![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ვინაიდან ის განყოფილება არ იხსნება, ვხსნი თემას აპოლოგეტიკა, სადაც აღმსარებლობის მიუხედავად ყველას შეუძლია წეროს თავისი მოსაზრებები.
დავიწყებ ჩემი არგუმენტით, რომელიც ლაშა_ბ სთან მოვიყვანე და იმედია ლაშა აქ გასცემს მათ პასუხებს: საკითხი ეხება თემას, ჰყავდა თუ არა მარიამს შვილები. პირდაპირ გადმომაქვს იქითა თემიდან: ციტატა კაიროს სად დაინახე ღვთისმშობლის გინება? ჯერ ეს ერთი- მარიამს რომ ჰქონოდა იოსებთან სექსუალური კავშირი- ეს არ იქნებოდა დასაძრახი- რადგან ისინი ოფიციალურად იყვნენ ცოლ-ქმარნი... არსებობს სერიოზული ფსიქოლოგიური არგუმენტი რომ ასე არ იყო... მოკლედ ჯერ ჩვენი რეალობიდან მაგალითს მოვიყვან: წარმოიდგინე რომ ხარ ახალგაზრდა ქალის ქორწილში, რომელიც გათხოვდა და მას უსურვებენ მისი ახლობლები მრავალთაგან იმასაც, რომ მას ეყოლება ბიჭი და გაზრდის მას...კითხვა შენთან: რა რეაქცია ექნება ქალს? გაიკვირვებს, რომ როგორ შეიძლება ეს მოხდეს (რადგან მე ჯერ ქმართან არ ვწოლილვარო)? თუ, ვინაიდან ის აპირებს ქმართან ურთიერთობას მომავალში, ნორმალურადაც მიაჩნია, რომ ეყოლება შვილი. ახლა მარიამთან რა ხდება: დავუშვათ, რომ ის დაწინდულია იოსებზე და აპირებს გათხოვდეს კიდეც...მას ეუბნებიან, რომ მოვა დრო და ეყოლება შვილი - კითხვა შენთან: რატომ უკვირს მარიამს, რომ რეალური ქმრის ფონზე, მომავალში (ხაზს ვუსვამ - სწორედ მომავალში, რადგან ახლა თუ არა აქვს ურთიერთობა, მომავალში ხომ აპირებს - შენი დაშვებით) მას ეყოლება შვილი? გთხოვ მიპასუხო ორივე მაგალითის ფონზე არგუმენტირებულად ამის შემდეგ იყო მომდევნო პოსტები (იხ. ქვემოთ): თუმცა ქორწილის მაგალითი უადგილოა ანუ, პასუხი არა გაქვს ![]() პარალელი არ მოგეწონა? მოდი ვნახოთ: 1. ქორწილის ქალი - აპირებს შვილი ჰყავდეს 2. წმ. მარიამი - აპირებს შვილი ჰყავდეს 1. ქორწილის ქალს - ახლა შვილი ჯერ არ ჰყავს 2. წმ. მარიამს - ახლა შვილი ჯერ არ ჰყავს 1. ქორწილის ქალს - ეუბნებიან რომ შვილი ეყოლება 2. წმ. მარიამს - ეუბნებიან რომ შვილი ეყოლება 1. ქორწილის ქალის შემთხვევაში - არ აკონკრეტებენ დროს, თუ როდის ეყოლება 2. წმ. მარიამის შემთხვევაშიც - ანგელოზი არ აკონკრეტებს, როდის ეყოლება მას შვილი და უცებ ასკვნი, რომ ზედა პარალელების მიუხედავად 1. ქორწილის ქალს - არ უკვირს ეს ხოლო 2. წმ. მარიამს - უკვირს ![]() მარიამი იოსებზე იყო დანიშნული ნამდვილად. მაგრამ არ ნიშნავს რომ საჩქარო იყო მათი ქორწინება ან რამე... ნიშნობაზე რომ უსურვოს ვინმემ, ქალ-ვაჟს ოჯახის შექმნისას შვილები - ქალი ამას გაიკვირვებს? ![]() ანგელოზმა რადგან ახარა, ფაქტი იყო რომ ჩასახვა იმ პერიოდში მოხდებოდა... რომელ პერიოდში? ტექსტი აი აქ არის: 30. ანგელოზმა უთხრა მას: ნუ გეშინია, მარიამ, რადგანაც ჰპოვე მადლი ღმრთის წინაშე. 31. აჰა, მუცლად იღებ და შობ ძეს, და უწოდებ სახელად იესოს. 32. დიდი იქნება იგი და უზენაესის ძედ იწოდება, და მისცემს ღმერთი მამამისის, დავითის, ტახტს. 33. საუკუნოდ იმეფებს იაკობის სახლზე და არ იქნება დასასრული მისი სუფევისა აბა დამისაბუთე რომ აქ იგულისხმება ძალიან კონკრეტული დრო და არა მომავალი. ტექსტზე ძალადობას თუ არ მოახდენ, აქ არ წერია არაფერი იმის მეტი, რაც წერია.... ფსიქოლოგიური მომენტი ასეთ დროს რა მიზნითაც შენ მოიყვანე არაა 100% ზუსტი, თან იმის ფონზე რომ მე ბიბლიური არგუმენტები ბლომად მაქვს... პასუხი არ გაქვს თუ მეჩვენება? ![]() კიდევ გთხოვ - არგუმენტირებულად დამისაბუთე თუ შეიძლება ყველა შენი მოსაზრება.... ციტატა სპეციალურად ეცადე ისე დაგეყენებინა სიტუაცია ვითომ ისეთ ქალს ვეკითხები ვისაც იმ დღეს ქორწილი აქვს... რა იყო, ხომ არ გაიჭედე? ![]() აჰა ბურთი და მოედანი ![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
inaina |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,525 რეგისტრ.: 22-October 08 წევრი № 5,839 ![]() |
![]() ბოლოსდაბოლოს იქნებ სხვაგან სიწყნარე აღარ აირიოს და ატყდეს კამათი მხოლოდ აქ. იმედია ამ თემის მიზანი და დანიშნულება იქნება ფორუმზე სიწყნარის დამყარების საშუალება, და მიეცეს საშუალება მართლმადიდებლობას შედგომილ ადამიანს მიიღოს პასუხი თავის კითხვებზე და სექტანტებმა და სხვა გაურკვეველი პოზიციის ადამიანებმა აღარ აურიონ მას გონება თავისი პოსტებით. ![]() -------------------- 16. განმცადეს მე და შეურაცხებით შეურაცხ-მყვეს მე და დაიღრჭინნეს ჩემ ზედა კბილნი მათნი. 17. უფალო, ოდეს მომხედო? განაშორე სული ჩემი ძვირის საქმისა მათისაგან და ლომთაგან მხოლოდ-შობილებაი ჩემი. 19. ნუმცა უხარის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა უსამართლოდ, რომელთა მომიძულეს მე ცუდად და თუალ-ჰყოფდეს თუალითა. 20. რამეთუ ჩემ თანა მშვიდობასა იტყოდეს და რისხვით ზაკუვასა განიზრახვიდეს.
|
KAIROS |
![]()
პოსტი
#3
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
რატომ არ იხსნება ის განყოფილება იქნება გვითხრას ვინმემ?
![]() თუმცა მადლობა კანუდოსელს, ნამდვილად საჭიროა, ამ თემის იქით აღარ იყოს თემებში შევარდნები ![]() ლაშაბ არის 3 დღით "დასვენებული" როგორც გავიგე, მოყვასი შემოვა ალბათ, მანამ იქნება ყველა კამათს აქ მოვუყაროთ თავი? -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Otherguy |
![]()
პოსტი
#4
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
კანუდოსელი გამარჯობა
საინტერესო დისკუსიაა აქ. ![]() და რა მაინტერესებს, რა არის მთავარი მაგ მომენტში, რას გულისხმობდა ანგელოზი, თუ როგორ გაიგო ეს მარიამმა? ფაქტია რომ ემოციური ფონი მაღალი იყო, ამას ვერ ვუარყოფთ. ასე რომ მთავარია არა ანგელოზმა რა იგულისხმა, არამედ როგორ გაიგო მარიამმა ეს ხარება. ჩამოვწეროთ სავარაუდო ვერსიები: 1. მარიამმა გაიგო რომ ანგელოზმა იგულისხმა დაქორწინებამდე. 2. მარიამმა გაიგო რომ ანგელოზმა იგულისხმა ზოგად, ანუ ქორწინების მერეც. ეხლა განვიხილოთ პასუხები: თუ მარიამმა გაიგო რომ ანგელოზმა იგულისხმა დაქორწინებამდე- ნებისმიერ შემთხვევაში გაუკვირდებოდა. თუ მარიამმა გაიგო რომ ანგელოზმა იგულისხმა დაქორწინების მერე- მაშინ ან გაუკვირდებოდა ან არა... ეხლა რა მივიღეთ: ფაქტია რომ მარიამმა გაიკვირვა, რაც ნიშნავს რომ თუ მარიამს ეგონა რომ ანგელოზი ქორწინებამდე ჩასახვამდე მიუთითებდა - ლოგიკური იქნებოდა მისი გაკვირვება. თუ არა, მაშინ არალოგიკური... ეხლა მაქვს დრო, და ცხრილი შევადგინე: ![]() ანუ ეს არის სრული ფსიქოლოგიური მომენტი, და არამგონია მართებული იყოს- მხოლოდ ამით გადაჭრა საკითხის ![]() ერთ რამესაც დავამატებ: თუ მარიამი აპირებდა მარადქალწულობას(რისი დასტურიც არსად არაა ბიბლიაში), და შენ ფსიქოლოგიურ ეფექტს გამორიცხავ- მაშინ ისე გამოდის, რომ მარიამს არ ქონდა საკმარისი რწმენა, რადგან დაეჭვდა და ჰკითხა- ეს როგორ უნდა მოხდესო... ეხლა იმას ნუ იტყვი: შეიძლება ანგელოზს ერჩია მისი არარსებული ქალწულობის ფიცი დაერღვია და ამის გამოო... რადგან აი რა გამოდის: მარიამი აპირებდა მარადქალწულობას, მოდის ანგელოზი და სრულიად მშვიდად ეუბნება შენ ბავშვი გეყოლებაო: თუ ამბობ რომ მარიამმა პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო რომ იოსებთან ოდესმე ეყოლებოდა- გამოდის მარიამს ეგონა რომ ანგელოზი მას მისი ფიცის დარღვევას სთხოვდა... მაგრამ აქ სწორედ იმაზე იყო საუბარი რომ მარიამმა ზუსტად ესე გაიგო- სექსუალური კონტაქტის გარეშე, ქორწილამდე გეყოლებაო... მითუმეტეს, რომ პირველი სიტყვა, რაც ანგელოზმა იხმარა: "აჰა", მიანიშნებს რომ ძალიან მალე მოხდებოდა ეს ჩასახვა... ბიბლიიდან კი ჩანს საჩქარო მათი ქორწინება არ ყოფილა... ასე რომ ხედავ რამდენი ვარიანტი გამოდის ფსიქოლოგურად? ფაქტობრივი არგუმენტები ასეთ დროს ყველაზე კარგია ![]() პატივიცემით, Otherguy -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
მოყვასი |
![]()
პოსტი
#5
|
![]() הַלְלוּ-יָהּ ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 572 რეგისტრ.: 14-January 09 წევრი № 6,288 ![]() |
KAIROS წესები დაიცავი გთხოვ და აქაც იგივე მეთოდები (გაოფება და ცინიზმი) არ დაიწყო ..
მერწმუნე სიმშვიდისთვის ასე აჯობებს. მოყვასი აქაა, აქ იყო და აქ იქნება მანამ სანამ სურს და მანამ სანამ ბანი არ ადევს. მოყვასი არ არღვევს ფორუმის წესებს და ასე ხმამაღლა იმიტომ ამბობს ამას ![]() კანუდოსელი, Otherguy-იმ კარგი პასუხით გაგცა. ალბათ სასურველი იქნებოდა სხვა საკითხი წამოგეყენებინა. ან იქნებ ჯობს იმ შეკითხვებზე გამცეთ მე პასუხები რომელიც სხვა განყოფილებებში დავსვი????? -------------------- "კანონები: 'არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, სხვისი არაფერი ისურვო და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: 'მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს' " - რომაელების მიმართ 13:9.
|
G_I_O_R_G_I_ |
![]()
პოსტი
#6
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 ![]() |
Otherguy
ამდენ კითხვებს ჯობდა ხარების განმარტება წაგეკითხათ იოანე ოქროპირისა. "შიში ღვთისა დასაბამი სიბრძნისა" |
Otherguy |
![]()
პოსტი
#7
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
Otherguy ამდენ კითხვებს ჯობდა ხარების განმარტება წაგეკითხათ იოანე ოქროპირისა. "შიში ღვთისა დასაბამი სიბრძნისა" ეს აზრი შემოიტანა ბატონმა კანუდოსელმა და ამიტომაც გამოვეხმაურე, ოქროპირის ეგზეგეზები მაქვს წაკითხული... აქ საუბარი იყო დასაბუთებაზე არგუმენტირებულად თუ რატომ ჰგონიათ მარიამი მარადქალწული... ამაზე როგორც ვნახე არის ფსიქოლოგიური "არგუმენტი" რაც ძალიან არაზუსტია... მე დავუწერე რომ ველი ფაქტობრივ არგუმენტებს თუ მას ამის დამტკიცება სურს... პატივისცემით, Otherguy -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
KAIROS |
![]()
პოსტი
#8
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა KAIROS წესები დაიცავი გთხოვ და აქაც იგივე მეთოდები (გაოფება და ცინიზმი) არ დაიწყო .. ![]() ციტატა იმ შეკითხვებზე გამცეთ მე პასუხები რომელიც სხვა განყოფილებებში დავსვი გადმოიტანე აქ და აქ ვისაუბროთ ყველაფერზე... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
afxazi |
![]()
პოსტი
#9
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
განყოფილება მალე გაიხსნება, იქამდე გთხოვთ თავი შეიკავოთ თვითნებობებისგან. მე მგონი შეგეძლოთ გეკითხათ და მერე გაგეხსნათ ეს თემა.
თემა იხურება იქამდე სანამ განყოფილება გაიხსნება, შემდეგ კი სახელშეცვლილად გადატანილ იქნება აპოლოგეტიკის განყოფილებაში. იქამდე ყველას ვთხოვ თავი შეიკავოს დაძაბულობის გამომწვევ კამათებისგან. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 07:43 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი