დამეხმარეთ სიმართლის გაგებაში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დამეხმარეთ სიმართლის გაგებაში |
GANDEGILI |
Sep 22 2007, 11:45 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 14-September 07 წევრი № 2,744 |
მოკლედ რომ ვთქვათ მე ერთი ცოდვილი და უბრალო ადამიანი ვარ, რომელიც ძალიან ბევრს სცოდავს. ყველაზე მეტად მე ჩემი სიზმრები თუ "ხილვები" მაწუხებს და ვერ ვხვდები რა ხდება. 1. მესიზრა რომ ხალხი ზღვაში მივცურავდით ოღონდ ხატებზე დაწოლილი.ყველას ერთი სურვილი ჰქონდა რომ მარიამ ღვთიშობლის ხატი გამოეტანა. მაგრამ ყველა გაქრა და მარტო მე მიუახლოვდი და გამოვიტანე. საღვმდელოებამ პატრიარქად მაკურთხა და მე უგუნური კი იმას ვფიქრობდი რომ ჩემს კარიერას ვერ გავაგრძელებთქო.2. საღამოს დაწოლილმა წარმოვთქვი: დიდება შენდა ღმერთო. და უცებ გავშეშდი, რაღაც ხმა საშინელი სისწრაფით ჩამჩურჩულებდა რაღაცას ყურში.განძრევაც არ შემეძლო ისე ვიყავი შებოჭილი რომ პირჯვარი გადამესახა.მხოლოდ ეს გავიგე:ჩვენი დრო მოვიდაო. ვიგრძენი რომ ეს გამოცხადება არ იყო.რაღაც ეშმაკეული. მაგრამ ღმერთის იმედი მქონდა და კიდევაც მიშველა.3. კვლავ დაწოლის წინ ისევ დამემართა გაშეშება, იგივე ხმა მეუბნებოდა რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა. და სთქვა გარკვევით:ყველაფერი დამთავრდა, ნახვამდის. ვერაფერი ვერ გავიგე, რატომ და რისთვის.სიზმრები კი ხშირად მიხდება.რაც ძალიან მაშინებს. მოძღვარს კი ვერ ვეუბნები, რადგან არ მაქვს ისეთი სიახლოვე რომ ყველაფერი მოვუყვე. ძალიან გთხოვთ რამე მირჩიოთ და ჩემთვის ილოცოთ. არ იფიქროთ რომ ვხუმრობდე, შემიძლია ხატზე დავიფიცო. მეტს მე არ შეგაწუხებთ. მადლობთ და ღმერთმა დაგლოცოთ.,
|
კანონისტი |
Sep 22 2007, 11:58 AM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
GANDEGILI
ღმერთმა დალოცვილი გამყოფოს! ძალიან რთული საკითხი დასვი. მაგის პასუხის გამცემი საერო პირი ნაკლებად იქნება. ამიტომ, სჯობს მოძღვარს დაუსვა კითხვა და კონკრეტულ პასუხსაც ის გაგცემს. საერთოდაც, იმდენად სულიერად რთული საკითხია, რომ ეპისკოპოსის ჩარევაც ურიგო არ იქნებოდა. მანამდე კი, თქვენის ნებართვით, ამ კითხვას "დაუსვით კითხვა მოძღვარს" განყოფილებაში გადავაგზავნი..... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
დეკ. ანდრია |
Oct 5 2007, 11:49 PM
პოსტი
#3
|
* * * ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 500 რეგისტრ.: 20-October 06 მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია წევრი № 296 |
მშვიდობა მოგცეთ უფალმა!
ყველა წმიდა მამა ერთხმად მოგვიწოდებს არ მივაქციოთ ყურადღება სიზმარს, არ ვეცადოთ მის ახსნას და გათვალისწინებას, რადგან ჩვენი სუსტი გონებისათვის მეტად ძნელია გარჩევა იმისა, ვის მიერ გვეძლევა სიზმარი. მხოლოდ ორ შემთხვევაში ღირს გათვალისწინება სიზმრის: 1) როცა ვცოდავთ სიზმრად და ვტკბებით სიზმრით. ეს ჩვენი გულის მდგომარეობის მაჩვენებელია და ასეთი სიზმრით უნდა მივხვდეთ, რა ვნება და რა ცოდვისაკენ მიდრეკილება ღვივის გულის სიღრმეში; 2) როცა გვესიზმრება მიცვალებული. მივიღოთ ეს როგორც მოწოდება მიცვალებულთათვის ლოცვისა, მაგრამ სხვამხრივ არანაირად არ გავითვალისწინოთ. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში ყოველი გახსენება სიზმრისეული ჩვენებისა ჩვენს გონებაში უნდა შევცვალოთ ლოცვით. ბოროტი სხვადასხვა ხერხით ცდილობს მიიქციოს ჩვენი ყურადღება. ხან გვაშინებს, ხან კი გვხიბლავს, ზოგჯერ გვაკვირვებს. როგორი ხერხითაც არ უნდა ცდილობდეს ამას, ჩვენი პასუხი უნდა იყოს ლოცვა. გავიხსენოთ ფსალმუნის სიტყვები, რომლებიც ცისკრის ლოცვისას და პარკლისი დროს გვესმის ეკლესიაში: "ყოველი თესლები გარე-მომადგეს მე, და სახელითა უფლისაჲთა ვერეოდი მათ" (ფს.117,10). თუ ვერ ვისახავთ პირჯვარს ხელით, გადავისახოთ თვალით, ან თუნდაც გონებაში, ვთქვათ იესუს ლოცვა, ან "ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა უფალო იესუ ქრისტე შეგვიწყალენ ჩვენ". თუ იცით, შეგიძლიათ თქვათ ლოცვა "აღდეგინ ღმერთი" ძილისწინა ლოცვებიდან. რასაც არ უნდა გვეუბნებოდეს ხმა, ვეცადოთ ჩვენი ყურადღება ლოცვის სიტყვებზე გადავიტანოთ. ბოროტი – უსუსური ძალაა. მისი ძლიერება ჩვენს ვნებულობაშია, ჩვენს მცირედმორწმუნეობასა და გამოუცდელობაში. მაგრამ მთავარი, რაც შემიძლია გირჩიოთ, არის ეკლესიური ცხოვრების მოგვარება. თუ მოძღვართან ვერ საუბრობთ ყველაფერზე, რაც გაწუხებთ, ე.ი. მისდამი ნდობა ჯერ არ გაქვთ და ვერც შვილებრივი სიყვარული გექნებათ. ამის გარეშე კი მეტად რთულია წინ წაწევა სულიერ ცხოვრებაში. დაფიქრდით იმაზე, თუ რა გაბრკოლებთ. თუ ეს არის თქვენი პირადი შეგრძნებებია, გადადგით ნაბიჯი და გათბება ურთიერთობა. მდინარე შეიძლება თვეობით იყოს გადაყინული. მაგრამ გაზაფხულზე თუ გაიბზარა და დაიძრა, რამოდენიმე დღეში სრულიად იწმინდება. თუ თქვენი გულის ყინული დაიძრა, ძალიან სწრაფად მყარდება ურთიერთობა მოძღვართან. როგორც ღმრთისმსახურმა, შემიძლია ვთქვა, რომ განსაკუთრებით ძნელია ურთიერთობა ადამიანთან, რომელიც ბოლომდე არ გიშვებს და რაღაც დისტანციას ინარჩუნებს. ხედავ მის მდგომარეობას, მაგრამ ვერ ეხმარები, რადგან არ არის მისი თავისუფალი ნება. თუ პრობლემა არის მოძღვრის მოუცლელობა ან სხვა რამ, უნდა მიხვიდეთ სხვასთან, ვისთანაც შეძლებთ გულახდილ საუბარს. მით უფრო, რომ დასაძრახი არ არის ის, რასაც ახსენებთ. გეწეოდეთ დედა ღმრთისა. -------------------- პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 03:00 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი