პაციფიზმი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პაციფიზმი |
ulvashi |
May 29 2007, 05:01 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 439 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: guria, ozurgeti წევრი № 688 |
შეიძლება თუ არა მართლმადიდებელი იყოს პაციფისტი?
ეს შეკითხვა დავისვი მოძღვარს კითხვა-პასუხის განყოფილებაში პასუხის მიღებამდე მაინტერესებს სხვების აზრიც, რადგან იქ კამათი აკრძალულიაო ასე ეწერა თქვენ რას ფიქრობთ? |
ulvashi |
Jun 1 2007, 09:41 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 439 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: guria, ozurgeti წევრი № 688 |
ციტატა ცნება პატრიოტობა და პაციფიზმი შენთვის თავსებადია? კი, სრულიად. შეგიძლია გაეცნო ჰაინრიჰ ბიოლს ციტატა სახელმწიფოს უჭირს პაციფისტი რას აკეთებს? გულხელდაკრეფილი ზის? პაციფისტი ქმნის დოვლათს, ჩემო კარგო, იმ გადასახადებს, რითიც სახელმწიფო ჯარს კვებავს. ყველა ჯარში რომ მიდიოდეს, რას შეჭამდნენ, კია საინტერესო. მაგის შესახებ იხილეთ ილია ჭავჭავაძე და ივანე ჯავახიშვილი ერთიც, სამშობლოზე უფრო დიდი ღირებულებაა ჩემთვის ადამიანი ფსოუზე 5 ჯვრის ნახვა დახოცილი ადამიანიების ფასად სულ არ მინდა მე ადამიანები მიყვარს და არა მიწა ან ბიჭვინთის ფიჭვი |
გიორგი |
Jun 1 2007, 11:25 AM
პოსტი
#3
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
ერთიც, სამშობლოზე უფრო დიდი ღირებულებაა ჩემთვის ადამიანი ფსოუზე 5 ჯვრის ნახვა დახოცილი ადამიანიების ფასად სულ არ მინდა მე ადამიანები მიყვარს და არა მიწა ან ბიჭვინთის ფიჭვი აი, სიკვდილით დასჯის წინააღმრდეგი რომ ხარ აქაც იმიტომ გიჩნდება ეგეთი აზრები. ეს არის ადამიანის ამქვეყნიური სიცოცხლის უმაღლეს ფასეულად აღიარების შედეგი (უმაღლესი ფასეული სულის ცხონება და მარადიული სასუფეველის დამკვიდრებაა) . ეს დამახასიათებელია არა რელიგიური და ფსევდო-დემოკრატიული სამყაროსათვის და სწორედ ამიტომ არის რომ სიკვდლით დასჯის იდეა მსოფლიოში არა მართლმადიდებლური სახელმწიფოების ფაქტობრივად ათეისტი ხელისუფლებების ინიციატივით, ღვთისგან დიდი განდგომილების ეპოქაში წარმოიქმნა. ეს ამ თემის საკითხი არაა, მაგრამ შესავალში იმიტომ მოვიყვანე რომ იგივე იდეოლოგიაზე დაფუძნებულია პაციფიზმიც. შენ ისე გამოგდის, რომ თითქოს ჩვენ გვინდა ომი და ხალხის მასიური ხოცვა. ომი არა მგონია საერთოდ ვინმეს უყვარდეს. მართლმადიდებელი სულაც რომ არ იყოს არავის არ სიამოვნებს ხალხის ხოცვა, ქალაქების დანგრევა და გადაწვა, შიმშილი და უბედურება, მაგრამ საქმე სხვა რამეშია. ყოველ ერს, თუ მას უნდა რომ სახელმწიფოებრიობბა ჰქონდეს, ვალდებულია ჰყავდეს ჯარი და ჰქონდეს იარაღი საკუთარი ტერიტორიის და ხალხის დასაცავად. კარგია რომ ხალხი სათნო იყოს და იმდენი გონიერება ჰქონდეს რომ ერთმანეთს თავს არ ესხმოდნენ და ომებიც არ იყოს, მაშინ აღარ იქნებოდა ჯარიც საჭირო, მაგრამ ეს ასე არაა. აგერ ჩვენი საქართველოს მაგალითიც, წაგვართვეს უძველესი ქართული ტერიტორია აფხაზეთი. ყველანაირი გაგებით მნიშვნელოვანი ადგილი: სტრატეგიულიც, ბუნებრივად მდიდარიც და მართლმადიდებლური სიწმინდეებითაც განთქმული. გვყავს უამრავი დევნილი, რომელსაც ენატრება თავისი ბავშვობის სახლ-კარი და იქ ვერ ჩადის. რა უნდა ვქნათ ასეთ დროს? რა თქმა უნდა კარგია რომ ეს კონფლიტი მშვიდობიანად და დიპლომატიურად მოგვარდეს, მაგრამ საქართველოს მტერმა თუ ეს ასე არ ისურვა გავატანოთ ჩვენი ტერიტორია? შევარჩინოთ ჩვენი ხალხის გაუბედურება? კარგი აფხაზეთი გავატანეთ . . . მაგ პრინციპით მერე სხვა ტერიტორიაც რომ მოუნდეთ, მერე ისიც გავატანოთ იმის შიშით რომ ხალხი დაიხოცება? ასე ხომ დაიშლება ჩვენი ქვეყანა და მაშინ რისთვის შექმნეს ჩვენმა წინაპრებმა ქართული სახელმწიფო ანუ ქართველი ერის კუთვნილი ტერიტორია და რისთვის იცავდნენ საკუთარი სიცოცხლის ფასად, იმიტომ რომ დღეს მტერს დავურიგოთ? ერთი რამე მართალია რომ თუ ქვეყანა წინასწარ განწირულია ომის წასაგებად ომი არ უნდა დაიწყოს, ეს უჭკუობაა, ასე ვერც ტერიტორიას დავიბრუნებთ და ხალხიც ტყუილა დაიხოცება, მაგრამ პრინციპი რომ "ფსოუზე 5 ჯვრის ნახვა დახოცილი ადამიანიების ფასად სულ არ მინდა" საკმაოდ არა ქრისტიანულია. არც მე მიყვარს მიწა, ბიჭვინთის ფიჭვები და შავი ზღვის მარილიანი წყალი, მეც ადამიანები მიყვარს, მაგრამ ამ ომის მოგებით გამოწვეული მსხვერპლი ბევრად მეტ ადამიანს მისცემს ბედნიერებას თუ გავიმარჯვეთ, ხალხი დაუბრუნდება თავის ხალხს, ქვეყანა გაძლიერდება და ჩვენ კუთვნილ სამართალს მივიღებთ. საბოლოო ჯამში ჩვენგან შეყვარებული ხალხი გამარჟვების მერე უფრო ბედნიერი იქნება ვიდრე დღეს არის. სხვაზე ლაპარაკი რომ არ გამომივიდეს დაე მე მოვკვდე და აფხაზეთი დაბრუნდეს. ასე ვინც ფიქრობს ის ანტი-ქრისტიანი კი არაა, თავისი სამშობლის და ხალხის მოყვარულია. ყველა სიკეთესთან ერთად პაციფიზმი ლაჩრობის ელემენტებსაც შეიცავს. შენ ხალხს ხოცავენ, 15-20 ათასი სამშობლოს პატრიოტი მიწაში ჩაგიწვინეს! 300 ათასზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა! მშვიდობიანი გზითაც არ უნდათ კონფლიქტის გადაწყვეტა და ამ დროს შენ არ გინდა ფსოუსთან მისვლა იმიტომ რომ ამ ყველაფერს პატიობ მტერს და დაიხოცება ხალხიო იძახი? შენ ვინ ხარ რომ მთელი ერის სახელით პატიობ ამ ყველაფერს, შენ ხომ ამ ქვეყნის ნაწილი ხარ და თუ ომი დაიწყო და გამოგიძახეს შენი ქრისტიანულ ვალია იარაღით ხელში დაიცვა შენი საქართველო უმძიმეს წუთებში. შენ შენს წინაშე ჩადენილი დანაშაულისათვის იყავი "პაციფისტი" და ნუ დაიწყებ ომს, მაგრამ მთელი ქვეყნის სახელით პატიების უფლება არ გაქვს. პაციფიზმი უფრო ომის შიშს და ლაჩრობას ჰგავს ვიდრე რეალური პატიების სურვილს (პირადად შენზე არ ვამბობ არაფერს და არც შეურაცხყოფას გაყენებ). გარდა ამისა დავუბრუნდეთ ისევ მართლმადიდებლურ ხედვას, სიკვდილით დასჯაა იქით იყოს და არც იმას აღიარებ რომ ბრძოლაში ადამიანის მოკვლა ცოდვა არაა? განსაკუთრებით მაშინ როცა მტერს შენი უძველესი სამშობლოს მიწების ხელში ჩაგდება უნდა ყაჩაღური და ოკუპანტური მოსაზრებებით. ის მაინც ხომ იცი რომ ჯარს დალოცავდნენ ბრძოლის წინ, აზიარებდნენ და ჯარის ბრძოლის ველზე გამგზავრებას სასულიერი იერარქიაც ესწრებოდა და აშკარად მხარს უჭერდა. ხომ კარგად იცი რომ მართლმადიდებელი ეკლესია უსასტიკეს ბრძოლებსაც აკურთხებდა თუ ის ჩვენი ქვეყნის დასაცავად იყო? და მაშინ რა არის ეს პაციფიზმი? ან რა მიდგომები გაქვს, წარმოიდგინე დავით აღმაშენებელს რომ ეგრე ეფიქრა 1121 წელს, როდესაც მტრის მრავალასეულ ათასიანი ჯარი მოადგა თბილისს და დავითს რომ ეთქვა: "თბილისის თავზე 5 ჯვრის ნახვა დახოცილი ადამიანიების ფასად სულ არ მინდა . . ." მაშინ დღეს საქართველო ან არ იარსებებდა, ან მაქსიმუმ იქნებოდა თურქეთის ავტონომიური ვილაიეთი და ალაჰის დიდებაში იქნებოდი ან არ იქნებოდი საერთოდ. ამიტომაც არაა წმინდანად შერაცხული დავითი? თუ აბა რისთვის? დავით ღმაშენებელმა მთელი თავისი ცხოვრება ომებს შესწირა . . . ბოლოსიტყვად იმას ვიტყოდი რომ პაციფიზმი დღევანდელი გაგებით ყოვლად მიუღებელია ჩემთვის. ეს არ ნიშნავს ომისადმი უარყოფითი პოზიციის დაფიქსირებას. (კიდევ გეტყვი ომი არც მე მიყვარს და არცერთ ნორმალურ ადამიანს) პაციფიზმი ნიშნავს ომზე თავის არიდებას. ეს ჩემთვის მიუღებელია. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th June 2024 - 08:08 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი