![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ნათია |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
რა არის ქრისტიანობის სპეციფიკა, რასაც ანალოგი სხვა რელიგიებში არ მოეპოვება? ჩემი აზრით: თავად ქრისტეს პიროვნება, ვნება და აღდგომა. ქრისტემ ყოველი კაცის ცოდვა იტვირთა და საკუთარი თავი გაწირა თითოეული ჩვენგანის ნაცვლად. მას მიაყენეს განუზომელი ტანჯვა და გვემა, ნერწყვა და ყვრიმალისცემა, მათრახი და ეკლის გვირგვინი, შეურაცხყვეს და ჯვარს აცვეს ჰურიასტანის პრეფექტის პონტოელი პიოლატეს დასტურით ეირუსალიმის გარეუბანში, გოლგოთას ბორცვზე, ახალი წელთააღრიცხვის 33-ე წელს. აღსრულდა წინასწარმეტყველება: კვირას, სიკვდილიდან მესამე დღეს, ცისკარზე, მკვდრეთით აღდგა ქრისტე, რომელიც დაამცირეს და ჯვარს აცვეს. ქრისტე ამქვეყნად მოკვდავი და ხრწნადი სხეულით მოვიდა, მაგრამ ჯვარცმისა და დამარხვის შემდეგ, იმის გამო, რომ იგი ბუნებით ღმერთი იყო, უკვდავი და უხრწნელი სხეულით აღდგა. ქრისტეს აღდგომა მოასწავებს დაკარგული სამოთხის პოვნას და მისკენ დასაბრუნებელ გზავს გვისახავს. თქვენ რას დაამატებდით ? -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
![]() ![]() |
ნათია |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
Pianist
ციტატა და გულდასაწყვეტი ისაა, რომ ამას აქ ყველაფერს ვწერთ არა ინტერესის , არამედ იმის გამო რომ ჩვენი ცოდნა ვაჩვენოთ სხვა ფორუმელებსაც.... გიო ფორუმი იმისთვის არსებობს რომ დაწერო, მაგრამ მე ამას იმისთვის კი არ ვწერ რომ ვინმეს ჩემი ცოდნა ვაჩვენო, პირიქით ინფორმაციის გაცვლით ერთმანეთისგან ბევრ საინტერესოს ვიღებთ, მნიშვნელობა არ აქვს ეს ურთიერთსაწინააღმდეგო თუ შეთანხმებული აზრი იქნება. არსებობს საკითხები რომელიც უნდა განვიხილოთ და უფრო ღრმად უნდა ჩავწვდეთ. ციტატა ხოლო შენ აქ ზევით რეებიც გიწერია მაგას არანაირი ე.წ. "სპეციფიკა" არ ქვია...ეგ არის ის რაც მოხდა..მარტივად და ყველასთვის გასაგებად ნათი ოკ ? გიო თუ კარგად დააკვირდი ჩემს კითხვაში რა იგულისხმება, განსაკუთრებით მინდოდა დამეფიქსირებინა " რა არის ქრისტიანობის სპეციფიკა, რასაც ანალოგი სხვა რელიგიებში არ მოეპოვება?" ციტატა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ არის ისტორია და ვსო. მორჩა.. მოხდა და სხვა რელიგიებს აქვს კი ასეთი "ისტორია"? მე პარალელის გავლება მინდოდა ჩვენს ჭეშმარიტ რწმენასა და სხვა რწმენას შორის და ყველასთვის ნათელი იქნებოდა რამდენად დიდი განსხვავებაა მართლმადიდებლობასა და სხვა რელიგიებს შორის. პატივისცემით ნათია -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 11:49 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი