![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
სალომე |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() სალომე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მემატიანე პოსტები: 2,068 რეგისტრ.: 3-August 06 წევრი № 38 ![]() |
აქ დავდოთ ისეთი ტაძრების ფოტოები, რომლებიც არამოქმედია, ძნელადმისადგომ ადგილებშია და არ არის ცნობილი ხალხისთვის...
![]() ამ თემას გავხსნი ტაძრით, რომელიც ჩემს სოფელშია.... ეს ტაძრის აღმოსავლეთ მხარეა... ბაზილიკა სავარაუდოდ XI საუკუნისაა, დარბაზი XIX საუკუნის....... |
![]() ![]() |
di_onise |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,377 რეგისტრ.: 4-May 07 წევრი № 1,836 ![]() |
მართალია ეკლესია მონასტერი არაა, მაგრამ მაინც გეტყვით ორიოდე სიტყვას
![]() ბირთვისები ციხესიმაგრე ისტორიულ ქვემო ქართლში. ეკუთვნის თეთრიწყაროს რაიონს. დაახლოებით აქ ![]() ამ ციხესიმაგრეზე ცნობები მოიპოვება XI საულუნიდან და იგი ითვლება ერთ-ერთ აუღებელ ციხედ. ციხემდე ფეხით უნდა მივიდეთ. სავალი დაახლოებით ერთი საათისაა. თავიდან აღმართს მიუყვები, გვერდებზე კი ულამაზესი სანახაობა იშლება ![]() ![]() ![]() ხოლო ასე სამი მეოთხედის გავლის შემდეგ იწყება დაღმართი. ამ კლდეებსშუა უნდა გაიაროთ, თუ ციხემდე მისვლა გინდათ ![]() ![]() პ.ს აუღებელი იქნებოდა აბა ასეთ ვიწროში ერთი კაცი ძლივს ეტევა და რომელი ჯარი გაივლიდა?!! თანაც ციხესიმაგრემდე მისასვლელად ეს ერთადერთი გზაა. შემდეგ ჩავდივართ ხეობაში რომელიც უზარმაზარი ლოდებითაა გარსშემორტყმული. ![]() ![]() ![]() ![]() როგორც მითხრეს ამ ხეობიდან ნახევარი საათის სავალზეაო მთავარი ციხე, მაგრამ დრო აღარ მქონდა და ვერ ვნახე დაბლა წყაროცაა რომელიც ისე ცივი იყო, რომ ერთი ბოთლი ვერ გავავსე წყლით ![]() ![]() მე სულ რამდენიმე საათით ვიყავი იქ. ისე ხალხი კარვებით მიდის ორი ან სამდღიან ლაშქრობებში. მერწმუნეთ ულამაზესი ადგილია. თუ ვინმეს წასვლის სურვილი გაუჩნდება დაგეხმარებით, ხოლო თუ წასვლას 14 ივლისის მერე დააპირებთ წამოვალ კი არა გამოვფრინდები ![]() ![]() |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th July 2025 - 10:20 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი