მასწავლებელი და მოსწავლე, ძალადობა სკოლებში. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მასწავლებელი და მოსწავლე, ძალადობა სკოლებში. |
ილია |
Jun 1 2007, 10:33 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 903 რეგისტრ.: 29-March 07 წევრი № 1,525 |
დღეს წინ წამოიწია საზოგადოებაში ამ საკითხმა მასწავლებლის და მოსწავლის ურთერთობამ, მოგეხსენებათ გგავრცელდდა კადრები თუ როგორ სცემდა მასწავლებელი მოსწავლეს.
ეს პრობლემა დიდი ხანია დგას მე რაც მახსოვს და კიდე წინათაობებსაც სულ იყო ძალადობა მოსწავლეებზე.. ცემენ სიტყვერ შეურაწყოფას აყენბენ და ასე შემდეგ. როგორი უნდა იყოს მასწავლებელის და მოსწავლის ურთიერთობა? და რას ფიქრობთ ამ ფაქტებზე? ჩემი აზრით ყოვლად მიუღებელია ბავშვზე ძალადობა და ესეთი მასწავლებლები უნდა განთავისუფლდნენ. -------------------- უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული
|
ulvashi |
Jun 4 2007, 02:49 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 439 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: guria, ozurgeti წევრი № 688 |
1. დისციპლინა
სკოლაში დისციპლინა ბევრს ნიშნავს. მაგრამ ეს შეუძლებელია შინაგანაწესის გარეშე. შინაგანაწესი ისეთივეა სკოლისთვის, როგორც კონსტიტუცია სახელმწიფოსთვის. მასში უნდა განისაზღვროს მოსწავლი და მასწავლებლის უფლება მოვალეობები. რა ჩაითვლება დარღვევად და შესაბამისი სასჯელები. ეს ბევრ სკოლაში არაა მიღებული, რაც ართულებს იმის დადგენას, რისი კეთება შეუძლია და რა არ შეუძლია ბავშვს. ამასთან უნდა იყო დისციპლინური საბჭო, რომელიც განიხილავს ამ დავებს. ეს არის "ზოგადი განათლების შესახებ" კანონის მოთხოვნა, რომელიც არ სრულდება 2. კონფლიქტები ამის ერთ-ერთი მიზეზი ქუჩური და ძველბიჭური მენტალიტეტია, მაგრამ რატომ ისწრაფვის აქეთ მოსწავლე? ხშირად იმიტომ, რომ მას არ აქვს სხვა გზა. ანუ სკოლაში არ არის კონფლიქტების მოგვარების სამართლიანი მექანიზმები (იგივე დისციპლინური საბჭო). სკოლებში ჯერ კიდევ მძლავრადაა კორუფცია (თქვენ შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მე მარტო თბილისიდან გამომდინარე არ ვსაუბრობ და ეს ასეა ყველა პერიფერიაში). შესაბამისად, მოსწავლე, რომელიც ხედავს უსამართლობას, მიმართავს ერთადერთ "სამართლიან" სამყაროს. განსაკუთრებით ძლიერია ქურდული რომანტიკა რეგიონებში. მასწავლებლების კვალიფიკაცია კონფლიქტების რეგულირების მხრივ საშინლად დაბალია. 3. ფსიქოლოგი სკოლებში არ არიან ფსიქოლოგები, არადა ეს კანონის მოთხოვნაა და თან უწმინდესმაც აღნიშნა ერთ-ერთ ეპისტოლეში ფსიქოლოგების აუცილებლობის შესახებ. 4. ელიტურობა აქ კარგად ითქვა გლდანის და 53-ე სკოლის მაგალითი და ეს არის პრობლემა. სოფლის მოსახლეს შვილი ქალაქში მიყავს, ქალაქისას პრესტიჟულ სკოლაში და ასე შემდეგ. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ მოსახლეობის ცნობიერების საკითხი. ამას ხელს უწყობს სახელმწიფო. დააკვირდით, რომელი სკოლები შეკეთდა იაკობ გოგებაშვილის პროექტით? პრეზიდენტმა ოფიციალურად თქვა, რომ მომავალ წელს თბილისის ყველა (200-მდეა) და რაიონული ცენტრების მნიშვნელოვანი სკოლები (სულ 100-მდე) უნდა იყოს გრემონტებული. ანუ, მაგალითად ცაგერში ყოველ წელს ერთი სკოლა შეკეთდება თბილისში 10. ეს უსამართლობა და არათანაბარი განაწილება ახდენს გავლენას მშობლის არჩევანზე. შეადარეთ გლდანში და ვაკეში გარემონტებული სკოლები. რაიონებშიც ე.წ. პრესტიჟული სკოლები მოხვდნენ ამ პროექტში. ამ მხრივ ხელისუფლება ბევრს სცოდავს პ.ს. დავამატებდი ჩემს აზრს იარაღის სკოლაში გავრცელებაზე, მაგრამ არ მინდა, ძალიან პოლიტიკური პოსტი გამოვიდეს, იმიტომ რომ ჩემი აზრით ეს პირდაპირ კავშირშია დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკასთან |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 03:49 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი