სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| ილია |
May 2 2007, 10:45 PM
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 903 რეგისტრ.: 29-March 07 წევრი № 1,525 |
ჯოჯოხეთს შესახებ დავწეროთ. მე მაქ უამრავი შეკითხვა, ვის რაგვაინტერესებს ვიმსჯელოთ,
ჯოჯოხეთში მყოფ სულების ლოცვას შეისმენს უფალი? ჯოჯოხეთის შექმნის მიზანი რაარის? ანუ არცერთი სული არ ქრება თუ როგორ ვთქვა? მარადიულად არსებობს ყველა სული? -------------------- უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული
|
![]() ![]() |
| სოფი |
Jun 2 2007, 11:27 PM
პოსტი
#2
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
მადლობ...
ახლა ერთ-ერთი მართლმადიდებლური წიგნიდან დავწერ იმაზე,რაზედაც ზემოთ ვსაუბრობდით. "მიცვალებულები სასმელით არ უნდა მოვიხსენიოთ.მათი მოხსენიება მხოლოდ ლოცვით შეიძლება.ახლობლის გარდაცვალებისას აუცილებელია ტაძარში 40 დღის განმავლობაში ლოცვა.ამ ხნის მანძილზე ყოველთვის უნდა მოეწყოს მისთვის პანაშვიდი,მოიხსენიონ ფსალმუნში,გასცენ მის სახელზე მოწყალება და შესთხოვონ,ვისაც მისცემენ მოწყალებას ილოცოს მიცვალებულისათვის. მიცვალებულს ხომ არ შეუძლია ილოცოს თავისი სულის გადასარჩენად.ამიტომ ის სასოებით ელის ჩვენს ლოცვას.განსაკუთრებით საჭიროა ჩვენი ლოცვები გარდაცვალებიდან 40 დღის განმავლობაში.როგორც ვიცით,სწორედ ამ პერიოდში გაივლის იგი იმ სამსჯავროს საზვერეებს,სადაც ხდება მისი ცოდვების განხილვა.თუ ამ ხნის მანძილზე მასზე ვილოცებთ,ეს დაეხმარება მის სულს,თავი დააღწიოს ჯოჯოხეთს. წმინდა სერაფიმესათვის ერთ ათონელ ბერს ასეთი ამბავი მოუყოლია: ბერი თურმე ადრე ძალიან ცუდ ცხოვრებას ეწეოდა.ერთხელ მას გამოეცხადა ანგელოზი და ჯოჯოხეთში წაიყვანა.იქ მან ნახა ყველა ის საშინელება,რაც ჯოჯოხეთში ხდებოდა.განსაკუთრებით შეაძრწუნა იმ უზარმაზარი,გავარვარებული ღუმლის ნახვამ,საიდანაც აუტანელი ყვირილი ისმოდა.სწორედ ამ ღუმელიდან გამოიყვანა ანგელოზმა ალმოდებული ადამიანი.იგი მთლიანად დანახშირებული იყო,გარედან შეკრული იყო ჯაჭვებით.ანგელოზი შეეხო ჯაჭვს და სულს მაშინვე მოსცილდა იგი,ხოლო,როცა სხეულს შეეხო,ადამიანის სხეულს მოსცილდა დამწვრობა.მაშინ ანგელოზმა ჩააცვა მას თეთრი სამოსი და სხეულიც გაბრწყინდა ციური ნათელით,კაცმა ჰკითხა ანგელოზს: - როგორ მოხდა ამ ადამიანის ფერიცვალება? ანგელოზმა უთხრა: - ეს კაცი წელიწადში ორჯერ თუ შემოივლიდა ეკლესიაში,მარხვებსაც ინახავდა,მაგრამ ყოველთვის არა, ჯვარს არ ატარებდა,დილისა და საღამოს ლოცვებს არ კითხულობდა,აღსარებისას ცოდვებს არ ინანიებდა,მისი სიტყვა და საქმე ყოველთვის დაშორებული იყო ერთმანეთისაგან.აღსარების დროსაც განიკითხავდა სხვას და ისე მოკვდა ცოდვებიც ვერ მოინანია.როგორც ხედავ,დაიმსახურა ასეთი სასჯელი.მაგრამ მისი ნათესავები,რომლებიც ჭეშმარიტი მართლმადიდებლები არიან,მისი სიკვდილის შემდეგ ლოცულობდნენ.მასზე გაძლიერებით ყოველთვის მიჰქონდათ სეფისკვერი ლიტურგიის დროს,უხდიდნენ პანაშვიდებს,კითხულობდნენ ფსალმუნებს,გასცემდნენ მოწყალებას და აი,საეკლესიო ლოცვების შემწეობით ღმერთმა გამომგზავნა მისი სულის ჯოჯოხეთისაგან დასახსნელად.შენც ეს ტანჯვა გელის,თუ ასეთ ცხოვრებას გააგრძელებ. კაცმა იმ დღიდან იწამა ღმერთი და მერე ბერადაც კი აღიკვეცა.ჩვენ,მიწაზე მცხოვრებთ,არ უნდა დაგვავიწყდეს ასეთი მაგალითები.სანამ დროა უნდა შევეცადოთ განწმენდას.შესაძლოა ისე მოხდეს,რომ ჩვენთვის უკვე ვეღარავინ შეძლოს ლოცვა.ამიტომ ჩვენვე უნდა ვიხსნათ ჩვენი თავი ჯოჯოხეთისაგან." -------------------- "Happiness only real when shared."
|
| ზებედე |
Jun 4 2007, 03:26 AM
პოსტი
#3
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
მადლობ... ახლა ერთ-ერთი მართლმადიდებლური წიგნიდან დავწერ იმაზე,რაზედაც ზემოთ ვსაუბრობდით. "მიცვალებულები სასმელით არ უნდა მოვიხსენიოთ.მათი მოხსენიება მხოლოდ ლოცვით შეიძლება. ჯერ ერთი საინტერესოა მაგ "მართლმადიდებლურ წიგნს" რა ქვია, მეორეც, ვერ ვხვდები რატომ არ უნდა მოვიხსენოთ მიცვალებულები სასმელით? სუფრაზე სასმელით მიცვალებულთა მოხსენიება დიდი ხნის ტრადიციაა და ამაში არაქრისტიანული არაფერია, მით უმეტეს ამას არც პატრიარქი გვიკრძალავს, და მღვდლებიც ამბობენ სუფრაზე მიცვალებულთა ხსოვნას.... მიცვალებულს ხომ არ შეუძლია ილოცოს თავისი სულის გადასარჩენად.ამიტომ ის სასოებით ელის ჩვენს ლოცვას.განსაკუთრებით საჭიროა ჩვენი ლოცვები გარდაცვალებიდან 40 დღის განმავლობაში.როგორც ვიცით,სწორედ ამ პერიოდში გაივლის იგი იმ სამსჯავროს საზვერეებს,სადაც ხდება მისი ცოდვების განხილვა.თუ ამ ხნის მანძილზე მასზე ვილოცებთ,ეს დაეხმარება მის სულს,თავი დააღწიოს ჯოჯოხეთს. იმ ქვეყნად არ არსებობს დრო-საათი, დღები, თვეები და წლები, იქ მარადიულია ყველაფერი... 40 დღე სიმბოლურად არის დაკავშირებული მაცხოვრის ამაღლებასთან, ხოლო სულს რამდენი "დრო" სჭირდება სამსჯავროსთვის ეს იცის ვინმემ? წმინდა სერაფიმესათვის ერთ ათონელ ბერს ასეთი ამბავი მოუყოლია: ბერი თურმე ადრე ძალიან ცუდ ცხოვრებას ეწეოდა.ერთხელ მას გამოეცხადა ანგელოზი და ჯოჯოხეთში წაიყვანა. რატომ არ არის დაზუსტებული, ანგელოზი კეთილი იყო თუ ბოროტი? და საინტერესოა, როგორ ჩაიყვანა ანგელოზმა ადამიანი ჯოჯოხეთში, სულით თუ ხორციელად? ხორციელად ვერ ჩაიყვანდა, და თუ სულით, ესეიგი მომკვდარა და გაცოცხლებულა იქ მან ნახა ყველა ის საშინელება,რაც ჯოჯოხეთში ხდებოდა.განსაკუთრებით შეაძრწუნა იმ უზარმაზარი,გავარვარებული ღუმლის ნახვამ,საიდანაც აუტანელი ყვირილი ისმოდა.სწორედ ამ ღუმელიდან გამოიყვანა ანგელოზმა ალმოდებული ადამიანი.იგი მთლიანად დანახშირებული იყო,გარედან შეკრული იყო ჯაჭვებით.ანგელოზი შეეხო ჯაჭვს და სულს მაშინვე მოსცილდა იგი,ხოლო,როცა სხეულს შეეხო,ადამიანის სხეულს მოსცილდა დამწვრობა. როგორც ჩანს ეს ანგელოზი "კეთილია", მაგრამ ეკლესია სად გვასწავლის რომ კეთილი ანგელოზები ჩადიან ჯოჯოხეთში სულების გადასარჩენად? ანგელოზი შეეხო ჯაჭვს და სულს მაშინვე მოსცილდა იგი,ხოლო,როცა სხეულს შეეხო,ადამიანის სხეულს მოსცილდა დამწვრობა. ვერ გავიგე, სხეულს რა უნდა ჯოჯოხეთში? როგორ მოსცილდა ადამიანის სხეულს დამწვრობა, როცა იმ ქვეყნად მხოლოდ სულია და არა სხეული? მაშინ ანგელოზმა ჩააცვა მას თეთრი სამოსი და სხეულიც გაბრწყინდა ციური ნათელით,კაცმა ჰკითხა ანგელოზს: - როგორ მოხდა ამ ადამიანის ფერიცვალება? ანგელოზმა უთხრა: - ეს კაცი წელიწადში ორჯერ თუ შემოივლიდა ეკლესიაში,მარხვებსაც ინახავდა,მაგრამ ყოველთვის არა, ჯვარს არ ატარებდა,დილისა და საღამოს ლოცვებს არ კითხულობდა,აღსარებისას ცოდვებს არ ინანიებდა,მისი სიტყვა და საქმე ყოველთვის დაშორებული იყო ერთმანეთისაგან.აღსარების დროსაც განიკითხავდა სხვას და ისე მოკვდა ცოდვებიც ვერ მოინანია.როგორც ხედავ,დაიმსახურა ასეთი სასჯელი.მაგრამ მისი ნათესავები,რომლებიც ჭეშმარიტი მართლმადიდებლები არიან,მისი სიკვდილის შემდეგ ლოცულობდნენ.მასზე გაძლიერებით ყოველთვის მიჰქონდათ სეფისკვერი ლიტურგიის დროს,უხდიდნენ პანაშვიდებს,კითხულობდნენ ფსალმუნებს,გასცემდნენ მოწყალებას და აი,საეკლესიო ლოცვების შემწეობით ღმერთმა გამომგზავნა მისი სულის ჯოჯოხეთისაგან დასახსნელად.შენც ეს ტანჯვა გელის,თუ ასეთ ცხოვრებას გააგრძელებ. ისევ სხეული, და თანაც ჯოჯოხეთში გაბრწყინდა ციური ნათელით? თან გაუგებარია, ცეცხლის გავარვარებული ღუმლიდან როგორ "ადვილად ცხონდა" ადამიანი, როცა საეკლესიო სწავლებით ვიცით რომ ასეთ სატანჯველებში მოხვედრილ სულს ლოცვის შედეგად ტანჯვა შედარებით უმსუბუქდება, და ასე იოლად არ ხდება ცხონება გავარვარებული ღუმლებიდან თუ ქვაბებიდან... ჩვენ,მიწაზე მცხოვრებთ,არ უნდა დაგვავიწყდეს ასეთი მაგალითები. ჩვენ, მიწაზე მცხოვრებმა ხალხმა დროა დავწვათ და გავანადგუროთ ასეთი ფსევდო სასწაულ-ზღაპრები! -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
ilia_7 რა არის ჯოჯოხეთი May 2 2007, 10:45 PM
miss_kartveli ღმერთმა ადამიანს უ... May 2 2007, 10:48 PM
makuna7474 ცოტა რთული თემაა დ... May 2 2007, 10:54 PM
მარიამი მე მაქვს კარგი წიგ... May 2 2007, 11:04 PM
ilia_7
აქდან ადამიანები ... May 2 2007, 11:12 PM
ეკუმენისტი
აქდან ადამიანები ... May 2 2007, 11:40 PM
დათიკო makuna7474
მოძღვრის გარე... May 2 2007, 11:42 PM
ilia_7
მოწყალებას გაცემე... May 2 2007, 11:58 PM
ai gogoo მე იმას გავიმეორებ... May 3 2007, 12:23 AM
ალექსანდრე ilia_7
როგორც ყოველთვ... May 3 2007, 12:40 AM
KAIROS http://church.ge/index.php?showtopic=1558&...t=0... May 3 2007, 12:58 AM
მეხელი შეკითხვები მაქვს. ... May 3 2007, 11:17 AM
KAIROS მეხელი,
აჯობებს ბო... May 3 2007, 12:01 PM
KAIROS დამხმარე ლიტერატუ... May 3 2007, 12:38 PM
Dulos
თავად გჯერავს, რო... May 3 2007, 02:39 PM
orthodox_82
თავად გჯერავს, რომ ... May 3 2007, 05:24 PM
afxazi Dulos
შენ არ გჯერა? May 3 2007, 02:53 PM
მეხელი KAIROS, მადლობას გიხდი... May 3 2007, 03:48 PM
lado s
შეგახსენებთ, რომ ს... May 3 2007, 05:54 PM
მეხელი
რაც შეეხება წმ. გრ... May 4 2007, 01:29 PM
marita26 მეც მწამს რომ შეიძ... May 3 2007, 05:49 PM
sofi89
მე პირადად ნამდვი... May 3 2007, 06:51 PM
ai gogoo
ai gogoo
ე.ი. შენი მოძღვ... May 3 2007, 09:50 PM
marita26 sofi89
მეც მსმენია მაგ ... May 3 2007, 08:08 PM
ilia_7
როგერ შეილება მივ... May 3 2007, 09:21 PM
marita26 ilia_7
მერე შეიძლება ს... May 3 2007, 09:30 PM
ilia_7
ანუ ადამიანის ლოც... May 3 2007, 09:44 PM
marita26 ilia_7
არა მარტო ლოცვი... May 3 2007, 09:45 PM
ilia_7
მე იმის მჯერა რომ მ... May 3 2007, 09:49 PM
marita26 ilia_7
რათქმაუნდა უფლი... May 3 2007, 09:52 PM
adamis_nekni რავიცი, ჯოჯოხეთი ა... May 3 2007, 09:53 PM
ilia_7 KAIROS
ჯოჯოხეთში ადამ... May 3 2007, 09:56 PM
ეკუმენისტი
KAIROS
ჯოჯოხეთში ადამ... May 3 2007, 09:58 PM
მხევალი ნინო sofi89
ეს ცოტა კითხვი... May 4 2007, 01:39 PM
Dulos
მე არ მჯერა. არც ბი... May 4 2007, 04:22 PM
ეკუმენისტი
მე არ მჯერა. არც ბი... May 4 2007, 07:03 PM
marita26 Dulos
აბა რატომ მოგვიწ... May 4 2007, 04:24 PM
მხევალი ნინო Dulos
????????????????????? ბევრზე ... May 4 2007, 04:32 PM
sofi89
ილია, რა თქმა უნდა, ... May 4 2007, 07:11 PM
ეკუმენისტი [center]ჯოჯოხეთური სატ... May 4 2007, 07:13 PM
ილია ეკუმენისტი
მადლობ... May 5 2007, 08:24 PM
KAIROS
ნინოს გაუმარჯოს,
... May 5 2007, 08:56 PM
ეკუმენისტი
ცხონება სულის მდგ... May 5 2007, 10:47 PM
KAIROS
ვერა, მაგრამ ის მხ... May 6 2007, 11:37 AM
ეკუმენისტი
ჩვენი არცერთი გულ... May 6 2007, 02:02 PM
KAIROS
რათქმაუნდა, ასწავ... May 6 2007, 05:56 PM
ზურა KAIROS
კარგი გამარჯობა... May 13 2007, 03:09 PM
ილია ხო საინტერესო საკ... May 13 2007, 03:41 PM
დათიკო ზურა
როგორ მოგვანა... May 13 2007, 07:35 PM
ზურა ღმერთმა გაგიმარჯო... May 13 2007, 08:58 PM
დათიკო ზურა
:მპუა:
"მოკვ... May 13 2007, 09:26 PM
KAIROS
გაგვიხარდა შენი გ... May 13 2007, 11:42 PM
ზურა ღმერთმა გადლოცოთ :)
... May 15 2007, 07:06 PM
Iona
ჯოჯოხეთი?... ნამყოფ... May 14 2007, 12:12 AM
ეკუმენისტი
ჯოჯოხეთი?... ნამყოფ... May 14 2007, 12:26 AM
ekusia ჯოჯოხეთი ერთადერთ... May 14 2007, 12:21 AM
ნათია ჯოჯოხეთი - ეს არის ა... May 14 2007, 12:55 AM
sofi89
:კი: არ უნდა დაგვავ... May 14 2007, 06:34 PM
KAIROS
მგონი გავეცი პასუ... May 14 2007, 07:17 PM
Iona
სრულიად ვერა მაგრ... May 14 2007, 08:38 PM
ეკუმენისტი
მადლობ...
ახლა ერთ-ე... Jun 4 2007, 10:20 PM
inkvizitor კეთილო ხალხო!
დეი... Jun 5 2007, 10:52 AM
sofi89 წიგნს ჰქვია "ჩევნ... Jun 9 2007, 08:15 PM
sofi89
ეს შეიძლება პირობ... Jun 9 2007, 09:22 PM
KAIROS
სოფი შეეშვი ამ ზღ... Jun 9 2007, 09:41 PM
sofi89
ok,არც მე მინდა მაგა... Jun 10 2007, 07:12 PM
inkvizitor ვისაც გგონიათ რომ ... Jun 10 2007, 08:47 PM
KAIROS
ხუმრობდი მეგონა, ა... Jun 10 2007, 09:00 PM
death ჯოჯოხეთის მდებარე... Jun 10 2007, 10:43 PM
KAIROS
:D მაგარია :D
გაგვიმ... Jun 10 2007, 10:58 PM
death
:D მაგარია :D
გაგვიმ... Jun 11 2007, 12:05 AM
KAIROS
ეჰეჰე,საღოლ!
ესეც... Jun 11 2007, 12:02 PM
death
ეჰეჰე,საღოლ!
ესეც... Jun 12 2007, 07:09 PM
sofi89
შეგეშალა,სვანი არ ... Jun 11 2007, 02:30 PM
shota1 ჩემი აზრით ჯოჯოხეთ... Jun 11 2007, 05:10 PM
agmsarebeli ჯოჯოხეთი მარადიულ... Jun 15 2007, 01:46 PM
ზებედე
ან კიდევ ისეთი კატ... Jun 15 2007, 06:13 PM
agmsarebeli [განსაწმენდელი რა ... Jun 17 2007, 07:06 PM
ზებედე
[განსაწმენდელი რა ... Jun 17 2007, 10:11 PM
agmsarebeli [რა დავწერე და თუ მი... Jun 17 2007, 10:26 PM
ზებედე
[რა დავწერე და თუ მ... Jun 17 2007, 10:47 PM
agmsarebeli [შეწყალებულ იქნები... Jun 18 2007, 05:41 PM
afxazi agmsarebeli
განსაწმედელს ... Jun 15 2007, 04:44 PM
ალექსანდრე ვინმეს შეუძლია გამ... Jun 15 2007, 06:21 PM
ზებედე
ვინმეს შეუძლია გა... Jun 16 2007, 04:55 PM
KAIROS
პასუხს მაგ კითხვა... Jun 16 2007, 09:01 PM
death
მაშინ სადაა აბრაა... Jun 16 2007, 11:08 PM
ზებედე
აბრამმა ბინა გაყი... Jun 17 2007, 12:06 AM
death
მოგიტევოს უფალმა...... Jun 17 2007, 12:17 AM
ზებედე
ვახ კაცო, მოდი მაში... Jun 17 2007, 12:30 AM
death
რა უაზრო შედარება... Jun 17 2007, 12:41 AM
ზებედე
აბრამის წიაღი არ ი... Jun 17 2007, 12:55 AM
death ზებედე როგორ ჩანს, ... Jun 18 2007, 06:24 PM
ალექსანდრე KAIROS
ეს ყველაფერი კა... Jun 16 2007, 11:37 PM
KAIROS აბრამიის წიაღის არ... Jun 17 2007, 11:30 AM
Sotiris ამ პოლემიკაში ჩართ... Jun 18 2007, 05:30 PM
KAIROS
მოდი ახლა ალექსან... Jun 17 2007, 11:43 AM
KAIROS სოტირისს, აშკარად ... Jun 18 2007, 06:17 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th December 2025 - 03:59 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი