IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> შეკუმშული ქვა
marine
პოსტი Dec 20 2007, 01:25 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,021
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



დამლოცეთ, მამაო.

მართლმადიდებლურ ლიტერატურაში ასეთი რამ მაქვს ამოკითხული, რომ გინებას უარყოფითი ძალა აქვს და როცა ადამიანი იგინება, ქვაც კი იკუმშება.

(ქვა, როგორც ყველამ ვიცით, სახარებაშიც ნახსენებია, როცა უფალი ამბობს: "თუ ესენი დადუმდებიან ქვები იღაღადებენ.")

ზოგიერთი ფორუმელი თვლის, რომ სიტყვა მხოლოდ მშრალი ბგერების ერთობლიობაა და მის დადებით თუ უარყოფით ძალაზე საუბარი ზედმეტია.

მე ისიც წამიკითხავს, რომ როცა ადამიანი დედას იგინება, უპირველესად დედა ღვთისმშობელს აყენებს უდიდეს შეურაცხყოფას.

მამაო, გთხოვთ, ორიოდე სიტყვით გვითხრათ უარყოფითი სიტყვის ძალაზე და რამდენად რეალურად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ გინებისას ქვა შეიძლება შეიკუმშოს.

პასუხისთვის წინასწარ გიხდით მადლობას.

პატივისცემით

მარინე



პ. ს. ფოურმელებს მინდა ვთხოვო, რომ თავი შეიკავონ თავისი შეხედულებების დაპოსტვისგან, რადგან მხოლოდ მოძღვრის პასუხი მაინტერესებს.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები(1 - 1)
დეკ. ანდრია
პოსტი Dec 27 2007, 02:29 AM
პოსტი #2


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



ქვის შეკუმშვა ხატოვანი გამოთქმაა, რომელიც მიუთითებს სიტყვის მნიშვნელობაზე. ადამიანს სიტყვიერი არსება ეწოდება. სიტყვიერება ღმრთის ხატებიდან გამომდინარე გვაქვს.

სიტყვა არ არის მხოლოდ ბგერების თანწყობა, არამედ მისით ადამიანი გადმოსცემს გულის მდგომარეობას. აი რას ვკითხულობთ მათეს სახარებაში: „ნაშობნო იქედნეთანო, ვითარ ჴელ-გეწიფების კეთილისა სიტყუად, რამეთუ თქუენ უკეთურნი ხართ? რამეთუ ნამეტნავისაგან გულისა პირი იტყჳნ. კეთილმან კაცმან კეთილისაგან საუნჯისა გამოიღის კეთილი, და ბოროტმან კაცმან ბოროტისაგან საუნჯისა გამოიღის ბოროტი. ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ: ყოველი სიტყუაჲ უქმი რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყუაჲ მისთჳს დღესა მას სასჯელისასა. რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო” (12, 34–37) როგორც ვხედავთ, უფალი ადამიანის გულს საუნჯეს ადარებს, საიდანაც დროდადრო გამოაქვს ადამიანს იქ შენახული: კეთილს – კეთილი, ბოროტს – ბოროტი. სიტყვა არაა თვითმყოფადი ძალა, არამედ არის მატარებელი იმისა, რითიც არის სავსე ადამიანის გული. სიტყვის ზემოქმედება არის ადამიანში მყოფი იმ ძალის, ენერგიის ზემოქმედება, რომელიც აღძრავს ადამიანში სიტყვას და გადმოედინება გულიდან სიტყვების მეშვეობით. ადვილი წარმოსადგენია, რა უნდა იყოს გულში, რა ძალის სამყოფელად უნდა იყოს ის ქცეული, როცა ბაგეებიდან მოედინება ბილწსიტყვაობა, მკრეხელობა, განკითხვა. ვერ ვაფასებთ ჩვენ სათანადოდ სიტყვის მნიშვნელობას, თუმცა უფალი გვაფრთხილებს, რომ მისთვის მოგვიწევს პასუხის გაცემა საშინელ სამსჯავროზე.


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th July 2025 - 10:43 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი