პაციფიზმი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პაციფიზმი |
ulvashi |
May 29 2007, 05:01 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 439 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: guria, ozurgeti წევრი № 688 |
შეიძლება თუ არა მართლმადიდებელი იყოს პაციფისტი?
ეს შეკითხვა დავისვი მოძღვარს კითხვა-პასუხის განყოფილებაში პასუხის მიღებამდე მაინტერესებს სხვების აზრიც, რადგან იქ კამათი აკრძალულიაო ასე ეწერა თქვენ რას ფიქრობთ? |
ulvashi |
Jun 1 2007, 11:36 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 439 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: guria, ozurgeti წევრი № 688 |
ციტატა წაგვართვეს უძველესი ქართული ტერიტორია აფხაზეთი. ყველანაირი გაგებით მნიშვნელოვანი ადგილი: სტრატეგიულიც, ბუნებრივად მდიდარიც და მართლმადიდებლური სიწმინდეებითაც განთქმული დიდი შეცდომაა. ჩვენ დავკარგეთ აფხაზები. (განსხვავება ჩვენს შორის: შენ ტერიტორიას მისტირი, მე ხალხს ციტატა ომის მოგებით გამოწვეული მსხვერპლი ბევრად მეტ ადამიანს მისცემს ბედნიერებას .ევარისტ გამლენის ფილოსოფია. ანატოლ ფრანსი წაგიკითხავს? ციტატა შენი ქრისტიანულ ვალია იარაღით ხელში დაიცვა შენი საქართველო უმძიმეს წუთებში შეცდომაა, რწმენა ინდივიდუალურია და არა ეროვნული. აფხაზი ქრისტიანის ქრისტიანული ვალი რა გამოდის? შენ კი ეძახი სეპარატისტს, მაგრამ ის, თავისი ჭკუით, თავის სამშობლოს იცავს. ციტატა პაციფიზმი ნიშნავს ომზე თავის არიდებას. ეს ჩემთვის მიუღებელია. კიდევ ერთი პორობლემა: საკითხებს განიხილავთ რეტროსპექტულად, ანუ წარსულის მხრივ. უმჯობესია მომავლის კუთხით შევხედოთ. მომავალში გინდა ომი რომ მოხდეს? არაო, ხომ ამბობ, ჰოდა მეც მაგას ვამბობ. მაგრამ ცუდი ისაა, რომ ეს "არა" თქვენი მხრივ მტკიცედ არაა ნათქვამი, ასმიტომ ეს საშუალებასაძლევს ზოგს აჯღარუნოს იარაღი სულ არაა ქრისტიანი ქართველი ვალდებული, წასულიყო იგივე აფხაზეთში და ეომა, თავად უწმინდესმა უეოდა ამ ომს ძმათამკველი ომი, რასაც არაფერი საერთო არა აქვს სამშობლოსათვის ბრძოლასთან სამშობოსათვის ქართველებს 1921 წლის მერე აღარ უბრძოლიათ და აღარც მოუწევთ, იმიტომ რომ ჩვენს დროში ქვეყნის ბედი არა ფრონტზე არამედ "ეკონომიკურის ბრძოლის ველზე წყდება" (წმ. ილია მართალი) |
გიორგი |
Jun 1 2007, 12:47 PM
პოსტი
#3
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
მართალი გითხრა არ მეგონა კიდევ თუ შემეპასუხებოდი . . . ძალიან გთხოვ გაჩერდი. ახლა ყველა შენს პასუხზე გაგცემ პასუხს და ამით დავამთვაროთ.
1. დიდი შეცდომაა. ჩვენ დავკარგეთ აფხაზები. (განსხვავება ჩვენს შორის: შენ ტერიტორიას მისტირი, მე ხალხს) რატომ გგონია რომ მე ხალხს არ მივტირი? მე მივტირი აფხაზ ხალხსაც, ქართველ ხალხსაც და ტერიტორიასაც. ცალკე რატომ გამოყოფ? მაგრამ აფხაზებიც, ოსებიც და თუნდაც ქართველებიც ვინც საქართველოს სახელმწიფოებრივობას უქმნის საფრთხეს და დაინტერესებულია მისი ოკუპაციით საქართველოს მტერია. კარგია აფხაზების დაბრუნება, რა საკვირველია კარგია თუ ხალხი შემოიქცა ჩვენსკენ, მაგრამ მე იმ შემთხვევას გეუბნები როცა ეს დაკარგული აფხაზები თუ ოსები (ბევრი ვაი ქართველიც) რომ არ დაბრუნდნენ ერთიან ქართულ ცნობიერებაში და განაგრძონ ქვენის რღვევა და გაუბედურება აი მაშინ. . . ძალიან საწყენია რომ ხალხი დაიკარგა პირველ რიგში და შემდეგ ამან გამოიწვია ომიც, მაგრამ რა ვქნათ ახლა ხალხი დავკარგეთ და მიწაც ზედ მივაყოლოთ?! უპირველეს ყოვლისა სასურველია დაბრუნდეს ხალხი, აღდგეს მაშვიდობა, ომის უკიდურესი შემთხვევაა, მაგრამ ზოგჯერ გარდაუვალი. ისე მინდა გითხრა რომ ჩემი აგრესია ძირითადად ანტი-რუსულია და არა უშუალოდ ანტი-აფხაზური, შენს მიერ ნახსენები ხალხის დაკარგვა, ომის ინსპირირება სულ რუსების კისერზეა. ასევე არის აფხაზების ნაწილიც, რომელიც არაა დაკარგული, მაგრამ უკიდურეს მომენტში მე ყველას ვესვრი ვინც საქართველოზე ხელს აღმართავს იარაღით. ასე რომ არავითარი შეცდომა არ დამიშვია, უფრო მეტიც მე აფხაზებს საერთოდ ქართველებად ვთვლი, ეს არის ერთ-ერთი ქართველური ჯგუფი, ამაში ბევრი მედავება, ეს სხვა თემის საგანია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ უბრალოდ ჩემს გულისტკივილს აფხაზების დაკარგვის გამო, ისინიც ქართველური ჯგუფია, "გარე ქართველებადაც" შეგვიძლია მოვიხსენიოთ, მაგრამ მეც რომ აღვმართო საქართველოზე ხელი მეც არ უნდა დამაცალონ ეს და მომკლან. ასე ჯობია ქვეყნისთვის. 2. ევარისტ გამლენის ფილოსოფია. ანატოლ ფრანსი წაგიკითხავს? სამწუხაროდ არ წამიკითხავს. რაც არ ვიცი იმაზე თავს არ ვდებ, მაგრამ სახელმწიფო და ადამიანი ერთმანეთისგან განსხვავდება. ნებისმიერი ქვეყნისთვის ჯობია დაიღუპოს გარკვეული რაოდენობა ადამიანების (პირველი მე მომიაზრე მანდ) სხვების ბედნიერების სანაცვლოდ, ვიდრე თითოეული ადამიანის სიცოცხლეს ჩავებღაუჭოთ და ამის სანაცვლოდ ქვეყანა დაიშალოს და გაუბედურდეს. ეს არის თავგანწირვის ერთ-ერთი სახე. მე და ჩემი ტანამოაზრეები ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნისთვის და ამას მართლმადიდებელი ეკლესია აკურთხებს. არ ვიცი შენი ზემოთ მოყვანილი ფილოსოფია, მაგრამ მართლმადიდებელ ეკლესიაზე წინ ვერ დავაყენებ, რომელიც გარკვეულ სიტუაციებში რაც მე დავწერე იმის მომხრეა, მაგრამ თუ გაქვს ლინკები მაგ ფილოსოფიის მოკლე შინაარსის მაინც, ან ასპექტების განხილვა. ინგლისურად, რუსულად ან თურქულად შემიძლია წავიკითხო. 3. შეცდომაა, რწმენა ინდივიდუალურია და არა ეროვნული. აფხაზი ქრისტიანის ქრისტიანული ვალი რა გამოდის? შენ კი ეძახი სეპარატისტს, მაგრამ ის, თავისი ჭკუით, თავის სამშობლოს იცავს. არც ეს არის შეცდომა. რწმენა ინდივიდუალურია, მაგრამ აფხაზების ქრისტიანული ვალი არაა საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა. ეს ძალიან ვრცელი თემაა. ის რომ თავისი ჭკუით სამშობლოს იცავს არ ნიშნავს რომ ობიექტური სიმართლეც ასეა და ღვთივსათნო საქმეს აკეთებს. ჯერ ერთი ისიც საკითხავია რამდენი აფხაზი თვლის რომ სამშობლოს იცავს? ნათლად ჩანს რომ იქ ჩატარდა მარტო ქართველების ეთნოწმენდა, აფხაზეთი წალეკეს სომხებმა და რუსებმა. ალბათ იცი რომ აფხაზეთის მოსახლეობის 30% დაახლოებით აფხაზი და აფხაზეთის ხელისუფლება კარგად ხედავს რომ საქართველოზე უფრო დიდი მტერი იქ ჰყავს. (სომხები ვაჭრობას დაეპატრონენ, რუსები კი საერთოდ რუსიფიკაციას ეწევიან და ხალხს დაავიწყეს აფხაზური ენაც კი) იმატ Kარგად იციან რაც გააკეთეს მაგრამ იხტიბარს არ იტეხენ. არის მეორე იურიდიული ნიუანსი, არ ვიცი რა დონეზე იცი სამარტალი, მაგრამ ის ალბათ იცი რომ აფხაზები მაგ კუთხითაც არ იცავდნენ სამშობლოს იმდენად რამდენადაც არანაირი იურიდიული უფლება არ ჰქონდათ საქართველოდან გასვლის, მითუმეტეს ომის. და ბოლოს ყველაზე მთავრი ანუ რაც შენ თქვი, აფხაზები დაიკარგნენ, ჩამოშორდნენ საქართველოს, აღარ თვლიან ტავს ქართული სახელმწიფოს ნაწილად და ცდილობენ დამოუკიდებლობის გამოცხადებას საქართველოს ტერიტორიის იმ ნაწილზე, სადაც ლოკალურადაც არ არიან უმრავლესობაში. იქ უამრავი ნიუანსია, აფხაზი ერი, როგორც საქართველოს ნაწილი არაა სუვერენიტეტის ინდივიდუალურად და ა.შ. კონფლიქტიც რუსეთის წამხედურობით დაიწყეს ჯერ კიდევ 1989 წელს, როდესაც დაწვეს ქართული სკოლა, ამით დაიწყო ყველაფერი. ვერანაირად ვერ დაგეთანხმები, რომ აფხაზების ქრისტიანული ვალი გამოდის საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა. ადამიანს გონება აქვს და უნდა მიხვდეს ის სად არის, რას აკეთებს და არებულ მომენტში ვის და რას ემსახურება . . . საზოგადოდ ადამიანს თუ თავისი ჭკუით გონია, რომ კარგს აკეთებს, მაგრამ ობიექტურად ცუდს, არ ნიშნავს რომ ის მართალია და მისი საქციელი დასაგმობი არაა. (აფხაზების რა ნაწილი და რამდენად თვლის რომ მართალი იყო ამ ომში ეს კიდე ცალკე საკითხავია) 4.კიდევ ერთი პორობლემა: საკითხებს განიხილავთ რეტროსპექტულად, ანუ წარსულის მხრივ. უმჯობესია მომავლის კუთხით შევხედოთ. მომავალში გინდა ომი რომ მოხდეს? არაო, ხომ ამბობ, ჰოდა მეც მაგას ვამბობ. მაგრამ ცუდი ისაა, რომ ეს "არა" თქვენი მხრივ მტკიცედ არაა ნათქვამი, ასმიტომ ეს საშუალებასაძლევს ზოგს აჯღარუნოს იარაღი სულ არაა ქრისტიანი ქართველი ვალდებული, წასულიყო იგივე აფხაზეთში და ეომა, თავად უწმინდესმა უეოდა ამ ომს ძმათამკველი ომი, რასაც არაფერი საერთო არა აქვს სამშობლოსათვის ბრძოლასთან სამშობოსათვის ქართველებს 1921 წლის მერე აღარ უბრძოლიათ და აღარც მოუწევთ, იმიტომ რომ ჩვენს დროში ქვეყნის ბედი არა ფრონტზე არამედ "ეკონომიკურის ბრძოლის ველზე წყდება" (წმ. ილია მართალი) ომი ცხადია არ მინდა რომ დაიწყოს, მაგრამ ყველაფერს წარსულის მხრივ იმიტომ განვიხილავ, რომ ძველად ქრისტიანული აზროვნება უფრო მაღალი იყო. მართლმადიდებელი ხარ და გეცოდინება მსოფლიოს მომავალი რაც არის და საითკენაც მიექანება კაცობრიობა და როგორი იქნება ქვეყნის აღსასრული. ამიტომ ახალი ინიციატივები და ახალი იდეოლოგიები მაინცდამაინც არ მიზიდავს. მესმის რომ არაა საჭირო ფუტუროფობია ანუ მომავლის შიში, მაგრამ ანტი-ქრისტესკენ მიმავალ გზაზე მყოფ მსოფლიოს პროგრეში, ქრისტიანული თვალსაზრისით მაინც ეჭვი მეპარება. ომი არც მე მინდა, მაგრამ საჭიროების შემტხვევაში ომს არ გავექცევი, პაციფიზმი არ მიყვარს . . . თვითონ ტერმინიც არ მომწონს, "პაციფიზმი" ანუ "მშვიდობიზმი", ჭეშმარიტი მშვიდობის ფასი ეკლესიამ იცის, არაა ახალი იდეოლოგიების დამატება საჭირო. ბოლო სიტყვებში ცოტა-ცოტას დაგეთანხმები . . . აფხაზეთის ომი იყო ნამდვილად ძმათამკვლელი ომი, თუმცა ასეთი რაღაცის შეფასება ძალიან ძნელია, ყველა წარსულ ომს ჰქონდა რარაც ისეთი რაც დღევანდელი გადასახედიდან არ ჩანს მაგრამ თანამედროვეებს მეტ-ნაკლები მიზეზი ექნებოდათ რომ ეთქვათ რომ ეს ომი არა სწორია, არაა რეალურად სამშობლოსთვის ბრძოლა და ა.შ. ერეკლე II ბევრი განუდგა კრწანისის ომში იმ მოსაზრებით რომ ისინი ირანის მომხრე იყვნენ, არ იყვნენ პრო-რუსული, შეიძლება სამშობლოს რალატი არც უნდოდათ და მიაჩნდათ რომ ასე ჯობდა საქართველოსთვის, რადგან რუსეთი შორს იყო და ა.შ. დღეს მათ საქციელს რალატის ელფერი სდევს. იმსაც ამბობენ 1921 წელს ქართველების გარკვეულ ჯგუფს არ უნდოდათ საქართველოს დაპყრობაო, უბრალოდ კომუნიზმი კარგი იდეოლოგია ეგონათ და თვლიდნენ რომ სამშობლოსთვის კარგს აკეთებდნენო და მერე ალბათ იცი ბევრი ვინც წითელ არმიას მოUძღოდა ტითონ რუსებმა დახრიტეს, მათ უნდოდათ საქართველო დამოუკიდებელი კომუნისტური სახელმწიფო ყოფილიყო აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტური ბანაკის მსგავსად და ა.შ. მაგრამ დღეს ისინი მოღალატეებად ითვლებიან. რთულია მოვლენების შეფასება, მაგრამ ომს არ უნდა გაურბოდეს ადამიანი. არ უნდა უხაროდეს, მაგრამ არც უნდა გაურბოდეს. ილია მართალის სიტყვებს ნაწილობრივ ვეთანხმები, ძირითადად სიტუაცია შეცვლილია, მაგრამ ომითაც შეიძლება გადაწყდეს რაიმე და ამის გამორიცხვა შეუძლებელია. სწორედ ასეთ დროს უნდა დავდგეთ საქართველოს დასაცავად და ამიტომ არ მიყვარს პაციფიზმი. ისე ხომ ხედავ შენ სიტყვებში ერთი პატარა ლაფსუსი გაიპარა, ილია ჭავჭავაძე მოკლეს 1907 წელს ანუ ეგ სიტყვები მას 1907 წლამდე ექნებოდა ნათქვამი, მერე კიდევ წერ რომ ქართველებმა 1921 წელს იბრძოლეს სამშობლოსთვისო ესე იგი არ გამართლდა ილია მართლის სიტყვები და გამონაკლისი დასაშვები ყოფილა, ქართველებს მისი სიტყვების მერეც უბრძოლიათ სამშობლოსთვის. ეს დიდი არაფერი შეცდომაა, მე სიტყვებზე გამოდავება არ მიყვარს, მაგრამ უშვებ რომ ამნაირი რამ შეიძლება კვლავ გახდეს საჭირო და მაშინ პაციფიზმზე ლაპარაკი სისულელე იქნება. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th June 2024 - 12:48 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი