ნაწყვეტები წმინდა მამათა ცხოვრებიდან |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ნაწყვეტები წმინდა მამათა ცხოვრებიდან |
იოანა |
Aug 18 2006, 12:45 AM
პოსტი
#1
|
აკურთხევს სული ჩემი უფალსა ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
წმინდა მამები არა მარტო თავიანთი გამონათქვამებით, არამედ თავიანთი ცხოვრების წესით, თავიანთი საქციელით (ზოგჯერ უცნაურით ) გვმოძღვრავენ და გვასწავლიან. სწორედ ამიტომ, ურიგო არ იქნება კიდევ ერთხელ გავიხსენოთ და ერთმანეთს გავუზიაროთ ( მე ბევრი არ მაქვს წაკითხული წმინდა მამების ცხოვრებაზე (ეს ფაქტია და არა თავმდაბლობა და გამახარებთ თუ ბევრს დაპოსტავთ)) წმინდა მამათა ცხოვრებიდან ის ნაწყვეტები თუ სასწაულები, რომლებიც განსაკუთრებულად გვიყვარს...
პირველი, ვისი ცხოვრებიდანაც მინდა ორი შემთხვევა დავწერო, არის ნექტარიოს პენტაპოლელი (სხვათაშორის რომელიღაც ფორუმელი, ნამდვილად არ მახსოვს რომელი, მოგვიწოდებდა მისი ცხოვრება წაგვეკითხა, ეს ფრიად სასიამოვნოა ) მისი საერო სახელი იყო ანასტასი... პატარა ანასტასი თურმე ქაღალდის "სამღვდელო შესამოსელს შეიმოსავდა" და მეგობრებთან ერთად წირვას აყენებდა კონსტანტინოპოლში მყოფმა სიღარიბისაგან შეჭირვებულმა ანასტასმა შემდეგი წერილი "მისწერა" უფალს: "ქრისტე ჩემო, არც ფეხსაცმელი მაქვს, არც წინსაფარი, გთხოვ გამომიგზავნო, ხომ იცი როგორ მიყვარხარ". კონვერტზე შემდეგი მისამართი ეწერა: "უფალ იესო ქრისტეს ზეცაში"... გზაზე ნაცნობი შეხვდა და წერილი მას გაატანა. მისამართს რომ დახედა, ცნობისმოყვარეობას ვერ გაუძლო, გახსნა და წაკითხვის შემდეგ ატირდა. პასუხი მისწერა, კონვერტში ფული ჩადო და ანასტასს გაუგზავნა... -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
mr_morrison |
Oct 4 2006, 10:54 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 376 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 164 |
მე აქ დავბეჭდავ ხოლმე იოანე მოსხის ლამინარი ანუ სამოთხედან მეუდაბნოე ბერების ცხოვრებას
”...მაგრამ მე მაინც არსად წავალ ამ ადგილიდან” აბბა სტეფანეს შესახებ მოგვითხრობდნენ, რომ ერთხელ, როდესაც იგი თავის სენაკში წიგნს კითხულობდა, ეშმაკი ისევ ხილული სახით გამოეცხადა და უთხრა: -წადი აქედან, ბერო, აქ შენ სარგებელს ვერ ნახავ. ბერმა უპასუხა: -თუ ასე ძალიან გინდა, რომ აქედან წავიდე, მაშინ ისე მოაწყვე, რომ ამ სკამმა, რომელზეც მე ვზივარ, სიარული დაიწყოს. ის დაწნულ სკამზე იჯდა. ეშმაკმა მართლაც ისე მოაჩვენა ბერს, თითქოს არამარტო სკამი, არამედ მთელი სენაკი ადგილიდან იძვროდა. -ძალიან მარჯვე ყოფილხარ, - უთხრა მას ბერმა, - მაგრამ მე მაინც არსად ცავალ ამ ადგილიდან. მან ლოცვა დაიწყო და ბოროტი სული მაშინვე გაქრა. ”მაგრამ ცოდავამ მონებად გვაქცია” აბბა პოლიაქრონიოსმა მოგვითხრო: - აბბა პეტრეს მონასტერში ცხოვრობდა ერთი ბერი, რომელიც ხშირად ჩადიოდა ხოლმე განმარტოებისთვის იორდანის ნაპირებზე და ღამეს ლომების ბუნაგში ათევდა. ერთხელ მღვიმეში ლომის ორი ბოკვერი იპოვა და თავის მოსასხამით ეკლესიაში მოიყვანა. - ქრისტეს მცნებებს რომ ვასრულებდეთ, - უთხრა მან ძმებს, - მხეცებსაც კი შეეშინდებოდათ ჩვენი. მაგრამ ცოდვამ მონებად გვაქცია და ახლა პირიქით - ჩვენ გვეშინია მათი. ამ ნათქვამმა ძმებს დიდი სარგებელი მოუტანა. ხალხნო მამა პაისი ათონელის ცხოვრება წაკითხული გაქვთ?ძაან მაგარი იყო!მაგის სწავლებებიც წაიკითხეთ! კი, ოღონდ პირველი ნაწილის ნახევარი სამწუხაროდ წიგნი სხვაგან დამრჩა და ვეგარ ვკითხულობ. ძაან კარგი წიგნები არის დაწერილი მის შესახებ. უფრო სწორად მისი საუბრებია ჩაწერილი. ძაან კარგად აქვს ახსნილი ყველაფერი, ყველანაირ საჭირო კითხვაზე გაგცემს პასუხს. თან წასაკითხად სასიამოვნოა. სულ სამი ნაწილია.ეს წიგნები დაწერილია მონაზვნების მიერ რომლებსაც მამა პაისი დაეხმარა მონასტრის აშენებაში. იმის მერე ხშირი საუბრები ქონდატ ბერ პაისთან და ისინია ჩაწერილი. -------------------- მიმცხე ძია მიმცხე მე ცუღლუტს :*
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th June 2024 - 05:18 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი