სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| Adam |
Dec 21 2010, 11:32 AM
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 666 რეგისტრ.: 14-January 09 წევრი № 6,289 |
როგორც ყველასთვის ცნობილია, ათონის წმ. მთაზე ქალებს არ უშვებენ, მიზეზი არ დაშვებისა არის ეს გადმოცემა: - ათონის წმინდა მთაზე ქალის შესვლა მკაცრად იკრძალება. აკრძალვას საფუძვლად დაედო ერთი შემთხვევა: გადმოცემის თანახმად, ბიზანტიის იმპერატორ თეოდოსის ქალიშვილი პლაკიდია რომიდან კონსტანტინეპოლში ბრუნდებოდა და გზად წმინდა მთის მონახულება მოისურვა. მას განსაკუთრებით მამამისის შეწირულობით აგებული „ვათოპედის“ მონასტრის ნახვა უნდოდა. როგორც კი პლაკიდია ტაძრის შესასვლელს მიუახლოვდა, გაიგონა ხმა, რომელიც კედლის ნიშაში დაბრძანებული ღვთისმშობლის ხატიდან მოდიოდა. ხმამ უთხრა, რომ თუკი იგი კეთილმორწმუნე ქრისტიანი იყო, დაეტოვებინა იქაურობა, რომ მისი იქ ყოფნით ცდუნებაში არ ჩაეგდო მონაზვნები. შეძრწუნებულმა პლაკიდიამ დაუყოვნებლივ დატოვა იქაურობა და მას შემდეგ, ათონზე ქალის შესვლა აკრძალულია.
მე მაინტერესებს, რატომ გადაწყდა ერთი ქალის არ შეშვებით ათონზე ქალის შესვლის აკრძალვა? იქნებ ღვთისმშობელმა იმიტომ გააფრთხილა პლაკიდია, რომ ის იმ მომენტში გამომწვევად გამოიყურებოდა, და აქედან გამომდინარე აცდუნებდა ბერებს? აბა წარმოიდგინეთ, 50-60 წლის მოხუცმა ქალმა როგორ უნდა აცდუნოს ბერი? მართლა ვერ ვხვდები, ერთი ქალის გამო რატომ უნდა აეკრძალოს სხვა ქალებს იქ წასვლა...თან, ათონელი ბერები ქალაქში ჩამოდიან, და თუ ცდუნებაზე მიდგა საქმე-ერში და ქალაქში უფრო მეტადაა ცდუნების შანსი.. -------------------- "ღმერთი კამათელს აგორებს"
|
![]() ![]() |
| terra |
Dec 21 2010, 03:17 PM
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
Adam
ციტატა აბა წარმოიდგინეთ, 50-60 წლის მოხუცმა ქალმა როგორ უნდა აცდუნოს ბერი? ეს რომ წარმოიდგინო, მეტ-ნაკლებად სიღრმისეულად უნდა იცნობდე მონაზვნური ცხოვრების და ყოფის თავისებურებებს, ადამიანის ვნებების და მიდრეკილებების, სატანური ცდუნებების მასშტაბებს და სულიერი ცხოვრების რაობას, ზოგადად. ნუ, ემპირიაც უნდა გქონდეს ამის, თუნდაც საერო ცხოვრებაში. ციტატა თან, ათონელი ბერები ქალაქში ჩამოდიან იშვიათად და მხოლოდ აუცილებელ შემთხვევებში. ციტატა იქნებ ღვთისმშობელმა იმიტომ გააფრთხილა პლაკიდია მაგ ამბის მერე, საუკუნეები გავიდა, ჩემო კარგო და მერწმუნე, დედა ღმრთისმშობელს არ გაუჭირდებოდა ამ გამოცხადების გარდა, სხვა ნიშანიც მიეცა ადამიანებისთვის, რომ ქალების დაშვება შესაძლო გაეხადა. უფალი უსამართლო არ არის და არც არავის ,,ჩაგრავს''. ასე რომ, მიმომწვლილველობას თავი დავანებოთ და უფლის განგებულებას დავემორჩილოთ p.s. კ სტაწი, ფემინისტი ხომ არ ხარ? -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
| თამარი_ცქნაფო |
Dec 21 2010, 05:17 PM
პოსტი
#3
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
ათონის წმ. მთაზე ქალებს არ უშვებენ კაი კაცო, რას ამბობ? -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
| Adam |
Dec 21 2010, 07:18 PM
პოსტი
#4
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 666 რეგისტრ.: 14-January 09 წევრი № 6,289 |
თამარი_ცქნაფო
ციტატა კაი კაცო, რას ამბობ? ვაა, ხედავ შენ? შენც ახლა გაიგე ხო? ციტატა კ სტაწი, ფემინისტი ხომ არ ხარ არაა გამორიცხული terra ციტატა მაგ ამბის მერე, საუკუნეები გავიდა, ჩემო კარგო და მერწმუნე, დედა ღმრთისმშობელს არ გაუჭირდებოდა ამ გამოცხადების გარდა, სხვა ნიშანიც მიეცა ადამიანებისთვის, რომ ქალების დაშვება შესაძლო გაეხადა. იქნებ მოგვცა ნიშანი და ჩვენ ყურადღება არ მივაქციეთ.. ან სწორად არ გავიგეთ ან........ ან...... ეავიცი, რას გაიგებ -------------------- "ღმერთი კამათელს აგორებს"
|
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd November 2025 - 09:35 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი