ვარძია, ფოტო-გამოფენა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვარძია, ფოტო-გამოფენა |
მარიამი |
Sep 27 2006, 11:19 PM
პოსტი
#1
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
ვარძია იდგა, ვით კლდეში დაკიდებული და ჰგავდა ხომალდს - მაღალ ანძიანს, ფესვით ქვესკნელზე დამკვიდრებული, გამოკვეთილი კლდეში ვარძია. ათასი კიბით, ათასი ხვრელით ჟღერდა, მღეროდა სიცოცხლე ქვიდან და შემართული ოსტატის ხელი მართლაც ხელთუქმნელ სასწაულს ქმნიდა. ჰკვეთავდა ნათელ გუმბათს მარჯვენა, ხატავდა მაღალ თაღებს ოცნებით და კლდის სიღრმიდან ცად გასაფრენად ფრთებს ისწორებდნენ ანგელოსები. იდგა ქალაქი ურიცხვი მღვიმით - ქალაქი კლდეში გამოქვაბული და ბნელ ღამეში გამომკრთალ ღიმილს ჰგავდა ვარძიის წყარო ზღაპრული. ირგვლივ მესხეთის ტურფა მთა-ბარი ჰყვაოდა მართლა გასაოცრადა... აქ ფეხშიშველი იდგა თამარი და ომში წასულ ლაშქარს ლოცავდა. თვით ემხობოდა დამამხობელი, ვინც საქართველოს ორმოს უთხრიდა, და გამარჯვების მახარობელი აქეთ მოჰქროდა ოთხივ კუთხიდან. იდგა, ვით ცაში დაკიდებული და ჰგავდა ხომალდს - მაღალ ანძიანს, ფესვით ქვესკნელზე დამკვიდრებული გამოკვეთილი კლდეში ვარძია. I ნაწილი: ქვემო ვარძიის მამათა მონასტერი მოკლე ისტორიული ცნობები: http://orthodoxy.wanex.net/eklesiebi/vardzia/vardzia.htm ქვემო ვარძიის მამათა მონასტრის მთავარი ტაძარია ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია, რომლის სამხრეთ კედელზეც ცნობილი თამარის ფრესკაა: ამავე ტაძრის შესასვლელი კარის თავზეა მაცხოვრის ულამაზესი ფრესკა: ვარძიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც ავედრებდა წმინდა თამარ მეფე თავის ქვეყანას ბასიანის ბრძოლის წინ: -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
qazqaz |
Oct 4 2006, 04:35 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 26 რეგისტრ.: 1-October 06 წევრი № 241 |
ეხ რა ბედნიერი ვარ რომ იქაური ვარ და ყოველ ზაფხულს დაახლოვებით 50 ჯერ ვნახულობ.საოცარია, ყველას გირჩევთ იქ ჩასვლას.ისე იქ აღდგა კიდევ ერთი ეკლესია რომელსაც წუნდა ეწოდება და რომელიც აშენებულია 12 საუკუნეში შევეცდები სურათი დავდო. http://up.aqache.com/?act=download&fid=
-------------------- [size=7]გფარავდეთ ღმერთი
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 10:55 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი