![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
სალომე |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() სალომე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მემატიანე პოსტები: 2,068 რეგისტრ.: 3-August 06 წევრი № 38 ![]() |
აქ დავდოთ ისეთი ტაძრების ფოტოები, რომლებიც არამოქმედია, ძნელადმისადგომ ადგილებშია და არ არის ცნობილი ხალხისთვის...
![]() ამ თემას გავხსნი ტაძრით, რომელიც ჩემს სოფელშია.... ეს ტაძრის აღმოსავლეთ მხარეა... ბაზილიკა სავარაუდოდ XI საუკუნისაა, დარბაზი XIX საუკუნის....... |
![]() ![]() |
piligrimi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() piligrimi ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,496 რეგისტრ.: 6-March 07 მდებარ.: saqartvelo წევრი № 1,278 ![]() |
ხო ბირთვისები ჩემი ერთერთი უსაყვარლესი ადგილი საქართველოში
მართლაც გზას რომ მიუყვები ხეობაში ჩასვლის შემდეგ თითქოს სხვა სამყაროში ინაცვლებო, სხვა ბუნებაში ძალიან მაგარია მოდი ეხლა რამოდენიმე ცნობას დავაზუსტებ, თუ არ მიწყენ ციტატა ამ ციხესიმაგრეზე ცნობები მოიპოვება XI საულუნიდან და იგი ითვლება ერთ-ერთ აუღებელ ციხედ. ზოგადად შენ რა სურათებიც დადე ეს არის ბირთვისების ხეობა რომელიც თავისთავდ არის გასასვლელი გზა, ხოლო თავად ციხის კომპლექსები იყო ამ ხეობის თავზე მიუვალ კლდეებზე და იგი შეუპოვარას სახელით არის ცნობილი, თავისი ისტორიის მანძილზე იგი ერთადერთხელ აიღეს ბრძოლით და ეს თემურ-ლენგმა მოახერხა თუ არ ვცდები მეექვსე შემოსევისას მან ამისთვის ციხის მოპირდაპირე კლდეზე ააშენა მცირე ციხესიმაგრე და იქიდან უშვებდა ლოდებს რომ მეციხოვნეებს დაძინების საშუალებაც არ ქონოდათ, შემდეგ კი საპირისპირო მხრიდან გააგზავნა სპეციალური კლდეზე მცოცავების ჯგუფი წარმოიდგინე 100 მეტრზე მაღალ კლდეზე, შენც დატწმუნდებოდი მასზე ცოცვის სირთულეზე საიდანაც მათ შეღწიეს ციხეში და დაღლილ მეციხოვნეებს იოლად გაუსწორდნენ ხოლო მეორედ ისტორიაში ეს ციხე ქართველებმა აიღეს თავად თუმცა ეს მოტყუებით მოახერხეს და ბრძოლით არა ციხიდან რომ გადმოიხედავ მთელი ხეობა ხელის გულზე გაქვს მაგარი სილამაზეა ხო კიდე ბირთვისების კლდეები ძალიან კარგი სავარჯიშოა კლდეზე ცოცვის მოყვარულთათვის ![]() ციტატა თანაც ციხესიმაგრემდე მისასვლელად ეს ერთადერთი გზაა. ხო როგორც გითხარი ეს არის ხეობა და შესაბამისად ეს ციხე ამ ხეობას აკონტროლებდა, ეს გზა არის ამ ხეობის გამოსასვლეი ფარცხისის მხრიდან, რომლითაც ამჟამად ყველა სარგებლობს მაგრამ არშებობს შესაბამისად მეორე გასასვლელიც საპირისპირო მხარეს კლდეკარის მხრიდან. შემდეგ თუ გაუყვები თეძამის ხეობას ჩახვალ რკონში სწორედ რკონი-ბირთვისების მარშუტზე მინდა წასვლა რამოდენიმე დღიანი გზა გამოდის, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერ ვიცლი ხო მაგ გზაგე მეც არ ვყოფილვარ და თეორიულად ვიცი ![]() ![]() ![]() ![]() ხო კიდევ მართლა ხეობაში არის ძველი ეკლესიის ნანგრევებიც ასე რომ თემაშიც სავსებით ჯდება ასევს ძალიან საინტერესოა ბირთვისების წყაროები, არადა ესენი წყაროებზე დიდია, საბანაოდაც გამოდგება ქვევით ძალიან გემრიელი წყალია მაგრამ ყველა მიწაში უჩინარდება შემდეგ, ხო რავი კიდევ თუ რამე გამახსენდა დავპოსტავ ყველას გირჩევთ წასვლას და ნახვას........................ -------------------- "ყოველ ადამიანში არის ის, რის გამოც შეიძლება გიყვარდეს ან გეცოდებოდეს მაინც,
ამიტომ ადვილად ნურავის გაიმეტებ" |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th July 2025 - 10:06 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი