![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ლალი |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 979 რეგისტრ.: 25-December 06 წევრი № 742 ![]() |
|
![]() ![]() |
inkvizitor |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ყველაზე მეტად მტკივა სამშობლო. ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 129 რეგისტრ.: 12-May 07 მდებარ.: თბილისი. წევრი № 1,896 ![]() |
ციტატა მე რაც ვიცოდი ერთი რომ მას საფუძველი ეგვიპტეში ჩაეყარა და ვსიო ტაროს კარტი, ნამდვილად ეგვიპტური წარმოშობისა უნდა იყოს. თითქმის ყველა სიმბოლო იქ ეგვიპტური მითოლოგიიდან არის, თუმცა დღევანდელი სათამაშო კარტი, ტაროს მოდერნიზებული ვარიანტია. (დღეს ამაზე ვისაუბრებთ) ციტატა იესოს და ბანქოს ნიშნებს არა მგონია კავშირი ქონდეს. დავაზუსტებ და დავპოსტავ. სანამ შენ დააზუსტებ, ჩემი პოსტის დულმოდგინეთ წაკითხვა მოგიწევს. ![]() ციტატა აუ რა მასონები............ ასე არ მიცინია აი ამის უპასუხოდ დატოვება კიდევ არ შემიძლია რა! თუ არა და მოკვდა კაცი სიცილით! ![]() მაშ ასე ჩემო ლამაზებო, ნუ ითამაშებთ კარტს, რადგან ეს მავნებელია. დიდმარხვის მეოთხე შვიდეულის ოთხშაბათის მსახურებაში (ტრიოდიონი მარხვანი)წერია;- "ვაქებთ მხსნელო წყალობათა შენთა, და თაყვანივსცემთ ჯვარსა და ლახვარსა, და ლერწამსა და სამშჭვალთა, და გვირგვინსა ეკლისასა. რომელთა მიერ დაჰხშენ შუა კედელი მტერობისა." ცუდმა ბიძიებმა, ეს სიწმიდეები, რომელთაც ჩვენ თაყვანისვცემთ გამოიყენეს იმისათვის რომ ჩვენივე ნებით და ჩვენივე ხელით შეურაცხვყოთ ისინი და ამით საღვთო სიწმინდეთა შეურაცხმყოფელებად დავრჩეთ. ზემოთ უკვე ვთქვი რომ, ადრე სხვა სიმბოლოები იყო კარტში. თუმცა უფრო დაკონკრეტებით რომ ვთქვა;- დღემდის, ტაროს კარტში არის ისევ ძველი სიმბოლოები, კერძოდ; ჯოხი, ბარძიმი, მახვილი, დისკო(ზოგან დაირა) კარტის სათამაშო სივრცეში შემოჭრის თანავე იქ ჩნდება ქრისტიანული სიმბოლოები, რათა თამაშის დროს მოხდეს გაშარჟება და გაბითურება ამ სიწმიდეებისა. ოთხი სხვადასხვა ფიგურა, სამყაროს ოთხ კუთხეს განასახიერებს, ხოლო მეწყვილეების ერთმანეთისადმი პირისპირ ჯდომით თამაშის დროს, ჯვარი გამოისახება. ეს ოთხი ფიგურაა;"გული""ყვავი""ჯვარი""აგური" ეს ქართული სახელები ამ სიმბოლოებისა იმდენად არ შეესაბამება მათ ნამდვილ სახეს როგორც რუსული სახელები. "აგური"-"бубен""бубны"დაირა. ეს სახელი ამ ფიგურას, ტაროდან შემორჩა, თუმცა იგი სიმბოლოა სამსჭვალისა რომლითაც უფალი ჯვარზე მიამსჭვალეს. (საქმე ისაა რომ იმ დროს, ლურსმნები ანუ იგივე სამსჭვალნი, ოსტატების მიერ იჭედებოდა და ოთხკუთხედი ფორმა ჰქონდა) "ყვავი"-"пик/а""копьэ"-შუბი, ლახვარი.(ვისაც უნახავს თუ ლიტურგიაზე როგორ ლახვარს იყენებს მღვდელი ტარიგის ამოსაკვეთად, ალბათ მსგავსებას აღმოაჩენს. კარტზე გამოსახულიც და სამღვდელო ლახვარიც, ორივე რომაელ ჯარისკაცის ლახვარს(შუბს) განასახიერებს, რომლითაც გვერდი გაუღეს მაცხოვარს.) "გული"-"червы"-როგორც ნაზუქი, თხილი.(ეს კი ღრუბელია, რომლითაც ძმარი და ნაღველი ასვეს, როდესაც წყალი მოითხოვა.) "ჯვარი"-"трефы"-ეს კი ფრანგული სიტყვაა და ორი მნიშვნელობა აქვს.1)სამყურა ბალახი, ბედნიერების მომტანი სიმბოლო. 2)გზაჯვარედინი. თუმცა ერთ წერილში წავიკითხე რომ ეს სიტყვა ებრაულად რაღაც შეურაცხმყოფელ შინაარსს ატარებს. არ ვიცი რადგან სპეციალისტი ვერ ვნახე რომ ეთარგმნა. ებრაულს რადგან შევეხე აქვე უნდა ითქვას რომ, პაპიუსიც და ელიფას ლევიც ებრაელები იყვნენ. კარტში არის კიდევ ერთი ებრაული სიტყვა, რომელიც ყველამ კარგად ვიცით. ეს არის "კოზირი" ანუ იგივე "კოშერი"რაც თარგმანში სუფთას და წმინდას ნიშნავს. მე ვცდილობ რომ მხოლოდ ფაქტზე ვისაუბრო და თქვენ თვითონ განსაჯეთ, კარგია კარტი თუ ცუდი. ვფიქრობ საჭიროა ორი სიტყვით, ტაროს კარტის პირველ ნაწილზეც ვთქვა, რადგან ეს ყველაფერი ერთ მთლიანობად მოიაზრება. თუკი ჩვენ, ჩვეულებრივ სათამაშო კარტში გვხვდება მხოლოდ რამდენიმე ნახატი კარტი, ტაროს მაღალი იერარქიის კარტები ყველა ნახატია, და ძალზედ მნიშვნელოვანი და საინტერესო ნახატები არის. აქ არის მთელი ეგვიპტის ღმერთების პანთეონი. იზიდა და მისი ქმარი ოზირისი, მერკური, ქალღმერთი თემიდა. აგრეთვე აქ გვხვდება უამრავი მაგიური და სატანისტური სიმბოლოები. გერმესის ეტლი, მასზე ამხედრებული ანტიქრისტეთი. 15-ე ნომრით არის კარტი რომელსაც "ეშმაკი" ჰქვია, და მასზე გამოსახულია, დედამიწაზე როგორც ტახტზე მჯდომი, თხის თავიანი და ჩლიქებიანი არსება. ჩვენთვის კი ამ შემთხვევაში ყველაზე საინტერესო არის 21-ე კარტი. მასზე სულელია გამოსახული და სახელიც ასეთივე აქვს "სულელი" სწორედ ეს კარტია იმ 52 სათამაშო კარტზე დამატებული, და მას "ჯოკერი" ანუ მასხარა ჰქვია. აბა ვის უყვარს ყველაზე მეტად სეკის თამაში? გაგახსენდათ რომ აჩკო 21-ის ტოლია? ჯოკრის რიგითი ნომერიც ხომ 21-ია. ჯოკერი, მაღალ იერარქიაში ყველაზე დაბალი კარტია, თუმცა სათამაშო კარტში ყველაზე ძლიერი. აქ კი დრო დადგა ხაზი გაესვას ერთ გარემოებას;- ჩვენ არ გვისაუბრია ტუზის შესახებ. ბევრმა არ იცის ალბათ და ამის მერე ეცოდინება რომ, ტუზი ყველაზე დაბალი კარტია და მისი რიგითი ნომერი 1-ია. მაშ რატომ ხდება რომ ტუზი ყველაზე ძლიერი კარტია?(აქ არ იგულისხმება ჯოკერი რადგან ის მაღალი იერარქიიდან არის შემოჭრილი) აბა გავიხსენოთ!? ტუზი,[T]ამ ნიშნით არის აღნიშნული.(ქრისტიანულ სიმბოლიკაში ეს ჯვარს ნიშნავს) მაგრამ ალბათ შეგხვედრიათ კარტი სადაც ტუზი [A]ამ ნიშნით აღინიშნება. საქმე ისაა რომ ფრანგულად "A"იკითხება როგორც "Atout"[ატუ]და ნიშნავს "ა-დან ყველაფერი" ანუ "ანი და ჰოე" დიახ, დიახ, რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ ტუზი ქრისტეს განასახიერებს. ახლა კი ერთ მეტად მნიშვნელოვან საკითხს შევეხები და ამით დავამთავრებ. ზემოთ უკვე ავღნიშნე რომ კარტი ორი ნაწილისაგან შედგება, და აქედან ერთი გამოიყენება სათამაშოდ. მაგრამ ამ ორივე ნაწილს, მთლიანობაში ჰქვია "ტარო" "T.A.R.O" კაბალის მითითებით, შესაძლოა დაიწეროს შემდეგნაირადაც;-"T.A.R.O.T." რაც თავისი შინაარსით არის პაროდირება პილატეს მიერ დაწერილი დაფისა."I.N.R.I." "Iesus Nasorensis Rex Iudaeoruin"(იესო ნაზარეველი, მეუფე ჰურიათა.) "Talmudi Adveniens Rex Orbis Terrarum?"(მომავალი თალმუდისაა ქვეყნიერების მეფე?) და ბოლოს, რაც აუცილებლად უნდა ითქვას;-რატომ ხდება რომ ყოველთვის, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა დაიბეჭდოს კარტი, ის ყოველთვის წითელ და შავ ფერებში იბეჭდება? მე ვფიქრობ რომ ეს ფერები უკავშირდება მასონურ და სატანისტურ რიტუალებს.(ეს ჩემი პირადი აზრია) აუ, მამფალი რას იხარხარებს ახლა!? ![]() ![]() ![]() -------------------- ბერი კაცი ვარ, ნუ მომკლავ.
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th July 2025 - 03:50 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი