![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ზარნაშო |
![]()
პოსტი
#1
|
![]() рождённый, чтобы боротся ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 ![]() |
ამასწინებზე ფოლკლორის განყოფილებაში დიდი ამბები დატრიალდა. ერთი ახალი თემის გახსნაზე სხვა განყოფილების მოდერატორთა არმია მოვიდა (და მგონი არა მარტო მოდერატორთა). მათი ლაპარაკიდან მივხვდი, რომ თურმე ამ განყოფილების წევრებს ზოგიერთი სეპარატიზმში ადანასაულებსავით, აქაოდა სხვაგან რატომ არ შედიხართო. არადა ეს მე უსაფუძვლო მგონია. მე, პირიქით, მიხარია რომ ასეთ მრავალფეროვან ფორუმზე ვარ და არა მარტო ფოლკლორულზე. სხვაგანაც შევიხედავ ხოლმე, მაგრამ ყველა განყოფილებას თანაბარ დროს ვერ დავუთმობ. ზოგი არ მაინტერესებს, ზოგი ძალიან მაინტერესებს, მაგრამ დრო არ მაქვს ამდენი. 24 საათი რომ კომპთან ვიჯდე, ყველას ვერ გავწვდები. არ ჯობია, ერთგან "იმოღვაწეო" და საფუძვლიანად? მე თავიდან ფოლკლორში მოვხვდი, იქ უკვე მეგობრბიც მყავს, თან ჩემ ინტერესთა სფეროა. განა სხვა განყოფილებებში არ არის ასეთი დაჯგუფებები? ყველა ფორუმელს შემოევლოს ჩემი თავი, მაგრამ ორიათას რაღაცა კაცს ერთბაშად ვერც დუმეგობრდები. კაფიების თემა ფოლკლორს რატომ წაართვეს, ვერ ვხვდებოდი. ახლა ისეთი აზრი გამიჩნდა, რომ ამით იმ განყოფილებიდან უზერთა "გადმოქაჩვა" მოხდა. მეც ასე მომივიდა, ადრე დრო მენანებოდა სხავა განყოფილებებისთვის, მაგრამ კაფიებს ვერ შეველიე და ლიტერატურაში რომ შემოვდივარ, ზოგჯერ სხვათემებშივ ვპოსტავ ხოლმე. იქაურ მოდერებს დიდ პატივს ვცემ, ცუდად არავინ გაიგოს.
თქვენს გამოხმაურებას ველოდები ამ საკითხზე. -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
![]() ![]() |
komisia |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ბაუნტი - აქ მთავრდება რეალობა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,265 რეგისტრ.: 18-October 06 მდებარ.: www.Alazani.ge წევრი № 287 ![]() |
კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან.
forum.ge -ზე იმ განყოფილებებში, სადაც ხალხის განსაკუთრებული აქტივობა შეინიშნება, ისეთი ხალხის, რომლებიც ძირითადად ამ კონკრეტულ განყოფილებაში მოღვაწეობენ, იქმნება იგივე ტიპის თემები, რომლის გამოც ლამის ჯვარს მაცვეს და ავტონომიის შექმნაში დამადანაშაულეს. ახლა ვიღაც შემოვა და დაპოსტავს, ეს ღვთის ფორუმია და სხვა ფორუმებს რატომ ადარებო ![]() ![]() ფორუმზე, სადაც ქალიშვილობაზე და ვაჟიშვილობაზე აქტიურად ლაპარაკობენ, მგონი არის ერთი რიგითი თემის არსებობის ლოგიკური შანსი. -------------------- პოსტის სპონსორია გიორგი ბერიკელაშვილი. ოქროს სპონსორი - "ბლექ ინტერნეიშენალზი". მთელი კოლექტივი მადლობას ვუხდით მეფუტკრე მაყვალას გოგოს, წუხანდელი ღამისთვის.
თბილისი, საქართველო, დედამიწა, მზის სისტემა, ირმის ნახტომი. 2008 წელი, ქრშ-დან. © "კომისია პოსტინგ გრუპი", ყველა უფლება დაცულია. |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#3
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
M.M.
ციტატა სეპარატიზმში ადანასაულებსავით მოდი ფრთხილად ვისაუბროთ. ერთმანეთის პატივისცემით. ციტატა მე, პირიქით, მიხარია რომ ასეთ მრავალფეროვან ფორუმზე ვარ და არა მარტო ფოლკლორულზე. ეს კარგად თქვი, ეს ფორუმი არ არის ფოლკლორული ფორუმი, არის მართლმადიდებლური ფორუმი, ფოკლორის განყოფილებით. თქვენ ის განყოფილება ცალკე შიდა ფორუმად აქციეთ. ციტატა სხვაგანაც შევიხედავ ხოლმე, მაგრამ ყველა განყოფილებას თანაბარ დროს ვერ დავუთმობ. სად შეიხედავ აბსოლუტურად შენზეა დამოკიდბული და მერწმუნე ამაზე პრეტენზია არავის ექნება. ანუ ჩვენი შენიშვნა სწორედ ვერ გაგიგია. ციტატა მაგრამ ორიათას რაღაცა კაცს ერთბაშად ვერც დუმეგობრდები. ჩვენ შენთან მეგობრობა არ გვითხოვია, თუმცა ეს მეგობრობაზე უარის თქმად არ გაიგო ![]() ციტატა ახლა ისეთი აზრი გამიჩნდა, რომ ამით იმ განყოფილებიდან უზერთა "გადმოქაჩვა" მოხდა. ნუ, ხო შენ და კომისიამ ისეთ დონეზე იცით ღვთისმეტყველება და წმინდა წერილი, რომ თქვენი გადმოუქაჩაობა არაფრით არ იქნებოდა ![]() ჩემო კარგო, მთავარი რაოდენობა კი არა ხარისხია ![]() ციტატა განა სხვა განყოფილებებში არ არის ასეთი დაჯგუფებები? მართალი ხარ, ზოგს მეტად წმინდა წერილი აინტერესებს, ზოგს სასაუბრო და აშ, მაგრამ აბა შედი წმინდა წერილის ან ღვთისმეტყველების განყოფილებაში თუ ნახო , მაპატიე გამოთქმისთვის ის აურზაური , რცა ტქვენ დააყენეთ ფოლკის განყოფილებაში. შედით სადაც გინდათ, ოღონდ პოსტეთ შესაბამისი პოსტები, ნუ აოფებთ, თუ მეგობრობთ და ერტმანეთის მოკითხვა გნებავთ ამისტვის არსებობს სასაუბრო და სასაუბროში მოიკითხეთ ერთმანეთი. ეს ერთო ფორუმია და არავის არ მიცემთ უფლებას ცალკე სასაუბროები გახსნან, ან გააოფონ. ეს იყო პრეტენზია, თორემ შენი წმინდა წერილში გადმოქაჩვა, რომ არავის უნდოდა მგონი მიხვდი. komisia ციტატა მგონი არის ერთი რიგითი თემის არსებობის ლოგიკური შანსი. რიგითი თემები რიგით განყოფილებაში, ანუ სასაუბროში. და არა ფკლის განყოფილებაში გაიგე? -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#4
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
komisia
ციტატა ფორუმზე, სადაც ქალიშვილობაზე და ვაჟიშვილობაზე აქტიურად ლაპარაკობენ მოდი ამ ერთხელ ცავთვლი, რომ ირონია არ დამინახია. გავატარე. სხვა დროს პასუხი შესაბამისი იქნება. ის საკიტხი რაც ირონიულად ახსენე ასე ტუ ისე პრობლემად დგას დღEვანდელ ახალგაზრდებში, მართლმადიდებლების დამოკიდებულება იცი ამ საკიტხის მიმართ. ამიტომ, ძალიან ნუ გაიკვირვებ ამსაკითხზე მსჯელობას, უმჯობესია გაოცება ფოლკის თემაში შიდა სასაუბროს გახსნაზე გამოთქვა. ეს მართლა გასაოცარია. თურმე ფორუმ. გეზეც იგივე დაგიტრიალებიათ. რა გჭირთ ამ ფოლკლორისტებს ![]() ციტატა ამ თემას კითხულობს 4 მომხმარებელი (მათ შორის 0 სტუმარი და 4 დამალული წევრი) ფოლკლორისტები იმალებით? ![]() -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
k@the |
![]()
პოსტი
#5
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
M.M.
კაფიების თემის იქით გადატანის მომხრე მეც ვიყავი ![]() ![]() საერთოდ მგონი შესაძლებელია ორივე განყოფილებაში იყოს ლინკი მაგ თემაზე, 'ფოლკლორშიც' და 'ენა და ლიტერატურაშიც', რადგან ეგ თემა ორივეს ეკუთვნის. იქნებ მოახერხოს ადმინმა და ასე გავაკეთოთ? თუ განსაკუთრებულად ფოლკლორულ საკითხებზე ზოგადი სასაუბრო გინდათ, შეიქმნას ამ განყოფილებაში თემა და აპინეთ თუ გსურთ, რადგან ყოველგვარი ოფფების და საუბრების განყოფილებაა ეს. მე არანაირ პრობლემას, ან კამათის საბაბს ამაში ვერ ვხედავ. თანაც მართალია არაფოლკლორელმა ფორუმელებმა ცოტა 'ნაწყენი' პოსტები დაწერეს აქ, მაგრამ თვითონ ფოლკლორის განყოფილებაში მპოსტავებიც არ იყავით მთლად კორექტულები. მოდით ნურავინ ნურავის დავამადლით ჩვენს ამ ფორუმზე ყოფნას. მგონი ყველანი რაღაცას წარმოვადგენთ და ეს ფორუმიც იმისთვისაა, რომ იმ ჩვენს ერთ სფეროში არ გამოვიკეტოთ, გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება და განვმტკიცდეთ რწმენაში, წავიკითხოთ ბევრი საინტერესო რამ ღვთისმეტყველების განყოფილებაში და ა.შ. ამას ფოლკლორის ხალხის საწყენად არ ვწერ, უბრალოდ მე ვმეგობრობ ვირტუალურად მაინც თქვენთან და მე თუ არ გითხარით, გულში წყენა თუ დავიგროვეთ დიდხანს, მერე ეს ერთბაშად ითქმის და ულამაზო ხდება. ჩემთვის პირადად არც ის ერთი ოფტოპიკების თემა იყო დიდი პრობლემა ფოლკლორის განყოფილებაში. უბრალოდ ფორუმელებს ისეთი შეგრძნება აქვთ, რომ თქვენ არ გინდათ საერთო გქონდეთ დანარჩენებთან. თუ მე ვცდები მაპატიეთ. მეც სულ სამ თემაში ვპოსტავ მგონი, კაფიები, ღვთისმეტყველებაში ხანდახან და მილოცვებში. მაგრამ მიუხედავად ამისა ვერავინ იტყვის, რომ დანარჩენი ფორუმელებისაგან რაიმე ვირტუალური საზღვარი მაშორებს, ასეთი ბარიერი მე თვითონ არ აღმიმართია და ყველა ფორუმელი მცნობს მაინცა, თუ არ მიცნობს. რასავ ალბათ ვერ ვიტყვით ფოლკლორელებზე. ასე რომ, ნუ შევქმნით არაფრისაგან პრობლემას, არავინ ცდილობს თქვენს წყენინებას. ყველა ფოლკლორში მპოსტავმა მაპატიოს, თუ რაიმე საწყენად გამომივიდა დაწერილი. მეც ვიხედები ხოლმე მაგ განყოფილებაში, თუმცა თითქმის არ ვპოსტავ. არც მე მაქვს დრო ყველა განყოფილებაში ვპოსტო და არც არავინ ითხოვს ამას მგონი აქ ჩემგან ![]() M.M. მგონი ცუდად არ მოვიქეცი ეს პოსტი რომ დავწერე, თუ რამეში ვცდები, ხო იცი შეგიძლია მითხრა, არ მეწყინება. -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#6
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
k@the
ქ ეთი, ბოლომდე ვერ დაგეთანხმები. სამწუხაროდ ჯამბაკურმა თემა ფოლკ-ოფოი წაშალა, სადაც კომისია პირდაპირ ამბობდა ,,დაგვანებეთ ტავი,,. მე მგონი ჩვენ არავის ვერჩით, მით უფრო კომისიას, მაგრამ ეს მისი სიტყვები ვერ გავიგე! ანუ მოტხოვნა, რომ ტავი დაგანებოთ, რაც გინდა ის აკეთოთ ფოლკის განყოფილებაში ზედმეტზე ზედმეტია. ასეთი რამ არც ერთ განყოფილებაში არ ხდება. ამავე წერილით ითხოვდა კომისია შიდა სასაუბროს გახსნას, ეს არის არასწორი! არანაირი სიდა სასაუბრო, არც მიპინულ თემებს ვემხრობი ქეთი, ამავე ლოგიკით მსაგვსი თემები ყველა განყოფილებასი უნდა იყოს და შესაბამისად, გავმართოთ შიდა საუბრები ღვთისმეტყველებზე, პატრიარქზე და აშ. ყველა სახის თემა არსებობს ფოკლის განყოფილებაში, ისაუბრონ ამ თემის ირგვლი. წესებს ვემორჩილებით ყველა, გამონაკლისი არ იარსებებს. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
qarcivadze |
![]()
პოსტი
#7
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,460 რეგისტრ.: 30-January 07 წევრი № 971 ![]() |
მე (იშვიათი გამონაკლისების გარდა) მარტო ფოლკლორში ვპოსტავ და მარტო ეგ განყოფილება მაინტერესებს. ასეთი კიდევ ბევრია. ნაკლებად მაინტერესებს ვინ რა აზრისაა ამასთან დაკავშირებით და არც არავის საქმე არ არის ვინ სად შეიხედავს და დაპოსტავს
-------------------- იმედია,თქვენ მაინც გაგიმართლებთ
|
ზარნაშო |
![]()
პოსტი
#8
|
![]() рождённый, чтобы боротся ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 ![]() |
ფორუმზე, სადაც ქალიშვილობაზე და ვაჟიშვილობაზე აქტიურად ლაპარაკობენ, მე ასეთი არაფერი მინახავს, სადაა? ![]() M.M. ეს კარგად თქვი, ეს ფორუმი არ არის ფოლკლორული ფორუმი, არის მართლმადიდებლური ფორუმი, ფოკლორის განყოფილებით. თქვენ ის განყოფილება ცალკე შიდა ფორუმად აქციეთ. რითი ახსნი შენს სიტყვებს? ეს ბრალდება სხვებისგანაც გამიგონია. რადგან თემების სიმრავლე და მომხმარებელთა აქტიურობაა, ამიტომ არის ცალკე ფორუმი? სხვაგან მე პირადად იმიტომ არ შევდივარ (თითქმის), რომ ფოლკლორშიც ბევრი რამაა საინტერესო და მთელ დღეს კომპთან ხომ არ ვიჯდები? რომც მინდოდეს, სახლში არ მაქვს. ციტატა ნუ, ხო შენ და კომისიამ ისეთ დონეზე იცით ღვთისმეტყველება და წმინდა წერილი, რომ თქვენი გადმოუქაჩაობა არაფრით არ იქნებოდა ჯერ ერთი, ღვთისმეტყველებაში მგონი ფოლკლორზე მეტადაც ვერკვევი (ისე, ორივეში მაგარი ფინაჩი ვარ ![]() ციტატა მართალი ხარ, ზოგს მეტად წმინდა წერილი აინტერესებს, ზოგს სასაუბრო და აშ, მაგრამ აბა შედი წმინდა წერილის ან ღვთისმეტყველების განყოფილებაში თუ ნახო , მაპატიე გამოთქმისთვის ის აურზაური , რცა ტქვენ დააყენეთ ფოლკის განყოფილებაში ეგ მართალია, ზოგჯერ მეტისმეტი მოგვდის ხოლმე. ისეთი ხალხი ვიკრიბებით და ისეთი ურთიერთობა არის აწყობილი, რომ თავისთავად მიდის გარეშე საუბარი. უცბად ფოლკლორის თემაზე რაღაცას რომ იტყვის მეგობარი და გინდა უპასუხო, ხომ არ ეტყვი, მოდი "გვუზიაროთ"-ში წავიდეთ, იქ გიპასუხებო? PM-იც ასეა, თან საჯაროდ ცელქობას სხვა ეშხი აქვს. თავს კი არ ვიმართლებ, მიზეზს ვამბობ. ფოლკლორისტები იმალებით? ![]() ![]() M.M. მგონი ცუდად არ მოვიქეცი ეს პოსტი რომ დავწერე, თუ რამეში ვცდები, ხო იცი შეგიძლია მითხრა, არ მეწყინება. შენთან რისი მომერიდება კაცო, დაიკო ხარ ![]() "არც მწვადი, არც შამფურის" პოლიტიკას აწვები რა... ![]() ისე, ის თემა მაინც არ გაამართლებდა. ეგრე შეკვეთით ვერ გააოფებ, იმ მომენტში იმთემაში როცა სათქმელი რაღაც, სხვაგან ვერ გაიქცევი, იქვე შემოგეოფება. -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
tinka |
![]()
პოსტი
#9
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,549 რეგისტრ.: 20-December 06 მდებარ.: უკვე თბილისი :)) წევრი № 718 ![]() |
მეც მეჩვენება, რომ ფოლკლორის განყოფილება ცალკე ფორუმია...
|
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#10
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
საქმეს არჩევთ?
![]() აჰა, ვგრძნობდი და არის, აღსრულდა, ფარული აგრესია ამოიფრქვა... ![]() მდააა... მგონი, ფორუმი შეგეშალათ... ![]() -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
kato_Bato |
![]()
პოსტი
#11
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
არა, კაცო, არა.
ვერ გაიგეთ. აქ რამდენიმე ადამიანი, თუნდაც "ართი ვარდი" ან "მისდევს მელა ლომს".. ნუ მოკლედ, სხვები ჩვეულებრივად შემოდიოდნენ, სადაც უნდოდათ პოსტავდნენ ადრეც და ბუნებრივიც იყო, არავინ ხტუნაობდა და ბრაზობდა. უბრალოდ, ჩვენი ფორუმის წესი არაა ისედაც მოცუცქნული, კიდევ განყოფილებებად დავშალოთ. არის წესი? დაემორჩილეთ. არ გინდათ? ნახვამდის. ესაა და ეს. სულ არ ვპოსტავ ფოლკლორში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ კრიმანჭულზე თემა სასაუბროში გავხსნა. ნუ ამუქებთ თუ შეიძლება და "განმანთავისუფლებელი მოძრაობის სულისჩამდგმელ რაინდებად" ნუ წარმოგიდგენიათ თავი. არ გინდათ და ნუ გინდათ, ვისაც არ გსურთ სხვაგან წერა. არც მე ვლაპარაკობ იმაზე რაც არ მესმის. უბრალდ ნუ ცდილობთ ჩვენი ფორუმი განყოფილებებად დაშალოთ. ვოტ ი ვსო. პ.ს. სწორად გაიგეთ რა დავწერე და კუდებს ნუ გამოაბამთ. თვალსაჩინოებისთვის გავამუქე დედააზრი. -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
N. R. |
![]()
პოსტი
#12
|
![]() nino razmadze ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 ![]() |
ძალიან მწყინს ასეთი დამოკიდებულება რომ დავინახე
![]() მხევალი ნინო მეჩვენება რომ ცოტა არ იყოს უხეში ხარ. არა? M.M. ჩემო კარგო, მაპატიე, მაგრამ არ მიმაჩნია რომ ეს საკითხი სრულიად ფორუმის განსახილველია და საჯაროდ უნდა იდოს, მინიმუმ მოდერების განყოფილებაში უნდა გახსნილიყო მსგავსი ტიპის თემა. მგონი აჩქარდი. ამიტომ მოდერს ვთხოვ წაშალოს ეს თემა, ან გადაიტანოს დაფარულ განყოფილებაში -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
ზარნაშო |
![]()
პოსტი
#13
|
![]() рождённый, чтобы боротся ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 ![]() |
მეც მეჩვენება, რომ ფოლკლორის განყოფილება ცალკე ფორუმია... იმიტომ, რომ იქაურები სხვაგან არ შედიან? ჯერ ერთი, შედიან; მეორეც, ბიბლიოთეკაში, სიტყვაზე, პერიოდიკის განყოფილებით თუ საგებლობს ზოგიერთი ყველაზე ხშირად, ხომ არვინ ამბობს, ცალკე ბიბლიოთეკააო? საქმეს არჩევთ? ![]() აჰა, ვგრძნობდი და არის, აღსრულდა, ფარული აგრესია ამოიფრქვა... ![]() მდააა... მგონი, ფორუმი შეგეშალათ... ![]() აგრესია მგონი ნამეტანია, მაგრამ რაღაც მსგავსი კი ყოფილა მართლა. არა, კაცო, არა. ვერ გაიგეთ. აქ რამდენიმე ადამიანი, თუნდაც "ართი ვარდი" ან "მისდევს მელა ლომს".. ნუ მოკლედ, სხვები ჩვეულებრივად შემოდიოდნენ, სადაც უნდოდათ პოსტავდნენ ადრეც და ბუნებრივიც იყო, არავინ ხტუნაობდა და ბრაზობდა. უბრალოდ, ჩვენი ფორუმის წესი არაა ისედაც მოცუცქნული, კიდევ განყოფილებებად დავშალოთ. არის წესი? დაემორჩილეთ. არ გინდათ? ნახვამდის. კაცოუ, რას ქვია დავშალოთ? დაყოფილი ისედაც არის, სწორედ იმიტომ, რომ ინტერესები სხვადასხვაა. სადაც გვინდა, ჩვენც ვპოსტავთ, ფოლკლორელებს არ ვუშლით სხვაგან დაპოსტვას. ციტატა ნუ ამუქებთ თუ შეიძლება და "განმანთავისუფლებელი მოძრაობის სულისჩამდგმელ რაინდებად" ნუ წარმოგიდგენიათ თავი. ![]() ამაჲ აღარ ველოდი. რას ჰქვია განმათავისუფლებელი? ამ ფორუმიდან ძალით თუ არ გამაგდეს, წამსვლელი არ ვარ. ძალიან გამიხარდა, "ალაზნის" ფორუმად church.ge რომაა და ცალკე ფორუმი არ გააკეთა komisiaმ. მართლა არ მეგონა, ამ ქადასავით ტკბილი ხალხისგან ამხელა გაღიზიზნება თუ წმოვიდოდა. ![]() ციტატა არ გინდათ და ნუ გინდათ, ვისაც არ გსურთ სხვაგან წერა. ამ ფორუმზე კვანტურ ფიზიკაზე არ ლაპარაკობენ, ვინმემ რომ ვერ გაიგოს. პირიქით, ერთ-ერთი ყველაზე სპეციფიური განყოფილება ფოლკლორია, მაგრამ იქაც ვართ არაპროფესიონალები, ამიტომ ეს არაფერ შუაშია.არც მე ვლაპარაკობ იმაზე რაც არ მესმის. ციტატა უბრალდ ნუ ცდილობთ ჩვენი ფორუმი განყოფილებებად დაშალოთ. მცდელისაც და დამბრალებლისაც რა ვთქვი!M.M. ჩემო კარგო, მაპატიე, მაგრამ არ მიმაჩნია რომ ეს საკითხი სრულიად ფორუმის განსახილველია და საჯაროდ უნდა იდოს, მინიმუმ მოდერების განყოფილებაში უნდა გახსნილიყო მსგავსი ტიპის თემა. მგონი აჩქარდი. ამიტომ მოდერს ვთხოვ წაშალოს ეს თემა, ან გადაიტანოს დაფარულ განყოფილებაში რა თქმა უნდა, გადაწყვეტილების მიღება და აღსრულება მოდერებზეა, მაგრამ უბრალო მომხმარებელთა აზრიც ხომ უნდა იცოდეთ? ჩვენც ხომ უნდა ვიცოდეთ, რას გვერჩიან? "ცალკე ფორუმის" ბრალდებებზე ხმას არ ვიღებდი, კაფია რომ აგვახიეს, არც იმაზე, იმიტომ რომ მართლა ინტრიგანი არ ვარ, Didgoreliსა არ იყოს ![]() ![]() -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
komisia |
![]()
პოსტი
#14
|
![]() ბაუნტი - აქ მთავრდება რეალობა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,265 რეგისტრ.: 18-October 06 მდებარ.: www.Alazani.ge წევრი № 287 ![]() |
გთავაზობთ კონკრეტულ კითხვებს, რომელზეც სასურველია კონკრეტული პასუხები:
1. რა ზიანს მოუტანს ჩემ მიერ გახსნილი თემა ფოლკლორის განყოფილებას? 2. რა ზიანს მოუტანს ჩემ მიერ გახსნილი თემა მთლიანად ფორუმს? 3. რა ზიანს მოუტანს ჩემ მიერ გახსნილი თემა კონკრეტულად თქვენ? (იგულისხმება პასუხის გამცემი) 4. რა ზიანს მოუტანს ჩემ მიერ გახსნილი თემა მართლმადიდებლობას? შემიძლია ჩამოვაყალიბო 4 სარგებელი, დალაგებული წინა შეკითხვების შინაარსის მიხედვით: 1. ჩემ მიერ გახსნილი თემა შეამცირებს ოფტოპიკების გაკეთების სურვილს წმინდა ფოლკლორულ თემაში, რითიც დაინტერესებულ ადამიანს გაუადვილდება სასურველი ინფორმაციის შესაბამის თემაში მოძებნა. 2. ეს თემა ხელს შეუწყობს "დააბას" ახალი მომხმარებლები ფორუმზე, რომლებიც მხოლოდ ფოლკლორის გულისთვის შემოვიდნენ, რის შემდეგაც ძალიან დიდი შანსია ამ წევრების გააქტიურება მოჰყვეს სხვა განყოფილებებში. რაც გამოიწვევს ფორუმის წინსვლას. 3. ეს თემა სარგებელს მომიტანს არა მხოლოდ მე ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტაში. არის რაღაც-რაღაც გეგმები, რომელსაც განყოფილების ყველა წევრს პმ-ით ვერ გავუგზავნი. 4. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ დღეს დღეისობით, მართლმადიდებლობის გაძლიერება ძესაძლებელია ქართული ხალხური სიმღერის პოპულარიზებით. ეს თემა კი გაგვიადვილებს მუშაობას განყოფილების წევრებს. -------------------- პოსტის სპონსორია გიორგი ბერიკელაშვილი. ოქროს სპონსორი - "ბლექ ინტერნეიშენალზი". მთელი კოლექტივი მადლობას ვუხდით მეფუტკრე მაყვალას გოგოს, წუხანდელი ღამისთვის.
თბილისი, საქართველო, დედამიწა, მზის სისტემა, ირმის ნახტომი. 2008 წელი, ქრშ-დან. © "კომისია პოსტინგ გრუპი", ყველა უფლება დაცულია. |
Nanio |
![]()
პოსტი
#15
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,799 რეგისტრ.: 30-January 07 მდებარ.: პავლოვი წევრი № 969 ![]() |
საწყენია ასეთი რამ რომ მოხდა
-------------------- მეკენდარია? |
yipiani gio |
![]()
პოსტი
#16
|
![]() Tavadi Yipiani ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,917 რეგისტრ.: 25-May 07 მდებარ.: saburtalo წევრი № 2,017 ![]() |
komisia
1.არაფერ ძიანს 2.არაფერ ზიანს 3.არაფერ ზიანს 4.არაფერ ზიანს. პირიქით სხვადასხვა თემაში მოიკლებს ოფეებიი -------------------- alazani.ge
ფოლკოლორული საიტი.ვისაც გაინტერესებთ ფოლკლორი და ხელოვნება გვეწვიეთ.ამ საიტზე მრავალი საინტერესო მასალის მოძიება შეგიძლიათ |
G A B O |
![]()
პოსტი
#17
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 307 რეგისტრ.: 7-May 07 წევრი № 1,860 ![]() |
მე მაგალითად მხოლოდ ფოლკლორი მაინტერესებს და იქ შევდივარ. სხვა თემებში თითქმის არასდროს შემიხედია და ეს სულაც არ გულისხმობს რაიმე ფორმით უპატივცემლობას, უბრალოდ ფორუმები ზოგადად იმისთვისაა შექმნილი რომ საერთო ინტერესის ხალხთან ისაუბრო იმაზე რაც შენთვის საინტერესოა, და არ მესმის უკმაკყოფილების მიზეზი. მართლა.! კიდევ ვამბობ რომ ძალიან კარგი ფორუმია და ძაან მიხარია რომ ასეთი კარგი ხალხია სეკრებილი, მაგრამ მე მაგალითად სადაც მინდა იქ შევალ.
|
komisia |
![]()
პოსტი
#18
|
![]() ბაუნტი - აქ მთავრდება რეალობა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,265 რეგისტრ.: 18-October 06 მდებარ.: www.Alazani.ge წევრი № 287 ![]() |
ოპონენტებისგან ვერ ვხედავ კითხვებზე პასუხს... ნუთუ არა აქვთ?!
-------------------- პოსტის სპონსორია გიორგი ბერიკელაშვილი. ოქროს სპონსორი - "ბლექ ინტერნეიშენალზი". მთელი კოლექტივი მადლობას ვუხდით მეფუტკრე მაყვალას გოგოს, წუხანდელი ღამისთვის.
თბილისი, საქართველო, დედამიწა, მზის სისტემა, ირმის ნახტომი. 2008 წელი, ქრშ-დან. © "კომისია პოსტინგ გრუპი", ყველა უფლება დაცულია. |
N. R. |
![]()
პოსტი
#19
|
![]() nino razmadze ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 ![]() |
ვითხოვ ამ თემის გაუქმებას
-------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
TuTashxia |
![]()
პოსტი
#20
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 564 რეგისტრ.: 9-July 07 წევრი № 2,420 ![]() |
N. R.
და რატომ ითხოვ ასე დაჟინებით? ვერ ვხვდები რა საჭირო იყო ასეთი აგრესიის გამომჟღავნება დანარჩენი ფორუმელების მხრიდან?! 1დღე არსებობდა ეს თემა და გახდა ასეთი განხილვის საგანი.რა დაშავდებოდა იმ თემის არსებობით რამე?ფოლკლორის განყოფილების ხალხს რომ ჰქონოდათ მოცემული თემებიდან ცოტა გადასახვევი თემა რა დაშავდებოდა? აშკარად უსაფუძვლო პრეტენზიები აქვთ... -------------------- დიდგორი the best
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th June 2025 - 10:29 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი