მიცვალებულთა სულებზე ზრუნვა, მკვდრეთით აღდგომაში მტკიცე რწმენის მქონეთ არ სჩვევიათ ჭმუნვა გარდაცვლი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მიცვალებულთა სულებზე ზრუნვა, მკვდრეთით აღდგომაში მტკიცე რწმენის მქონეთ არ სჩვევიათ ჭმუნვა გარდაცვლი |
ნათია |
Jun 2 2007, 11:43 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
გარდაცვლილი ადამიანის სულს განსაკუთრებული მზრუნველობა ესაჭიროება, რადგან სხეულის დატოვების შემდეგ იგი უძლურია რაიმე შემატოს საკუთარი ცხონების საქმეს. უძველესი დროიდანვე, მიცვალებულთათვის განსაკუთრებით ლოცულობდნენ გარდაცვალებიდან მესამე, მეცხრე და მეორმოცე დღეს. ამ კერძო დღეების გარდა, არსებობს მიცვალებულთა მოხსენიების საზოგადო დღეები: ხორციელის შაბათი, დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათები, სულთმოფენობის წინა დღე, თომას კვირის სამშაბათი. ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ მიცვალებულთა მოხსენიება ყოველთვის შესაძლებელია. ყოველი კვირის შაბათი ეკლესიის მიერ მიცვალებულთა მოხსენიების დღედაა მიჩნეული. მართლმადიდებლური ნათლობა აუცილებელი პირობაა ეკლესიის მიერ გარდაცვლილთა მოხსენიებისათვის. ეკლესიის ლოცვას უდიდესი ძალა აქვს და მას შეუძლია ადამიანის სულის ჯოჯოხეთიდან ამოყვანა. მაგრამ ეკლესია ვერ დაეხმარება ადამიანს, ვისაც არ სურდა ცხონება, ან ვისაც არაფერი გაუკეთებია ცხოვრებაში საამისოდ. "მკვდრეთით აღდგომაში მტკიცე რწმენის მქონეთ არ სჩვევიათ ჭმუნვა გარდაცვლილთათვის" დავწეროთ ვინ როგორ ვზრუნავთ გარდაცვლილთა სულებზე? P.S. რამდენადაც ვიცი, არამართლმადიდებელ გარდაცვლილთა სულების მოხსენიება ლოცვებში არ შეიძლება... -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
მაგდალინა |
Jun 4 2007, 05:32 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 924 რეგისტრ.: 15-September 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 194 |
ალექსანდრე
ციტატა მაგას ვკითხულობ მეც, ჩემთვისაც ეგრეა ცნობილი თორე პირად ლოცვებში მოხსენიებას ვინ კრძალავს. პირად ლოცვებში როდესაც მოუნათლავს ვიხსენიებთ, გამიგია, მისი ცოდვები მოგეკითხებაო და... ანუ შენს თავზე იღებ, ასე ვთქვათ იმ ადამიანის განვლილ ცხოვრებას.. არ ვიცი, სადღაც გამიგია ასეთი რამ -------------------- დიდ არს უფალი!!!
|
ალექსანდრე |
Jun 4 2007, 05:35 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
ალექსანდრე პირად ლოცვებში როდესაც მოუნათლავს ვიხსენიებთ, გამიგია, მისი ცოდვები მოგეკითხებაო და... ანუ შენს თავზე იღებ, ასე ვთქვათ იმ ადამიანის განვლილ ცხოვრებას.. არ ვიცი, სადღაც გამიგია ასეთი რამ პირად ლოცვებში მოხსენიებას არავინ გვიშლის, ლოცვა ქრისტიანული სიყვარულის გამოვლინებაა, მაგრამ აი კვეთაში მოხსენება არ შეიძლებაო ეგრე გამიგია. მოუნათლავი არ წარმოადგენს რა ეკლესიის წევრს მსახურებაში მისი მოხსენება არამგონია შეიძლებოდეს -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
კანუდოსელი |
Jun 4 2007, 05:38 PM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
პირად ლოცვებში მოხსენიებას არავინ გვიშლის, ლოცვა ქრისტიანული სიყვარულის გამოვლინებაა, მაგრამ აი კვეთაში მოხსენება არ შეიძლებაო ეგრე გამიგია. მოუნათლავი არ წარმოადგენს რა ეკლესიის წევრს მსახურებაში მისი მოხსენება არამგონია შეიძლებოდეს ლიტურგიისას იხსენიება ყოველნი მსხემნი ქალაქსა შინა,მენავენი,მოგზაურნი, ტყვეობასა შინა მყოფნი-ყოველნი და არა მართლმადიდებელნი,და არა პირად ლოცვებში მარტო არამედ ლიტურგიისას, ასევე აღმშენებელი ამა ტაძრისა, რომელიც ხშირად უბრალოდ წარმართია ან იუდეველი ან კათოლიკე -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 05:03 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი