" უფალ არს ძე კაცისაჲ შაბათისაცა. " |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
" უფალ არს ძე კაცისაჲ შაბათისაცა. " |
k@the |
Nov 11 2008, 03:10 PM
პოსტი
#1
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
უკაცრავად, თუ სადმეა თემა შესაერთებელი შეაერთეთ...
სახარებაჲ მათეს თავისაჲ 12 1. მას ჟამსა შინა წარვიდოდა იესუ დღესა შაბათსა ყანობირსა მათსა. ხოლო მოწაფეთა მისთა შეემშია და იწყეს მუსრვად თავსა ჴუვილისასა და ჭამად. 2. ხოლო ფარისეველთა მათ იხილეს რაჲ, ჰრქუეს მას: აჰა მოწაფენი შენნი იქმან, რომელი არა ჯერ-არს შაბათსა შინა საქმედ. 3. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: არა აღმოგიკითხავსა, რაჲ-იგი ყო დავით, ოდეს-იგი შეემშია და მისთანათა მათ? 4. ვითარ-იგი შევიდა სახლსა ღმრთისასა და პურნი იგი შესაწირავთანი შეჭამნა, რომელთაჲ არა ჯერ-იყო ჭამად მისა, არცა მისთანათა მათ, გარნა მღდელთა ხოლო? 5. ანუ არა აღმოგიკითხავსა შჯულსა, რამეთუ შაბათთა შინა მღდელთა ტაძარსა მას შინა შაბათი შეურაცხ-ყვიან და უბრალო იყვნიან? 6. ხოლო გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: ტაძრისა უფროჲს არს აქა. 7. უკუეთუმცა გეცნა, რაჲ არს: წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი, არამცა დასაჯენით უბრალონი. 8. უფალ არს ძე კაცისაჲ შაბათისაცა. ახალი ქართულით: 1. ერთხელ, შაბათ დღეს, ყანაში მიდიოდა იესო; მოშივდათ მის მოწაფეებს და დაიწყეს თავთავების კრეფა და ჭამა. 2. ეს რომ დაინახეს, ფარისევლებმა უთხრეს მას: აი, შენი მოწაფეები იმას სჩადიან, რაც ნებადართული არ არის შაბათს. 3. ხოლო იესომ უთხრა მათ: არ წაგიკითხავთ, როგორ მოიქცა დავითი, როცა მოშივდა მასაც და მის მხლებლებსაც? 4. როგორ მევიდა ღმერთის სახლში და შეჭამა შესაწირავი პური, რისი ქმნა არც მისთვის იყო ნებადართული და არც მისი მხლებლებისათვის, და რისი ნებაც მხოლოდ მღვდლებს ჰქონდათ? 5. არც ის ამოგიკითხავთ რჯულში, რომ შაბათობით მღვდლები ტაძარში არღვევენ შაბათს, და მაინც უცოდველნი არიან? 6. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: აქ არის ის, ვინც ტაძარზეც უმეტესია. 7. რომ იცოდეთ, რას ნიშნავს: წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი, აღარასოდეს შეაჩვენებდით უცოდველთ. 8. რადგან ძე კაცისა შაბათის უფალიც არის. ქადაგებაში მაქვს მოსმენილი, რომ იესომ თავისი მოსვლით ახალი აღთქმა დაგვიტოვა, რომელმაც თავისთავად ძველი აღთქმა გადასწონა.ხოლო, ჩვენ, ამ ახალი აღთქმის მიხედვით უნდა ვცხოვრობდეთო... რას ნიშნავს "უფალ არს ძე კაცისაჲ შაბათისაცა." ?? დაარღვიო შაბათი და მაინც უცოდველი დარჩე?? რამდენად არის ძე კაცისა უფალი შაბათისა?? ანუ, რამდენად აუფლებს შაბათზედ მას უფალი და რამდენად, ეკლესია მიწიერი?? თუ, "მიწიერი ეკლესია" - არასწორი ტერმინია?? მაშ, ისინი, ფარისევლები ყოფილან, ვინც თითით მიუთითეს, - აი თქვენ შაბათი დაარღვიეთო. ხოლო, შაბათის დამრღვევნი უბრალონი? -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
agmsarebeli |
Nov 11 2008, 05:53 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,206 რეგისტრ.: 14-May 07 წევრი № 1,910 |
ანუუფალი ყველაფერზე აღმათებულია, ისევე როგორც შაბათზე, რადგან შაბათიც მან(ქრისტემ )დაადგინა.
|
k@the |
Nov 11 2008, 07:03 PM
პოსტი
#3
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
ვითომ? რაღაც სხვადასხვანაირად გვესმის ეტყობა წაკითხული.
მაშ გამოდის, თუ უფალი მოისურვებს, მაშინ ზოგიერთი ადამიანი შაბათს დაარღვეს და მაინც უბრალონი დარჩებიან?.. სამართლიანობის მომენტი მეკარგება ეგრე ... თანაც ''ძე კაცისა'' მე რატომღაც ადამიანად მოვიაზრე... -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
Genesis |
Nov 11 2008, 09:16 PM
პოსტი
#4
|
მივაფსი კრემლს ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
k@the
7. რომ იცოდეთ, რას ნიშნავს: წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი, აღარასოდეს შეაჩვენებდით უცოდველთ. ეს რწმენაზე და ისყვარულზე დაფუძვნებული ხსნაა ვის ძალუძს გახდეს სხვადასხვა მსხვერპლით ან თავგანწირვით უფლის ღირსი? -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
Маиа |
Nov 11 2008, 09:33 PM
პოსტი
#5
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 553 რეგისტრ.: 30-December 06 წევრი № 768 |
[quote name='k@the' date='Nov 11 2008, 02:10 PM' post='424302']
უკაცრავად, თუ სადმეა თემა შესაერთებელი შეაერთეთ... სახარებაჲ მათეს თავისაჲ 12 უფალ არს ძე კაცისაჲ შაბათისაცა.[/color] რუსულად ასე ცერია "ибо Сын Человеческий есть госодин и субботы" - გამოდის აქ უFალი თავის თავზე ამბობს... შეიძლება ის იგულისხმება რომ უფალმა ყოველი ადამიანის განზრახვა იცის რატო და რის გამო აკეთებს და თვითონ აქვს უFლება შეიწყალოს თუ არა (შეცოდა თუ არა) და ამიტომ არ უნდა განვიკითხოთ არავინ, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით რის გამო დაარღვია ადამიანმა ეს მცნება.... ფარისევლები კი გარეგნულად განსჯიდნენ ადამიანს და არა სულიერად...ამიტომ მათი თვალები მხოლოდ ბოროტებას ხედავდნენ. /კარგი იკნება თუ ვინმე გვეტყვის როგორ ახსნიდნენ წმინდა მამები თორემ ჩვენი მოსაზრებებით შორს ვერ ცავალთ/ -------------------- "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას." (მათე 16. 18) |
Маиа |
Nov 11 2008, 09:58 PM
პოსტი
#6
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 553 რეგისტრ.: 30-December 06 წევრი № 768 |
ТОЛКОВАНИЕ НА ЕВАНГЕЛИЕ ОТ МАТФЕЯ (Блаженный Феофилакт (архиепископ Болгарский).
Глава двенадцатая В то время проходил Иисус в субботу засеянными полями, ученики же Его взалкали и начали срывать колосья и есть. Желая пояснить постановления закона, Господь ведет учеников засеянным полем, чтобы они ядением нарушили закон о субботе. Фарисеи, увидевши это, сказали ему: вот ученики Твои делают, чего не должно делать в субботу. Он же сказал им: разве вы не читали, что сделал Давид, когда взалкал сам и бывшие с ним? Как он вошел в дом Божий и ел хлебы предложения, которых не должно было есть ни ему, ни бывшим с ним, а только одним священникам? Фарисеи снова ставят в вину естественное чувство голода, сами в худшем греша, Господь же стыдит их историей о Давиде. Ибо он, - говорит Господь, - по причине голода пошел на нечто большее. Под хлебами предложения разумеются те хлебы, которые полагались каждый день, ибо на трапезе полагалось двенадцать хлебов: шесть на правой стороне и шесть на левой. Хотя Давид был и пророк, однако он не должен был есть их (это могли сделать только священники), а тем более находящиеся с ними. Однако по причине голода он достоин прощения. Таким же образом и ученики. Или не читали вы в законе, что в субботы священники в храме нарушают субботу, однако невиновны? Но говорю вам, что здесь Тот, кто больше храма.Закон возбранял работать в субботу, а священники в субботу и дрова кололи, и огонь разжигали, так что оскверняли субботу, то есть безумствовали, как вы думаете. Но вы говорите Мне, что то были священники, а ученики нет. На это отвечу вам, что здесь Тот, Кто больше храма, то есть, так как Я, Владыка, больше храма и нахожусь с учениками Своими, то они имеют большую власть нарушать субботу, чем священники. Если бы вы знали, что значит: милости хочу, а не жертвы, то не осудили бы невиновных. Ибо Сын Человеческий есть господин и субботы. Показывает их и невеждами, так как они не знают писаний пророческих. Не должно ли, говорит, быть милостивым к людям голодающим. Кроме того, Я, Сын Человеческий, господин субботы, как и всего, и творец этих дней; поэтому, как Владыка, Я нарушаю субботу. Понимай это и в переносном смысле: апостолы были делатели; жатва же и колосья - верующие; апостолы срывали их и ели, то есть своей пищей они имели спасение людей. Это они делали в субботу, в тот день, когда должно было уклоняться от злых дел. Фарисеи же негодовали. Так бывает и в церкви. В то время как учители часто поучают и приносят пользу, фарисействующие и завистливые досадуют. |
KAIROS |
Nov 12 2008, 04:31 AM
პოსტი
#7
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა თუ უფალი მოისურვებს, მაშინ ზოგიერთი ადამიანი შაბათს დაარღვეს და მაინც უბრალონი დარჩებიან?.. სამართლიანობის მომენტი მეკარგება ეგრე ... ეს არის ქეთი, როგორც დაწერეს ზემოთ ბულგარელის განმარტებაში, კანონისა და ადამიანის ურთიერთმიმართების შესახებ , უფალი აქ ამბობს საკუთარ თავზე და მის მიერ მხსნელ მსახურებაზე, ძე კაცისა აქ თავად იესოა, ხოლო ახალი აღთქმა ზემორეა ყოველ კანონზე, ანუ შეიძლება მარხვა დაარღვიო ისე რომ უსწორესად მოიქცე, კვირას უქმობისას იშრომო ისე რომ უქმობას სჯობდეს, ანუ საწყისი ქრისტიანობისა არის სულის ხსნაში და იმაში რაც არგებს სულს, რადგან თუ აკრძალვაა და მაშინ ეს აკრძალვა უნდა იყოს ცალმხრივი და გამონაკლისის გარეშე, არადა მიუთითა უფალმა , რომ შაბათს თავად მღვდლებიც არღვევდნენ აუცილებლობის გამო, ე.ი. შაბათი კი არ ყოფილა მთავარი, არამედ ადამიანი, იგივე : კაცი კი არ შექმნილა შაბათისათვის, არამედ შაბათი კაცისათვის, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ კანონი მშვიდად უნდა დავარღვიოთ, არა, მაგრამ ეს ნიშნავს, იმას რომ ქრისტიანი ყოველგვარ კანონზე მაღლაა, მას მხოლოდ სიყვარულის კანონი აქვს, თუმცა ვიმეორებ ეს არ ნიშნავს, რომ სხვა კანონები არღვიოს ეს თემა კი აქვე "გამარკვიეთ"-ს უნდა შეუერთდეს მგონი -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
k@the |
Nov 13 2008, 07:07 PM
პოსტი
#8
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
KAIROS
მადლობა კაიროს განმარტებისათვის. თუ საჭიროა შეერთდეს. უბრალოდ, იმ უზარმაზარ თემაში კითხვები იკარგება და იმიტომ ვარჩიე ცალკე გახსნა პ.ს. თან მამა ირაკლის კურთხევაც შევასრულესავით -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
Abe |
Dec 30 2008, 12:43 AM
პოსტი
#9
|
აბე(salom) ჯგუფი: Members პოსტები: 73 რეგისტრ.: 27-November 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,012 |
თქვენის ნებართვით ჩემს აზრსაც დავწერ.
კანონის დარღვევა ერთია და ცოდვის ჩადენა მეორე. როდესაც კანონს არღვევ, შეიძლება ეს ცოდვა იყოს და შეიძლება მადლი იყოს. მაგალითად, თუ კაცს მოკლავ ცოდვაა, მაგრამ თუ კვირა დღეს ექიმი პაციენტს უმკურნალებს - მადლი. მთავარია ცოდვა არ ჩაიდინო და შენი კანონის დარღვევა ქრისტეს სწავლებასთან წინააღმდეგობაში არ მოდიოდეს. ამას თვითონ ქრისტეც ხომ ამბობდა, რომ არ არის აუცილებელი ყოველთვის კანონის დაცვა, არამედ ისე უნდა ვიმოქმედოთ, როგორც საჭიროა კონკრეტულ სიტუაციაში - ისე, რომ ცოდვა არ ჩავიდინოთ. მაპატიეთ თუ მცდარი აზრი დავწერე. |
.:Lela:. |
Mar 15 2009, 06:32 PM
პოსტი
#10
|
.:Sheecie urcmunoebasa chemsa:. ჯგუფი: Members პოსტები: 4,825 რეგისტრ.: 7-January 08 წევრი № 3,568 |
3. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: არა აღმოგიკითხავსა, რაჲ-იგი ყო დავით, ოდეს-იგი შეემშია და მისთანათა მათ? 4. ვითარ-იგი შევიდა სახლსა ღმრთისასა და პურნი იგი შესაწირავთანი შეჭამნა, რომელთაჲ არა ჯერ-იყო ჭამად მისა, არცა მისთანათა მათ, გარნა მღდელთა ხოლო? ცოტა განვავრცობ ამ მონაკვეთს დავითი გაურბოდა საულს და მივიდა მღვდელმთავარ აბიათართან და მოატყუა იგი,როდესაც უთხრა რომ მეფემ ერთ საჭირო საქმეზე გამოაგზავნა და დამშეულმა მღვდელს ''პურნი შესაწირავისანი'' გამოართვა როგორც ზევით ითქვა რისი ჭამის უფლებას ქონდათ მხოლოდ მღვდლებს მაცხოვარი აქ არცხვენს ფარისევლებს და ეუბნება თუკი თქვენ პატივს მიაგებთო დავითს ,რომელმაც დაარღვია ეს წესი მაშ როგორღა განიკითხავთ ჩემს მოწაფეებს? -------------------- შეიძლება ბევრი რამ ისე არ აეწყოს როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ მთავარი, - ''სულის გადარჩენის იდეა'', მიზანი არ უნდა დაგვეკარგოს და მას დავუმორჩილოთ ყველაფერი.
მეორე მეგრელი ხარ ვინც მაგრად მ ი ყ ვ ა რ ს :D Разве любят за чтото? Вот дети как люят, маленькие. Oни любят проста так не нарошно :) Kings Of Convenience - Cayman Islands |
Marabella |
Aug 1 2009, 05:04 PM
პოსტი
#11
|
ႫႠႩႠ ჯგუფი: Members პოსტები: 146 რეგისტრ.: 17-June 07 მდებარ.: Aachen წევრი № 2,215 |
განა თვითოვნე არ ამბობს იესო: წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი. და წყალობა არასოდეს არაა ცოდვა. მე ასე მახსოვს, რომ ახალ აღთქმაში არაკიცაა მოყვანილი შაბათზე,- თუ როგორ ჩაუვარდება შაბათ დღეს კაცს ცხვარი ორმოში, რა არ უნდა ამოიყვანოს რახან შაბათია? [მითითება KAIROS-ს კომენტარზე].
-------------------- არაკად თქმულა, თორმეტნი შიშველს ნიფხავს ხდიდნენ და ვერ გახადესო
-- თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებს -- ...უცდომელი მხოლოდ ღმერთია! -- “და, აჰა, ესერა მე თქუენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა, ამინ” -- ...უფლებას ყველამ უნდა სცეს პატივი. საქართველოს არასოდეს მიუტაცია სხვისი ტერიტორიები, მაგრამ თავისასაც არავის დაუთმობს. /ილია II/ |
llaasshhaa |
Aug 1 2009, 09:18 PM
პოსტი
#12
|
ლაშა ქებაძე ჯგუფი: Members პოსტები: 3,929 რეგისტრ.: 18-November 07 მდებარ.: საქართველო წევრი № 3,209 |
ებრაელებს აქვთ ძალიან გაკერპებული შაბათი..........
-------------------- ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 05:38 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი