![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ზურა |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 72 რეგისტრ.: 3-January 07 წევრი № 783 ![]() |
მშვიდობა თქვენდა!
გილოცავთ სადღესასწაულო დღეებსა და მაცხოვარის შობის მოახლოებას! მსურს აზრი გამოვხატოთ, იმ ღვთისმეტყველურ საკითხზე, რომელიც მემგონი კვლავინდებურად გადაუჭრელად რჩება თანამედროვე მართლმადიდებლური სულიერი განათლების სისტემაში. ... და რაც საკმაო ხანია საფიქრებელს მაძლევს, რადგან მოგეხსენებათ საკითხი მნიშვნელოვანია. არავითარ შემთხვევაში არ ვფიქრობ, რომ სწორედ აქ გაეცემა ამ კითხვას საბოლოო პასუხი ![]() თუმცა ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს, რომ აზრთა გაცვლას გარკვეული შედეგი მაინც მოყვება. გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ შემდეგს: - ლაპარაკია არა ცოდვაზე, არამედ ცოდვით დაზიანებულ ბუნებაზე უფალო დაგვლოცე! p.s. ... დროში შეზღუდვის გამო მიჭირს იმის თქმა, თუ რა სიხშირით მოვახერხებ გამოხმაურებას, მაგრამ აუცილებლად მოვახდენ რეაგირებას ყოველ ძირითად საკითხზე. -------------------- The God became the person, that the person became the god.
|
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ოსიპოვზე და კურაევზე შეტევა ულტრაკონსერვატორების მხრიდან გასაგები მიზნების გამო ხორციელდება და არ გამოვეკიდები, რადგან სწორედ ულტრაკონსერვატორებში წარმოშობილ ერესულ აზროვნებას უპირისპირდებიან და ამიტომ სამაგიეროდ საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა მოგეხსენებათ და ამიტომაც ეძებენ შეცდომებს მათ ნაწერში, რათა მათ ავტორიტეტი შეარყიონ... ეს ყველაფერი ძალიან ცხადია... მაგრამ მე აქ სიკვდილას და რაფაელის სკოლის წევრებს არ მინდა დავუპირისპირდე, არაა საჭირო და უნაყოფოა ( როგორც აჩვენა უამრავმა დახურულმა თემამ), არამედ ზოგიერთ საკითხებზე ინფორმაციის მოგროვება და საზღვრებში მსჯელობა მსურს...
ისევ ჩვილი და ისევ მისი ხვედრი... ეს კი ცხადია ციტატა Вот что есть первородный грех – повреждение და ამასაც თუკი უარყოფს ვინმე, მერე დიალოგი გაჭირდება...იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 11:39 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი