ისტორიული ქორწინება, მუხრანელი ბაგრატიონები და ბაგრატიონ გრუზინსკები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ისტორიული ქორწინება, მუხრანელი ბაგრატიონები და ბაგრატიონ გრუზინსკები |
დათიკო |
Jan 13 2009, 12:25 PM
პოსტი
#1
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
მუხრანელ ბაგრატიონ დავითს ცოლად მოჰყავს ანა ნუგზარის ასული ბაგრატიონ გრუზინსკი.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ამათი შვილი იქნება სრულუფლებიანი მემკვიდრე საქართველოს ტახტისა. ქართველ მეფეთა შთამომავალთ ჯვარს პატრიარქი დასწერს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, 8 თებერვალს, ბაგრატიონთა დინასტიის ორი შტო ერთმანეთს დაუნათესავდება. ბაგრატიონ-გრუზინსკების შთამომავალი ანა მუხრანელ ბაგრატიონთა მემკვიდრე დავითზე დაქორწინდება. სამეფო გვარის ორი შტოს წარმომადგენლებს ჯვარს დასწერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. ნეფე-დედოფალი 32 წლის არის. ჯვრისწერის დეტალები «კვირის პალიტრისთვის» ექსკლუზიურად გახდა ცნობილი. ჯვრისწერისა და ქორწინების საკითხებს საპატრიარქოში შექმნილი სპეციალური კომისია განაგებს, რომელსაც ხელმძღვანელობს წმინდა სამების საკათედრო ტაძრის ლავრის არქიმანდრიტი ილია ნასიძე. სწორედ იგი გვესაუბრა ცერემონიალის დეტალებზე. 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, ბაგრატოვანნი, მეფეთა შთამომავალნი დავით და ანა მიიღებენ წმინდა ზიარებას სვეტიცხოვლის ტაძარში. შემდეგ მოინახულებენ და ყვავილებით შეამკობენ წინაპართა საფლავებს, რომლებიც იქვე, სვეტიცხოვლის ტაძარში მდებარეობს. აქ არიან დაკრძალული სასიძოს, დავით ბაგრატიონის შარშან გარდაცვლილი მამა გიორგი (ხორხე) ბაგრატიონი და ანას ბაბუა პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკი. მცხეთიდან დაბრუნების შემდეგ მცირე შესვენება იქნება დარეჯანის სასახლეში, სადაც ადრე მეფეთა სახლი იყო, ახლა კი მონასტერია. სწორედ ამ სასახლიდან წამოაბრძანებენ ანას სამების ტაძარში, სადაც 4 საათზე საპატარძლო ცენტრალური კარიბჭიდან შემოვა და გრძელი კიბით შებრძანდება ტაძარში. ჯვრისწერამდე დავითი და ანა დადგებიან სპეციალურად მათთვის მოწყობილ ამაღლებულ ადგილზე, რის შემდეგაც შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. ცერემონიალის გასრულების შემდეგ დაიწყება ჯვრისწერა, რომელსაც სრულიად საქართველოს სულიერი მწყემსი აღასრულებს. ჯვრისწერაზე მოწვეული არიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული ელჩები და სხვა დიპლომატები, უცხოეთიდან ჩამოვლენ სხვადასხვა სამეფო ოჯახის წარმომადგენლები. - ჯვრისწერის რიტუალი საიდან აიღეთ, ალბათ, ისტორიას შემონახული აქვს სამეფო გვარის წარმომადგენლების ქორწინების ერთ-ერთი აღწერილობა მაინც? - სამწუხაროდ, ჩვენამდე ვერ მოაღწია ასეთმა ცნობებმა. ცნობილია მხოლოდ გვირგვინის კურთხევის ცერემონიალი. ამიტომაც ბევრი ფილმი ვნახეთ, ესპანეთის, დანიის და სხვა ქვეყნების სამეფო ოჯახების წარმომადგენელთა ქორწინების ცერემონიალებს გავეცანით და შემდეგ შევადგინეთ ჯვრისწერის ცერემონიალის სცენარი მართლმადიდებლური და ქართული ტრადიციების დაცვით. ეს იქნება დიდი ისტორიული ფაქტი საქართველოსთვის, ცერემონიალი საპატრიარქოს ტელევიზიით გადაიცემა პირდაპირ ეთერში. ცხადია, ამ ქორწინების შესახებ ინფორმაციის გახმაურებისთანავე საზოგადოებაში გაჩნდება კითხვები, თუ რომელ შტოებს ეკუთვნიან დავით და ანა ბაგრატიონები და რა განსხვავებაა ბაგრატოვანთა ამ ორ ოჯახს შორის. დეტალების დასაზუსტებლად ისტორიკოს როინ მეტრეველს მივმართეთ: - ბაგრატიონები წარმოშობით ძველი ქართული პროვინციიდან, სპერიდან არიან. ისინი უკვე ჩანან მე-6-7 საუკუნეებში. საქართველოში მერვე საუკუნის დასასრულს დაწინაურდნენ. ბაგრატიონთა გვარიდან იყო ქართლის ერისმთავარი აშოტი, რომელიც ისტორიაში აშოტ დიდის წოდებით არის ცნობილი, ატარებდა კურაპალატის ტიტულსაც. სწორედ მან დააფუძნა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა დინასტია. ქართველთა მეფის (ტაო-კლარჯეთის) ტიტული კი პირველმა მიიღო ადარნასე ბაგრატიონმა (888 წ.). ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი შტო. ქართველთა მეფის წოდებას ადარნასეს შემდეგ მხოლოდ ბაგრატიონთა ტაოს შტოს წარმომადგენლები იღებდნენ. ამ შტოს ეკუთვნოდა სრულიად საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ მესამე. საქართველომ ძლიერების ზენიტს ბაგრატიონთა საგვარეულოს ბრწყინვალე წარმომადგენლების - დავით აღმაშენებლისა და თამარის დროს მიაღწია. მეთხუთმეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან ერთიანი საქართველოს სახელმწიფო დაიშალა. ამ დროისთვის ქართლის, კახეთისა და იმერეთის სამეფოებში მეფეებად ისევ ბაგრატიონები არიან. ქართლის სამეფოს პირველი მეფე იყო სრულიად საქართველოს მეფე ალექსანდრე I დიდის შვილიშვილი დემეტრე. მისმა შთამომავლობამ ქართლში 1658 წლამდე იმეფა, ვიდრე სამეფო ტახტს ბაგრატიონთა მუხრან-ბატონების შტო არ დაეუფლა. ამ შტოს 1512 წელს ბაგრატ მუხრან-ბატონმა დაუდო საფუძველი. ის იყო ქართლის მეფე დავით X-ს ძმა და ქართლის მემარცხენე სადროშოს სარდალი. მუხრან-ბატონების შტოდან პირველი მეფე იყო თეიმურაზ მუხრან-ბატონის ძე ვახტანგი, ისტორიაში შაჰნავაზად წოდებული. ამ შტოდან ქართლის უკანასკნელი მეფე იყო იესე, ალი-ყული-ხანად წოდებული. ეს იყო ბაგრატიონების ქართლის შტო. კახეთის შტოს დამფუძნებელია ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფე გიორგი VIII, რომელმაც 1466 წელს სათავე დაუდო დამოუკიდებელ კახეთის სამეფოს. უკანასკნელი მეფეები არიან თეიმურაზ II და მისი შვილი ერეკლე II. 1762 წლიდან ერეკლე იყო ქართლ-კახეთის მეფე, რომელსაც ჰყავდა შვილი გიორგი XII, ფაქტობრივად, ბოლო მეფე საქართველოსი. შემდეგ საქართველოს მეფე აღარ ჰყოლია, რადგან 1801 წელს რუსეთის იმპერატორმა გააუქმა ქართლ-კახეთის სამეფო და შეუერთა რუსეთის იმპერიას. ბაგრატიონთა დინასტიის იმერეთის შტოს XIII საუკუნეში სათავე დაუდო დავით VI ნარინმა. იმერეთის სამეფო დამოუკიდებელი გახდა XV საუკუნეში, როდესაც სამეფო ტახტზე ავიდა ქართლ-იმერეთის მეფე ბაგრატ VI-ს ძე ალექსანდრე I. იმერეთის უკანასკნელი მეფე იყო სოლომონ II, რომელმაც ტახტი 1810 წელს დაკარგა რუსეთთან შეერთების გამო. ბაგრატიონთა სამეფო გვარმა რუსეთში სათავე დაუდო იმერეტინსკებისა და გრუზინსკების გვარებს, ანა სწორედ გრუზინსკების შთამომავალია. ასევე არსებობს ბაგრატიონ-მუხრანსკების სამეფო შტოც, ქართლის ბაგრატიონები. ამ შტოს წარმომადგენლები არიან ის პირები, ვინც ერთხანს იტალიაში, შემდეგ კი ესპანეთში ცხოვრობდნენ. იტალიაში ცხოვრობდა ირაკლი ბაგრატიონი, რომელიც საქართველოს მეფედაც გამოაცხადა ქართულმა ემიგრაციამ. მისი გარდაცვალების შემდეგ ოჯახი ესპანეთში გადავიდა საცხოვრებლად. ირაკლი ბაგრატიონს ცოლად ჰყავდა ესპანეთის ახლანდელი მეფის ხუან-კარლოსის მამიდა. ირაკლის ვაჟი იყო გიორგი (ხორხე), რომელიც შარშან გარდაიცვალა, მისი მემკვიდრე კი არის დავითი, რომელიც ახლა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე ქორწინდება. ერთიანი საქართველოს მეფეები ქართველზე არ ქორწინდებოდნენ, რადგან მაშინდელი იდეოლოგიით საქართველოს მეფის ბადალი მის ქვეშევრდომთა შორის არ შეიძლებოდა ყოფილიყო. ამიტომაც ქართველ მეფეებს თანამეცხედრეებად სხვა ქვეყნების სამეფო კარის წარმომადგენლები ჰყავდათ. გვიანდელ საქართველოში კი სამეფო სახლის წარმომადგენლები სხვადასხვა ქართული გვარის შვილებს ირთავდნენ ცოლად, საქართველოს ბოლო მეფეს, გიორგი XII-ს მარიამ ციციშვილი ჰყავდა დედოფლად. «კვირის პალიტრა» შეეცადა სასიძოსა და საპატარძლოს გასაუბრებოდა, მაგრამ რადგან ისინი თბილისში არ იმყოფებიან, საპატარძლოს მამას, ბატონ ნუგზარ ბაგრატიონს ვესაუბრეთ. ამ გვარის ორი შტოს გაერთიანება დიდი ხანია არ მომხდარა. ამიტომაც, ვფიქრობ, ეს არის მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც შესაძლოა, ძალზე სასიკეთო აღმოჩნდეს საქართველოსთვის. - ამ ქორწინებაზე ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ იყო ლაპარაკი. როგორც ვიცით, პატრიარქსაც ძალიან სურდა იგი შემდგარიყო. - დიახ, ამის სურვილი კარგა ხანია იყო და უფლის ნებით წლები დასჭირდა ამ საკითხის გადაწყვეტას. - ცხადია, მონაწილეობთ ცერემონიალის დაგეგმვაში. - ჩემი იდეაა, რომ ახალგაზრდებმა სვეტიცხოვლის ტაძარში პატივი მიაგონ წინაპრების ხსოვნას. ჩემი წინაპრები, როგორც მეფეთა პირდაპირი შთამომავლები, დაკრძალული არიან იერარქიის მიხედვით - პირველ რიგში, საკურთხეველთან ახლოს. ტაძარში ასეთი წესია, საკურთხეველთან ყველაზე ახლოს იკრძალებიან მეფეები და მათი შთამომავალნი, შემდეგ კი სხვა წოდების, ანუ თავადი ბაგრატიონი. ბაბუაჩემი პეტრე ალექსანდრეს ძე და მამაჩემი პეტრე პეტრეს ძე, როგორც პირდაპირი შთამომავალი მეფეთა, დაკრძალული არიან სწორედ ამ რიგში. შარშან გარდაიცვალა ბატონიშვილი გიორგი (ხორხე) ბაგრატიონ-მუხრანელი და უკანასკნელი განსასვენებელი მანაც სვეტიცხოველში პოვა. 16 იანვარს მისი გარდაცვალების წლისთავი იქნება. წინაპრების ხსოვნისთვის პატივის მიგება ტრადიციების პატივისცემაც იქნება. - ცხადია, ამ ქორწინების პომპეზურად აღნიშვნის შემდეგ ხალხის ნაწილი იფიქრებს, რომ ეს მონარქიის აღდგენის დასაწყისია. - მე ბედნიერი ვარ, რომ ეს ორი გვარი შეერთდება. რაც შეეხება მოსალოდნელ მითქმა-მოთქმას, ცხადია, გაჩნდება სხვადასხვა აზრი, კითხვები, ეს გასაკვირი არც იქნება. მთავარია, პირველ რიგში აღინიშნოს, რომ ამ ქორწინებას და სამეფო დინასტიის აღდგენას ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვს, ეს მომავლის საკითხია. ასევე მნიშვნელოვანია, საზოგადოებას სრული ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ მისთვის ყველაფერი ნათელი იყოს, რათა არ გაჩნდეს საჩოთირო და გაუგებარი კითხვები, თუნდაც ასეთი: რას მოგვიტანს მონარქიის აღდგენა, ტვირთად დააწვება სახელმწიფოს ან მოსახლეობას?.. პატრიარქისა და ჩემი აზრით, ეს უნდა იყოს ყოველმხრივ დამოუკიდებელი ოჯახი, რომელიც ტვირთად არ დააწვება არავის და როგორც პატრიარქი ამბობს, პირიქით, ბაგრატოვანთა ახალშექმნილი ოჯახის მისიაც მხოლოდ ის იქნება, რომ თესოს სიკეთე და დაეხმაროს ქვეყანასა და ხალხს. საქართველოში სამეფოს აღდგენა შორეული პერსპექტივაა. ამას დიდი დრო დასჭირდება. უპირველესად ეს უფლის ნებაა. ხალხიც უნდა იყოს მომზადებული საიმისოდ, რომ თუნდაც კონსტიტუციური მონარქიული წყობა ჰქონდეს საქართველოს სახელმწიფოს. პ.ს. ქართველებს გვიყვარს ერთი ამბის მეორესთან აბსურდული დაკავშირება, მაგრამ ბაგრატოვანთა ქორწინების ლამაზი ამბის სხვა, თუნდაც პოლიტიკურ თემებთან მიბმა, ვფიქრობთ, გაუმართლებელი იქნება. სჯობია, იმაზე ვიფიქროთ, რომ ქორწინების ცერემონიალი საფუძველს დაუდებს ქართული ტრადიციების აღორძინებას. უდავოა, ეს ქორწინება წლის ქორწინების ტიტულით შევა ისტორიაში, თუმცა, ვინ იცის, ეგებ საუკუნის ქორწილიც კი ეწოდოს ასი წლის შემდეგ. P.P.S. ვიმედოვნებთ, სამეფო გვარის ორი დიდი შტოს გაერთიანება სამაგალითო აღმოჩნდება ერისთვის, რომელსაც სასიცოცხლოდ სჭირდება გამთლიანება. http://kvirispalitra.ge/palitra/frp_palitra.htm |
მართა |
Jan 14 2009, 04:44 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,487 რეგისტრ.: 7-July 07 წევრი № 2,399 |
დამაინტერესა ძალიან ამ საკითხმა...პირველად მესმის, ლამაზი რიტუალი იქნება და სასიამოვნო საყურებელიც. სულ სხვა ქვეყნების სამეფო შთამომავალთა ქორწინებას ვუყურებდი და ერთხელ ჩვენი ბაგრატოვანთა შტოს წარმმადგენლებსაც ვიხილავ...თან პირდაპირ ეთერში!
-------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
|
მნათე |
Jan 14 2009, 05:07 AM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ამაზე ესპანური პრესაც წერს
http://www.hola.com/casasreales/2009/01/12/davit-bagrationi/ ერთხელ სამებაში ჩემმა დაჯახებამ, მგონი მისი სამეფო უდიდებულესობის ფეხის თითი შეიწირა -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
ბადრი |
Jan 14 2009, 05:21 AM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,332 რეგისტრ.: 30-October 08 მდებარ.: წყალტუბო წევრი № 5,866 |
სასიხარულო ამბავია. მონარქის ცხებას დააცჰკარებს ეს ქორწილი
-------------------- "უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"
"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17) |
KAIROS |
Jan 14 2009, 05:37 AM
პოსტი
#5
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ამათი შვილი იქნება სრულუფლებიანი მემკვიდრე საქართველოს ტახტისა. ხოოო, ვნახოთ აბა ისე ბაბუა ნახე და შვილიშვილი გამონახეო "es hijo del príncipe Jorge, que fue trece veces campeón de España de rallyes" ცამეტჯერ ყოფილა ჩემპიონი ესპანეთის რალიში საღოლ მეფე პ.ს. ციტატა უცხოეთიდან ჩამოვლენ სხვადასხვა სამეფო ოჯახის წარმომადგენლები მე ვერ მოვახერხებ პ.ს.ს. ჩორჩ-გე სპეცფოტოების გასაღებად კორესპონდენტად უნდა გააგზავნოს ვინმე... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ნაინა |
Jan 14 2009, 05:42 AM
პოსტი
#6
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
KAIROS
ციტატა პ.ს. ციტატა უცხოეთიდან ჩამოვლენ სხვადასხვა სამეფო ოჯახის წარმომადგენლები მე ვერ მოვახერხებ სამწუხაროდ ვერც მე -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
მნათე |
Jan 14 2009, 10:04 AM
პოსტი
#7
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
KAIROS
დაიწყეს უკვე ბიძაშვილ-მამიდაშვილებში გასეირნება -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მხევალი ნინო |
Jan 14 2009, 03:23 PM
პოსტი
#8
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
დათიკო
ციტატა ამათი შვილი იქნება სრულუფლებიანი მემკვიდრე საქართველოს ტახტისა. ეს ვინ დაადგინა? -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
თამარი_ცქნაფო |
Jan 14 2009, 03:57 PM
პოსტი
#9
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
აუ, ადრე, როცა უფრო გამხდარი იყო და ესპანეთში ცხოვრობდა, მევასებოდა ეგ დავითი ეჰ, რატო არ ვარ ბარატიონი
დათიკო ეს ვინ დაადგინა? რა დადგენა უნდა? ეგ ორი შტო სულ ექიშპება ერთმანეთს ტახტისთვის და აახლა, როცა ერთიანდებიან, მემკვიდრე ვინ იქნება, შენი აზრით? -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
კანონისტი |
Jan 14 2009, 04:52 PM
პოსტი
#10
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
KAIROS
ციტატა ჩორჩ-გე სპეცფოტოების გასაღებად კორესპონდენტად უნდა გააგზავნოს ვინმე... მე ვიქნები ერთი, ეგ ვიცი -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მნათე |
Jan 14 2009, 05:11 PM
პოსტი
#11
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა მე ვიქნები ერთი, ეგ ვიცი ორი ბაგრატიონის დაქორწინება, ლოლ! -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
ეკატო |
Jan 14 2009, 05:12 PM
პოსტი
#12
|
ეკატერინე ჯგუფი: Members პოსტები: 6,924 რეგისტრ.: 28-August 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,647 |
წარმომიდგენია რა სიანტერესო ცერემონია იქნება, სიამოვნებით ვადევნებდი თვალს
-------------------- ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან. კურტ ვონეგუტი |
კანონისტი |
Jan 14 2009, 05:42 PM
პოსტი
#13
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
-------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
Giorgi- |
Jan 14 2009, 05:44 PM
პოსტი
#14
|
ჯგუფი: Members პოსტები: 3,280 რეგისტრ.: 23-May 07 წევრი № 2,001 |
მეფე გვიშველის ვითომ?
სტალინმა არ გაამართლა და.... |
მატასი |
Jan 14 2009, 07:05 PM
პოსტი
#15
|
თამ... ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 |
რა სასიამოვნო ამბავია
ვნახოთ, ვნახოოოთ -------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
მხევალი ნინო |
Jan 14 2009, 08:41 PM
პოსტი
#16
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
კანონისტი
ციტატა ესეც უფლისწული და პატრიარქი ადრე სხვა უფლისწულის სურათი გამომიგზავნე, მახოვს. Giorgi- ციტატა მეფე გვიშველის ვითომ? ნუ, არ ვიცი მეფეს მართლაც აქვს თუ არა ზებუნებრივი დატვირთვა, მაგრამ ეგებ წყობამ გვიშველოს, მოკელდ არ ვიცი. ხელისფულება სხვა სტილის იქნება და არა საპრეზიდენტო მმაღტველობა, ამიტომ, ზ ო გ ი ე რ თ ს , ტყუილად ჰგონია ტავი, საქართველოს მომავალი პ რ ე ზ ი დ ე ნ ტ ი ! -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
iber |
Jan 14 2009, 08:51 PM
პოსტი
#17
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 349 რეგისტრ.: 19-November 08 მდებარ.: Tbilisi წევრი № 5,968 |
ერთი დღე იქნება გაუძახებთ:
საქართველოს მეფეს გაუმარჯოს!!! პირველ მეფეს დღეს მართლმადიდებლურ სამყაროში -------------------- კავკასია–ევრაზიის ოქროს კვეთაა
|
subterranean |
Jan 14 2009, 08:54 PM
პოსტი
#18
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,908 რეგისტრ.: 21-September 07 წევრი № 2,804 |
სურათები არ არის? მაინტერესებს
|
T.L. |
Jan 14 2009, 09:39 PM
პოსტი
#19
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
-------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
მატასი |
Jan 14 2009, 11:36 PM
პოსტი
#20
|
თამ... ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 |
დედოფალი მაინტერესებს
-------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 04:56 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი