IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ერთი კითხვა მაქვს
mariamiiiiiiiiiiiiiiiii
პოსტი Jun 5 2007, 01:23 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 5-June 07
წევრი № 2,105



დამლოცეთ მამაო.

მამაო, წირვაზე ყოფნის დროს, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ლოცვას ვუსმინო, და შეძლებისდაგვარად გამომდის კიდეც, მაგრამ ..
როდესაც იწყება გალობა, მეფანტება გონება, (მგალობლები ბიჭები არიან) და ვფიქრობ ერთ-ერთ მათგანზე.
როროგ შეიძლება დავძლიო ეს გონებაგაფანტულობა და ცუდი საქციელი?
:(
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები(1 - 1)
დეკ. ანდრია
პოსტი Jun 10 2007, 10:38 PM
პოსტი #2


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



ერთი სიტყვით გიპასუხებდით: ლოცვით. მხოლოდ ლოცვის სიტყვებზე ყურადღების გადატანით, მათში გონების ჩაკეტვით შეიძლება სძლიო გაფანტულობას. ვერავინ აგიკრძალავთ გქონდეთ სიმპათიები ადმიანის მიმართ, არცაა დასაძრახი გამორჩეულად გიყვარდეს ადამიანი (თუ, რათქმაუნდა დაოჯახებული არ ხარ). მაგრამ ტაძარი ის ადგილია, სადაც უნდა ვეცადოთ თუნდაც ცოტა ხნით მოვწყდეთ მიწას, ვიურთიერთობოთ ღმერთთან, მარადისობასთან, ჭეშმარიტ ცხოვრებასთან. ადამიანური გრძნობები იქცევიან იმ იარაღებად, რომლითაც ბოროტი გვითესავს თავის ზრახვებს. აქაც ასეა: თავად გრძნობაში მიუღებელი არაფერია, მაგრამ მას ეშმაკი იყენებს. ამით ჯერ ერთი ლოცვას მოგვწყვეტს, მეორეს მხრივ კი თავად ამ გრძნობას გამოაჩენს შეცოდების მიზეზად. სულიერი ცხოვრება – მუდმივი ჭიდილია საკუთარ თავთან, ბრძოლა საკუთარ ნაკლოვანებებთან. ეკლესია, ლოცვა (სახლში ლოცვაც) ის გარემოებებია, რომლებიც ყველაზე მეტად წარმოაჩენენ ბოროტის მძლავრობას ჩვენზე, ჩვენს ნაკლოვანებებს. არ შესუსტდეთ, შეუტიეთ. დაეცემით, კვლავ გაიფანტებით, მაგრამ ისევ და ისევ შეუტიეთ გონებაში გამფანტველ ზრახვებს. იხილავს უფალი მონდომებას, შეგეწევათ, თავის მადლს მოგივლენთ. ლოცვის დრო ლოცვისთვის იყოს და ცხოვრებაც იკურთევა. მერე კი მშვიდობაც მოგვეცემა.


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th July 2025 - 11:30 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი