![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ზურა |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 72 რეგისტრ.: 3-January 07 წევრი № 783 ![]() |
მშვიდობა თქვენდა!
გილოცავთ სადღესასწაულო დღეებსა და მაცხოვარის შობის მოახლოებას! მსურს აზრი გამოვხატოთ, იმ ღვთისმეტყველურ საკითხზე, რომელიც მემგონი კვლავინდებურად გადაუჭრელად რჩება თანამედროვე მართლმადიდებლური სულიერი განათლების სისტემაში. ... და რაც საკმაო ხანია საფიქრებელს მაძლევს, რადგან მოგეხსენებათ საკითხი მნიშვნელოვანია. არავითარ შემთხვევაში არ ვფიქრობ, რომ სწორედ აქ გაეცემა ამ კითხვას საბოლოო პასუხი ![]() თუმცა ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს, რომ აზრთა გაცვლას გარკვეული შედეგი მაინც მოყვება. გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ შემდეგს: - ლაპარაკია არა ცოდვაზე, არამედ ცოდვით დაზიანებულ ბუნებაზე უფალო დაგვლოცე! p.s. ... დროში შეზღუდვის გამო მიჭირს იმის თქმა, თუ რა სიხშირით მოვახერხებ გამოხმაურებას, მაგრამ აუცილებლად მოვახდენ რეაგირებას ყოველ ძირითად საკითხზე. -------------------- The God became the person, that the person became the god.
|
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა აბრამის წიაღი ეს არის რეალური ადგილი და ვინც ამას უარყოფს ის თვითონ არის ერესში დაზუსტების მხრივ... ჯოჯოხეთშია ეს ადგილი,თუკი ასეა ერესი სადღაც მაქეთ უნდა ვიკითხოთ? ციტატა რაც შეეხება ულტრაკონსერვატორების ერესს არ ვიცი რას გულისხმობ მაგრამ კონსერვატორები არიან ის ხალხი ვინც იცავს მართლმადიდებლობას ამ ბინძური ჰუმნისტურ-მოდერნისტული ნაბოდვარებისგან ჩვენთვის უცხოა ეს დამღუპველი უნივერსლიზმი რომელის შემოგდებასაც ასე გამალებით ცდილობს დასავლეთის ვაი-ქრისტიანული ელიტა კონსერვატორები და ულტრაკონსერვატორები აუცილებლად უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისაგან... შენს მიერ დახატული სურათი არარეალურია, რადგან არაა მხოლოდ კონსერვატორები ეკლესიის დამცველები, არც მხოლოდ მოდერნისტები, არც მხოლოდ ცენტრისტები, არამედ ყველა ერთად, მიუხედავად მათი გახსნილი,ჩაკეტილი და ან საშუალო პოზიციისა, ზრუნავენ ეკლესიაზე, არამედ ყველა ერთად, ხოლო ულტრათ რომლებიც და სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, არ არიან მართლმადიდებლობის მხარეს, და არ გინდა ახლა ულტრაძალების ჭეშმარიტების ერთადერთ დამცველებად გამოყვანა და გმირებად გამოჩენა. ახლა თემას არ გადავუხვიოთ... თუმც ვატყობ კარელინით გინდა შორს წახვიდე, ახლა კარელინზე პასუხი აქვს დაწერილი და მოკლედ შეეშვი ანუ როგორც კანუდოსელი იტყვის:" გ ა ი ტ ა ნ ე თ კ ა რ ე ლ ი ნ ი " და დროებით, იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
death |
![]()
პოსტი
#3
|
![]() A P O L O G I S T ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 ![]() |
დაზუსტების მხრივ... ჯოჯოხეთშია ეს ადგილი,თუკი ასეა ერესი სადღაც მაქეთ უნდა ვიკითხოთ? კონსერვატორები და ულტრაკონსერვატორები აუცილებლად უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისაგან... შენს მიერ დახატული სურათი არარეალურია, რადგან არაა მხოლოდ კონსერვატორები ეკლესიის დამცველები, არც მხოლოდ მოდერნისტები, არც მხოლოდ ცენტრისტები, არამედ ყველა ერთად, მიუხედავად მათი გახსნილი,ჩაკეტილი და ან საშუალო პოზიციისა, ზრუნავენ ეკლესიაზე, არამედ ყველა ერთად, ხოლო ულტრათ რომლებიც და სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, არ არიან მართლმადიდებლობის მხარეს, და არ გინდა ახლა ულტრაძალების ჭეშმარიტების ერთადერთ დამცველებად გამოყვანა და გმირებად გამოჩენა. როგორც თქვი "ახლა თემას არ გადავუხვიოთ..." ამიტომ არაფერს დავწერ ![]() ადამიანი სტატიკური მადლის ცნებას რომ შემოიღებს, ის ნამდვილად აზზე არაა ღვთისმეტყველების...ასე, რომ იკითხეთ ჭეშმარიტი თეოლოგები: გრიგორ ნოსელი, ბასილი დიდი, გრიგორ პალამა და მრავალი მრავალი სხვა, და არა ეს ვითომ ძალიან განათლებული სინამდვილეში კი ფსევდო თოლოგები, რომელნიც სიძულვილის გამართლებისთვის თეოლოგიასსაც ამახინჯებენ თუ ვინმეს მოხვდა, ცივი წყალი და იმის ჯანი ![]() ისე რაღაც მეეჭვება, რომ დამისახელო ღვთისმეტყველებაში ასე თუ ისე ჩახედული კონსერვატორი მართლმადიდებელი რომელიც გეტყვის რომ კარელინს ვკითხულობ და შენს მიერ ჩამოთვლილ წმინდა მამებს არაო. მითუმეტეს გრიგოლ პალამას ჩემს საყვარელ თეოლოგს. რაც შეეხება ბასილი დიდს, წაიკითხე (თუ არ გაქვს წაკითხული) მისი 13 საუბარი და მერე ოსიპოვის მსჯელობები ნათლობაზე და მიხვდები ვინ არის ერეტიკოსი ![]() ციტატა თუმც ვატყობ კარელინით გინდა შორს წახვიდე, ახლა კარელინზე პასუხი აქვს დაწერილი და მოკლედ შეეშვი ანუ როგორც კანუდოსელი იტყვის:" გ ა ი ტ ა ნ ე თ კ ა რ ე ლ ი ნ ი " "ტოჟე მნე თეოლოგი, კაიროსის არაპირდაპირ თხოვნას ვაკმაყოფილებ და ვამბობ: გაიტანეთ კარელინი ![]() ![]() იოანე ოქროპირი, გრიგოლ პალამა, ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი და სხვანი უფრო არიან ჩემი მოძღვრები ვიდრე კარელინი და ლაზარე. რაც შეეხება სქიზმას აქ არ მოვყვები კარელინის დაცვას მაგრამ აი გატანას რაც შეეხება ოსიპვს რაღა ვუყოთ, თავისი ერეტიკული მსჯელობებით? ისედა თქვენც ერესში ხომ არ ხართ? ![]() -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 11:27 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი