მიცვალებულთა სულებზე ზრუნვა, მკვდრეთით აღდგომაში მტკიცე რწმენის მქონეთ არ სჩვევიათ ჭმუნვა გარდაცვლი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მიცვალებულთა სულებზე ზრუნვა, მკვდრეთით აღდგომაში მტკიცე რწმენის მქონეთ არ სჩვევიათ ჭმუნვა გარდაცვლი |
ნათია |
Jun 2 2007, 11:43 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
გარდაცვლილი ადამიანის სულს განსაკუთრებული მზრუნველობა ესაჭიროება, რადგან სხეულის დატოვების შემდეგ იგი უძლურია რაიმე შემატოს საკუთარი ცხონების საქმეს. უძველესი დროიდანვე, მიცვალებულთათვის განსაკუთრებით ლოცულობდნენ გარდაცვალებიდან მესამე, მეცხრე და მეორმოცე დღეს. ამ კერძო დღეების გარდა, არსებობს მიცვალებულთა მოხსენიების საზოგადო დღეები: ხორციელის შაბათი, დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათები, სულთმოფენობის წინა დღე, თომას კვირის სამშაბათი. ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ მიცვალებულთა მოხსენიება ყოველთვის შესაძლებელია. ყოველი კვირის შაბათი ეკლესიის მიერ მიცვალებულთა მოხსენიების დღედაა მიჩნეული. მართლმადიდებლური ნათლობა აუცილებელი პირობაა ეკლესიის მიერ გარდაცვლილთა მოხსენიებისათვის. ეკლესიის ლოცვას უდიდესი ძალა აქვს და მას შეუძლია ადამიანის სულის ჯოჯოხეთიდან ამოყვანა. მაგრამ ეკლესია ვერ დაეხმარება ადამიანს, ვისაც არ სურდა ცხონება, ან ვისაც არაფერი გაუკეთებია ცხოვრებაში საამისოდ. "მკვდრეთით აღდგომაში მტკიცე რწმენის მქონეთ არ სჩვევიათ ჭმუნვა გარდაცვლილთათვის" დავწეროთ ვინ როგორ ვზრუნავთ გარდაცვლილთა სულებზე? P.S. რამდენადაც ვიცი, არამართლმადიდებელ გარდაცვლილთა სულების მოხსენიება ლოცვებში არ შეიძლება... -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ალექსანდრე |
Jun 4 2007, 05:40 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
კანუდოსელი
ციტატა ლიტურგიისას იხსენიება ყოველნი მსხემნი ქალაქსა შინა,მენავენი,მოგზაურნი, ტყვეობასა შინა მყოფნი-ყოველნი და არა მართლმადიდებელნი,და არა პირად ლოცვებში მარტო არამედ ლიტურგიისას კაი ოღონდ შენ არ გაბრაზდე და აღარაფერს ვიტყვი -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 09:43 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი