პროტაგონა, ფილოსოფია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პროტაგონა, ფილოსოფია |
კვირიკე |
Jun 13 2007, 10:05 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 305 რეგისტრ.: 25-May 07 წევრი № 2,013 |
პროტაგონა იყო სოფიზმის მამამთავარი.სიტყვა სოფიზმი ნიშნავს მცოდნეს,გამომგონებელს.სოფისტები იყვნენ სიბრძნის მასწავლებლები. სოფისტებმა საფუძველი ჩაუყარეს ისეთ მევნიერებებს როგორიცაა:რიტორიკა,გრამატიკა
,სტილისტიკა,ორთოეპია. მათი აზრი ადამიანობასა და ჭეშმარიტებაზე,რასაც ნაწილობრივ ვეთანხმები: ობიექტური და ყველასათვის სავალდებულო ჭეშმარიტების არასებობას ამტკიცებს ფილოსოფიურ შეხედულებათა სიჭრელე,სხვადასხვაობა.ყველაფრის საზომად ინდივიდუალური ადამიანია მიჩნეული.ეს კი იმას ნიშნავს, რომ საგანთა საზომი ერთი კი არ ყოფილა,არამედ იმდენი,რამდენი ადამიანიცაა.ყოველი აზრი არის ჭეძმარიტი;ის რაც ჩემთვისაა ჭეშმარიტი ,სხვისთვის შეიძლება შეცდომა იყოს და პირიქით.მაგრამ ყველა აზრი ხომ შეფარდებითია,მაშასადამე,ყველ ა ჭეშმარიტია.შეცდომა არც უნდა არსებობდეს. პროტაგორას სუბიექტივიზმი ამსხვრევდა ზნე-ჩვეულებებს,დესპოტიზმს და ყოველგვარ დოგმატიზმს.არ არსებობს ობიექტური ჭეშმარიტება,ისე როგორც არ არსებობს ყველასათვის სავალდებულო,საყოველთაო ჭეშმარიტება,ასევე არ არსებობს საერთოდ კარგი და საერთოდ სასარგებლო.ჭეშმარიტება,კარგი,სასრგებლო სუბიექტურია... თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?მე პირადად სწორად მიმაჩნია ის ფაქტი რომ რამდენი ადამიანიცაა აზრიც იმდენია და ჭეშმარიტება ისაა რაც მას მიაჩნია სწორად. |
კვირიკე |
Jun 14 2007, 06:52 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 305 რეგისტრ.: 25-May 07 წევრი № 2,013 |
დიდი მადლობა აზრის გამოთქმისთვის........
ყველაფერი გასაგებია.. |
მნათე |
Jun 14 2007, 06:57 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ჭეშმარიტების სბუექტივიზმი ეწინააღმდეგება მათემატიკურ პრინციპს, თუ ჭეშმარიტება პიროვნების თვისობრივი პრიზმიდან იზომება, მაშ განტოლების გამოყვანის არასწორი მეთოდი - არ არსებობს...
-------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
S a l l y |
Jun 14 2007, 09:44 PM
პოსტი
#4
|
infinity... ჯგუფი: Members პოსტები: 9,631 რეგისტრ.: 11-September 06 მდებარ.: Sallylandia წევრი № 182 |
პროტაგონა იყო სოფიზმის მამამთავარი.სიტყვა სოფიზმი ნიშნავს მცოდნეს,გამომგონებელს.სოფისტები იყვნენ სიბრძნის მასწავლებლები. სოფისტებმა საფუძველი ჩაუყარეს ისეთ მევნიერებებს როგორიცაა:რიტორიკა,გრამატიკა ,სტილისტიკა,ორთოეპია. მათი აზრი ადამიანობასა და ჭეშმარიტებაზე,რასაც ნაწილობრივ ვეთანხმები: ობიექტური და ყველასათვის სავალდებულო ჭეშმარიტების არასებობას ამტკიცებს ფილოსოფიურ შეხედულებათა სიჭრელე,სხვადასხვაობა.ყველაფრის საზომად ინდივიდუალური ადამიანია მიჩნეული.ეს კი იმას ნიშნავს, რომ საგანთა საზომი ერთი კი არ ყოფილა,არამედ იმდენი,რამდენი ადამიანიცაა.ყოველი აზრი არის ჭეძმარიტი;ის რაც ჩემთვისაა ჭეშმარიტი ,სხვისთვის შეიძლება შეცდომა იყოს და პირიქით.მაგრამ ყველა აზრი ხომ შეფარდებითია,მაშასადამე,ყველ ა ჭეშმარიტია.შეცდომა არც უნდა არსებობდეს. პროტაგორას სუბიექტივიზმი ამსხვრევდა ზნე-ჩვეულებებს,დესპოტიზმს და ყოველგვარ დოგმატიზმს.არ არსებობს ობიექტური ჭეშმარიტება,ისე როგორც არ არსებობს ყველასათვის სავალდებულო,საყოველთაო ჭეშმარიტება,ასევე არ არსებობს საერთოდ კარგი და საერთოდ სასარგებლო.ჭეშმარიტება,კარგი,სასრგებლო სუბიექტურია... თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?მე პირადად სწორად მიმაჩნია ის ფაქტი რომ რამდენი ადამიანიცაა აზრიც იმდენია და ჭეშმარიტება ისაა რაც მას მიაჩნია სწორად. გამომგონებლობაში რას გულისხმობ? ალბათ იმას რომ მათ შეეძლოთ მცდარი აზრის ჭეშმარიტად წარმოდგენა.... -------------------- Я хочу безумно жить: Всё сущее - увековечить, Безличное - вочеловечить, Несбывшееся - воплотить! I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best.. |
zaza-78 |
Jun 19 2007, 12:06 AM
პოსტი
#5
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 6 რეგისტრ.: 18-June 07 წევრი № 2,222 |
დავიწყოთ იქიდან რომ სოფისტების ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე იყო სოკრატე, რომელიც ხშირად ამარცხებდა მათ.
სოკრატეს აზრით, ადამიანებს საგნებისა და მოვლენების შესახებ სხვდასხვა წარმოდგენა აქვთ. ეს წარმოდგენები ერთიმეორეს არ ემთხვევა, ამიტომ უნდა დადგინდეს რა არის ამ საგნების ნამდვილი არსი, ნამდვილი ცოდნა. რომელსაც სოკრატე ცნებას უწოდებს. ე.ი. მიზანია ცნების დადგენა და მოჩვენებითი და ყალბი წარმოდგენების უარყოფა. მისი აზრით წარმოდგენა სუბიექტური თვისება, რადგან ერთსა და იმავე საგანზე ადამიანს შეიძლება სხვადასხვა წარმოდგენა ქონდეთ. ცნება კი ასეთი სუბიექტურობისგან თავისუფალი უნდა იყოს. წარმოდგენა ცვალებადია, ცნება კი უცვლელია. ანუ წარმოდგენა ერთსა და იმავე საგნის შესახებ მრავალია, ცნება კი მრავალი საგნის შესახებ ერთია. სოკრატე ამავე დროს მიუთითებს რომ სოფისტები ყალბ პოზიციაზე დგანან რადგან ისინი ყოველგვარ სუბიექტურ წარმოდგენას ჭეშმარიტებად თვლიან და ცდილობენ მის გამართლებას. ჭეშმარიტება ერთია და არა მრავალი. სოფისტები ჭეშმარიტების საზომად სასარგებლოს მიიჩნევენ და აქედან გამომდინარე ცდილობენ ყოველგვარი სასარგებლოს გამართლებას. ეს დაუშვებელია სოკრატეს აზრით, რადგან ერთისთვის სასარგებლო შეიძლება მეორისთვის საზიანო იყოს და ბოროტების მომტანი. ამიტომ ჭეშმარიტი ცოდნა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამორიცხავდეს სიკეთეს და სათნოებას. მისი აზრით სოფისტები ახალგაზრდებს ნაცვლად ჭეშმარიტებისა და განათლებული ადამიანის აღზრდისა, ისინი ზრდიან მოჩვენებით განათლებულებს, ლამაზი სიტყვების ოსტატებს, ქარაფშუტა ორატორებს, რომლებსაც არ გააჩნიათ აზროვნების სიმტკიცე და ნებისყოფის სიწმინდე. ვისაც მტკიცე ზნეობა არა აქვს, მას არც მტკიცე სარწმუნეობა ექნება. სოფისტების შეცდომა იმაშია რომ ისინი მუდამ წარმოდგენის დონეზე რჩებიან და არ ცდილობენ ცნებამდე ამაღლებას. ამით ისინი იცავენ თავიანთ სასარგებლო საქმეს და ავიწყდებათ, რომ ჭეშმარიტება უფრო მაღლა დგას პირად სარგებლობაზე. ამით კი სოკრატე კამათში იწვევს სოფისტებს და ამ გზით ცდილობს მათი ცოდნა წარმოდგენებიდან ცნებამდე აამაღლოს. ისტორიაში ცნობილია რომ კამათის დაწყების წინ სოკრატე ამბობდა რომ მან არაფერი არ იცის და საჭიროა დიალოგით მივიდეს ცოდნის აღიარებამდე. ხოლო მისი მოწინააღმდეგე (სოფისტებიც მრავლად იყვნენ მათ შორის) ამბობდა რომ მან ყველაფერი იცოდა, ასეთი პროცესის ფინალი მაყურებელში ირონიას იწვევდა, მაგრამ დაცინვა და ვინმეს დამცირება სოკრატეს თვითმიზანი არასოდეს ყოფილა, მისი მთავარი მიზანი იყო ჭეშმარიტების დადგენა. დავიწყოთ იქიდან რომ სოფისტების ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე იყო სოკრატე, რომელიც ხშირად ამარცხებდა მათ. სოკრატეს აზრით, ადამიანებს საგნებისა და მოვლენების შესახებ სხვდასხვა წარმოდგენა აქვთ. ეს წარმოდგენები ერთიმეორეს არ ემთხვევა, ამიტომ უნდა დადგინდეს რა არის ამ საგნების ნამდვილი არსი, ნამდვილი ცოდნა. რომელსაც სოკრატე ცნებას უწოდებს. ე.ი. მიზანია ცნების დადგენა და მოჩვენებითი და ყალბი წარმოდგენების უარყოფა. მისი აზრით წარმოდგენა სუბიექტური თვისება, რადგან ერთსა და იმავე საგანზე ადამიანს შეიძლება სხვადასხვა წარმოდგენა ქონდეთ. ცნება კი ასეთი სუბიექტურობისგან თავისუფალი უნდა იყოს. წარმოდგენა ცვალებადია, ცნება კი უცვლელია. ანუ წარმოდგენა ერთსა და იმავე საგნის შესახებ მრავალია, ცნება კი მრავალი საგნის შესახებ ერთია. სოკრატე ამავე დროს მიუთითებს რომ სოფისტები ყალბ პოზიციაზე დგანან რადგან ისინი ყოველგვარ სუბიექტურ წარმოდგენას ჭეშმარიტებად თვლიან და ცდილობენ მის გამართლებას. ჭეშმარიტება ერთია და არა მრავალი. სოფისტები ჭეშმარიტების საზომად სასარგებლოს მიიჩნევენ და აქედან გამომდინარე ცდილობენ ყოველგვარი სასარგებლოს გამართლებას. ეს დაუშვებელია სოკრატეს აზრით, რადგან ერთისთვის სასარგებლო შეიძლება მეორისთვის საზიანო იყოს და ბოროტების მომტანი. ამიტომ ჭეშმარიტი ცოდნა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამორიცხავდეს სიკეთეს და სათნოებას. მისი აზრით სოფისტები ახალგაზრდებს ნაცვლად ჭეშმარიტებისა და განათლებული ადამიანის აღზრდისა, ისინი ზრდიან მოჩვენებით განათლებულებს, ლამაზი სიტყვების ოსტატებს, ქარაფშუტა ორატორებს, რომლებსაც არ გააჩნიათ აზროვნების სიმტკიცე და ნებისყოფის სიწმინდე. ვისაც მტკიცე ზნეობა არა აქვს, მას არც მტკიცე სარწმუნეობა ექნება. სოფისტების შეცდომა იმაშია რომ ისინი მუდამ წარმოდგენის დონეზე რჩებიან და არ ცდილობენ ცნებამდე ამაღლებას. ამით ისინი იცავენ თავიანთ სასარგებლო საქმეს და ავიწყდებათ, რომ ჭეშმარიტება უფრო მაღლა დგას პირად სარგებლობაზე. ამით კი სოკრატე კამათში იწვევს სოფისტებს და ამ გზით ცდილობს მათი ცოდნა წარმოდგენებიდან ცნებამდე აამაღლოს. ისტორიაში ცნობილია რომ კამათის დაწყების წინ სოკრატე ამბობდა რომ მან არაფერი არ იცის და საჭიროა დიალოგით მივიდეს ცოდნის აღიარებამდე. ხოლო მისი მოწინააღმდეგე (სოფისტებიც მრავლად იყვნენ მათ შორის) ამბობდა რომ მან ყველაფერი იცოდა, ასეთი პროცესის ფინალი მაყურებელში ირონიას იწვევდა, მაგრამ დაცინვა და ვინმეს დამცირება სოკრატეს თვითმიზანი არასოდეს ყოფილა, მისი მთავარი მიზანი იყო ჭეშმარიტების დადგენა. |
მნათე |
Jun 19 2007, 12:16 AM
პოსტი
#6
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
zaza-78
შესანიშნავია, სხვათაშორის სოკრატეს, ქრისტემდე ქრისტეანს ვეძახი -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
ნოდარიკო |
Jun 20 2007, 03:11 PM
პოსტი
#7
|
Georgia ჯგუფი: Members პოსტები: 1,474 რეგისტრ.: 16-March 07 წევრი № 1,398 |
just man
ძმაკაც სოფიზმი არ ნიშნავს სიბრძნეს სოფია ნიშნავს სიბრძნეს სა სიბრძნის მიმდევრებს ქვიათ სოფისტები სოფიზმი ცოტა სხვა მნიშვნელობით გვხვდება დეზინფორმაციას ნუ ავრცელებ |
Elisa_Day |
Apr 21 2010, 06:45 PM
პოსტი
#8
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 246 რეგისტრ.: 29-March 10 წევრი № 8,505 |
სოფისტები იყვნენ აგიტატორები , რომლებიც მე_5 საუკუნის 2 ნახევრის საბერძნეთში დაიწყეს მოღვაწეობა, ანუ სიბრძნის მასწავლებლები , მაგრამ ესენი იყვნენ არა სიბრძნის მოყვარულები და ამ აზრით ფილოსოფოსები, არამედ_ სიბრძნის მასწავლებლები გარკვეულ საფასურად -------------------- when you say nothing at all...
|
Elisa_Day |
Apr 21 2010, 06:57 PM
პოსტი
#9
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 246 რეგისტრ.: 29-March 10 წევრი № 8,505 |
ისე არც ეგეთი ცუდები იყვნენ ეს სოფისტები როგორც ერთი შეხედვით ჩანს... : ) და ¨სოფისტი¨ თუ დღეს სალანძღავი სიტყვაა ისე როგორც ¨სქოლასტიკოსი¨ იმის გავლენაა რომ პლატონმა და არისტოტელემ გაუტეხეს მათ სახელი : ) (თუმცა ფაქტია რომ ორივე ამ მიმდინარეობასაც საკმაოდ დიდი მოაზროვნეები ჰყავდა) -------------------- when you say nothing at all...
|
ქევანა |
Apr 21 2010, 10:17 PM
პოსტი
#10
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ციტატა იმის გავლენაა რომ პლატონმა და არისტოტელემ გაუტეხეს მათ სახელი დასტურ,... სხვათაშორის მე მომწონს ზოგიერთი რამ სოფიზმში სულ უმცდარი არც პლატონი არ იყო, ისე -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th May 2024 - 06:13 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი