მასწავლებელი და მოსწავლე, ძალადობა სკოლებში. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მასწავლებელი და მოსწავლე, ძალადობა სკოლებში. |
ილია |
Jun 1 2007, 10:33 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 903 რეგისტრ.: 29-March 07 წევრი № 1,525 |
დღეს წინ წამოიწია საზოგადოებაში ამ საკითხმა მასწავლებლის და მოსწავლის ურთერთობამ, მოგეხსენებათ გგავრცელდდა კადრები თუ როგორ სცემდა მასწავლებელი მოსწავლეს.
ეს პრობლემა დიდი ხანია დგას მე რაც მახსოვს და კიდე წინათაობებსაც სულ იყო ძალადობა მოსწავლეებზე.. ცემენ სიტყვერ შეურაწყოფას აყენბენ და ასე შემდეგ. როგორი უნდა იყოს მასწავლებელის და მოსწავლის ურთიერთობა? და რას ფიქრობთ ამ ფაქტებზე? ჩემი აზრით ყოვლად მიუღებელია ბავშვზე ძალადობა და ესეთი მასწავლებლები უნდა განთავისუფლდნენ. -------------------- უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული
|
ნაინა |
Jun 4 2007, 11:59 PM
პოსტი
#2
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
მასწავლებლობა ეს მხოლოდ პროფესიის მიღებით და რომელიმე კონკრეტული საგნის ცოდნით არ შემოიფარგლება. მასწავლებლობა, ანუ აღმზრდელობა თავად პიროვნებაში, მის სულში ღრმად უნდა იდოს. ნებისმიერი პედაგოგი ვალდებულია პირადი პრობლემები სკოლის ზღურბლთან დასტოვოს და უარყოფითი ემოცია არ მიიტანოს ბავშვამდე. ასევე ბავშვი ვალდებულია უფროსისადმი და თავისი თანატოლებისადმი პატივისცემით მიდიოდეს სკოლაში. ამაში დიდი როლი თავად მასწავლებელმა და ოჯახმა უნდა ითამაშოს. იმიტომ ჰქვია ბავშვს ბავშვი რომ მისი სული, მისი ფსიქიკა ჯერ ბოლომდე არაა ჩამოყალიბებული. მოსწავლე არაა ვალდებული გაკვეთილებზე ისმინოს, რომ მის პედაგოგს ოჯახში ბევრი პრობლემა მოუგვარებელი აქვს. და ასევე საკმაოდ ხშირია შემთხვევა როცა მასწავლებელი აცხადებს კლასში, რომ მას ამ საქმისთვის კაპიკებს უხდიან და ის სულაც არაა ვალდებული ამ მიზერული თანხის გამო თავი იმტვრიოს იმაზე ფიქრით თუ რა ადამიანი გამოვა მისი მოსწავლისაგან. პირველ რიგში აღმზრდელსა და აღსაზრდელს შორის ურთიერთ პატივისცემა, სულიერი სითბო და სიახლოვე უნდა იყოს. ბავშვიც პიროვნებაა ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი, ამიტომ მასწავლებელი ვალდებულია უხეშობით არ დაუმახინჯოს სულის რაღაც სულ უნცირესი ნაწილიც კი. ზოგიერთი ადამიანი, თუნდაც პროფესიით მასწავლებელი, აღმზრდელად ვერ გამოდგება. არა ვარ საქართველოში და თქვენ რომელ კონკრეტულ შემთხვევაზე საუბრობდით ეგ არ ვიცი, მაგრამ ბავშვის პედაგოგის მიმართ უპატივცემულობაში დიდი წვლილი მიუძღვის როგორც ოჯახს ასევე თავად იმ მასწავლებელს. თუ დაინტერესდებით ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებსაც დაგიწერთ.
-------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 06:11 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი