IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ცხოვრებისეული საკითხები, კანონიკურ ჭრილში
კანონისტი
პოსტი Oct 20 2006, 05:17 PM
პოსტი #1


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ხშირად არის შემთხვევები, რომ წამოიჭრება ესა თუ ის საკითხი, რომელიც ერთი შეხედვით საყოფაცხოვრებოა, თუმცა მას თავისი წესი აქვს განსაზღვრული საეკლესიო კანონებით

აქ ასეთები განვიხილოთ


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
KAIROS
პოსტი Nov 11 2006, 01:44 PM
პოსტი #2


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
liliana

ციტატა
ანუ საყოფაცხოვრება საკითხები რომლებსაც "რჯულისკანონი " პასუხობ ?

დიახ



კანონისტი, ახლა შენ მთლად ყველაფრის კანონებში ჩასმა არ მოინდომო, ხო იცი "შაბათია შექმნილი კაცისათვის და არა კაცი შაბათისათვის" smile.gif

ციტატა
1)ხატი ყოველთვის ნაკურთხი უნდა იყოს...


იცით თუ არა არ ვიცი, მაგრამ "ხატის კურთხევა" მთლიანად უკანაკნელი საუკუნის უცნაურ წესს წარმოადგენს და არაფერი აქვს საერთო საერთო საეკლესიო გამოცდილებასთან, როგორც ახლა აკვირდებიან , ეს უცნაური ტრადიცია, რუმინულ ეკლესიაში დაიბადა, რათა გაერჩიათ კანონიკური ხატები კათოლიკური ნახატებისაგან, შემდეგ შევიდა რუსეთში და რუსებისგან იმ ეკლესიებში, სადაც რუსებს ჰქონდათ გავლენა, ასე მოხვდა ჩვენთან ( ჯვარზეც იგივე ისტორიაა), ამიტომაა რომ ბერძნებში საერთოდ არ ესმით რათ უნდა ხატს ( თუ ხატია) "კურთხევა" ან ჯვარს? როცა კურთხევას და მადლს აქეთ იძლევიან?
მოკლედ ეს ვფიქრობდი დაგაინტერესებდათ...
იხარეთ

კაიროსი.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jun 5 2007, 06:42 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(KAIROS @ Nov 11 2006, 01:44 PM) *

იცით თუ არა არ ვიცი, მაგრამ "ხატის კურთხევა" მთლიანად უკანაკნელი საუკუნის უცნაურ წესს წარმოადგენს და არაფერი აქვს საერთო საერთო საეკლესიო გამოცდილებასთან, როგორც ახლა აკვირდებიან , ეს უცნაური ტრადიცია, რუმინულ ეკლესიაში დაიბადა, რათა გაერჩიათ კანონიკური ხატები კათოლიკური ნახატებისაგან, შემდეგ შევიდა რუსეთში და რუსებისგან იმ ეკლესიებში, სადაც რუსებს ჰქონდათ გავლენა, ასე მოხვდა ჩვენთან ( ჯვარზეც იგივე ისტორიაა), ამიტომაა რომ ბერძნებში საერთოდ არ ესმით რათ უნდა ხატს ( თუ ხატია) "კურთხევა" ან ჯვარს?


ამ ციტატის 95% არის მცდარი, და აი რატომ:

1) ხატი მართლაც არ საჭიროებს კურთხევას მეშვიდე მსოფლიო კრების სწავლების თანახმად. ხატმებრძოლთა ერთ-ერთი არგუმენტი ხატთა თაყვანისცემის წინააღმდეგ სწორედ ის იყო, ხატების კურთხევის საგანგებო ლოცვა არ არსებობდა, ხოლო ლოცვის გარეშე კი ხატმწერის მიერ დაწერილი "უბრალო საგანი" ისევ "უბრალო საგნად" დარჩება. ამაზე მეშვიდე მსოფლიო კრების მამებმა შესაფერისი პასუხი გასცეს ხატმებრძოლებს, რომელიც შეგიძლიათ აქ იხილოთ (რუსულ ენაზე). კაიროსმა მეშვიდე მსოფლიო კრების ამ სწავლების შესახებ არაფერი იცის (რად გვინდა კრებები, ღმერთი ხომ სიყვარულია biggrin.gif ).

2) ხატის კურთხევის ტრადიცია არ გაჩენილა რუმინეთის ეკლესიაში. უკვე ა. დმიტრიევსკიმ იცოდა ერთი ისეთი ბერძნული ხელნაწერი მაინც, სადაც ხატის კურთხევის წესია შეტანილი. ესაა ათონის მთის წმ. დიონისეს მონასტერში დაცული მე-15 ს. ხელნაწერი. შესაბამისი ნაწყვეტი დმიტრიევსკის წიგნიდან შეგიძლიათ ნახოთ აქ. სულ ათამდე ასეთი ხელნაწერია ცნობილი. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ხელნაწერები ასახავენ პერიფერიულ ტრადიციას, კლასიკური კონსტანტინეპოლური კურთხევანები არ არიან. ხატის კურთხევა ხდებოდა მისთვის მირონის ცხებით და სპეციალური ლოცვის წაკითხვით.

3) რამდენადაც თავდაპირველად ბერძნები წიგნებს იტალიაში ბეჭდავდნენ, ხშირი იყო შემთხვევები მათში არამეინსტრიმული (მაგალითად სამხრეთიტალიური) წესების მოხვედრისა. ასე მოხდა ხატის კურთხევის წესის შემთხვევაშიც. მტკიცება, რომ ხატების კურთხევის წესი ბერძნულ ბეჭდურ კურთხევანებში არ არის, ამ კურთხევანების ელემენტარულ არცოდნას ამჟღავნებს. აი ერთი მაგალითი 1803 წ. კონსტანტინეპოლში მსოფლიო საპატრიარქოს მიერ გამოცემული კურთხევანისა, სადაც ეს წესი გვხვდება (იხ. გვ. 322-323). ეს წესი ახლაც არის სტანდარტულ ბერძნულ კურთხევანში (მაგ. გამომცემლობა ასტირის მიერ 1970 წ. გამოშვებულ კურთხევანში, რომელიც მე-19 ს.-ში არქიმანდრიტ სპირიდონ ზერვოსის რედაქციით გამოცემული კურთხევანის რეპრინტს წარმოადგენს).

4) მე-17 ს. შუაში კიევის მიტროპოლიტმა პეტრე მოგილამ ხატის კურთხევის წესი შეიტანა მის მიერ მიერ გამოცემულ სლავურ კურთხევანში, ოღონდ ბერძნული წესის ნაცვლად ახალი წესები შეიმუშავა მაცხოვრის, ღმრთისმშობლის, წმ. სამების და წმიდანის ხატის კურთხევისა. ლოცვები თავად მოგილამ დაწერა, ხოლო ხატისთვის მირონის ცხების ნაცვლად მისთვის წყლის პკურება შემოიღო (ეს უკანასკნელი კათოლიკური გავლენით). მოგილას კურთხევანი რუსეთში მიღებული არ იყო (მხოლოდ მალოროსიაში იყო გავრცელებული) და შესაბამისად ხატის კურთხევის ტრადიცია რუსეთში საყოველთაოდ გავრცელდა მხოლოდ მე-19 ს.-დან, როდესაც კიევში დაბეჭდილ "დამატებით კურთხევანში" გამომცემლებმა შეიტანეს ეს წესი.

5) ხატის კურთხევის მიმართ ბერძნებში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება იყო. ამ წესს მკაცრად აკრიტიკებდნენ იერუსალიმის პატრიარქი დოსითეოსი, წმ. ნიკოდიმოს მთაწმიდელი და წმ. ათანესე პაროსელი. შესაბამისი ნაწყვეტი ნიკოდიმოს მთაწმიდელის "პიდალიონიდან" შეგიძლიათ ნახოთ აქ (არ შეგვჭამეს ამ სჯულისკანონებით? ღმერთი ხომ სიყვარულია biggrin.gif ).

6) ბერძნულ პრაქტიკაში ახლა იშვიათად თუ ვინმე აკურთხევს ხატებს.

7) ყველაზე საფუძვლიანი საღმრთისმეტყველო და ისტორიული გამოკვლევა ხატის კურთხევის წესისა ეკუთვნის ცნობილ ბერძენ ლიტურგისტს, შვედეთის მიტროპოლიტ პავლე მენევისოღლუს (მსოფლიო საპატრიარქო), რომელიც იმ უცილობელ დასკვნამდე მიდის, რომ ხატის კურთხევის წესის არსებობა შეუსაბამობაშია მეშვიდე მსოფლიო კრების სწავლებასთან ხატთა თაყვანისცემის შესახებ.

ციტატა(კანუდოსელი @ Nov 14 2006, 03:04 AM) *

სოლომონ! არ იგონებს ეგ კაცი არაფერს, ისტორია ძალიან მძიმე რამეა ხანდახან
რა ქნას ახლა კაირო(ს)მ(ა), ახალი ისტორიის წიგნი დაწეროს, თუ როგორ იქნება ეგ საქმე?

ქრისტიანობის კარგად გასარკვევად, ისტორიის ცოდნა ფუნდამენტური საკითხია, აი მაგი კაირო ნამდვილად იცნობს ისტორიას ძალიან კარგად...რა ვქნათ ახლა მოვკლათ კაცო ამისთვის?


ზემოთქმულიდან ვფიქრობ ნათელია, რომ არც ამის დამწერა და არც კაიროსმა ლიტურგიკა არ იციან biggrin.gif რას წერენ მაშინ ნეტა საერთოდ? biggrin.gif

ციტატა(KAIROS @ Nov 16 2006, 07:21 PM) *

კანონიკის სპეციალისტი არ ვარ ( ეგ შენ გქვია), მაგრამ ბოლო 14 წელიწადია ამ სფეროში ვარ, მოკლედ ის ვიცი ზუსტად, რომ ბერძნებს არც ქონიათ და არც აქვთ, და ისიც რომ არც ჩვენ გვქონია ადრე, ყოველშემთხვევაში, დღესდღეობით ყველა აღმოჩენილ ტიპიკონ-დავთრებში მსგავსი არაფერია...


14 წელი საკმარისი არ ყოფილა biggrin.gif ისე ტიპიკონში რა უნდა ხატის კურთხევის წესს? blink.gif აქ კიდევ ერთი საინტერესო მომენტი იკვეთება, კაიროსს არც კორნელი კეკელიძის კლასიკური ნაშრომები ჰქონია წაკითხული, თორემ იმას როგორ იტყოდა, ქართულ ხელნაწერებში ხატის კურთხევის წესი არ გვხდებაო? ნამდვილად გვხვდება. მეტიც, წესი უეჭველად ბერძნულიდან უნდა იყოს ნათარგმნი (იგივე ლოცვაა, რაც ბერძნულ კურთხევანებში, და ხატისთვის მირონის ცხების მითითებაცაა), სავარაუდოდ მე-17 ს.-ში.

ახლანდელი ჩვენი წესი ხატის კურთხევისა ბერძნულისა და რუსულის ნაჯვარია: ლოცვა ბერძნულია (დავდებ კურთხევანიდან სურათს, თუ ვინმეს აინტერესებს), ხოლო წყლის პკურება კი რუსული პრაქტიკიდანაა აღებული.

ციტატა(თამარი @ Nov 16 2006, 07:37 PM) *

აი, ამაში მეც დაგემოწმები, ეს მეც ნამდვილად ვიცი


კიდევ ერთი მცოდნე biggrin.gif

ახლა რა არის მთელი ამ ჩემი პოსტინგის მორალი: ფორუმზე არის ხალხი, რომელიც სიცილ-ხარხარით წერს ზღაპრებს საკმაოდ სერიოზულ საკითხებზე, თუმცა ამისთვის სათანადო კვალიფიკაცია არ გააჩნია. ერთი ის ეხერხებათ, პატივცემულ არქიმანდრიტებს ბნელები, ფანატიკოსები და მწვალებლები უძახონ. ამას არც მეცნიერებასთან აქვს საერთო რამე და არც მართლმადიდებლობასთან.

პ.ს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ფორუმზე დავბრუნდი, ცდება. კანუდოსელის წასაყვანად მოვედი (მგონი წასული იყო ფორუმიდან) biggrin.gif მოკლედ, წამობრძანდით, ბატონო biggrin.gif

პ.პ.ს. ჩემი თავი ექსპერტად არ მიმაჩნია, უბრალოდ თუ ვინმემ დმიტრიევსკიზე, კეკელიძეზე და მენევისოღლუზე უკეთ იცის ლიტურგიკა, თქვას პირდაპირ.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
კანონისტი   ცხოვრებისეული საკითხები   Oct 20 2006, 05:17 PM
liliana   ანუ საყოფაცხოვრებá...   Oct 20 2006, 06:18 PM
solomony   რამდენად შეესაბამá...   Oct 21 2006, 12:17 AM
mamia   რამდენად შეესაბამ...   Oct 27 2006, 09:42 PM
კანონისტი   liliana დიახ solomony ა) სასáƒ...   Oct 21 2006, 01:04 PM
-tamar-   [b]liliana სწორია. თუ არ áƒ...   Jun 4 2008, 06:36 PM
solomony   მე წავიკითხე ერთ წá...   Oct 21 2006, 10:10 PM
ნინო კობიძე   მე წავიკითხე ერთ წá...   Jun 6 2007, 02:49 PM
კანონისტი   solomony მართალია. მეც ეá...   Oct 23 2006, 11:43 AM
ალექსანდრე   ზიარების შემდეგ იáƒ...   Oct 28 2006, 03:18 AM
mamia   ზიარების შემდეგ იáƒ...   Oct 30 2006, 08:10 PM
ალექსანდრე   უკვე საღამოს, ძილა...   Oct 30 2006, 10:50 PM
solomony   მადლობთ ამომწურავá...   Oct 31 2006, 05:27 AM
ალექსანდრე   solomony წირვის ბოლოს მá...   Oct 31 2006, 05:43 AM
KAIROS   კანონისტი, ახლა შáƒ...   Nov 11 2006, 01:44 PM
mona nino   კანონისტი, ახლა შეá...   Dec 29 2006, 03:56 PM
Sotiris   იცით თუ არა არ ვიცი...   Jun 5 2007, 06:42 PM
კანუდოსელი   ახლა რა არის მთელი ...   Jun 6 2007, 02:02 PM
ალექსანდრე   KAIROS მეც ასე მაქვს გა...   Nov 11 2006, 08:38 PM
კანონისტი   KAIROS საინტერესო მოსა...   Nov 13 2006, 02:41 PM
კანუდოსელი   თქვენი მოსაზრების...   Nov 13 2006, 11:54 PM
solomony   რაღაც უცნაურ რაღაáƒ...   Nov 14 2006, 02:03 AM
კანუდოსელი   რაღაც უცნაურ რაღაáƒ...   Nov 14 2006, 03:04 AM
solomony   მე ისტორიის ცოდნა á...   Nov 14 2006, 03:08 AM
KAIROS   სოლომონ, ვერ გამოვáƒ...   Nov 14 2006, 07:17 PM
solomony   KAIROS 1) საბერძნეთის,ან...   Nov 14 2006, 09:57 PM
თამარი   KAIROS 1) საბერძნეთის,აáƒ...   Nov 15 2006, 01:59 AM
კანონისტი   KAIROS კარგად ვერ გამიáƒ...   Nov 15 2006, 11:55 AM
KAIROS   კანონისტ, იმ ყველაáƒ...   Nov 16 2006, 05:52 PM
solomony   .კანონისტისრულიად ...   Nov 15 2006, 01:55 PM
solomony   და ერთსაც მე დავამáƒ...   Nov 15 2006, 04:04 PM
KAIROS   კანონისტ! გთხოვ მ...   Nov 15 2006, 08:12 PM
თამარი   კანონისტ! გთხოვ áƒ...   Nov 15 2006, 09:33 PM
კანუდოსელი   ra? :blink: აი ამ კითხვიáƒ...   Nov 15 2006, 09:36 PM
თამარი   აი ამ კითხვისთვის á...   Nov 15 2006, 09:39 PM
ალექსანდრე   ამ შემთხვევაში კაáƒ...   Nov 16 2006, 12:50 AM
კანონისტი   KAIROS გაფრთიხლება ვორ...   Nov 16 2006, 12:08 PM
KAIROS   ის სიტყვიერი გაფრთ...   Nov 16 2006, 04:35 PM
კანონისტი   solomony მთლად ასე ვერ ვá...   Nov 16 2006, 05:28 PM
კანონისტი   KAIROS შევეცდები. მე მა...   Nov 16 2006, 06:52 PM
KAIROS   ბუკლეტის გვერდის áƒ...   Nov 16 2006, 07:21 PM
თამარი   არც ჩვენ გვქონია აá...   Nov 16 2006, 07:37 PM
glaxa   კანონისტი კანონისá...   Dec 14 2006, 11:01 AM
კანონისტი   glaxa ნუ, როგორც ჩანს კ...   Dec 14 2006, 01:22 PM
glaxa   კანონისტი :lol: :lol: :lol: ...   Dec 14 2006, 01:57 PM
კანონისტი   glaxa ;)   Dec 14 2006, 03:33 PM
კანონისტი   mona nino მართალია. სხვა...   Dec 29 2006, 04:01 PM
KAIROS   არადა მაინც კათოლá...   Jan 2 2007, 04:28 AM
კანონისტი   KAIROS ხოო? არადა ვიდეáƒ...   May 31 2007, 01:57 PM
კანონისტი   Sotiris დიდი მადლობა, სáƒ...   Jun 5 2007, 06:44 PM
მხევალი ნინო   Sotiris სანამ წახვიდოáƒ...   Jun 5 2007, 06:50 PM
Sotiris   Sotiris სანამ წახვიდოდá...   Jun 5 2007, 07:25 PM
მხევალი ნინო   Sotiris ამისგან გასხვá...   Jun 5 2007, 07:36 PM
ლეონტი   ეხლა კი ოოო. თუ კაიáƒ...   Jun 5 2007, 07:49 PM
KAIROS   ლეონტი, საერთოდ აá...   Jun 5 2007, 10:38 PM
ლეონტი   ლეონტი, საერთოდ არá...   Jun 6 2007, 12:51 PM
Sotiris   ახლა პასუხი ( მანამ...   Jun 11 2007, 03:48 AM
კანუდოსელი   იმხელა პოსტინგი რáƒ...   Jun 11 2007, 11:40 AM
კანონისტი   ლეონტი უადგილო გამ...   Jun 5 2007, 11:24 PM
თამარი_ცქნაფო   ლეონტი უადგილო გაáƒ...   Jun 6 2007, 01:06 AM
nini_1   ამ ფორუმზე მე ახალáƒ...   Jun 6 2007, 01:32 PM
ლეონტი   ამ ფორუმზე მე ახალá...   Jun 6 2007, 02:13 PM
კანუდოსელი   ...უი . :rolleyes: რას იზამ.. ...   Jun 6 2007, 02:20 PM
კანონისტი   ნინო კობიძე ანუ აღá...   Jun 6 2007, 03:26 PM
natia.   კანონისტი მაინტერá...   Jun 1 2008, 12:34 AM
staywhite   მხევალი ნინო ნინო,...   Jun 1 2008, 01:45 AM
xornabujeli   :)უპირველეს ყოვლისáƒ...   Jun 1 2008, 03:21 AM
xornabujeli   :არა: ვერ დაგეთანáƒ...   Jun 2 2008, 09:37 PM
KAIROS   ანუ არაა სიწმინდე? ...   Jun 2 2008, 09:56 PM
xornabujeli   :) შეიძლება ითქვას,á...   Jun 4 2008, 01:37 PM
KAIROS   არ შეიძლება :) ფააქá...   Jun 4 2008, 01:47 PM
xornabujeli   :) შეიძლება... მერე á...   Jun 4 2008, 05:12 PM
KAIROS   არა, არაა აუცილებეá...   Jun 4 2008, 08:19 PM
abo   რაც არ ვიცი არ ვიცი....   Jun 4 2008, 08:32 PM
კანონისტი   -tamar- ვერ გავიგე, რას á...   Jun 5 2008, 11:24 AM
KAIROS   :კი:   Jun 5 2008, 02:15 PM
orthodox-georgia   მაგით იმის თქმა გიáƒ...   Jun 5 2008, 03:45 PM
seminarieli lela   მაგით იმის თქმა გიá...   Jun 5 2008, 03:54 PM
orthodox-georgia   ასე გამოდის რომ არá...   Jun 5 2008, 04:03 PM
კანონისტი   orthodox-georgia არ იკურთხებá...   Jun 5 2008, 04:02 PM
seminarieli lela   orthodox-georgia არ იკურთხებ...   Jun 5 2008, 04:07 PM
კანონისტი   seminarieli lela არა, ხატის გáƒ...   Jun 5 2008, 04:19 PM
xornabujeli   :) განსჯა შენთვის მ...   Jun 6 2008, 09:19 PM
KAIROS   ხორნაბუჯელ, წრეზე á...   Jun 7 2008, 03:39 AM
მნათე   იკონოგრაფიული დიáƒ...   Jun 7 2008, 04:13 AM
xornabujeli   :) კაიროს,მიდიხარ კá...   Jun 8 2008, 05:38 PM
KAIROS   ეგაა სწორედ ის ახაá...   Jun 8 2008, 07:30 PM
orthodox-georgia   ხატის კურთხევა მაი...   Jun 8 2008, 11:03 PM
KAIROS   ნამდვილად აუცილებ...   Jun 9 2008, 02:23 AM
xornabujeli   :) კაიროს,დაწერილ ხá...   Jun 10 2008, 09:54 PM
KAIROS   :არა: საჭიროა არა კáƒ...   Jun 11 2008, 03:11 AM
xornabujeli   :არა: საჭიროა არა კáƒ...   Jun 12 2008, 12:39 PM
მხევალი ნინო   xornabujeli გიორგი, თუ მე-15...   Jun 11 2008, 06:31 PM
xornabujeli   xornabujeli გიორგი, თუ მე-15 ...   Jun 12 2008, 01:55 PM
orthodox-georgia   ვინ დამიმტკიცებს áƒ...   Jun 12 2008, 06:54 PM
KAIROS   შენ ვერავინ :D რადგáƒ...   Jun 14 2008, 08:56 AM
orthodox-georgia   შენ ვერავინ :D იხარá...   Jun 14 2008, 12:11 PM
KAIROS   უი, არა ამას ვინ გაáƒ...   Jun 14 2008, 01:41 PM
orthodox-georgia   უი, არა ამას ვინ გაáƒ...   Jun 14 2008, 01:57 PM
KAIROS   :D არამარტო "ამ საáƒ...   Jun 14 2008, 01:58 PM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 6 მომხმარებელი (მათ შორის 6 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 31st October 2026 - 12:09 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი