ცხოვრებისეული საკითხები, კანონიკურ ჭრილში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ცხოვრებისეული საკითხები, კანონიკურ ჭრილში |
კანონისტი |
Oct 20 2006, 05:17 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ხშირად არის შემთხვევები, რომ წამოიჭრება ესა თუ ის საკითხი, რომელიც ერთი შეხედვით საყოფაცხოვრებოა, თუმცა მას თავისი წესი აქვს განსაზღვრული საეკლესიო კანონებით
აქ ასეთები განვიხილოთ -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
KAIROS |
Nov 11 2006, 01:44 PM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა liliana ციტატა ანუ საყოფაცხოვრება საკითხები რომლებსაც "რჯულისკანონი " პასუხობ ? დიახ კანონისტი, ახლა შენ მთლად ყველაფრის კანონებში ჩასმა არ მოინდომო, ხო იცი "შაბათია შექმნილი კაცისათვის და არა კაცი შაბათისათვის" ციტატა 1)ხატი ყოველთვის ნაკურთხი უნდა იყოს... იცით თუ არა არ ვიცი, მაგრამ "ხატის კურთხევა" მთლიანად უკანაკნელი საუკუნის უცნაურ წესს წარმოადგენს და არაფერი აქვს საერთო საერთო საეკლესიო გამოცდილებასთან, როგორც ახლა აკვირდებიან , ეს უცნაური ტრადიცია, რუმინულ ეკლესიაში დაიბადა, რათა გაერჩიათ კანონიკური ხატები კათოლიკური ნახატებისაგან, შემდეგ შევიდა რუსეთში და რუსებისგან იმ ეკლესიებში, სადაც რუსებს ჰქონდათ გავლენა, ასე მოხვდა ჩვენთან ( ჯვარზეც იგივე ისტორიაა), ამიტომაა რომ ბერძნებში საერთოდ არ ესმით რათ უნდა ხატს ( თუ ხატია) "კურთხევა" ან ჯვარს? როცა კურთხევას და მადლს აქეთ იძლევიან? მოკლედ ეს ვფიქრობდი დაგაინტერესებდათ... იხარეთ კაიროსი. -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Sotiris |
Jun 5 2007, 06:42 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
იცით თუ არა არ ვიცი, მაგრამ "ხატის კურთხევა" მთლიანად უკანაკნელი საუკუნის უცნაურ წესს წარმოადგენს და არაფერი აქვს საერთო საერთო საეკლესიო გამოცდილებასთან, როგორც ახლა აკვირდებიან , ეს უცნაური ტრადიცია, რუმინულ ეკლესიაში დაიბადა, რათა გაერჩიათ კანონიკური ხატები კათოლიკური ნახატებისაგან, შემდეგ შევიდა რუსეთში და რუსებისგან იმ ეკლესიებში, სადაც რუსებს ჰქონდათ გავლენა, ასე მოხვდა ჩვენთან ( ჯვარზეც იგივე ისტორიაა), ამიტომაა რომ ბერძნებში საერთოდ არ ესმით რათ უნდა ხატს ( თუ ხატია) "კურთხევა" ან ჯვარს? ამ ციტატის 95% არის მცდარი, და აი რატომ: 1) ხატი მართლაც არ საჭიროებს კურთხევას მეშვიდე მსოფლიო კრების სწავლების თანახმად. ხატმებრძოლთა ერთ-ერთი არგუმენტი ხატთა თაყვანისცემის წინააღმდეგ სწორედ ის იყო, ხატების კურთხევის საგანგებო ლოცვა არ არსებობდა, ხოლო ლოცვის გარეშე კი ხატმწერის მიერ დაწერილი "უბრალო საგანი" ისევ "უბრალო საგნად" დარჩება. ამაზე მეშვიდე მსოფლიო კრების მამებმა შესაფერისი პასუხი გასცეს ხატმებრძოლებს, რომელიც შეგიძლიათ აქ იხილოთ (რუსულ ენაზე). კაიროსმა მეშვიდე მსოფლიო კრების ამ სწავლების შესახებ არაფერი იცის (რად გვინდა კრებები, ღმერთი ხომ სიყვარულია ). 2) ხატის კურთხევის ტრადიცია არ გაჩენილა რუმინეთის ეკლესიაში. უკვე ა. დმიტრიევსკიმ იცოდა ერთი ისეთი ბერძნული ხელნაწერი მაინც, სადაც ხატის კურთხევის წესია შეტანილი. ესაა ათონის მთის წმ. დიონისეს მონასტერში დაცული მე-15 ს. ხელნაწერი. შესაბამისი ნაწყვეტი დმიტრიევსკის წიგნიდან შეგიძლიათ ნახოთ აქ. სულ ათამდე ასეთი ხელნაწერია ცნობილი. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ხელნაწერები ასახავენ პერიფერიულ ტრადიციას, კლასიკური კონსტანტინეპოლური კურთხევანები არ არიან. ხატის კურთხევა ხდებოდა მისთვის მირონის ცხებით და სპეციალური ლოცვის წაკითხვით. 3) რამდენადაც თავდაპირველად ბერძნები წიგნებს იტალიაში ბეჭდავდნენ, ხშირი იყო შემთხვევები მათში არამეინსტრიმული (მაგალითად სამხრეთიტალიური) წესების მოხვედრისა. ასე მოხდა ხატის კურთხევის წესის შემთხვევაშიც. მტკიცება, რომ ხატების კურთხევის წესი ბერძნულ ბეჭდურ კურთხევანებში არ არის, ამ კურთხევანების ელემენტარულ არცოდნას ამჟღავნებს. აი ერთი მაგალითი 1803 წ. კონსტანტინეპოლში მსოფლიო საპატრიარქოს მიერ გამოცემული კურთხევანისა, სადაც ეს წესი გვხვდება (იხ. გვ. 322-323). ეს წესი ახლაც არის სტანდარტულ ბერძნულ კურთხევანში (მაგ. გამომცემლობა ასტირის მიერ 1970 წ. გამოშვებულ კურთხევანში, რომელიც მე-19 ს.-ში არქიმანდრიტ სპირიდონ ზერვოსის რედაქციით გამოცემული კურთხევანის რეპრინტს წარმოადგენს). 4) მე-17 ს. შუაში კიევის მიტროპოლიტმა პეტრე მოგილამ ხატის კურთხევის წესი შეიტანა მის მიერ მიერ გამოცემულ სლავურ კურთხევანში, ოღონდ ბერძნული წესის ნაცვლად ახალი წესები შეიმუშავა მაცხოვრის, ღმრთისმშობლის, წმ. სამების და წმიდანის ხატის კურთხევისა. ლოცვები თავად მოგილამ დაწერა, ხოლო ხატისთვის მირონის ცხების ნაცვლად მისთვის წყლის პკურება შემოიღო (ეს უკანასკნელი კათოლიკური გავლენით). მოგილას კურთხევანი რუსეთში მიღებული არ იყო (მხოლოდ მალოროსიაში იყო გავრცელებული) და შესაბამისად ხატის კურთხევის ტრადიცია რუსეთში საყოველთაოდ გავრცელდა მხოლოდ მე-19 ს.-დან, როდესაც კიევში დაბეჭდილ "დამატებით კურთხევანში" გამომცემლებმა შეიტანეს ეს წესი. 5) ხატის კურთხევის მიმართ ბერძნებში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება იყო. ამ წესს მკაცრად აკრიტიკებდნენ იერუსალიმის პატრიარქი დოსითეოსი, წმ. ნიკოდიმოს მთაწმიდელი და წმ. ათანესე პაროსელი. შესაბამისი ნაწყვეტი ნიკოდიმოს მთაწმიდელის "პიდალიონიდან" შეგიძლიათ ნახოთ აქ (არ შეგვჭამეს ამ სჯულისკანონებით? ღმერთი ხომ სიყვარულია ). 6) ბერძნულ პრაქტიკაში ახლა იშვიათად თუ ვინმე აკურთხევს ხატებს. 7) ყველაზე საფუძვლიანი საღმრთისმეტყველო და ისტორიული გამოკვლევა ხატის კურთხევის წესისა ეკუთვნის ცნობილ ბერძენ ლიტურგისტს, შვედეთის მიტროპოლიტ პავლე მენევისოღლუს (მსოფლიო საპატრიარქო), რომელიც იმ უცილობელ დასკვნამდე მიდის, რომ ხატის კურთხევის წესის არსებობა შეუსაბამობაშია მეშვიდე მსოფლიო კრების სწავლებასთან ხატთა თაყვანისცემის შესახებ. სოლომონ! არ იგონებს ეგ კაცი არაფერს, ისტორია ძალიან მძიმე რამეა ხანდახან რა ქნას ახლა კაირო(ს)მ(ა), ახალი ისტორიის წიგნი დაწეროს, თუ როგორ იქნება ეგ საქმე? ქრისტიანობის კარგად გასარკვევად, ისტორიის ცოდნა ფუნდამენტური საკითხია, აი მაგი კაირო ნამდვილად იცნობს ისტორიას ძალიან კარგად...რა ვქნათ ახლა მოვკლათ კაცო ამისთვის? ზემოთქმულიდან ვფიქრობ ნათელია, რომ არც ამის დამწერა და არც კაიროსმა ლიტურგიკა არ იციან რას წერენ მაშინ ნეტა საერთოდ? კანონიკის სპეციალისტი არ ვარ ( ეგ შენ გქვია), მაგრამ ბოლო 14 წელიწადია ამ სფეროში ვარ, მოკლედ ის ვიცი ზუსტად, რომ ბერძნებს არც ქონიათ და არც აქვთ, და ისიც რომ არც ჩვენ გვქონია ადრე, ყოველშემთხვევაში, დღესდღეობით ყველა აღმოჩენილ ტიპიკონ-დავთრებში მსგავსი არაფერია... 14 წელი საკმარისი არ ყოფილა ისე ტიპიკონში რა უნდა ხატის კურთხევის წესს? აქ კიდევ ერთი საინტერესო მომენტი იკვეთება, კაიროსს არც კორნელი კეკელიძის კლასიკური ნაშრომები ჰქონია წაკითხული, თორემ იმას როგორ იტყოდა, ქართულ ხელნაწერებში ხატის კურთხევის წესი არ გვხდებაო? ნამდვილად გვხვდება. მეტიც, წესი უეჭველად ბერძნულიდან უნდა იყოს ნათარგმნი (იგივე ლოცვაა, რაც ბერძნულ კურთხევანებში, და ხატისთვის მირონის ცხების მითითებაცაა), სავარაუდოდ მე-17 ს.-ში. ახლანდელი ჩვენი წესი ხატის კურთხევისა ბერძნულისა და რუსულის ნაჯვარია: ლოცვა ბერძნულია (დავდებ კურთხევანიდან სურათს, თუ ვინმეს აინტერესებს), ხოლო წყლის პკურება კი რუსული პრაქტიკიდანაა აღებული. აი, ამაში მეც დაგემოწმები, ეს მეც ნამდვილად ვიცი კიდევ ერთი მცოდნე ახლა რა არის მთელი ამ ჩემი პოსტინგის მორალი: ფორუმზე არის ხალხი, რომელიც სიცილ-ხარხარით წერს ზღაპრებს საკმაოდ სერიოზულ საკითხებზე, თუმცა ამისთვის სათანადო კვალიფიკაცია არ გააჩნია. ერთი ის ეხერხებათ, პატივცემულ არქიმანდრიტებს ბნელები, ფანატიკოსები და მწვალებლები უძახონ. ამას არც მეცნიერებასთან აქვს საერთო რამე და არც მართლმადიდებლობასთან. პ.ს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ფორუმზე დავბრუნდი, ცდება. კანუდოსელის წასაყვანად მოვედი (მგონი წასული იყო ფორუმიდან) მოკლედ, წამობრძანდით, ბატონო პ.პ.ს. ჩემი თავი ექსპერტად არ მიმაჩნია, უბრალოდ თუ ვინმემ დმიტრიევსკიზე, კეკელიძეზე და მენევისოღლუზე უკეთ იცის ლიტურგიკა, თქვას პირდაპირ. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 10:18 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი