რა არის ჯოჯოხეთი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რა არის ჯოჯოხეთი |
ილია |
May 2 2007, 10:45 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 903 რეგისტრ.: 29-March 07 წევრი № 1,525 |
ჯოჯოხეთს შესახებ დავწეროთ. მე მაქ უამრავი შეკითხვა, ვის რაგვაინტერესებს ვიმსჯელოთ,
ჯოჯოხეთში მყოფ სულების ლოცვას შეისმენს უფალი? ჯოჯოხეთის შექმნის მიზანი რაარის? ანუ არცერთი სული არ ქრება თუ როგორ ვთქვა? მარადიულად არსებობს ყველა სული? -------------------- უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული
|
სოფი |
Jun 2 2007, 11:27 PM
პოსტი
#2
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
მადლობ...
ახლა ერთ-ერთი მართლმადიდებლური წიგნიდან დავწერ იმაზე,რაზედაც ზემოთ ვსაუბრობდით. "მიცვალებულები სასმელით არ უნდა მოვიხსენიოთ.მათი მოხსენიება მხოლოდ ლოცვით შეიძლება.ახლობლის გარდაცვალებისას აუცილებელია ტაძარში 40 დღის განმავლობაში ლოცვა.ამ ხნის მანძილზე ყოველთვის უნდა მოეწყოს მისთვის პანაშვიდი,მოიხსენიონ ფსალმუნში,გასცენ მის სახელზე მოწყალება და შესთხოვონ,ვისაც მისცემენ მოწყალებას ილოცოს მიცვალებულისათვის. მიცვალებულს ხომ არ შეუძლია ილოცოს თავისი სულის გადასარჩენად.ამიტომ ის სასოებით ელის ჩვენს ლოცვას.განსაკუთრებით საჭიროა ჩვენი ლოცვები გარდაცვალებიდან 40 დღის განმავლობაში.როგორც ვიცით,სწორედ ამ პერიოდში გაივლის იგი იმ სამსჯავროს საზვერეებს,სადაც ხდება მისი ცოდვების განხილვა.თუ ამ ხნის მანძილზე მასზე ვილოცებთ,ეს დაეხმარება მის სულს,თავი დააღწიოს ჯოჯოხეთს. წმინდა სერაფიმესათვის ერთ ათონელ ბერს ასეთი ამბავი მოუყოლია: ბერი თურმე ადრე ძალიან ცუდ ცხოვრებას ეწეოდა.ერთხელ მას გამოეცხადა ანგელოზი და ჯოჯოხეთში წაიყვანა.იქ მან ნახა ყველა ის საშინელება,რაც ჯოჯოხეთში ხდებოდა.განსაკუთრებით შეაძრწუნა იმ უზარმაზარი,გავარვარებული ღუმლის ნახვამ,საიდანაც აუტანელი ყვირილი ისმოდა.სწორედ ამ ღუმელიდან გამოიყვანა ანგელოზმა ალმოდებული ადამიანი.იგი მთლიანად დანახშირებული იყო,გარედან შეკრული იყო ჯაჭვებით.ანგელოზი შეეხო ჯაჭვს და სულს მაშინვე მოსცილდა იგი,ხოლო,როცა სხეულს შეეხო,ადამიანის სხეულს მოსცილდა დამწვრობა.მაშინ ანგელოზმა ჩააცვა მას თეთრი სამოსი და სხეულიც გაბრწყინდა ციური ნათელით,კაცმა ჰკითხა ანგელოზს: - როგორ მოხდა ამ ადამიანის ფერიცვალება? ანგელოზმა უთხრა: - ეს კაცი წელიწადში ორჯერ თუ შემოივლიდა ეკლესიაში,მარხვებსაც ინახავდა,მაგრამ ყოველთვის არა, ჯვარს არ ატარებდა,დილისა და საღამოს ლოცვებს არ კითხულობდა,აღსარებისას ცოდვებს არ ინანიებდა,მისი სიტყვა და საქმე ყოველთვის დაშორებული იყო ერთმანეთისაგან.აღსარების დროსაც განიკითხავდა სხვას და ისე მოკვდა ცოდვებიც ვერ მოინანია.როგორც ხედავ,დაიმსახურა ასეთი სასჯელი.მაგრამ მისი ნათესავები,რომლებიც ჭეშმარიტი მართლმადიდებლები არიან,მისი სიკვდილის შემდეგ ლოცულობდნენ.მასზე გაძლიერებით ყოველთვის მიჰქონდათ სეფისკვერი ლიტურგიის დროს,უხდიდნენ პანაშვიდებს,კითხულობდნენ ფსალმუნებს,გასცემდნენ მოწყალებას და აი,საეკლესიო ლოცვების შემწეობით ღმერთმა გამომგზავნა მისი სულის ჯოჯოხეთისაგან დასახსნელად.შენც ეს ტანჯვა გელის,თუ ასეთ ცხოვრებას გააგრძელებ. კაცმა იმ დღიდან იწამა ღმერთი და მერე ბერადაც კი აღიკვეცა.ჩვენ,მიწაზე მცხოვრებთ,არ უნდა დაგვავიწყდეს ასეთი მაგალითები.სანამ დროა უნდა შევეცადოთ განწმენდას.შესაძლოა ისე მოხდეს,რომ ჩვენთვის უკვე ვეღარავინ შეძლოს ლოცვა.ამიტომ ჩვენვე უნდა ვიხსნათ ჩვენი თავი ჯოჯოხეთისაგან." -------------------- "Happiness only real when shared."
|
ზებედე |
Jun 4 2007, 03:26 AM
პოსტი
#3
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
მადლობ... ახლა ერთ-ერთი მართლმადიდებლური წიგნიდან დავწერ იმაზე,რაზედაც ზემოთ ვსაუბრობდით. "მიცვალებულები სასმელით არ უნდა მოვიხსენიოთ.მათი მოხსენიება მხოლოდ ლოცვით შეიძლება. ჯერ ერთი საინტერესოა მაგ "მართლმადიდებლურ წიგნს" რა ქვია, მეორეც, ვერ ვხვდები რატომ არ უნდა მოვიხსენოთ მიცვალებულები სასმელით? სუფრაზე სასმელით მიცვალებულთა მოხსენიება დიდი ხნის ტრადიციაა და ამაში არაქრისტიანული არაფერია, მით უმეტეს ამას არც პატრიარქი გვიკრძალავს, და მღვდლებიც ამბობენ სუფრაზე მიცვალებულთა ხსოვნას.... მიცვალებულს ხომ არ შეუძლია ილოცოს თავისი სულის გადასარჩენად.ამიტომ ის სასოებით ელის ჩვენს ლოცვას.განსაკუთრებით საჭიროა ჩვენი ლოცვები გარდაცვალებიდან 40 დღის განმავლობაში.როგორც ვიცით,სწორედ ამ პერიოდში გაივლის იგი იმ სამსჯავროს საზვერეებს,სადაც ხდება მისი ცოდვების განხილვა.თუ ამ ხნის მანძილზე მასზე ვილოცებთ,ეს დაეხმარება მის სულს,თავი დააღწიოს ჯოჯოხეთს. იმ ქვეყნად არ არსებობს დრო-საათი, დღები, თვეები და წლები, იქ მარადიულია ყველაფერი... 40 დღე სიმბოლურად არის დაკავშირებული მაცხოვრის ამაღლებასთან, ხოლო სულს რამდენი "დრო" სჭირდება სამსჯავროსთვის ეს იცის ვინმემ? წმინდა სერაფიმესათვის ერთ ათონელ ბერს ასეთი ამბავი მოუყოლია: ბერი თურმე ადრე ძალიან ცუდ ცხოვრებას ეწეოდა.ერთხელ მას გამოეცხადა ანგელოზი და ჯოჯოხეთში წაიყვანა. რატომ არ არის დაზუსტებული, ანგელოზი კეთილი იყო თუ ბოროტი? და საინტერესოა, როგორ ჩაიყვანა ანგელოზმა ადამიანი ჯოჯოხეთში, სულით თუ ხორციელად? ხორციელად ვერ ჩაიყვანდა, და თუ სულით, ესეიგი მომკვდარა და გაცოცხლებულა იქ მან ნახა ყველა ის საშინელება,რაც ჯოჯოხეთში ხდებოდა.განსაკუთრებით შეაძრწუნა იმ უზარმაზარი,გავარვარებული ღუმლის ნახვამ,საიდანაც აუტანელი ყვირილი ისმოდა.სწორედ ამ ღუმელიდან გამოიყვანა ანგელოზმა ალმოდებული ადამიანი.იგი მთლიანად დანახშირებული იყო,გარედან შეკრული იყო ჯაჭვებით.ანგელოზი შეეხო ჯაჭვს და სულს მაშინვე მოსცილდა იგი,ხოლო,როცა სხეულს შეეხო,ადამიანის სხეულს მოსცილდა დამწვრობა. როგორც ჩანს ეს ანგელოზი "კეთილია", მაგრამ ეკლესია სად გვასწავლის რომ კეთილი ანგელოზები ჩადიან ჯოჯოხეთში სულების გადასარჩენად? ანგელოზი შეეხო ჯაჭვს და სულს მაშინვე მოსცილდა იგი,ხოლო,როცა სხეულს შეეხო,ადამიანის სხეულს მოსცილდა დამწვრობა. ვერ გავიგე, სხეულს რა უნდა ჯოჯოხეთში? როგორ მოსცილდა ადამიანის სხეულს დამწვრობა, როცა იმ ქვეყნად მხოლოდ სულია და არა სხეული? მაშინ ანგელოზმა ჩააცვა მას თეთრი სამოსი და სხეულიც გაბრწყინდა ციური ნათელით,კაცმა ჰკითხა ანგელოზს: - როგორ მოხდა ამ ადამიანის ფერიცვალება? ანგელოზმა უთხრა: - ეს კაცი წელიწადში ორჯერ თუ შემოივლიდა ეკლესიაში,მარხვებსაც ინახავდა,მაგრამ ყოველთვის არა, ჯვარს არ ატარებდა,დილისა და საღამოს ლოცვებს არ კითხულობდა,აღსარებისას ცოდვებს არ ინანიებდა,მისი სიტყვა და საქმე ყოველთვის დაშორებული იყო ერთმანეთისაგან.აღსარების დროსაც განიკითხავდა სხვას და ისე მოკვდა ცოდვებიც ვერ მოინანია.როგორც ხედავ,დაიმსახურა ასეთი სასჯელი.მაგრამ მისი ნათესავები,რომლებიც ჭეშმარიტი მართლმადიდებლები არიან,მისი სიკვდილის შემდეგ ლოცულობდნენ.მასზე გაძლიერებით ყოველთვის მიჰქონდათ სეფისკვერი ლიტურგიის დროს,უხდიდნენ პანაშვიდებს,კითხულობდნენ ფსალმუნებს,გასცემდნენ მოწყალებას და აი,საეკლესიო ლოცვების შემწეობით ღმერთმა გამომგზავნა მისი სულის ჯოჯოხეთისაგან დასახსნელად.შენც ეს ტანჯვა გელის,თუ ასეთ ცხოვრებას გააგრძელებ. ისევ სხეული, და თანაც ჯოჯოხეთში გაბრწყინდა ციური ნათელით? თან გაუგებარია, ცეცხლის გავარვარებული ღუმლიდან როგორ "ადვილად ცხონდა" ადამიანი, როცა საეკლესიო სწავლებით ვიცით რომ ასეთ სატანჯველებში მოხვედრილ სულს ლოცვის შედეგად ტანჯვა შედარებით უმსუბუქდება, და ასე იოლად არ ხდება ცხონება გავარვარებული ღუმლებიდან თუ ქვაბებიდან... ჩვენ,მიწაზე მცხოვრებთ,არ უნდა დაგვავიწყდეს ასეთი მაგალითები. ჩვენ, მიწაზე მცხოვრებმა ხალხმა დროა დავწვათ და გავანადგუროთ ასეთი ფსევდო სასწაულ-ზღაპრები! -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 05:25 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი