![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
*ana* |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() Gothic, it's inside ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,163 რეგისტრ.: 10-October 08 მდებარ.: in your nightmare წევრი № 5,793 ![]() |
ღმერთი ხომ არის სიკეთე, და ამ სიკეთემ ხომ შექმნა ანგელოზები.. რომლებიც ასევე სიკეთის სიმბოლოა.. მაგრამ შემდეგ ამ სიკეთის სიმბოლოების 1/3 გადაიქცა ბოროტების სიმბოლოდ.. ჯერ ერთი, მაშინ როცა მხოლოდ სიკეთე არსებობდა, როგორ მოხდა რომ ბოროტებაც გაჩნდა და მერე მეორე თუ ყოვლისმცოდნე ღმერთმა იცოდა როგორც მოხდებოდა რატომ შექმნა ბოროტება? ხომ ღმერთია ყველაფრის საწყისი და კიდევ თუ ღმერთი ყოვლისმცოდნეა, ესეიგი მან თავიდანვე იცის რასაც გავაკეთებთ, თუ თავიდანვე იცის რასაც ვიზამთ, მაშინ რაღაზე გვცდის? ვიმსჯელოთ... ძალიან საინტერესოა. -------------------- Metal power
|
![]() ![]() |
kinoteli |
![]()
პოსტი
#2
|
![]() SHEFICULI ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 875 რეგისტრ.: 5-April 10 წევრი № 8,575 ![]() |
-------------------- „არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩუენო, კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო, მართლმადიდებლობაო".
"სულის გადარჩენისათვის ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რწმენა, მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოება უნდა ვიგულისხმოთ".... ილია II "რაც უნდა ჭირი მომკერძო, ბილწთ არ შევეკვრი ზავითა; მცნებას ვერ შემაცვლეინებ მოზღვავებულის ავითა!" |
nanuca |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 50 რეგისტრ.: 6-December 09 წევრი № 7,804 ![]() |
თუ ღმერთი ყოვლისმცოდნეა, ესეიგი მან თავიდანვე იცის რასაც გავაკეთებთ, თუ თავიდანვე იცის რასაც ვიზამთ, მაშინ რაღაზე გვცდის? ღმერთმა ნამდვილად იცის რასაც გავაკეთებთ. თითოეული "გამოცდა" იმისთვის არის რომ საკუთარი თავი შევიმეცნოთ,რომ მივხვდეთ რა შეგვიძლია და რა არა და სინამდვილეში რას წარმოვადგენთ..ღმერთმა იცის.. ჩვენ არ ვიცით.. -------------------- მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდე, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი..
|
afxazi |
![]()
პოსტი
#4
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
*ana*
ციტატა ღმერთი ხომ არის სიკეთე, და ამ სიკეთემ ხომ შექმნა ანგელოზები.. რომლებიც ასევე სიკეთის სიმბოლოა.. მაგრამ შემდეგ ამ სიკეთის სიმბოლოების 1/3 გადაიქცა ბოროტების სიმბოლოდ.. ჯერ ერთი, მაშინ როცა მხოლოდ სიკეთე არსებობდა, როგორ მოხდა რომ ბოროტებაც გაჩნდა და მერე მეორე თუ ყოვლისმცოდნე ღმერთმა იცოდა როგორც მოხდებოდა რატომ შექმნა ბოროტება? ხომ ღმერთია ყველაფრის საწყისი თავიდანვე ის უნდა აღინიშნოს, რომ ღმერთი ბოროტების მიზეზი არაა. იგი როგორც აბსოლუტური და ბუნებითი სახიერება ყოვლითურთ განკრძალულია ბოროტების ნასახისგანაც. ეს რომ დავუშვათ მაშინ ჩვენ ვაუქმებთ ღმერთის, როგორც სახიერის არსებობას. რადგან ბუნებით კეთილს არ შეიძლება რაიმე საერთო ქონეს ბოროტებასთან, მაშინ იგი ბუნებით კეთილი ვერ იქნებოდა. მოკლედ ის ამგვარი ბუნებისა არ არის. მეორეც ნათქვამია, რომ 1/3 გადაიქცა ბოროტების სიმბოლოდ. ეს არ არის სწორი. მართალია დაცემულ ანგელოზთა რაოდენობა მრავალია, მაგრამ უამრავჯერ აღემატება ამთ დაუცემელ ანგელოზთა რაოდენობა. მაინც რომ ვთქვათ მთელი რვა დასის და მეცხრე დასის უამრავი ანგელოზი (დაცემა მეცხრე დასიდან მოხდა). რაც შეეხებათ ადამაინებს, მათი რიცხოვნება ახლოსაც კი ვერ მივა ანგელოზთა რიცხოვნობასთან. ამიტომ საუბარი 1/3 გაუმართლებელია. რაც შეეხება ანგელოზთა დაცემას. ეს საკითხი მეტისმეტად არქაულია და მასზე ეკლესია ყოველთვის სიფრთხილით საუბრობდა. ამბავი, რომლის შესახებაც ბიბლიაში არაფრია ნათქვამი ძნელად განსამარტავია და მასზე ეკლესიას მხოლოდ გადმოცემითი, თხრობითი საუბარი აქვს. თავის დროზე ამ საკითხს ორიგენე შეეხო და თავიდანვე არასწორი გზა აირჩია. მისი თქმით ანგელოზთა დაცემა ზეციური ცხოვრების ერთფეროვანი ნეტარების მოწყენამ (ძვ. ქართულად მოყირჭებამ) გამოიწვია. ანუ ანგელოზს მოწყინდა ერთფეროვანი ნეტარება და მან აირჩია განსხვავებული ცცხოვრება. ცხადია ეს დასკვნა უმართებულოა, რადგან აქ ერთმანეთში აღრეულია საკითხი ერთფეროვნებისა და ერთსახოვნებისა. ზეციური ნეტარება ერთსახოვანია, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ იქ ყოველთვის ნეტარებაა. თუმცა გრიგოლ ნოსელის მოძღვრებით ეს ნეტარება როგორც ასეთი ერთფეროვანი არაა, ანუ ადამიანი რომელიც ნეტარებას ეზიარება ის ამ ნეტარებაში ამრადიულად წარემატება. სხვანაირად რომ ვთქვათ განღმრთობის გზაზე მდგომი ადამიანი მარადიულად უახლოვდება უფალს, მარადიულად იმიტომ, რომ თVითონ უფალია მარადიული და როგორც არ უნდა მოინდომოს ადმაიანმა, როგორც ასეთი, ის უფალს ვერასოდეს მიუახლოვდება. განღმრთობის საფეხურზე მდგომი ადამიანი მის ზემოთ (სულიერად) კიდევ უფრო აღმატებულ საფეხურს ხედავს და მისკენ მიისწრაფვის. მასზე ასვლის შემდეგ მის ზემოთ კიდევ უფრო აღმატებულ საფეხურს განჭვრეტს და ამჯერად მისკენ დაიწყებს სწრაფვას და ასე დაულევნელად. ანუ ზეციური ცხოვრება ესაა მარადიული განღმრთობა უფალში. შესაბამისად ეს ყოველივე ნამდვილად არ ყოფილა ანგელოზთა დაცემის მიზეზი. მაგრამ ამშინ რა შეიძლებოდა ყოფილიყო მისი დაცემულობის გამომწვევი. ამ შემთხვევაში ეკლესია აყალიბებს რამდენიმე პირობას და აქედან აკეთებს დასკვნას. ზოგადად დაცემულობის მიზეზი სამი რამ შეიძლება იყოს: 1) ცოდნის ნაკლებობა ანუ არ ცოდნა, რომ ვთქვათ რაღაც მოვლენა, რაღაც საგანი ჩვენ კეთილი გვგონია, კარგი გვგონია, არ ვიცით რა მისი ბუნება, ცოდნის ნაკლებობა გვაქვს ამის მხრივ. მაგრამ კეთილი, ლამაზი და მშვენიერი საფარველის ქვეშ როდესაც მომაკვდინებელი რამ თვისების მქონედ წარმოჩნდება ეს ნივთი და ჩვენს დაღუპვას გამოიწვევს, ამგვარი დაღუპვა, რა თქმა უნდა, ვიტყვით, რომ ჩვენი ცოდნის ნაკლებობის შედეგი იყო, ჩვენ არ გვქონდა შემეცნებული ეს საგანი და მისი ბუნება. ამრიგად დაღუპვის, დაცემის, წარწყმედის, გაუკეთირების ერთ-ერთი მიზეზი არის ცოდნის ნაკლებობა; 2) მეორე მიზეზი ცოდვილიანობისა და დაცემულობისა ეს გახლავთ ძველი ქართული ტერმინი რომ გამოვიყენოთ, ქვედამზიდველი ბუნება, ქვემეთრევი ბუნება (ზოგჯერ ასედაც თარგმნიან ძველი ქართველი ავტორები), ანუ იგივე ხორციელი ბუნება. ჩვენს ყოფით ცხოვრებაშიც ადამიანი, ყველა ჩვენთაგანი ზოგჯერ შესანიშნავად ვაცნობიერებთ ამა თუ იმ მოქმედებას როგორი ცოდვიალიანობა ახლავს თან, რა მძიმე შედეგი შეიძლება მოჰყვეს, მაგრამ ვერ ვძლევთ ჩვენს ხორციელ სურვილებს. რა თქმა უნდა, ადამიანში გაბატონებული ყოველთვის გონება უნდა იყოს. ადამიანი და გონება ერთიდაიგივეა, გონითი ნაწილი ადამიანში არის სწორედ ადამიანი, სხვა ყველაფერი მასში ცხოველურია და სწორედ ეს გონითი ნაწილი გარდაქმნის ყველა სხვა ცხოველურ ნაწილს ადამიანში ღვთიურობის მიმღებად და დამტევად, ამიტომ ეს გონითი ნაწილი მართლაც არის ადამიანი, მაგრამ ყველა შემთხვევაში ხსენებული ნაწილი ვერ ახერხებს ხელთ იპყრას აღვირნი მესაჭეობისა, მმართველობისა, ზოგჯერ ცხოველური ნდომანი და სურვილები წარსტაცებენ აღვირს გონებას, როგორც მეეტლეს ცხენები და ეტლი სად გადაიჩეხება ასეთ შემთხვევაში ადვილი წარმოსადგენია. მაგრამ აქ ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ცოდნის ნაკლებობის გამო მოხდა დაცემა და წარწყმედა, დაცემა და წარწყმედა მოხდა გონების არაჯეროვანი სიმტკიცის გამო, ანუ იმის გამო, რომ ხორციელმა გულისთქმებმა იმძლავრეს, ხორციელმა სისუსტემ, ქვედამზიდველმა ვნებებმა გადაამეტეს აზროვნებით, გონით ნაწილს და სწორედ ეს ხორციელება, ხორციელი სურვილები, ხორციელი მიდრეკილებანი გახლავთ დაცემის მეორე მკვეთრად გამოხატული მიზეზი და საფუძველი. 3) და კიდევ ერთი მიზეზი, ასევე მკვეთრად გამოხატული, ეს გახლავთ გარეგანი საცთური და გარეგანი უკვე არსებული შემაცდენელი. ადამიანი ედემის ბაღში უცოდველობაში მკვიდრობდა, მაგრამ იგი გარეგანმა საცთურმა, უკვე შემაცდენლად არსებულმა დაცემულმა ანგელოზმა დააყენა წარწყმედის გზაზე, ანუ მაპროვოცირებელი დაცემისკენ ადამიანის წარმართველი და მიმმართველი იყო გარეგანი ძალა, შემაცდენელი უკეთური ძალა, ეშმაკი. (ამ სამი მიზეზის შესახებ სწავლება გადმოღებულია ედიშერ ჭელიძის ლექიიდან). ჩვენ თუ ამ ყოველივეს დავუკვირდებით არცერთი ეს მიზეზი არ შეიძლება ანგელოზის დაცემულობასთან დაკავშირებით მოვიაზროთ. იმიტომ, რომ დაცემულ ანგელოზს არ ქონდა ცოდნაში ნაკლებობა, პირიქით თავის დასში ის ერთ-ერთი დაწინაურებული ანგელოზი იყო (ამას მოწმობს მისი დამკვიდრებული სახელწოდებაც, ლათინურად ლუციფერი, ბერძნულად "ფოსფოროს" ანუ ქართულად სინათლეშემოსილი. მას არ ქონდა აგრეთვე ხორციელი ბუნებაც და აგრეთვე იმ დროს არ არსებობდა გარეგანი საცთური. ანუ ყოველგვარი გარეგანი მიზეზი ამ შემთხვევაში არ შეიძლებოდა ყოფლიყო ანგელოზის დაცემის მიზეზი. შესაბამისად რჩება ის ვარაუდი, რომ აგელოზი უნდა დაცემულიყო ამპარტავნების გამო. მართალია ანგელოზი ადამიანზე აღმატებულ მდგომარებაშია, მაგრამ ისიც ქმნილებაა და შესაბამისად ფლობს ცვალებადობის თვისებას. ცვალებადობა კი ყოველთვის გულისხმობს დაცემულობის შესაძლებლობას. მართალია ამჟამად დაუცემელი ანგელოზები ფოლბენ პოტენციურად ამ თვისებას, მაგრამ მათ აქვთ გამოცდილება და ისინი გამყარებულნი არიან დაუცემელობაში. თუმცა ასე არ იყო წინათ. ციტატა თუ ღმერთი ყოვლისმცოდნეა, ესეიგი მან თავიდანვე იცის რასაც გავაკეთებთ, თუ თავიდანვე იცის რასაც ვიზამთ, მაშინ რაღაზე გვცდის? რაც შეეხება ამას, ამაზე გვქონდა ვრცელი საუბარი ამავე ფორუმზე. იოანე დამსაკელი ამბობს თუ არ ვცდები, რომ მართალია ღმერთი ფლობს აბსოლუტურ ცოდნას თავისი ქმნილების შესახებ (და ეს ცოდნა არ არის წინასწარგანსაზღვრული, არამედ განჭვრეტითი), მაგრამ თუ იგი იმ მიზეზით რომ ვიღაც დაეცემოდა არ შექმნიდა არცერთ ადამაინს, მაშინ გამარჯვებული გამოვიდოდა ეშმაკი (იმიტომ, რომ გარეგანი მიზეზი სწორედ იგი იყო დაცემულობისა), რომელიც იმ ადამიანთა გაჩენასაც დააბრკოლებდა, რომლებიც ცხონდებოდნენ. მართალია უფალმა იცის ჩვენი მომავალი, მაგრამ ეს არ გვაბრკოლებს ჩვენ სიკეთისკენ წავიდეთ. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
აკაკი |
![]()
პოსტი
#5
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 ![]() |
ციტატა თუ ღმერთი ყოვლისმცოდნეა, ესეიგი მან თავიდანვე იცის რასაც გავაკეთებთ, თუ თავიდანვე იცის რასაც ვიზამთ, მაშინ რაღაზე გვცდის? ღმერთმა ცოცხალი კაცი შექმნა, მარიონეტები ხომ არ ვართ? უნდა განვიცადოთ, უნდა გადავიტანოთ ჩვენზე უნდა შევიგრძნოთ და შევიმეცნოთ! |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th July 2025 - 02:23 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი