სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| marine |
Apr 29 2026, 05:16 PM
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,084 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თანამედროვე ღვთისმეტყველების აზრით, ჩვენი დრო ყოველ სხვა დროს აღემატება გარყვნილების სიღრმით, ურცხვობითა და აღვირახსნილობით. არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე) სიძვის ცოდვაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ მთელი კაცობრიობა საშინელ გარყვნილებაში იმყოფება.
"დღეს ხომ ამ გახრწნილობამ განსაკუთრებულ მასშტაბებს მიაღწია. უსჯულოთა მთელი საკრებულოები გაჩნდა. ისინი საკუთარ კლუბებსა და ფორმებს აყალიბებენ. საკუთარ "ხელოვნებას" ქმნიან. მთელ მსოფლიოს კარნახობენ მოდას და გემოვნებას, ილუსტრირებულ წიგნებსაც კი ბეჭდავენ და თან რჩევებსაც ურთავენ სხვათათვის უფრო დახვეწილად როგორ უნდა მიეცნენ ხრწნილებას. როგორ უფრო მეტად შეიბილწონ სული და სხული, განეშორონ ისინი ღმერთს, ძნელად საკურნებელი გახადონ და ზედ სატანის დაღიც ამოიტვიფრონ... ძველი აღთქმა ისრაიტელებს კანონად უდებდა, რომ მეძავი ქვებით ჩაექოლათ და მერე დაეწვათ. დღეს კი საზოგადოებაში, რომელიც თავის თავს ქრისტიანულს უწოდებს, სირცხვილად სიძვა და გარყვნილება კი არა, უბიწოება ითვლება. ბევრ ჭაბუკს, ვისაც ჯერ არ შეუბილწავს სხეული სიძვით, რცხვენია ამის გამო თავისი ტოლებისა, ცდილობს თავი ისე დაიჭიროს, თითქოს გარყვნილი კაცია, თანაც შემთხვევას ეძებს, რაც შეიძლება მალე შეიცნოს ცოდვა, რომ ამხანაგებთან თავი მოიწონოს და მათი პატივისცემა მოიპოვოს. ეს არ არის ერთეული შემთხვევა, პირიქით, საყოველთაოდ გავრცელებული ამბავია. მრუშობა, სიძვისგან განსხვავებით, არის ცოლიანი კაცის დაცემა ქმრიან ქალთან. მრუშობის ცოდვაა ისიც, როდესაც ერთ-ერთი მხარე თავისუფალია, მეორე კი - ქორწინებაში იმყოფება. მრუშობა სხვისი და საკუთარი სარეცელის შეგინებაა. თუ არც ერთი მხარე არ არის თავისუფალი, მაშინ ორივე ერთდროულად ბილწავს სხვისა და საკუთარ სარცელს, სჯულიერი ქორწინების კავშირს არღვევს და კანონის ფარგლებს სცდება. ამიტომაც მრუშობის ცოდვა კიდევ უფრო მკაცრად განიკითხება, ვიდრე სიძვისა. ასეთი კავშირი დიდი და მძიმე ცოდვაა. ის სიძვის მთელ არაწმიდებას შეიცავს და სჯულიერ ქორწინებასაც შეაგინებს. შემოქმედსა და სჯულისმდებელ ღმერთს განარისხებს. მემრუშე განაცალკევებს იმას, რაც ღმერთმა შეაერთა. ორად ჰყოფს ერთ ხორცს და ცოლქმრულ საიდუმლოს შეურაცხყოფს. თუ სიძვა მხოლოდ ერთ ადამიანს შეაგინებს, მრუშობა ოთხს სწვდება: ორს შეაგინებს, დანარჩენ ორს კი შეურაცხყოფს. მაგრამ მიგვაჩნია, რომ ყველაზე მეტად ამაზრზენი გარყვნილების ცოდვა უდავოდ არის ჰომოსექსუალიზმი. მრავალმა ცივილიზაციამ თავისი განვითარება შეწყვიტა სწორედ იმის გამო, რომ არ ზღუდავდა სექსუალური უკუღმართობის ნაირსახეობებს. კაცობრიობის ისტორიას ამ ცოდვის გამრავლების დამანგრეველი გამოვლინების არა ერთი მაგალითი ახსოვს. ძველი აღთქმიდან მოყოლებული სოდომი და გომორი, ელინური სამყარო თუ რომის იმპერია, ამ ცოდვის პროპაგანდასა და დამკვიდებას ცდილობდა. ჰომოსექსუალიზმის მტრობის მთავარი სამიზნე ოჯახი და ეკლესიაა, რომლებსაც ეფუძნება სახელმწიფო. უცხოეთის წამყვან ქვეყნებში - ა.შ.შ.-ში, ინგლისში, საფრანგეთში, ჰოლანდიასა თუ გერმანიაში სოდომისტობა არა მარტო ლეგალიზებულია, არამედ დიდად წახალისებულიც. აწყობენ მრავალათასიან აღლუმებს, ითხოვენ თავიანთი შეხედულებების სხვებისათვის თავს მოხვევის უფლებას. ქმნიან გაზეთ-ჟურნალებს, კლუბებს და სასტუმროებს. XX-XXI საუკუნეებში ჰომოსექსუალები მთელი მსოფლიოს მასშტაბით აფართოებენ თავიანთ გავლენას. ისინი ეუფლებიან საინფორმაციო სივრცეს, ახორციელებენ თავიანთ ცოდვას, როგორც ცხოვრების ნორმას "ხელოვნებაში" - მუსიკაში, კინოსა და მხატვრობაში. სამწუხაროდ ეს სენი ჩვენს ქვეყანაშიც შემოიჭრა. ჯერ კიდევ სამი ათეული წლის წინ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ავადმყოფობათა ნუსხაში ჰომოსექსუალიზმი პათოლოგიად იყო მიჩნეული. სოდომისტების ზეწოლით ჰომოსექსუალიზმი ამ ნუსხიდან ამოიღეს. მრავალი სამედიცინო გამოკვლევა ადასტურებს, რომ ჰომოსექსუალიზმი პათოლოგიაა. ასეთი ადამიანები ფეხმძიმე ქალებზე ორჯერ მეტ ჰორმონებს გამოიმუშავებდნენ, რითაც ძლიერ ჰორმონალურ დარტყმას განიცდიან. ამის გამო ისინი იმდენად არაადეკვატურები არიან, დამახინჯებული აქვთ რეალური აღქმის უნარი. არ ვამბობთ, რომ ჰომოსექსუალისტები უნდა იდევნებოდნენ, არამედ ვამბობთ: ისინი სამედიცინო, ფსიქოლოგიურ და სულიერ მკურნალობას საჭიროებენ. ა.შ.შ.-ის სტატისტიკით სოდომისტები მხოლოდ 45-47 წელი ცხოვრობენ. დღეს ცდილობენ სამღვდელოება და მრევლი წარმოაჩინონ საზოგადოების ჩამორჩენილ, შავბნელ, ფანატურ მასად; ჰომოფობის ეპითეტითაც გვამკობენ, მაგრამ ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, სამღვდელოება და მრევლი ჰომოსექსუალისტების მიმართ თავიანთ დამოკიდებულებას აგებენ ქრისტიანული სწავლების საფუძველზე, სამღვდელოება სოდომისტებს ეკიდება მწყემსისმიერი პასუხისმგებლობით , ლოცვითი დახმარებით, სულიერი მხარდაჭერით, თუ, რა თქმა უნდა, ინებებენ ეკლესიის წიაღში დაბურნებას. ამასთან, ეკლესიის სწავლება არაორაზროვნად რაცხავს ჰომოსექსუალიზმს ცოდვად, მაგრამ ამავდროულად აცხადებს: საჭიროა ამ ავადობით სნეულთათვის ქრისტიანული თანაგრძნობის აღმოჩენა. ამიტომ არ არსებობს არავითარი საფუძველი, ვილაპარაკოთ ეკლესიის მხრიდან მათ მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის მოწოდებაზე. ჰომოსექსუალიზმი დიდ საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ მშვიდობასა და სტაბილურობას მთელ მსოფლიოში. ამას ადასტურებს ე.წ. "გეების მანიფესტი" (შეგიძლიათ იხილოთ სოციალურ ქსელებში). ეს მანიფესტი არის ნორმალური სექსუალური ორიენტაციის პირებში სიძულვილი და მტრობა, მათი დამცირების ფიზიკური განადგურების გეგმა. ასე რომ, თანამედროვე სამყარომ გაუსწრო ძველი დროის ცივილიზაციებს უზნეობაში. ჰომოსექსუალიზმი კერპთაყვანისცემის ერთ-ერთ ყველაზე ამაზრზენი ფორმა გახლავთ. მრავალი ქვეყანა ისჯებოდა უხეში კერპთაყვანისცემის გამოვლინების გამო, მაგრამ არც ერთი არ დასჯილა ცეცხლის წუნწუბით, როგორც სოდომ-გომორი დაისაჯა" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
| marine |
May 2 2026, 04:49 PM
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,084 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სოდომელების შესახებ წმინდანი [წმ. დიმიტრი როსტოველი] ბრძანებს: "სადაც კაცნი, კაცობრივი ზნის დამტყვევებელნი, სიდამპლისა და სკორეს მოყვარულ ღორებად იქცევიან, იქაურობას უფლის ანგელოზები განეშორებიან და მათ ნაცვლად ეშმაკები ისადგურებენ.
სოდომის ცოდვა ყველაზე დიდი, მძიმე, მძვინვარე და ღმრთის განმარისხებელი ცოდვაა სხვა უდიდეს ცოდვათა შორის. მისთვის ღმერთი მხოლოდ საუკუნო სასჯელს კი არ უმზადებს ცოდვილს, ამსოფლიურ სასჯელსაც განუჩინებს". მან ცეცხლოვანი წვიმა მოუვლინა სოდომელთა და ამით მოგვცა მაგალითი, რომ ასეთები დაუნდობლად უნდა დაისაჯონ" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
May 3 2026, 08:07 PM
პოსტი
#3
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,084 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მართლმადიდებელი ეკლესია არასოდეს აღიარებს ჰომოსექსუალიზმს სქესობრივი ცხოვრების ბუნებრივ ფორმად; მართლმადიდებლური ეკლესია ყოველთვის მკაცრად გაილაშქრებს უზნეობის პროპაგანდის წინააღმდეგ, რასაც ნეოლიბერალები თავისუფლებას უწოდებენ და ამ ნიღბით ანგრევენ ყოველივე ზნეობრივს"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th May 2026 - 04:01 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი