სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| marine |
Apr 3 2026, 01:16 PM
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,080 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"კორინთელთა მიმართ მეორე ეპისტოლიდან ასკვნიან, რომ პავლე მოციქული გარეგნობით შეუხედავი და ტანით პატარა კაცი იყო.
მაგრამ არავის დაუტოვებია ისეთი დაწვრილებითი აღწერა პავლესი, როგორც ეს ნიკიფორე კალისტემ გააკეთა. "პავლე, - ამბობს იგი, - ტანად დაბალი იყო, წელში ოდნავ მოხრილი, სუფთა სახის, თუმცა მასზე ხნე ასაკი აისახეობდა, თავზე სიქაჩლე ჰქონდა, თვალებში სიამოვნება უციმციმებდა, წარბები ზემოთ ჰქონდა აზიდული და გვერდზე გაქცეული, ცხვირი - მოგრძო და ლამაზკეხიანი, გრძელ წვერში ალაგ-ალაგ ჭაღარა ჰქონდა გამორეული, როგორც თმაში". პორტრეტი საკმაოდ შთამბეჭდავია, სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ იგი დაწერილია მოციქულის სიკვდილიდან 13 საუკუნის შემდეგ, და არ არის ცნობილი - რომელ წყაროზე დაყრდნობით. თუკი პავლე მოციქული ტანად მართლად დაბალი იყო, მაშინ მასზე გამართლდა აზრი, რომ პატარა ტანში არცთუ იშვიათად დიდი სული ბინადრობს". /წმ. მღვდელმთავარი ინოკენტი ხერსონელი/ "წმინდა იოანე ოქროპირი, ღვთის ეს დაუდუმებელი საყვირი გვაუწყებს, რომ შეუძლებელია, პავლეს ეპისტოლეები გაიგო, თუ მისი პიროვნება, მისი ხასიათი არ შეიცანი" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
| marine |
Apr 5 2026, 06:55 PM
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,080 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"პავლე უბიწო ცხოვრებას ეწეოდა და იყო "რჯულის სიმართლით უმწიკვლო".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Apr 11 2026, 07:17 PM
პოსტი
#3
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,080 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"როდესაც მის ეპისტოლეებს ვკითხულობთ, გრძნობების ძლიერ აღტყინებას ვხედავთ - ეს არის ღვთისა და მოყვასისადმი აღვსილი გულის უნებური გადმონაღვარი, მაგრამ ეს გრძნობები არასდროს ტოვებენ თავის საზღვრებს.
ამიტომ ნაკლებად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მას ახასიათებდა გაუთვალისწინებლობა და წინდაუხედაობა. პირიქით, მისი ისტორიიდან შეიძლება ჩამოვაყალიბოთ ქრისტიანული კეთილგონიერების წესები. იგი მუდმივად მოუწოდებდა მოწაფეებს, რომ ყოველივე გამოეკვლიათ, რათა მხოლოდ კეთილი მიეღოთ; კიცხავდა მათ, როცა ისინი ბავშვებივით "იყვნენ, რომელთაც არყევს და იტაცებს მოძღვრების ყოველი ქარი"; აფრთხილებდა ცრუ გამოცხადებისა და წინასწარმეტყველებისგან, არასდროს მოუთხოვია საკუთარი თავის მიმართ ბრმა რწმენა, სურდა, რომ მათ საკუთარი გონების დამაჯერებლობით ემოქმედათ. განა ასე იქცევიან მეოცნებე ხასიათის ადამიანები?" /წმ. მღვდელმთავარი ინოკენტი ხერსონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Apr 11 2026, 07:51 PM
პოსტი
#4
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,080 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"პავლეს სიკვდილით დასასჯელად ნერონი შემდეგმა შემთხვევამ აღძრა: მიუხედავად სასიკვდილო საშიშროებისა, პავლე მაინც განაგრძობდა ქრისტიანობის ქადაგებას და ტირანის ერთ-ერთი ხარჭაც კი მოაქცია, რომელიც ნერონს ძლიერ უყვარდა.
ამის შემდეგ ახალმოქცეულმა ქრისტიანმა უარი უთხრა თავის მბრძანებელს, გაეყო მასთან უწმინდური სარეცელი. დედისმკვლელი იმპერატორი რისხვით ადუღდა და როცა გაიგო, რომ ამაში დამნაშავე პავლე იყო, მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. გადმოცემა, რომელსაც თითქმის ყველა აღიარებს, გვეუბნება, რომ პავლე წამებით მოკლეს პეტრესთან ერთად" /წმ. მღვდელმთავარი ინოკენტი ხერსონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Apr 12 2026, 06:22 PM
პოსტი
#5
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,080 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"არც ერთ მოციქულს არ დაუტოვებია იმდენი წერილი, რამდენიც პავლემ დაგვიტოვა. მისი თოთხმეტი ეპისტოლე ყოველთვის იყო ეკლესიაში აღიარებული, როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანული სწავლების წყარო.
ზოგიერთი განსაკუთრებული გარემოების გამო ებრაელთა მიმართ ეპისტოლეს სხვა ავტორებს მიაწერდნენ, თუმცა, უნდა ითქვას, არასაკმარისი დასაბუთებით. სხვა ეპისტოლეებთან დაკავშირებით კამათი არასდროს ყოფილა. ძველი დროის ერეტიკოსები, განგმირულნი იმ ჭეშმარიტებით, რასაც ის ეპისტოლენი გადმოსცემენ, ცდილობდნენ, შეერყვნათ ზოგიერთი ადგილი, მაგრამ ისინი მყისვე იქნენ შემჩნეულნი და მხილებულნი, ამიტომ ოდნავადაც ვერ დააზიანეს პავლეს ეპისტოლის შინაარსი" /წმ. მღვდელმთავარი ინოკენტი ხერსონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Apr 13 2026, 03:33 PM
პოსტი
#6
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,080 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
პავლეს პირველი ტყვეობა რომში
"პატიმრები, წესისამებრ, პრეტორიის მხედართმთავარს ჩააბარეს, იმ დროისთვის ეს იყო ბური, სენეკას მეგობარი და ჭაბუკი ნერონის აღმზრდელი. როგორც ჩანს, ფესტუსისა და იულიუსის კარგი დახასიათების შედეგი იყო ის, რომ პავლეს უფლება მიეცა, ნაქირავებ სახლში ეცხოვრა, ე.წ. კეთილშობილ ანუ მსუბუქ დაცვის ქვეშ. პატიმრობის ასეთი განსაკუთრებულობის შესახებ უნდა ითქვას, რომ რომაელებს, საერთოდ, სამი სახის პატიმრობა ჰქონდათ წესად: ერთნი საპყრობილეში იმყოფებოდნენ; მეორენი, ნაკლებ დამნაშავენი - სასამართლოს ადგილებში; მესამენი - დაქირავებულ ან საკუთარ სახლებში ცხოვრობდნენ. ამ უკანასკნელთა მიმართ ზედამხედველობა იმით გამოიხატებოდა, რომ თითოეულ მათგანთან თოკით იყო გადაბმული მისი მცველი, - პატიმარი მარჯვენა ხელით, მცველი - მარცხენით. ასეთნაირად მათ შეეძლოთ ყველგან ევლოთ. სწორედ ამ სახის იყო პავლეს პატიმრობა" /წმ. მღვდელმთავარი ინოკენტი ხერსონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
May 5 2026, 08:38 PM
პოსტი
#7
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,080 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ცხადია, დედამიწაზე არც ერთი წმინდანი არ იყო სრულიად თავისუფალი ადამიანური შიშებისაგან. ამის მაგალითია პავლე მოციქულის ცხოვრება. როდესაც გემზე, საშინელი ქარიშხლის დროს, ანგელოზი ანუგეშებს მოციქულს "ნუ გეშინია, პავლე, ვინაიდან კეისრის წინაშე უნდა წარსდგეო". სხვა ეპისოტლეებშიც გვხვდება მსგავს უძლურებათა გამოვლინებები: "რაჟამს მოვედით ჩუენ მაკედონიად, არც ერთი რაი ლხინებაი აქუნდა ხორცთა ჩუენთა. არამედ ყოველთავე ვიჭირვოდეთ: გარეშე - ბრძოლანი, შინაგან - შიშნი". (2 კორ. 7.5)".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2026 - 10:54 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი