელს უნდა მივუსადაგოდ? ამ შემთხვევაში მრავალი პრობლემა იჩენს თავს და ამიტომ ვამბობთ, რომ არავითარი განსხვავება ეკლესიის მამათა მოძღვრებაში იოტისოდენაც არ არსებობს და ეს კარგა ხანია განმარტებულია, უბრალოდ ეს ვინც არ იცის ჰგონია, რომ რაღაც სხვაობაა ეკლესიის მამათა მოძღვრებაში, შესაბამისად ის ამ საკითხს დოგმატად არ თვლის (მაშინ როცა ეს დოგმატია) და თავისი არჩევანით ან “დიქოტომიას” უჭერს მხარს ან “ტრიქოტომიას”. მაშინ როცა უკვე VI ს-ში ისეთი დიდი მოძღვრისგან, როგორიც ოლიმპიოდორე ალექსანდრიელი იყო, უკვე საბოლოოდაა შეჯამებული, გამოკვეთილი და ჩამოყალიბებული ეკლესიური სწავლება ადამიანის ნაწილედობის შესახებ, ადამიანის აგებულების შესახებ და სრული უცდომელობით გახლავთ მოცემული სწავლება იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანი არის ორბუნებოვანი, რომ თავისი რაობით, თავისი ყოფიერებით, თავისი არსებობის ნიშნით ადამიანი გახლავთ ორ ბუნებოვანი, ორ არსებოვანი, ორ თვისებოვანი, ეს გახლავთ სული, სულიერი ბუნება და ხორცი, ხორციელი ბუნება. მაგრამ როგორია თვით ეს ადამიანის სული? ვიდრე ამას ვიტყოდეთ ჯერ იმას ავღნიშნავთ, რომ როდესაც ჩვენ ბუნებითად ვმსჯელობთ ადამიანზე, როცა მის ბუნებათა შესახებ ვმსჯელობთ და ვამბობთ, რომ უეჭველად ორბუნებოვანია ადამიანი, ასეთ შემთხვევაში სულიერი ბუნება ბერძნულად გამოითქმის ტერმინით “ფსიხე” და ყველა ასეთ შემთხვევაში ხსენებული “ფსიხე” ქართულად ითარგმნება როგორც სული. ე.ი. ორბუნებოვნების ასპექტით როდესაც მოიხმობა ტერმინი “ფსიხე” და სხეულთან დაკავშირებული ტერმინები, იქნება ეს “სარქს” თუ სხვა, საკუთრივ სულიერი ბუნების აღმნიშვნელი “ფსიხე” ორ ნაწილედობის შემთხვევაში ქართულად ყოველთვის გადმოდის როგორც სული. მაგრამ როგორია ეს ადამიანის სული თავისი ასევე რაობით, ყოფიერებით, არსებობის თვისებით? უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ ცხოველიც ორბუნებოვანია და ისიც “ფსიხესა” და სხეულისგან შედგება, მაგრამ ადამიანსა და ცხოველს შორის განსხვავება არის არა სხეულებრივი ბუნების მხრივ (ამ მხრივ მათი თვისებები აბსოლუტურად ერთი და იგივეა), არამედ სწორედ იმ “ფსიხეს” მიხედვით, რაზეც ჩვენ ეხლა ვსაუბრობთ. ცხოველური “ფსიხე” შინაგანად არის ორნაწილედი, ხოლო ადამიანური “ფსიხე” შინაგანად არის სამნაწილედი თავისი ყოფიერებით, თავისი არსებობის წესით. ეს ორივე ნაწილი, რაც ცხოველურ “ფსიხეს” აქვს, არის ადამიანში, მაგრამ ადამიანში ემატება მას მესამე ნაწილიც, რაც არა აქვს ცხოველს და ამით განსხვავდება ადმამიანი ცხოველისგან, ამით არის ადამიანი ადამიანი. რა ნაწილებია ეს? ცხოველური “ფსიხეს” ნაწილებია, ძველი ქართული ტერმინებით, “გულისწყრომითი” და გულისთქმითი” ნაწილები. გულისწყრომითი (ბერძნ. “ეპითიუმეტიკონ”, ანდა “თიუმოდეს”) ნაწილი, ლათინურად ირასციბილური, ნიშნავს გაღიზიანებითი, რეაგირების უნარის მქონე თვისებას, რომ სული რეაგირებს გაღიზიანებებზე, ისიც თავისი უკუ მოქმედებით, რეაგირებითი მოქმედებით ადასტურებს, რომ მან განიცადა, შეიგრძნო რაღაც და საპასუხო მოქმედებას ახორციელებს. აი ძირითადად ეს შინაარსი ჩაიდება ამ თვისებაში, ირასციბილური ანუ გაღიზიანებითი, რისხვითი ანუ ძველ ქართულად გულისწყრომითი. და მეორე თვისება, რასაც ქართულად, როგორც უკვე ავღნიშნეთ, ეწოდება გულისთქმითი ანუ ნდომითი, როცა ადამიანს სწყურია რაღაც, უნდა, თავისი სურვილი აქვს (ძველ ქართულად სურვილს ერქვა სწორედ გულისთქმა, გულისთქმითი ნაწილი. თუ ბერძნული “თიუმოდეს” არის გულისწყრომითი ნაწილი, “ეპითიუმეტიკონ” გახლავთ გულისთქმითი ნაწილი ანუ სურვილობითი ნაწილი, იმიტომ, რომ ძველ ქართული გულისთქმა ბერძნულად გადმოიცემოდა ტერმინით “ეპითიუმეა”). ორივე ეს ნაწილი ერთი მეორეს უკავშირდება ამქვეყნიური გრძნობადობის ნიშნით და სწორედ ეს ორი ნაწილია სხეულისთვისაც გრძნობადობის მიმნიჭებელი. როცა სხეულს გრძნობადად უნდა რაიმე და როცა სხეული გრძნობადად რეაგირებს რაიმეზე, სწორედ ეს ორი ნაწილი “ფსიხესი” იჩენს თავს, ეს ორი ნაწილი მოქმედებს სხეულის გზით, ფიზიკური ორგანოების მხრივ. ამით იფარგლება ცხოველური “ფსიხე” და ამიტომაა, რომ ცხოველურ “ფსიხეს” როდესაც ჩვენ ქართულად ვთარგმნით ის უნდა ითარგმნოს არა როგორც სული, არამედ როგორც სამშვინველი, იმიტომ, რომ მხოლოდ გრძნობითი ნაწილების მომცველია ცხოველური “ფსიხე”, მაგრამ ადამიანურ “ფსიხეში”, გარდა ამ ორი ნაწილისა, რაც უკვე ვთქვით, არის მესამე ნაწილიც, რომელიც ეკლესიის მამებთან რამდენიმე ტერმინით შეიძლება იქნეს გამოხატული, ერთი ესაა “პნევმატიკოს” ანუ პნევმური ნაწილი, სხვანი მას იხსენიებენ როგორც გონებითი ნაწილი (დიანოეტიკონ), ან გონითი ნაწილი, აზროვნებითი ნაწილი ანუ ბერძნულად “ლოგისტიკონ”. აი ესაა ის ნაწილი რითაც ადამიანი აზროვნებს, რითაც ადამიანს თავის შესაბამისად თავისუფალი ნება აქვს, რითაც ადამიანი თავის თავზე და თავის ბუნებაზე მეუფებს და ძალუძს ვნებები დაძლიოს და სათნოებითი მოღვაწეობა აღასრულოს. ანუ სწორედ ესაა ის ნაწილი, რითაც ადამიანი ადამიანია, რითაც ადამიანი ექვემდებარება გაკიცხვასაც, თუკი იგი თავისი ღირსების შესაფერისად ვერ მოიქცევა, და ექვემდებარება, რა თქმა უნდა, ქებასაც, თუკი ის აღემატება თავისი ბუნებით კნინობით ნაწილებს, ქვენა ნაწილებს, სხეულებრივ მოთხოვნილებებს, და ძლევს მას და სწორედ “პნევმას” გააბატონებს. ადამიანის მოვალეობაა სწორედ ეს მხარე, რომ “პნევმა” გააბატონოს თავისივე “ფსიხეს” ორ დანარჩენ ნაწილზე, ანუ თავისი გრძნობები მართოს. ეს გახლავთ ადამიანური სულის აღნაგობა, რომ “პნევმა” ბუნებითად შედის ფსიხეში, “პნევმა” ცალკე არ არსებობს, ადამიანში არ არის ორი სულიერი საწყისი, ერთი სულიერი ნაწილია და ამ სულიერ ნაწილში მოიაზრება პნევმაც. მაგრამ რამდენადაც პნევმა ასეთი ღირსეული ნაწილია ადამიანის ფსიხესი და როგორც ავღნიშნეთ სწორედ ეს ნაწილი არ აქვს ცხოველს, შესაბამისად ზოგჯერ ადამიანის შესახებ მსჯელობისას ანუ ანთროპოლოგიური სწავლების გადმოცემისას, ეკლესიის მამები ამ “პნევმას” ღირსების ნიშნით მხოლოდ და არა ბუნებითად ცხადია, ცალკე გამოჰყოფენ, თეორიულად, აზროვნების გამო, მსჯელობის დროს. ბუნებითად, კვლავ ავღნიშნავთ, “პნევმა” ისევეა შერთული “ფსიხეში” და ჩართული მასში, როგორც სხვა ორი ნაწილი, გულისწყრომითი და გულისთქმითი ნაწილები, მათგან განუყრელია, მაგრამ ჩვენ რომ ვმსჯელობთ რაიმე მოვლენაზე, შეგვიძლია ჩვენს მსჯელობაში ეს მოვლენა დავყოთ, დავაცალკეოთ, ცალკე გამოვყოთ რაღაც ასპექტი, რაც თავისთავად განუყოფელია ბუნებითი არსებობის მიხედვით. აი ასე ხდება ეკლესიის მამათა ნაწილში, როდესაც ისინი მხოლოდ და მხოლოდ ღირსების ნიშნით, ღირსებითად და არა არსებითად და არა მყოფობითად, ცალკე გამოჰყოფენ “პნევმას”, რომ უფრო მეტად დაახასიათონ იგი, მეტ ყურადღებას სწორედ “პნევმას” განუკუთვნებენ, იმიტომ, რომ ყველაზე ღირსეული ნაწილი ადამიანში სწორედ ისაა და აი ამ დროს ისინი თითქოსდა სამნაწილედობაზე საუბრობენ, რომ ფსიხესგან ცალკე გამოიყოფა პნევმა და რადგან ფსიხეში პნევმას გარდა სხვა ნაწილებიცაა ფსიხეც მსჯელობაში რჩება (მსჯელობის დონეზეა ეს ყველაფერი) და სხეულიც თავისთავად ცხადია რჩება. ასე რომ მსჯელობის დროს როდესაც გამოცალკევდება ცალკე პნევმა, ადამიანი თითქოსდა სამი ნაწილის მქონედ წარმოჩნდება - პნევმა, ფსიხე და სხეული. მაგრამ ასეთ დროს ეს ფსიხე, თუნდაც მხოლოდ მსჯელობის დონეზე პნევმასაგან განშორებული, უკვე ორ ნაწილედია და მთლიანად იგივეობრივია ცხოველური ფსიხესი. თუ ჩვენ ადამიანური ფსიხესგან ჩვენს მსჯელობაში პნევმას გამოვაცალკევებთ, დარჩენილი ფსიხე ესაა მთლიანად იდენტური ცხოვეულ ფსიხესთან და უკვე ასეთ შემთხვეავში, როდესაც პნევმა ცალკეა გამოყოფილი და ფსიხე ორ ნაწილედად არის დარჩენილი, ქართულად უკვე ფსიხე ითარგმნება არა როგორც სული, არამედ როგორც სამშვინველი, იმიტომ, რომ ეს ცხოველური ფსიხეს ტოლფასია და როგორც ცხოველური ფსიხე სამშვინველად უნდა გადმოიცეს, ასევე ადამიანური ფსიხეც ასეთ შემთხვევაში, მსჯელობის გზით მისგან პნევმა გამოშორებული, იდენტურია ცხოველური ფსიხესი და ქართულად უნდა ითარგმნოს როგორც სამშვინველი, ხოლო სულად ითარგმნება სწორედ ის პნევმა. კვლავ ვიტყვით დასკვნის სახით, რომ თუ პნევმას, როგორც ეს ბუნებითად მართლაც ასეა, ადამიანური ფსიხეს შიგნით ვიგულისხმებთ, მაშინ ეს ტერმინი ფსიხე ქართულად ყოველთვის ითარგმნება როგორც სული, ე.ი. თუ ჩვენთვის სათარგმნელი ტერმინი ფსიხე სამნაწილედობას გულისხმობს და მასში თავისთავად შედის პნევმა, ასეთ შემთხვევაში ფსიხე ქართულად ითარგმნება როგორც სული, იმიტომ, რომ სწორედ ეს პნევმა ანიჭებს იმ ღირსებას ფსიხეს, რომ ის ქართულად სულად ითარგმნოს. მაგრამ თუ ამ პნევმას ჩვენს მსჯელობაში გამოვაცალკევებთ ფსიხესგან, მაშინ ფსიხეში ეს ღირსება უკვე აღარაა დარჩენილი და საკუთრივ პნევმა ითარგმნება უკვე ქართულად სულად (სულობის მიმნიჭებელი ფსიხესთვის სწორედ პნევმაა. სანამ ის ფსიხეში იყო, ფსიხე სულია და სულად ითარგმნება, მაგრამ თუ ცალკე გამოვყოფთ პნევმას იგი წამოიღებს თავისთვის სულობას და ასეთ შემთხვევაში სულად ითარგმნება სწორედ პნევმა) ხოლო პნევმას გარეშე დარჩენილი ფსიხე ითარგმნება როგორც სამშვინველი.

აი ეს გახლავთ შეჯამებული სახით ეკლესიური მოძღვრება ადამიანის სულიერი ბუნების აღნაგობის შესახებ და თუ ზოგ მამასთან ჩვენ სამნაწილედობას ვხვდებით, ხოლო ზოგ მამასთან ორ ნაწილედობას, აქ განსხვავება კი არაა მათ შორის, არამედ აქაა სხვადასხვა კუთხით ერთიდაიმავე მოძღვრების გამოთქმა, ანუ ვინც ბუნებითად მსჯელობს ის ადამიანის ორნაწილედობას ასაბუთებს და ეს უეჭველად ასეა, ხოლო ვინც ღირსებითად, აქსიოლოგიურად მსჯელობს ის სამ ნაწილს გამოყოფს. ყველაზე ღირსეულს აცალკევებს ფსიხესგან, პნევმაზე ცალკე საუბრობს და პნევმას გარეშე ფსიხეზე ცალკე საუბრობს და სხეულზეც, რა თქმა უნდა, ცალკე საუბრობს, რითაც ადამიანი თითქოსდა სამნაწილედი წარმოჩნდება. ადამიანი არ გახლავთ სამნაწილედი, ისაა ორნაწილედი არსება - სულიერი და სხეულებრივი, რითაც ის ცხოველს ემსგავსება, მაგრამ განსხვავება მათ შორის ისაა, რომ ადამიანური ფსიხე ცხოველურ ფსიხეს აღემატება ყველაზე ძვირფასი ნაწილით, მისი პნევმით, მისი გონითი, აზროვნებითი ნაწილით და ამ ნიშნით ადამიანური ფსიხე არის სწორედ ის ნაწილი ადამიანისა, რომელსაც ადამიანისთვის განღმრთობის მოტანა შეუძლია. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ადამიანის ის ნაწილები, რაც თანხვედრია ცხოველთან, ემსგავსება მას (გულისწყრომითი, გულისთქმითი და თუნდაც სხეულებრივი ნაწილით) და იდენტურიცაა თავისი თვისებით, ყველა დონეზე მათ იგივეობას ეს მაინც არ ნიშნავს, იმიტომ, რომ ცხოველს მთლიანად შეადგენს ცხოველური ფსიხე, ანუ ცხოველური სამშვინველი თავისი ორ ნაწილედობით და ცხოველური სხეული, მაგრამ ადამიანში არის პნევმური ნაწილიც და ამ პნევმურ ნაწილს აქვს არა მხოლოდ საკუთარი ღირსების გამოვლენის თვისება, არამედ ამ თვისებათა სხვათათვის, სხვა ნაწილებისათვის შთანერგვის უნარიც. თუ ჩვენს ბუნებაში პნევმა ბატონობს, ეს ბატონობა ნიშნავს იმას, რომ პნევმას დამორჩილებული ჰყავს გულისწყრომითი და გულისთქმითი ნაწილები ანუ ემოციური ნაწილები და აგრეთვე დამორჩილებული ჰყავს სხეულიც. შესაბამისად ის თავის განმაღმრთობელობას მათაც ანიჭებს და ამ გაგებით ადამიანის სხეული, რა თქმა უნდა, უდიდესწილად და უსასრულოდ ემიჯნება და აღემატება ცხოველურ სხეულსა და ცხოველურ ფსიხეს, იმიტომ, რომ ცხოველისგან განსხვავებით ადამიანის ფსიქიკური ნაწილები, გულისწყრომითი და გულისთქმითი და მისი ხორციელი ნაწილიც, განღმრთობილი ხდება პნევმასგან. სწორედ ამიტომ ხდება შესაძლებელი ჩვენ ვისაუბროთ ადამიანის ხორციელ განღმრთობაზე, რომ ადამიანი მხოლოდ სულიერად კი არ განიღმრთობა, არამედ იგი უხრწნელი სხეულითაც დაიმკვიდრებს განღმრთობის ადგილას, ცათა სასუფეველში და ეს ყველაფერი ადამიანის ფსიხესაც და ადამიანის სხეულსაც ენიჭებათ სწორედ პნევმური ნაწილის შესაბამისად და მისი ძალით. ასე რომ პნევმურ ნაწილს ასეთი განსაკუთრებული ღირსება როდესაც აქვს, ცხადია ჩვენს მსჯელობაში მართლაც შეგვიძლია ის ცალკე გამოვყოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს ადამიანის არსობრივი ორბუნებოვნების გაუქმებას, ეს მხოლოდ მსჯელობაში პირობითად შეიძლება სამნაწილედად წარმოვსახოთ ადამიანი, რომ უფრო დეტალურად ვიმსჯელოთ ამა თუ იმ ნაწილზე, ხოლო კვლავ ავღნიშნავთ, ბუნებითად ადამიანი გახლავთ ორნაწილედი".


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Dec 5 2014, 04:19 PM
პოსტი #17


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



afxazi
გაიხარე დავით მშვენირი პოსტი იყო. მეტ ნაკლებად გავიგე რაზეა საუბარი, რამოდენიმე ადგილი იმდენად რთული აღმოჩნდა ჩემთვის რომ რამოდენიმეჯერ მომიხდა მისი გადაკითხვა.
ამ თემასთან დაკავშირებით გამიჩნდა კითხვა. ადამიანის გარდაცვალების დროს როდეს სული სხეულს განეშორება რა ხდება? სხეულს განეშორება პნევმა თუ ფიხე? სავარადუდოდ ვფიქრობ ფსიხე და თუ ფსიხე მიჰყვება მას სამშვინველი როგორც განუყოფელი ნაწილი, ინარჩუნებს თუ არა იმ ცხოველურ ბუნებას? ასევე ცხოველებთან დაკავშირებით რა ხდება როდესაც ისინი კვდებიან სამშვინველს რა მოსდის?

პ.ს მადლობა რომ დადე პოსტი ნამდვილად არ ვიცოდი ამდენი რამ smile.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Dec 9 2014, 03:09 PM
პოსტი #18


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



დავით სჯობს აქ მიპასუხო ჩემს კითხვებზე რომელიც ვფიქრობ საინტერესოა.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Dec 9 2014, 08:13 PM
პოსტი #19


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ციტატა(G_saxva @ Dec 9 2014, 04:09 PM) *

დავით სჯობს აქ მიპასუხო ჩემს კითხვებზე რომელიც ვფიქრობ საინტერესოა.

ცხოველისა და პირუტყვის ხვედრი ერთია ! ერთის სიკვდილი , მეორისას გავს და ყველას ერთი სული უდგას! კაცი პირუტყვზე ვერაფრით ვერ უპირატესობს , რადგან ყველაფერი ამაოა , ყველაფერი მიწისგანაა აღებული და მიწადვე მიიქცევა!
რისი კეთების ძალაც შესწევს შენს ხელებს აკეთე, რადგან არც ცოდნა ანდა სიბრძნე და საფიქრალი არ გაგყვება შავეთში (შეოლში იგივე ჯოჯოხეთი) სადაც მიდიხარ . ეკლესიასტე 3 თავი . ფსალმუნნი 145 ; 5,6 იმედს ნუ დაამყარებთ მთავრებზე , ადამის ძეზე , რომელსაც არ ძალუძს შველა, აღმოხდება სული და მიუბრუნდება თავის მიწას, იმ დღეს გაქრება მისი ფიქრები( აზრები) თუ აზროვნება შეწყვიტა ესეიგი სულიც კვდება . იოანე 11 თავი _ ლაზარემ ჩვენმა მეგობარმა დაიძინა, მაგრამ მე მის გასაღვიძებლად მივდივარ! იესო ქრისტემ დიდებულმა რაბიმ სიკვდილი ძილს დაუდარა. როცა ადამიანს ძინავს ის ვერ ხედავს იმას თუ რა ხდება მის ირგვლივ. blink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Dec 9 2014, 11:10 PM
პოსტი #20


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



G_saxva

უყურადღებოდ დაგტოვე, გიპასუხებ აუცილებლად, ოღონდ ხვალე რა.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

8 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th November 2024 - 09:59 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი