![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
მეგობრებო,
სულ ცოტა ხნის წინ გამიჩნდა ასეთი იდეა: დაიწეროს ან შეძენილ იქნეს ხატი, რომელიც ფორუმელთა სახელზე იკურთხება და იქნება ჩვენი მფარველი. მას გადავაბრძანებთ ოჯახიდან ოჯახში, ვილოცებთ ერთად და იგი დაგვიფარავს ჩვენ იდეა გავაცანი მამა დავითს, რომელმაც გვაკურთხა და გვირჩია, რომ ეს იყოს მთავარანგელოზის ხატი აბა, გისმენთ....... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
ნაინა |
![]()
პოსტი
#2
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
მე ვერ დაგეთანხმებით ვერანაირად. არ მინდა ისეთი რამ დავწერო, რომ ვინმემ თავი შეურაცხყოფილად იგრძნოს, მაგრამ ერთს გეტყვით. ხალხნო: მჯერა, რომ ხართ მართლმადიდებელი ქრისტიანები, გწამთ უფალი მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ამ აზრში, რაღაც ისე ვერაა როგორც უნდა იყოს. მესმის რომ ეს არის მართლმადიდებლური ფორუმი, მაგრამ ყველა შემთხვევაში ესაა ინტერნეტი, ხოდა სად ინტერნეტი და სად ამ ინტერნეტის მფარველი ხატი. ერთი რაც მეტ-ნაკლებად შეიძლება შესრულდეს ისაა რომ ფორუმის პირველ გვერდზე დაიდოს მთავარანგელოზთა ხატები, თუკი მაინც და მაინც ასეთი დიდი სურვილია ამის გაკეთებისა. მე არ ვამტკიცებ რომ 100 % მართალი ვარ. ჭეშმარიტება კამათში იბადებაო ხოდა მომწერეთ და დამაჯერეთ თქვენი აზრის სისწორე.ამას მართლა გულით გეუბნებით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი მნათეს ვეთანხმები. როგორც ვხედავ არც მას მოსწონს ეს იდეა. ისე კი მნათე 16 წლის ბაღანე ხარ თუ არა ეგ არ ვიცი, მაგრამ ნეტავ ბევრი იყოს შენნაირი აზროვნების. არ გამიბრაზდეთ ოღონდ, არავის არ ვკიცხავ. ყველას თავისი აზრი აქვს, ხოდა მეც ჩემი მოსაზრება დავაფიქსირე.
-------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th July 2025 - 11:08 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი